პოლიტიკა
სამართალი

17

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე, მთვარე მორიელში იქნება 04:19-დან დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედას არ მეძახიან..." - რატომ თქვეს უარი შვილებმა ნიკოლ კიდმანთან ურთიერთობაზე? - მსახიობის პირადი დრამა, ტომ კრუზი და დედის სიკვდილი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა
"დედას არ მეძახიან..." - რატომ თქვეს უარი შვილებმა ნიკოლ კიდმანთან ურთიერთობაზე? - მსახიობის პირადი დრამა, ტომ კრუზი და დედის სიკვდილი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

ნი­კოლ კიდ­მანს უკვე წლე­ბია ხში­რად ვხე­დავთ ეკ­რან­ზე დე­დის როლ­ში, ცხოვ­რე­ბა­შიც, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს თა­ვის ორ უმ­ცროს შვილ­თან, 16 წლის როუზ და 14 წლის ფეით ურ­ბა­ნებ­თან. თუმ­ცა, ნი­კოლ კიდ­მა­ნის ურ­თი­ერ­თო­ბა ორ უფ­როს შვილ­თან შე­და­რე­ბით უფრო და­ძა­ბუ­ლია.

57 წლის მსა­ხი­ო­ბი სა­ჯა­როდ არას­დროს სა­უბ­რობს ბე­ლა­სა (31 წლის) და კო­ნო­რის(29 წლის) შე­სა­ხებ. მათ­თან ერ­თად ნი­კო­ლი 16 წე­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოს­კა­რო­სან ავ­სტრა­ლი­ელ მსა­ხი­ობს, ორი კვი­რის წინ, უფ­როს­მა შვი­ლებ­მა გულ­თბი­ლი წე­რი­ლი მის­წე­რეს, რო­დე­საც გა­ი­გეს, რომ ვარ­სკვლა­ვის დედა და­ი­ღუ­პა.

კიდ­მან­მა არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ბელა და კო­ნო­რი "მა­მის ერ­თგულ­ნი" არი­ან და მას "დე­დას არ ეძა­ხი­ან," რად­გან როცა ტომ კრუზს და­შორ­და, მათ შვი­ლებ­მა სა­ი­ენ­ტო­ლო­გია აირ­ჩი­ეს და დე­დას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარი თქვეს.

მსა­ხი­ო­ბის დე­დის, ჯა­ნე­ლის, მო­უ­ლოდ­ნე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ კი, და-ძმამ ემო­ცი­უ­რი წე­რი­ლი მის­წე­რა მას, რაც შე­საძ­ლოა კავ­ში­რის აღ­დგე­ნა­ზეც მი­უ­თი­თებ­დეს.

ნი­კოლ­მა დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი იტა­ლი­ა­ში, ვე­ნე­ცი­ის ფეს­ტი­ვალ­ზე ჩას­ვლი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­ი­გო. მსა­ხი­ო­ბი კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ახალ ფილ­მს, Babygirl-ს წა­რად­გენ­და, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის ჯილ­დო­ზე გა­ი­მარ­ჯვა, მაგ­რამ მის ნაც­ვლად პრი­ზი რე­ჟი­სორ­მა ჰა­ლი­ნა რე­ინ­მა მი­ი­ღო და მსა­ხი­ო­ბის გან­ცხა­დე­ბა წა­ი­კი­თხა: "დღეს ვე­ნე­ცი­ა­ში ჩა­მო­ვე­დი და მა­ლე­ვე გა­ვი­გე, რომ დე­და­ჩე­მი, ჯა­ნელ ენ კიდ­მა­ნი, გარ­და­იც­ვა­ლა. შოკ­ში ვარ და ოჯახ­თან უნდა წა­ვი­დე, მაგ­რამ ეს ჯილ­დო მას ეკუთ­ვნის - მან ჩა­მო­მა­ყა­ლი­ბა, ის ყო­ველ­თვის გვერ­დით მედ­გა", - აღ­ნიშ­ნავ­და წე­რილ­ში მსა­ხი­ო­ბი.

ბე­ლამ და კო­ნორ­მა, ბე­ბი­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბის სა­პა­სუ­ხოდ, ნი­კოლს წე­რი­ლი მის­წე­რეს, სა­დაც თა­ნაგ­რძნო­ბა და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტეს.რო­გორც Woman’s Day-ი იტყო­ბი­ნე­ბა, მსა­ხი­ო­ბი შვი­ლე­ბის ამ ქმე­დე­ბამ გა­ა­ხა­რა და სურს, რომ ისი­ნი კვლავ დაბ­რუნ­დნენ მის ცხოვ­რე­ბა­ში.

