პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია" - რა განაცხადა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა?
"გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია" - რა განაცხადა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა?

დაც­ვის მხა­რემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უშუ­ა­ლოდ მი­ან­დო სა­სა­მარ­თლოს, ეს იყო ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცია, - ამის შე­სა­ხებ ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნის ად­ვო­კატ­მა, სა­ლო­მე არ­დო­ტელ­მა სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­სე­უ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი კვლავ დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნებს.

“ბრალ­დე­ბის მხა­რის პო­ზი­ცია იყო შემ­დე­გი, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო პა­ტიმ­რო­ბა, ხოლო დაც­ვის მხა­რემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა უშუ­ა­ლოდ მი­ან­დო სა­სა­მარ­თლოს. ეს იყო ბრალ­დე­ბუ­ლის პო­ზი­ცია და ბუ­ნებ­რი­ვია მისი ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა ად­ვო­კა­ტებ­მაც აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ზი­ცია გა­ვავ­რცე­ლეთ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას ვი­ყე­ნებთ ამ მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში. გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რომ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, დაც­ვის მხა­რე საქ­მის გა­რე­მო­ე­ბებ­ზე და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე ვერ ისა­უბ­რებს”, - გა­ნა­ცხა­და ად­ვო­კატ­მა სა­ლო­მე არ­დო­ტელ­მა.

ცნო­ბის­თვის, 37 წლის ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ ბექა ჯა­ი­ანს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

წი­ნა­სა­სა­მარ­თლო სხდო­მა 2024 წლის 7 ნო­ემ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე და­ი­ნიშ­ნა.

ბექა ჯა­ი­ანს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის „თ“ და „მ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით წა­რედ­გი­ნა, რაც გენ­დე­რის ნიშ­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რით ადრე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძეს და ბრალ­დე­ბულს პი­რად სა­კი­თხზე უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­დათ და აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო ისი­ნი ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ.

"ბექა ჯა­ი­ან­მა 18 სექ­ტემ­ბერს, სა­ბურ­თა­ლო­ზე მდე­ბა­რე ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში გა­საშ­ლე­ლი დანა შე­ი­ძი­ნა, რის შემ­დე­გაც აბ­რა­მი­ძეს­თან შეხ­ვედ­რა გა­ნიზ­რა­ხა. ბრალ­დე­ბუ­ლის გან­მარ­ტე­ბით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე შეხ­ვედ­რა­ზე მათი ურ­თი­ერ­თო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­სა­ჯა­რო­ე­ბის სა­ნაც­ვლოდ და­ი­თან­ხმა.

ბრალ­დე­ბუ­ლი და­ახ­ლო­ე­ბით, 19:10 სა­ათ­ზე, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლთან მი­ვი­და, იქვე მდე­ბა­რე მა­ღა­ზი­ა­ში ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი შე­ი­ძი­ნა და სახ­ლში ავი­და. ჯა­ი­ან­მა შე­ლა­პა­რა­კე­ბის ნი­ა­დაგ­ზე, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, მის მე­გო­ბარ ქალს ჯერ ხელი და­არ­ტყა, ხოლო შემ­დეგ და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ში 28 ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 20 წუთ­ში, ბრალ­დე­ბულ­მა კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბინა კი­ბე­ე­ბით და­ტო­ვა და იქვე, ნა­თე­სა­ვის ბი­ნა­ში მი­ვი­და, მხო­ლოდ სის­ხლი­ა­ნი მა­ი­სუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა, ჯერ ტაქ­სით მი­ვი­და მეტ­რომ­დე, შემ­დეგ მეტ­რო­თი იმ­გზავ­რა და კვლავ ტაქ­სის მეშ­ვე­ო­ბით თბი­ლი­სი და­ტო­ვა. ის სე­ნა­კის­კენ მი­მა­ვა­ლი, კო­პიტ­ნა­რის აე­რო­პორ­ტის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ა­კა­ვეს“, - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია" - რა განაცხადა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა?

"გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია" - რა განაცხადა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატმა?

დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია, - ამის შესახებ ბრალდებული ბექა ჯაიანის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა სასამართლო სხდომის დასეულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ამ ეტაპზე ბრალდებული კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

“ბრალდების მხარის პოზიცია იყო შემდეგი, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, ხოლო დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს. ეს იყო ბრალდებულის პოზიცია და ბუნებრივია მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმაც აღნიშნული პოზიცია გავავრცელეთ სასამართლო პროცესზე.

დუმილის უფლებას ვიყენებთ ამ მოცემულ შემთხვევაში. გამომდინარე იქიდან რომ გამოძიება მიმდინარეობს, დაცვის მხარე საქმის გარემოებებზე და მტკიცებულებებზე ვერ ისაუბრებს”, - განაცხადა ადვოკატმა სალომე არდოტელმა.

ცნობისთვის, 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

წინასასამართლო სხდომა 2024 წლის 7 ნოემბერს, 12:00 საათზე დაინიშნა.

ბექა ჯაიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტებით წარედგინა, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მკვლელობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, კესარია აბრამიძეს და ბრალდებულს პირად საკითხზე უთანხმოება მოუვიდათ და აღნიშნულის გამო ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.

"ბექა ჯაიანმა 18 სექტემბერს, საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში გასაშლელი დანა შეიძინა, რის შემდეგაც აბრამიძესთან შეხვედრა განიზრახა. ბრალდებულის განმარტებით, კესარია აბრამიძე შეხვედრაზე მათი ურთიერთობის ამსახველი ფოტოსურათების სოციალურ ქსელში გასაჯაროების სანაცვლოდ დაითანხმა.

ბრალდებული დაახლოებით, 19:10 საათზე, კესარია აბრამიძის საცხოვრებელ სახლთან მივიდა, იქვე მდებარე მაღაზიაში ალკოჰოლური სასმელი შეიძინა და სახლში ავიდა. ჯაიანმა შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მის მეგობარ ქალს ჯერ ხელი დაარტყა, ხოლო შემდეგ დანით სხეულის სხვადასხვა ადგილებში 28 ჭრილობა მიაყენა. აღნიშნულიდან დაახლოებით 20 წუთში, ბრალდებულმა კესარია აბრამიძის საცხოვრებელი ბინა კიბეებით დატოვა და იქვე, ნათესავის ბინაში მივიდა, მხოლოდ სისხლიანი მაისური გამოიცვალა, ჯერ ტაქსით მივიდა მეტრომდე, შემდეგ მეტროთი იმგზავრა და კვლავ ტაქსის მეშვეობით თბილისი დატოვა. ის სენაკისკენ მიმავალი, კოპიტნარის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, - აცხადებენ პროკურატურაში.

იხილეთ ასევე: