საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ოპოზიციამ ისეთი ბინძური ტყუილიც კი იკადრა, რომელიც 15 წუთში გამოაშკარავდა - უმრავლესობის სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს“ - ნიკოლოზ სამხარაძე
“ოპოზიციამ ისეთი ბინძური ტყუილიც კი იკადრა, რომელიც 15 წუთში გამოაშკარავდა - უმრავლესობის სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს“ - ნიკოლოზ სამხარაძე

“ძა­ლი­ან ბევრ სა­კი­თხზე ვი­სა­უბ­რეთ, ღია და გახ­სნი­ლი დის­კუ­სია გვქონ­და, მათ შო­რის სა­უ­ბა­რი გვქონ­და საკ­მა­ოდ მძი­მე გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე, რო­მე­ლიც ბუნ­დეს­ტა­გის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზი­ტი­სას“, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის ფრაქ­ცი­ე­ბის სპი­კე­რებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი ასე­ვე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მოს, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნონს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და რუ­სე­თის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს როლს შე­ე­ხე­ბო­და.

გარ­და ამი­სა, სამ­ხა­რა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ ბუნ­დეს­ტა­გის წარ­მო­მად­გენ­ლებს პარ­ლა­მენ­ტის სპი­კე­რი და არა­ვინ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან არ შეხ­ვდა და გა­ნა­ცხა­და, რომ ეს არის ტყუ­ი­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეხ­ვედ­რა ჯერ კი­დევ 2 კვი­რის წინ იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

“მე მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო იმ ბინ­ძურ ტყუ­ილს, რო­მე­ლიც გა­ავ­რცე­ლეს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­მა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ თურ­მე მე ბუნ­დეს­ტა­გის დე­ლე­გა­ცი­ას არ ვხვდე­ბო­დი. ეს შეხ­ვედ­რა ჩა­ნიშ­ნუ­ლი ჯერ კი­დევ 2 კვი­რის წინ იყო, შე­სა­ბა­მი­სად, თუ ვინ­მეს. აინ­ტე­რე­სებ­და, ყვე­ლას კარ­გად შე­ეძ­ლო ჩა­ე­ხე­და, რომ ეს შეხ­ვედ­რა ჩა­ნიშ­ნუ­ლი იყო და მე ვხვდე­ბო­დი. მათ სა­ხეს ეს კი­დევ ერთხელ კარ­გად აჩ­ვე­ნებს - ყვე­ლა­ფერ­ზე არი­ან წამ­სვლე­ლე­ბი, ისე­თი ბინ­ძუ­რი ტყუ­ი­ლიც კი იკად­რეს, რომ 15 წუთ­ში გა­მო­აშ­კა­რავ­და. შეხ­ვედ­რის დროს მა­შინ თქვეს, რომ თურ­მე ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძე არ ხვდე­ბო­და დე­ლე­გა­ცი­ას.

რაც შე­ე­ხე­ბა შეხ­ვედ­რას, შეხ­ვედ­რა­ზე ჩვენ სხვა­დას­ხვა სა­კი­თხი გან­ვი­ხი­ლეთ. გან­ვი­ხი­ლეთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო გა­რე­მო, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის სა­კი­თხი, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რუ­სე­თის­თვის და­კის­რე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის თა­ვი­დან არი­დე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში სა­ქარ­თვე­ლოს როლი. მათ შო­რის, სა­უ­ბა­რი გვქონ­და საკ­მა­ოდ მძი­მე გა­მო­ნათ­ქვა­მებ­ზე, რო­მე­ლიც ბუნ­დეს­ტა­გის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რეს ჰქონ­და სა­ქარ­თვე­ლოს ვი­ზი­ტი­სას. მე გერ­მა­ნელ კო­ლე­გებს მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია ამის შე­სა­ხებ. ამი­ტომ, ძა­ლი­ან ბევრ სა­კი­თხზე ვი­სა­უბ­რეთ, ღია და გახ­სნი­ლი დის­კუ­სია გვქონ­და”, - გან­მარ­ტა ნი­კო­ლოზ სამ­ხა­რა­ძემ.

კი­თხვა­ზე, თუ რა­ტომ არ შეხ­ვდა ბუნ­დეს­ტა­გის წარ­მო­მად­გენ­ლებს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, სამ­ხა­რა­ძემ უპა­სუ­ხა, რომ ის რე­გი­ონ­შია და მი­ზე­ზიც სწო­რედ ეს იყო.

