ავტორი:

რამ გამოიწვია "მიძინებული" ამერიკული ბომბის აფეთქება იაპონიაში?

რამ გამოიწვია "მიძინებული" ამერიკული ბომბის აფეთქება იაპონიაში?
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

რუსეთ-უკრაინის ომში თუ ირან-ისრაელის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყების შემდეგ, აღარავის უკვირს მათ მიერ ერთმანეთის სამხედრო აეროდრომებსა და სამოქალაქო აეროპორტებზე საჰაერო შეტევების მიტანა და საავიაციო ბომბების ჩამოყრა...

მაგრამ, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შორეული, მშვიდობიანი იაპონიის აეროპორტში საავიაციო ბომბი ფეთქდება და ამის დამადასტურებელი ვიდეოკადრებიც იდება, მაშინ რაღა უნდა იფიქრო, იაპონიაც დაბომბეს მეორე მსოფლიოს ომში, კაპიტულაციიდან 79 წლის შემდეგ?

  • როგორც გაირკვა, ეს ვარაუდი ნაწილობრივ სწორი აღმოჩნდა - იაპონიის სამხრეთ ნაწილში მდებარე მიაძაკის აეროპორტის სამანევრო ბილიკზე, რომლის გავლითაც ლაინერები მთავარ ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე გადიან, მოულოდნელად ძლიერი აფეთქება მოხდა და აეროპორტის შენობაზე დაყენებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა ჰაერში სამ ათეულ მეტრამდე აყრილი ასფალტის ნაჭრები...

აფეთქებას, საბედნიეროდ, არავინ დაუზარალებია, რადგან ამ მომენტში ახლოს არ იმყოფებოდა რომელიმე სამგზავრო თვითმფრინავი. შემთხვევის ადგილზე მისულ ოპერატიულ სამსახურებს დახვდათ შვიდი მეტრის სიგრძის, ოთხი მეტრის სიგანისა და ერთი მეტრის სიღრმის კრატერი.

იაპონელი გამნაღმველების გაანგარიშებით, სამანევრო ზოლის ასფალტის ქვეშ აფეთქდა 227 კგ კალიბრის საავიაციო ბომბი... მაგრამ ვის შეეძლო დაებომბა იაპონიის ეს სამოქალაქო აეროპორტი? რა თქმა უნდა, მხოლოდ... ამერიკელებს!

ოღონდ, არა ახლა, არამედ, ზუსტად 80 წლის წინ, 1944 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც აშშ-სა და იაპონიის იმპერიას იმ დონის სამკვდრო-სასიცოცხლო ომი ჰქონდათ ერთმანეთთან, რომ ამერიკელებმა იაპონელები ბოლოს არ დაინდეს და ორი ატომური ბომბის აფეთქებით დასაჯეს, ჰიროსიმასა და ნაგასაკში...წაიკითხეთ სრულად