საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზე, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო" - მაია ასათიანი კესარია აბრამიძეზე
"ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზე, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო" -  მაია ასათიანი კესარია აბრამიძეზე

"ბოლო მე­სი­ჯი, რაც მომ­წე­რა იყო - არა, რას ამ­ბობ, რომ შე­ვუ­რიგ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მომ­კლავს...“ - ამ­ბობს კე­სა­რია აბ­რა­მი­ძის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტი მაია ასა­თი­ა­ნი ვრცელ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­შიც, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რად ჰყვე­ბა მათი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ, ღა­მით, დიდ დი­ღომ­ში, ავ­თან­დი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში სას­ტი­კად მოკ­ლეს ტრანსგენ­დე­რი ქალი, მო­დე­ლი კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე. მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ბექა ჯა­ი­ა­ნი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია.

"ახლა ვნა­ხე ჩვე­ნი ბოლო მი­მო­წე­რა, მწერს, რომ ყო­ფი­ლი პარტნი­ო­რი სთხოვს შე­რი­გე­ბას, სი­ტყვა სი­ტყვით ასე­თი მე­სი­ჯია: "არა, რას ამ­ბობ, რომ შე­ვუ­რიგ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მომ­კლავს...“ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნი ვინც ახლა ტი­რა­ჟი­რებთ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ჰო­მო­ფო­ბი­უ­რი კა­ნო­ნი არა­ფერ შუ­ა­შია და ეს არის ყო­ფით ნი­ა­დაგ­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბა, ხართ მომ­დევ­ნო და­ნა­შა­უ­ლის მო­ნა­წი­ლე. კესო იყო მძი­მე, სის­ტე­მა­ტუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ჰქონ­და ტვი­ნის შერ­ყე­ვა და მრავ­ლო­ბი­თი და­ჟე­ჟი­ლო­ბე­ბი. ხან­გრძლი­ვად მკურ­ნა­ლობ­და. ის­მის კი­თხვა - რა­ტომ არ მი­მარ­თა მან პო­ლი­ცი­ას? ტრანსგენ­დე­რი ქალი რო­დე­საც სახ­ლი­დან გა­დის, ბო­ლომ­დე არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი მშვი­დო­ბით მივა თუ არა სახ­ლში. კესო არა­სო­დეს იმ­ჩნევ­და მა­მა­კა­ცე­ბის უხამს გა­მო­ნათ­ქვა­მებს, შე­ძა­ხი­ლებს, არც წყევ­ლა-კრულ­ვას ქა­ლე­ბის მხრი­დან.

კესო გა­გიკ­ვირ­დე­ბათ და ამ ყვე­ლა­ფერს პო­ზი­ტი­უ­რად უყუ­რებ­და. მას ძა­ლი­ან ბევ­რი იბ­რძო­ლა იმის­თვის, რომ ყო­ფი­ლი­ყო ისე­თი, რო­გო­რიც ყვე­ლას გვახ­სოვს - ლაღი, თა­მა­მი, ძლი­ე­რი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქარ­თვე­ლი ქალი. როცა ის ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლია, ვერ მი­მარ­თავს პო­ლი­ცი­ას, იმი­ტომ რომ არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, პო­ლი­ცია უფრო მეტი მო­ძა­ლა­დეა თუ არა, არ არის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ მას და­ი­ცა­ვენ...

პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ისევ უხამ­სად ხომ არ იხუმ­რე­ბენ მას­ზე, ისევ ხომ არ დას­ცი­ნე­ბენ, ისევ ხომ არ მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ის მა­მა­კა­ცად და­ი­ბა­და ოდეს­ღაც. კესო ამა­ზე არა­სო­დეს სა­უბ­რობ­და. ერთი ასე­თი შემ­თხვე­ვა ჰქონ­და, როცა ის ბარ­სე­ლო­ნა­ში მსოფ­ლიო სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენ­და, რომ­ლის ერთ-ერთ დღეს უნდა სცმო­და ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი. ძა­ლი­ან ცნო­ბილ­მა ქარ­თულ­მა ბრენდმა მას ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სი არ ათხო­ვა, იმი­ტომ რომ ჩათ­ვა­ლა, ეს ქარ­თუ­ლი სა­მო­სის შე­უ­რა­ცხყო­ფა იყო. შემ­დეგ ლელა წურ­წუ­მი­ამ გა­ა­ტა­ნა თა­ვი­სი კაბა.

იქ რო­დე­საც ჰკი­თხეს, ერთ-ერ­თმა ეს­პა­ნურ­მა არ­ხმა იყო თუ არა მის ქვე­ყა­ნა­ში ჰო­მო­ფო­ბია, უპა­სუ­ხა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყო ტო­ლე­რან­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ეს რა­ტომ გა­ა­კე­თე-მეთ­ქი, - მი­თხრა, რომ ჩემს ქვე­ყა­ნა­ზე ცუდს ვე­რა­ფერს ვი­ტყვიო. ჩვენ ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და ჩემი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა­ნა­ი­რი ფორ­მე­ბით გაგ­რძელ­და. მე ძა­ლი­ან ცოტა მე­გო­ბა­რი და ახ­ლო­ბე­ლი მყავს. არ ვუშ­ვებ ხოლ­მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან ახ­ლოს ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ იყო ერთი ფაქ­ტი, რო­მელ­მაც ჩვენ დაგ­ვა­ახ­ლო­ვა. ნუ­ცას დაკ­რძალ­ვა­ზე მო­ვი­და კესო, გვერ­დზე მო­მიჯ­და და მი­თხრა, რომ ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვარ დაკ­რძალ­ვა­ზეო. ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში რა­ნა­ი­რად შე­იძ­ლე­ბა იცხოვ­რო, რომ დაკ­რძალ­ვა­ზე არ წახ­ვი­დე, მი­თხრა, ვერ დავ­დი­ვარ, მე­ში­ნია, რომ გა­მაგ­დე­ბე­ნო.

ყვე­ლა­ფერს უყუ­რებ­და ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად, მას ყვე­ლაფ­რად უღირ­და ასეთ ლა­მაზ ქა­ლად ყოფ­ნა. სი­ცო­ცხლის ხან­გრძლი­ვო­ბის შე­მოკ­ლე­ბა­დაც კი. ორი დღის წინ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­კა­ნო­ნა, რომ კე­სოს­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ უნდა არ­სე­ბობ­დნენ. ყო­ველ დღე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­დი­ან კარ­და­კარ, ხვდე­ბი­ან მო­სახ­ლე­ო­ბას და ქვეყ­ნის რომ­ლის გე­ნო­ფონ­დიც გა­ხიზ­ნუ­ლია სა­ზღვარ­გა­რეთ და წლო­ბით იკარ­გე­ბი­ან, შავ მუ­შად მუ­შა­ო­ბენ შვი­ლე­ბის გა­მო­საკ­ვე­ბად, სა­დაც სი­ღა­რი­ბის ასე­თი მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ასე­თი ხში­რია პე­დო­ფი­ლი­ის შემ­თხვე­ვე­ბი, დღე არ გა­დის, რომ არ და­ი­ჭი­რონ მამა, რო­მე­ლიც შვილ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და, ბა­ბუა, პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლე გო­გო­ნა­ზე თუ ბიჭ­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რად ძა­ლა­დობ­და და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამის პრე­ვენ­ცი­ის­თვის არა­ფერს აკე­თებს და ისე წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა­ფერს, თურ­მე ჩვე­ნი მთა­ვა­რი მტე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

