ავტორი:

აშშ-ში ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულის საქმე შეიძლება გადაიხედოს - მშობლების მკვლელობისთვის მსჯავრდებული ძმები ამტკიცებენ, რომ მამა მათზე სექსუალურად ძალადობდა

აშშ-ში ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაულის საქმე შეიძლება გადაიხედოს - მშობლების მკვლელობისთვის მსჯავრდებული ძმები ამტკიცებენ, რომ მამა მათზე სექსუალურად ძალადობდა

მშობლების მკვლელობაში მსჯავრდებული ერიკ და ლაილ მენენდესების საქმე სასამართლომ შესაძლოა ისევ განიხილოს.

ბრალდების თანახმად, 1989 წელს, ძმებმა თავიანთი მშობლები, ხოსე და კიტი მენენდესებისაკუთარ სახლში მოკლეს. იმჟამად პროკურატურა ამტკიცებდა, რომ დანაშაულის მოტივი მამის ქონების მითვისება იყო.

ხუთშაბათს, ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურორმა ჯორჯ გასკონმა თქვა, რომ არსებობდა "ზნეობრივი და ეთიკური ვალდებულება“ გადაიხედოს ძმების მიერ გასულ წელს წარდგენილ მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, ისინი მამის მხრიდან სექსუალურ ძალადობას განიცდიდნენ - ხოსე მენენდესი შვილებს სისტემატურად სცემდა, აუპატიურებდა, აძალებდა პორნოგრაფიის ყურებას, უღებდა სექსუალური ხასიათის ფოტოსურათებს. სექსუალური ძალადობის დროს ხოსე მენენდესი ხშირად იყენებდა სხვადასხვა ნივთებს. ბავშვები დედას დახმარებას სთხოვდნენ, თუმცა მერი ლუისი შვილებს ტყუილში ადანაშაულებდა.

ძმები დამნაშავედ ცნეს და 1996 წელს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. მკვლელობის დროს ლაილ მენენდესი 21 წლის იყო, ერიკ მენენდესი კი 18 წლის.

ძმები მენენდესების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი Netflix-ის ახალი სერიალის Monsters: The Lyle and Erik Menendez Story-ის გამოსვლის შემდეგ განახლდა. ხუთშაბათს, მათ მიმართ მხარდაჭერა რეალითი შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა გამოხატა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა საქმისადმი ინტერესი.

"ისინი მონსტრები არ არიან. ისინი არიან კეთილი, ინტელექტუალური, პატიოსანი კაცები", - თქვა მან NBC News-თან ინტერვიუში.