წყა­როს თქმით, ნი­კო­ლი მზა­დაა, კა­რი­ე­რა­ში დრო­ე­ბით პა­უ­ზა აი­ღოს და შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი დრო და­უთ­მოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბელა და კო­ნო­რი ნი­კოლ­მა ტომ კრუზ­თან თა­ნა­ცხოვ­რე­ბი­სას იშ­ვი­ლა.

წყვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხში­რად ჩნდე­ბო­და ბავ­შებ­თან ერ­თად, თუმ­ცა 2001 წელს გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ბელა და კო­ნო­რი მა­მას­თან დარ­ჩნენ, ცნო­ბი­ლია, რომ კიდ­მან­მა ბევ­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გა­მო­ტო­ვა შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, მათ შო­რის ბე­ლას ქორ­წი­ლი 2015 წელს, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში, Dorchester-ის სას­ტუმ­რო­ში გა­ი­მარ­თა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ნი­კო­ლი იმ პე­რი­ოდ­ში ამა­ვე ქა­ლაქ­ში ცხოვ­რობ­და.

2018 წელს, რო­დე­საც ნი­კოლ­მა სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში ოქ­როს გლო­ბუ­სი მი­ი­ღო, მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და თა­ვის ბი­ო­ლო­გი­ურ ქა­ლიშ­ვი­ლებ­სა და მე­ო­რე მე­უღ­ლეს, კიტ ურ­ბანს, მაგ­რამ კო­ნო­რი და ბელა არ უხ­სე­ნე­ბია.

"ჩემი შვი­ლე­ბი დე­დას არ მე­ძა­ხი­ან, უბ­რა­ლოდ, ნი­კოლს მე­ძა­ხი­ან, რაც არ მომ­წონს. ყვე­ლას თა­ვი­სი გზა აქვს და, რო­დე­საც შვი­ლე­ბი თა­ვის გზას პო­უ­ლო­ბენ, ეს მშობ­ლის­თვის დიდი შვე­ბაა“ - თქვა მსა­ხი­ობ­მა ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში.

ნი­კოლ კიდ­მან­მა სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ის ეკ­ლე­სი­ას ზურ­გი მას შემ­დეგ აქ­ცია, რაც ტომ კრუზ­თან გან­ქორ­წინ­და, რო­მე­ლიც ამ ეკ­ლე­სი­ის ცნო­ბი­ლი და აქ­ტი­უ­რი წევ­რია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტომ კრუზ­მა ნი­კოლს 2019 წელს კო­ნო­რის ქორ­წილ­ში დას­წრე­ბა აუკ­რძა­ლა, რად­გან მისი სა­ცო­ლე სა­ი­ენ­ტო­ლო­გი­ა­ში მა­ღა­ლი რან­გის წევ­რი იყო.

"ყველფ­რის უკან ტომი დგას და რა­საც ის გა­და­წყვეტს, კა­ნო­ნი­ვი­თაა", - უთხრა წყა­რომ მე­დი­ას.

კო­ნო­რი, რო­მე­ლიც ადრე დი­ჯეი იყო და ახლა თევ­ზა­ო­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, "მა­მის მი­მართ უდი­დეს თაყ­ვა­ნის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავს", - თქვა წყა­რომ და აღ­ნიშ­ნა, რომ მას არას­დროს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

2018 წელს ნი­კოლ­მა კვლავ და­არ­ღვია დუ­მი­ლი შვი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და მე­დი­ას­თან სა­უბ­რი­სას მი­ა­ნიშ­ნა, რომ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა რე­ლი­გი­უ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბის გამო გა­ურ­თულ­და."ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან პი­რა­დია ჩემ­თვის. უნდა და­ვიც­ვა ეს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ვიცი, რომ ჩემი შვი­ლე­ბის­თვის სი­ცო­ცხლეს დავ­თმობ­დი, რად­გან ეს ჩემი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა ისი­ნი ზრდას­რუ­ლე­ბი არი­ან. მათ შე­უძ­ლი­ათ თა­ვად მი­ი­ღონ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი. მათ აირ­ჩი­ეს სა­ი­ენ­ტო­ლო­გო­ბა და რო­გორც დე­დის მო­ვა­ლე­ო­ბაა, მათ სიყ­ვა­რუ­ლი ვა­ჩუ­ქო. მე შემ­წყნა­რებ­ლო­ბის მა­გა­ლი­თი ვარ და ასე მჯე­რა – რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეს შვი­ლი, მან უნდა იცო­დეს, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს. მშობ­ლის, მო­ვა­ლე­ო­ბაა, ყო­ველ­თვის უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი შევ­თა­ვა­ზოთ შვი­ლებს", - ამ­ბობ­და კიდ­მა­ნი.