“რაც შე­ე­ხე­ბა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს, დღეს თბი­ლის­ში არ იმ­ყო­ფე­ბა. ის რე­გი­ონ­შია წა­სუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის, ასე­ვე სა­გა­რეო კო­მი­ტე­ტი­სა და გერ­მა­ნულ-ქარ­თუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფის სა­ხე­ლით მე შევ­ხვდი ბუნ­დეს­ტა­გის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის ად­გილ­სამ­ყო­ფელს ვერ გე­ტყვით, თუმ­ცა შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი ვიცი, რომ იმე­რეთ­შია,” - გა­ნა­ცხა­და სამ­ხა­რა­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ტა­გის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის ფრაქ­ცი­ე­ბის სპი­კე­რე­ბი სტუმ­რო­ბენ. ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სტუმ­რებ­თან შეხ­ვედ­რა­ზე პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერ­მა და აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­დე­რებ­მა უარი თქვეს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

“ოპოზიციამ ისეთი ბინძური ტყუილიც კი იკადრა, რომელიც 15 წუთში გამოაშკარავდა - უმრავლესობის სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს“ - ნიკოლოზ სამხარაძე

“ოპოზიციამ ისეთი ბინძური ტყუილიც კი იკადრა, რომელიც 15 წუთში გამოაშკარავდა - უმრავლესობის სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს“ - ნიკოლოზ სამხარაძე

“ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა, მათ შორის საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომელიც ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა საქართველოს ვიზიტისას“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ასევე წინასაარჩევნო გარემოს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლს შეეხებოდა.

გარდა ამისა, სამხარაძე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებას, რომ ბუნდესტაგის წარმომადგენლებს პარლამენტის სპიკერი და არავინ აღმასრულებელი ხელისუფლებიდან არ შეხვდა და განაცხადა, რომ ეს არის ტყუილი და აღნიშნული შეხვედრა ჯერ კიდევ 2 კვირის წინ იყო ჩანიშნული.

“მე მინდა გამოვეხმაურო იმ ბინძურ ტყუილს, რომელიც გაავრცელეს ოპოზიციონერებმა იმასთან დაკავშირებით, რომ თურმე მე ბუნდესტაგის დელეგაციას არ ვხვდებოდი. ეს შეხვედრა ჩანიშნული ჯერ კიდევ 2 კვირის წინ იყო, შესაბამისად, თუ ვინმეს. აინტერესებდა, ყველას კარგად შეეძლო ჩაეხედა, რომ ეს შეხვედრა ჩანიშნული იყო და მე ვხვდებოდი. მათ სახეს ეს კიდევ ერთხელ კარგად აჩვენებს - ყველაფერზე არიან წამსვლელები, ისეთი ბინძური ტყუილიც კი იკადრეს, რომ 15 წუთში გამოაშკარავდა. შეხვედრის დროს მაშინ თქვეს, რომ თურმე ნიკოლოზ სამხარაძე არ ხვდებოდა დელეგაციას.

რაც შეეხება შეხვედრას, შეხვედრაზე ჩვენ სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ წინასაარჩევნო გარემო, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საკითხი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების თავიდან არიდების პოლიტიკაში საქართველოს როლი. მათ შორის, საუბარი გვქონდა საკმაოდ მძიმე გამონათქვამებზე, რომელიც ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს ჰქონდა საქართველოს ვიზიტისას. მე გერმანელ კოლეგებს მივაწოდე ინფორმაცია ამის შესახებ. ამიტომ, ძალიან ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ, ღია და გახსნილი დისკუსია გვქონდა”, - განმარტა ნიკოლოზ სამხარაძემ.

კითხვაზე, თუ რატომ არ შეხვდა ბუნდესტაგის წარმომადგენლებს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სამხარაძემ უპასუხა, რომ ის რეგიონშია და მიზეზიც სწორედ ეს იყო.

“რაც შეეხება შალვა პაპუაშვილს, დღეს თბილისში არ იმყოფება. ის რეგიონშია წასული. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საგარეო კომიტეტისა და გერმანულ-ქართული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის სახელით მე შევხვდი ბუნდესტაგის წარმომადგენლებს. ირაკლი კობახიძის ადგილსამყოფელს ვერ გეტყვით, თუმცა შალვა პაპუაშვილი ვიცი, რომ იმერეთშია,” - განაცხადა სამხარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ფრაქციების სპიკერები სტუმრობენ. ოპოზიციონერი დეპუტატების ინფორმაციით, სტუმრებთან შეხვედრაზე პარლამენტის სპიკერმა და აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერებმა უარი თქვეს.