ყვა­ვი­ლი იყო ჩემ­თვის კესო, ეკ­ლებ­ში ამო­სუ­ლი ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლი და ძა­ლი­ან მძი­მე და­სა­ჯე­რე­ბე­ლია ახლა ჩემ­თვის, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის არ იყოს, რომ ეს ყვა­ვი­ლი აღარ ამ­შვე­ნებს დე­და­მი­წას. ჩემ­მა ერ­თმა მე­გო­ბარ­მა და­წე­რა, წა­ვი­და თა­ვის ცი­სარ­ტყე­ლას­თა­ნო და მჯე­რა, რომ ეს ნა­თე­ლი გოგო ცი­სარ­ტყე­ლას­თა­ნაა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სამ­ძი­მარს ვკი­თხუ­ლობ­დი და გულ­ში ვი­ფიქ­რე, რომ კე­სოს ეს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნე­ბო­და. კე­სოს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დე­ბო­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მას­ზე აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას. ის იყო პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ტრანსგენ­დე­რი ქალი, რო­მელ­მაც ღიად და­ი­წყო ბრძო­ლა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის და ის ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა პირ­ვე­ლი..."

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

"ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზე, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო" - მაია ასათიანი კესარია აბრამიძეზე

"ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზე, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო" -  მაია ასათიანი კესარია აბრამიძეზე

"ბოლო მესიჯი, რაც მომწერა იყო - არა, რას ამბობ, რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს...“ - ამბობს კესარია აბრამიძის შესახებ ჟურნალისტი მაია ასათიანი ვრცელ ვიდეომიმართვაშიც, რომელშიც დეტალურად ჰყვება მათი ურთიერთობის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სასტიკად მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია.

"ახლა ვნახე ჩვენი ბოლო მიმოწერა, მწერს, რომ ყოფილი პარტნიორი სთხოვს შერიგებას, სიტყვა სიტყვით ასეთი მესიჯია: "არა, რას ამბობ, რომ შევურიგდე, აუცილებლად მომკლავს...“ თითოეული თქვენგანი ვინც ახლა ტირაჟირებთ, რომ ხელისუფლების ჰომოფობიური კანონი არაფერ შუაშია და ეს არის ყოფით ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა, ხართ მომდევნო დანაშაულის მონაწილე. კესო იყო მძიმე, სისტემატური ძალადობის მსხვერპლი.

რამდენიმე თვის წინ ჰქონდა ტვინის შერყევა და მრავლობითი დაჟეჟილობები. ხანგრძლივად მკურნალობდა. ისმის კითხვა - რატომ არ მიმართა მან პოლიციას? ტრანსგენდერი ქალი როდესაც სახლიდან გადის, ბოლომდე არ არის დარწმუნებული მშვიდობით მივა თუ არა სახლში. კესო არასოდეს იმჩნევდა მამაკაცების უხამს გამონათქვამებს, შეძახილებს, არც წყევლა-კრულვას ქალების მხრიდან.

კესო გაგიკვირდებათ და ამ ყველაფერს პოზიტიურად უყურებდა. მას ძალიან ბევრი იბრძოლა იმისთვის, რომ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ყველას გვახსოვს - ლაღი, თამამი, ძლიერი და ძალიან ლამაზი ქართველი ქალი. როცა ის ძალადობის მსხვერპლია, ვერ მიმართავს პოლიციას, იმიტომ რომ არ არის დარწმუნებული, პოლიცია უფრო მეტი მოძალადეა თუ არა, არ არის დარწმუნებული, რომ მას დაიცავენ...

პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები ისევ უხამსად ხომ არ იხუმრებენ მასზე, ისევ ხომ არ დასცინებენ, ისევ ხომ არ მიუთითებენ, რომ ის მამაკაცად დაიბადა ოდესღაც. კესო ამაზე არასოდეს საუბრობდა. ერთი ასეთი შემთხვევა ჰქონდა, როცა ის ბარსელონაში მსოფლიო სილამაზის კონკურსზე საქართველოს წარმოადგენდა, რომლის ერთ-ერთ დღეს უნდა სცმოდა ეროვნული სამოსი. ძალიან ცნობილმა ქართულმა ბრენდმა მას ეროვნული სამოსი არ ათხოვა, იმიტომ რომ ჩათვალა, ეს ქართული სამოსის შეურაცხყოფა იყო. შემდეგ ლელა წურწუმიამ გაატანა თავისი კაბა.

