პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ევაკუაცია რუსეთის ქალაქში, უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო - რა ვითარებაა ადიღეში?
ევაკუაცია რუსეთის ქალაქში, უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო - რა ვითარებაა ადიღეში?

რუ­სე­თის ადი­ღეს რეს­პუბ­ლი­კა­ში, ქა­ლაქ მა­ი­კო­პთან დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც დაბა როდ­ნი­კო­ვოს მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია გახ­და სა­ჭი­რო, - ამის შე­სა­ხებ ადი­ღეს ხელ­მძღვა­ნელ­მა, მა­რატ კუმ­პი­ლოვ­მა გა­ნა­ცხა­და.

  • კუმ­პი­ლოვს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. მისი თქმით, თავ­დას­ხმას მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

ამას­თან, „ტე­ლეგ­რამ“ არხ Astra-ს ცნო­ბით, მა­ი­კო­პთან ახ­ლოს, სამ­ხედ­რო აე­როდ­რო­მი „ხანსკა­ი­ა­ზე“ უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნე­ბით თავ­დას­ხმა მოხ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ დი­ლით გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ წუ­ხელ სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის ძა­ლებ­მა რუ­სე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 92 უკ­რა­ი­ნუ­ლი დრო­ნი გა­ა­ნად­გუ­რეს, მათ შო­რის 47 კრას­ნო­და­რის მხა­რის თავ­ზე. ადი­ღე ყვე­ლა მხრი­დან კრას­ნო­და­რის მხა­რის ტე­რი­ტო­რი­ი­თაა გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი.

ავტორი:

ევაკუაცია რუსეთის ქალაქში, უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო - რა ვითარებაა ადიღეში?

ევაკუაცია რუსეთის ქალაქში, უკრაინული დრონებით თავდასხმის გამო - რა ვითარებაა ადიღეში?

რუსეთის ადიღეს რესპუბლიკაში, ქალაქ მაიკოპთან დრონებით თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც დაბა როდნიკოვოს მაცხოვრებლების ევაკუაცია გახდა საჭირო, - ამის შესახებ ადიღეს ხელმძღვანელმა, მარატ კუმპილოვმა განაცხადა.

  • კუმპილოვს არ დაუკონკრეტებია, რამდენი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მისი თქმით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ამასთან, „ტელეგრამ“ არხ Astra-ს ცნობით, მაიკოპთან ახლოს, სამხედრო აეროდრომი „ხანსკაიაზე“ უკრაინული დრონებით თავდასხმა მოხდა.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილით გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე 92 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 47 კრასნოდარის მხარის თავზე. ადიღე ყველა მხრიდან კრასნოდარის მხარის ტერიტორიითაა გარშემორტყმული.