რო­დე­საც ნი­კო­ლი გახ­და პირ­ვე­ლი ავ­სტრა­ლი­ე­ლი, რო­მელ­მაც American Film Institute (AFI)-ის ჯილ­დო მი­ი­ღო, იმე­დი ჰქონ­და, რომ ბელა და კო­ნო­რი და­ეს­წრე­ბოდ­ნენ ღო­ნის­ძი­ე­ბას, თუმ­ცა ისი­ნი არ მი­ვიდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაილი
0

ჰყავს ორი ბიოლოგიური ქალიშვილი მეორე ქმართან!

...
2

ჰყავს ორი ბიოლოგიური შვილი. წერია სტატიაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები, როგორ დაუშინეს გიორგი გახარიას კვერცხები თბილისის აეროპორტში
ავტორი:

"დედას არ მეძახიან..." - რატომ თქვეს უარი შვილებმა ნიკოლ კიდმანთან ურთიერთობაზე? - მსახიობის პირადი დრამა, ტომ კრუზი და დედის სიკვდილი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

"დედას არ მეძახიან..." - რატომ თქვეს უარი შვილებმა ნიკოლ კიდმანთან ურთიერთობაზე? - მსახიობის პირადი დრამა, ტომ კრუზი და დედის სიკვდილი, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

ნიკოლ კიდმანს უკვე წლებია ხშირად ვხედავთ ეკრანზე დედის როლში, ცხოვრებაშიც, მას განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს თავის ორ უმცროს შვილთან, 16 წლის როუზ და 14 წლის ფეით ურბანებთან. თუმცა, ნიკოლ კიდმანის ურთიერთობა ორ უფროს შვილთან შედარებით უფრო დაძაბულია.

57 წლის მსახიობი საჯაროდ არასდროს საუბრობს ბელასა (31 წლის) და კონორის(29 წლის) შესახებ. მათთან ერთად ნიკოლი 16 წელია საზოგადოებაში არ გამოჩენილა.

  • გავრცელებული ინფორმაციით, ოსკაროსან ავსტრალიელ მსახიობს, ორი კვირის წინ, უფროსმა შვილებმა გულთბილი წერილი მისწერეს, როდესაც გაიგეს, რომ ვარსკვლავის დედა დაიღუპა.

კიდმანმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ბელა და კონორი "მამის ერთგულნი" არიან და მას "დედას არ ეძახიან," რადგან როცა ტომ კრუზს დაშორდა, მათ შვილებმა საიენტოლოგია აირჩიეს და დედასთან ურთიერთობაზე უარი თქვეს.

მსახიობის დედის, ჯანელის, მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ კი, და-ძმამ ემოციური წერილი მისწერა მას, რაც შესაძლოა კავშირის აღდგენაზეც მიუთითებდეს.

ნიკოლმა დედის გარდაცვალების ამბავი იტალიაში, ვენეციის ფესტივალზე ჩასვლიდან რამდენიმე საათში გაიგო. მსახიობი კინოფესტივალზე ახალ ფილმს, Babygirl-ს წარადგენდა, სადაც საუკეთესო მსახიობის ჯილდოზე გაიმარჯვა, მაგრამ მის ნაცვლად პრიზი რეჟისორმა ჰალინა რეინმა მიიღო და მსახიობის განცხადება წაიკითხა: "დღეს ვენეციაში ჩამოვედი და მალევე გავიგე, რომ დედაჩემი, ჯანელ ენ კიდმანი, გარდაიცვალა. შოკში ვარ და ოჯახთან უნდა წავიდე, მაგრამ ეს ჯილდო მას ეკუთვნის - მან ჩამომაყალიბა, ის ყოველთვის გვერდით მედგა", - აღნიშნავდა წერილში მსახიობი.

