საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებენ... " - სოლოვიოვის და სიმონიანის თქმით, აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობოების წარმომადგენლები უნდა დააკავონ
"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებენ... " - სოლოვიოვის და სიმონიანის თქმით, აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობოების წარმომადგენლები უნდა დააკავონ

რუ­სულ ტე­ლე­არხ "რა­სია 1"-ზე კრემ­ლის პრო­პა­გან­დის­ტის, ვლა­დი­მერ სო­ლო­ვი­ო­ვის გა­და­ცე­მა­ში ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნი­ხი­ლეს.

გა­და­ცე­მა­ში RT-ის ხელ­მძღვა­ნელ­მა მარ­გა­რი­ტა სი­მო­ნი­ან­მა ისა­უბ­რა შვე­ბუ­ლე­ბა­ზე და აფხა­ზეთ­ში გა­ტა­რე­ბულ "ხუთ მშვე­ნი­ერ დღე­ზე".

  • ”თქვენ ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რას აკე­თე­ბენ იქ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ამე­რი­კუ­ლი ფუ­ლით და რამ­დე­ნია - ასო­ბით, თუ არა ათა­სო­ბით", - თქვა სი­მო­ნი­ან­მა. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, შეც­ვა­ლონ "აფხა­ზი ახალ­გაზ­რდე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი კო­დექ­სი".

RT-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამ­ბობს, რომ "სა­ცო­და­ვი აფხა­ზე­თის" პრე­ზი­დენ­ტი ას­ლან ბჟა­ნია იბ­რძვის, რო­გორც შე­უძ­ლია, მაგ­რამ "ყვე­ლა­ფე­რი არ შე­უძ­ლია".

ამ ყვე­ლაფ­რის მოს­მე­ნის შემ­დეგ, სო­ლო­ვი­ო­ვი გა­მო­ვი­და ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ აფხა­ზებ­მა "მი­ი­ღონ კა­ნო­ნი, რომ­ლის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დე­გაც მშვი­დად და­ა­კა­ვე­ბენ ადა­მი­ა­ნებს ამ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დახ­მა­რე­ბის­თვის. სი­მო­ნი­ან­მა ასე­ვე გა­იხ­სე­ნა, რომ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც შე­უძ­ლი­ათ ამ ადა­მი­ა­ნებს რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა ჩა­მო­არ­თვან, თუმ­ცა სო­ლო­ვი­ო­ვის აზ­რით, ეს ეფექ­ტი­ა­ნი არ იქ­ნე­ბა, რად­გან "აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა კვლავ ექ­ნე­ბათ, თუმ­ცა ცი­ხე­ში ჩას­მით, მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­ე­ზღუ­დე­ბათ".

”დიახ, ცი­ხი­დან მუ­შა­ო­ბა უფრო რთუ­ლია”, - და­ე­თან­ხმა მას სი­მო­ნი­ა­ნი.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებენ... " - სოლოვიოვის და სიმონიანის თქმით, აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობოების წარმომადგენლები უნდა დააკავონ

"თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებენ... " - სოლოვიოვის და სიმონიანის თქმით, აფხაზეთში მომუშავე არასამთავრობოების წარმომადგენლები უნდა დააკავონ

რუსულ ტელეარხ "რასია 1"-ზე კრემლის პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის გადაცემაში ოკუპირებულ აფხაზეთში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა განიხილეს.

გადაცემაში RT-ის ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა ისაუბრა შვებულებაზე და აფხაზეთში გატარებულ "ხუთ მშვენიერ დღეზე".

  • ”თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებენ იქ არასამთავრობო ორგანიზაციები ამერიკული ფულით და რამდენია - ასობით, თუ არა ათასობით", - თქვა სიმონიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობოები ცდილობენ, შეცვალონ "აფხაზი ახალგაზრდების კულტურული კოდექსი".

RT-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ "საცოდავი აფხაზეთის" პრეზიდენტი ასლან ბჟანია იბრძვის, როგორც შეუძლია, მაგრამ "ყველაფერი არ შეუძლია".

ამ ყველაფრის მოსმენის შემდეგ, სოლოვიოვი გამოვიდა ინიციატივით, რომ აფხაზებმა "მიიღონ კანონი, რომლის ამოქმედების შემდეგაც მშვიდად დააკავებენ ადამიანებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებისთვის. სიმონიანმა ასევე გაიხსენა, რომ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც შეუძლიათ ამ ადამიანებს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან, თუმცა სოლოვიოვის აზრით, ეს ეფექტიანი არ იქნება, რადგან "აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ, თუმცა ციხეში ჩასმით, მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდებათ".

”დიახ, ციხიდან მუშაობა უფრო რთულია”, - დაეთანხმა მას სიმონიანი.

წყარო