იქ როდესაც ჰკითხეს, ერთ-ერთმა ესპანურმა არხმა იყო თუ არა მის ქვეყანაში ჰომოფობია, უპასუხა, რომ საქართველო იყო ტოლერანტული ქვეყანა. გაოცებული ვიყავი, ეს რატომ გააკეთე-მეთქი, - მითხრა, რომ ჩემს ქვეყანაზე ცუდს ვერაფერს ვიტყვიო. ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა და ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ ეს ურთიერთობა სხვანაირი ფორმებით გაგრძელდა. მე ძალიან ცოტა მეგობარი და ახლობელი მყავს. არ ვუშვებ ხოლმე ჩემს ცხოვრებაში ძალიან ახლოს ადამიანებს, მაგრამ იყო ერთი ფაქტი, რომელმაც ჩვენ დაგვაახლოვა. ნუცას დაკრძალვაზე მოვიდა კესო, გვერდზე მომიჯდა და მითხრა, რომ ცხოვრებაში პირველად ვარ დაკრძალვაზეო. ძალიან გამიკვირდა, საქართველოში რანაირად შეიძლება იცხოვრო, რომ დაკრძალვაზე არ წახვიდე, მითხრა, ვერ დავდივარ, მეშინია, რომ გამაგდებენო.

ყველაფერს უყურებდა ძალიან პოზიტიურად, მას ყველაფრად უღირდა ასეთ ლამაზ ქალად ყოფნა. სიცოცხლის ხანგრძლივობის შემოკლებადაც კი. ორი დღის წინ, ხელისუფლებამ უკვე ოფიციალურად დააკანონა, რომ კესოსნაირი ადამიანები საქართველოში არ უნდა არსებობდნენ. ყოველ დღე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დადიან კარდაკარ, ხვდებიან მოსახლეობას და ქვეყნის რომლის გენოფონდიც გახიზნულია საზღვარგარეთ და წლობით იკარგებიან, შავ მუშად მუშაობენ შვილების გამოსაკვებად, სადაც სიღარიბის ასეთი მაღალი მაჩვენებელია, ასეთი ხშირია პედოფილიის შემთხვევები, დღე არ გადის, რომ არ დაიჭირონ მამა, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა, ბაბუა, პედაგოგი, რომელიც მოსწავლე გოგონაზე თუ ბიჭზე სექსუალურად ძალადობდა და ხელისუფლება ამის პრევენციისთვის არაფერს აკეთებს და ისე წარმოადგენს ყველაფერს, თურმე ჩვენი მთავარი მტერი განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები არიან.

ყვავილი იყო ჩემთვის კესო, ეკლებში ამოსული ბროწეულის ყვავილი და ძალიან მძიმე დასაჯერებელია ახლა ჩემთვის, გიორგი ლეონიძის არ იყოს, რომ ეს ყვავილი აღარ ამშვენებს დედამიწას. ჩემმა ერთმა მეგობარმა დაწერა, წავიდა თავის ცისარტყელასთანო და მჯერა, რომ ეს ნათელი გოგო ცისარტყელასთანაა. სალომე ზურაბიშვილის სამძიმარს ვკითხულობდი და გულში ვიფიქრე, რომ კესოს ეს ძალიან მოეწონებოდა. კესოს ძალიან გაუხარდებოდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მასზე აკეთებს განცხადებას. ის იყო პირველი ქართველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ღიად დაიწყო ბრძოლა საკუთარი თავისთვის და ის ყოველთვის იქნება პირველი..."

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"