ბელამ და კონორმა, ბებიის გარდაცვალების შოკისმომგვრელი ამბის საპასუხოდ, ნიკოლს წერილი მისწერეს, სადაც თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოხატეს.როგორც Woman’s Day-ი იტყობინება, მსახიობი შვილების ამ ქმედებამ გაახარა და სურს, რომ ისინი კვლავ დაბრუნდნენ მის ცხოვრებაში.

წყაროს თქმით, ნიკოლი მზადაა, კარიერაში დროებით პაუზა აიღოს და შვილებთან ურთიერთობას მაქსიმალურად მეტი დრო დაუთმოს. აღსანიშნავია, რომ ბელა და კონორი ნიკოლმა ტომ კრუზთან თანაცხოვრებისას იშვილა.

წყვილი ურთიერთობის განმავლობაში ხშირად ჩნდებოდა ბავშებთან ერთად, თუმცა 2001 წელს განქორწინების შემდეგ, ბელა და კონორი მამასთან დარჩნენ, ცნობილია, რომ კიდმანმა ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენა გამოტოვა შვილების ცხოვრებაში, მათ შორის ბელას ქორწილი 2015 წელს, რომელიც ლონდონში, Dorchester-ის სასტუმროში გაიმართა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლი იმ პერიოდში ამავე ქალაქში ცხოვრობდა.

2018 წელს, როდესაც ნიკოლმა საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში ოქროს გლობუსი მიიღო, მადლობა გადაუხადა თავის ბიოლოგიურ ქალიშვილებსა და მეორე მეუღლეს, კიტ ურბანს, მაგრამ კონორი და ბელა არ უხსენებია.

"ჩემი შვილები დედას არ მეძახიან, უბრალოდ, ნიკოლს მეძახიან, რაც არ მომწონს. ყველას თავისი გზა აქვს და, როდესაც შვილები თავის გზას პოულობენ, ეს მშობლისთვის დიდი შვებაა“ - თქვა მსახიობმა ერთ-ერთ გადაცემაში.

ნიკოლ კიდმანმა საიენტოლოგიის ეკლესიას ზურგი მას შემდეგ აქცია, რაც ტომ კრუზთან განქორწინდა, რომელიც ამ ეკლესიის ცნობილი და აქტიური წევრია. გავრცელებული ინფორმაციით, ტომ კრუზმა ნიკოლს 2019 წელს კონორის ქორწილში დასწრება აუკრძალა, რადგან მისი საცოლე საიენტოლოგიაში მაღალი რანგის წევრი იყო.

"ყველფრის უკან ტომი დგას და რასაც ის გადაწყვეტს, კანონივითაა", - უთხრა წყარომ მედიას.

კონორი, რომელიც ადრე დიჯეი იყო და ახლა თევზაობით არის დაკავებული, "მამის მიმართ უდიდეს თაყვანისცემას გამოხატავს", - თქვა წყარომ და აღნიშნა, რომ მას არასდროს დაუპირისპირდება.

2018 წელს ნიკოლმა კვლავ დაარღვია დუმილი შვილებთან დაკავშირებით და მედიასთან საუბრისას მიანიშნა, რომ მათთან ურთიერთობა რელიგიური განსხვავებების გამო გაურთულდა."ეს ყველაფერი ძალიან პირადია ჩემთვის. უნდა დავიცვა ეს ურთიერთობები. ვიცი, რომ ჩემი შვილებისთვის სიცოცხლეს დავთმობდი, რადგან ეს ჩემი დანიშნულებაა ისინი ზრდასრულები არიან. მათ შეუძლიათ თავად მიიღონ გადაწყვეტილებები. მათ აირჩიეს საიენტოლოგობა და როგორც დედის მოვალეობაა, მათ სიყვარული ვაჩუქო. მე შემწყნარებლობის მაგალითი ვარ და ასე მჯერა – რასაც არ უნდა აკეთებდეს შვილი, მან უნდა იცოდეს, რომ სიყვარული ყოველთვის არსებობს. მშობლის, მოვალეობაა, ყოველთვის უპირობო სიყვარული შევთავაზოთ შვილებს", - ამბობდა კიდმანი.

როდესაც ნიკოლი გახდა პირველი ავსტრალიელი, რომელმაც American Film Institute (AFI)-ის ჯილდო მიიღო, იმედი ჰქონდა, რომ ბელა და კონორი დაესწრებოდნენ ღონისძიებას, თუმცა ისინი არ მივიდნენ.