მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წინანდლის ფესტივალი ჯუზეპე ვერდის რექვიემით გაიხსნა
წინანდლის ფესტივალი ჯუზეპე ვერდის რექვიემით გაიხსნა

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის მე­ექ­ვსე სე­ზო­ნი ვერ­დის რექ­ვი­ე­მით გა­იხ­სნა. პან­კავ­კა­სი­ურ ახალ­გაზ­რდულ ორ­კესტრს, თბი­ლი­სის ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რის გუნდსა და სა­გან­გე­ბოდ მოწ­ვე­ულ სო­ლის­ტებს იტა­ლი­ე­ლი მა­ესტრო ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­და დი­რი­ჟო­რობ­და.

ფეს­ტი­ვა­ლის გახ­სნი­თი კონ­ცერ­ტის ვარ­სკვლა­ვურ­მა შე­მად­გენ­ლო­ბამ, წი­ნან­დლის ამ­ფი­თე­ატ­რში შეკ­რე­ბი­ლი 1000-მდე მსმე­ნე­ლის მხურ­ვა­ლე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა.

  • ჯა­ნან­დრეა ნო­ზე­და - წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი:

“ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნი­ე­რი ვარ. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსმე­ნე­ლი იყო, მგრძნო­ბი­ა­რე და მად­ლი­ე­რი. ორ­კესტრის ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბის, ვო­კა­ლის­ტე­ბის და გუნ­დის მა­გი­უ­რი კავ­ში­რი შედ­გა ამ ულა­მა­ზეს დარ­ბაზ­ში. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ვერ­დი დღეს ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და.“

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლი 2018 წელს, სილ­ქნე­ტის ხელ­შე­წყო­ბით და­არ­სდა და პირ­ვე­ლი­ვე წლი­დან მო­ი­პო­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­ა­რე­ბა კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის სამ­ყა­რო­ში. კომ­პა­ნია უკვე მე­ექ­ვსედ წა­რად­გენს ფეს­ტი­ვალს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­ში დიდი წვლი­ლი შე­აქვს და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწევს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კლა­სი­კურ მუ­სი­კას.

  • გი­ორ­გი რა­მიშ­ვი­ლი - წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის/სილ­ქნე­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი:

“წელს ფეს­ტი­ვალ­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვარ­სკვლავთცვე­ნაა. რა თქმა უნდა, წი­ნან­დალ­ში პან­კავ­კა­სი­უ­რი ახალ­გაზ­რდუ­ლი ორ­კესტრიც წარ­დგე­ბა მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. აქ ისევ გაჟ­ღერ­დე­ბა უკ­ვდა­ვი გე­ნი­ა­ლუ­რი მუ­სი­კა, რო­გორც მშვი­დო­ბის და ერ­თი­ა­ნო­ბის გზავ­ნი­ლი. წი­ნან­და­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ცენ­ტრია და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ის სულ უფრო მეტ მე­გო­ბარ­სა და მხარ­დამ­ჭერს შე­ი­ძენს.“

წლე­ვან­დელ სე­ზონ­ზე პან­კავ­კა­სი­ურ ახალ­გაზ­რდულ ორ­კესტრში 7 ქვეყ­ნის 80 მდე ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, შვე­ი­ცა­რი­ის, ნორ­ვე­გი­ის, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო­ე­ბის თა­ნად­გო­მით გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი. მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ დი­რი­ჟო­რებ­თან და სო­ლის­ტებ­თან ერ­თად ფეს­ტი­ვა­ლის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად ქცე­უ­ლი ორ­კესტრი 4 კონ­ცერტს გა­მარ­თავს.

წი­ნან­დლის ფეს­ტი­ვა­ლის 8-დღი­ან დატ­ვირ­თულ სა­კონ­ცერ­ტო პროგ­რა­მას და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ სა­ღა­მო­ებს შე­მა­ტებს თუ­მა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლი და ქარ­თუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ბა­ლე­ტის “სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის” კონ­ცერ­ტი. მუ­ზე­უ­მი უმას­პინ­ძლებს ქარ­თვე­ლი აბ­სტრაქ­ცი­ო­ნის­ტი ფერმ­წე­რის ჯიბ­სონ ხუნ­და­ძის გა­მო­ფე­ნას.

ფეს­ტი­ვალს და­ხუ­რავს ცნო­ბი­ლი მე­ვი­ო­ლი­ნე ლიზა ბა­თი­აშ­ვი­ლი, პან­კავ­კა­სი­უ­რი ორ­კესტრი და ლე­გენ­და­რუ­ლი პი­ა­ნის­ტი და დი­რი­ჟო­რი ან­დრას შიფი.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

წინანდლის ფესტივალი ჯუზეპე ვერდის რექვიემით გაიხსნა

წინანდლის ფესტივალი ჯუზეპე ვერდის რექვიემით გაიხსნა

წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი ვერდის რექვიემით გაიხსნა. პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდსა და საგანგებოდ მოწვეულ სოლისტებს იტალიელი მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა დირიჟორობდა.

ფესტივალის გახსნითი კონცერტის ვარსკვლავურმა შემადგენლობამ, წინანდლის ამფითეატრში შეკრებილი 1000-მდე მსმენელის მხურვალე აპლოდისმენტები დაიმსახურა.

  • ჯანანდრეა ნოზედა - წინანდლის ფესტივალის მუსიკალური ხელმძღვანელი:

“ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. შესანიშნავი მსმენელი იყო, მგრძნობიარე და მადლიერი. ორკესტრის ახალგაზრდა მუსიკოსების, ვოკალისტების და გუნდის მაგიური კავშირი შედგა ამ ულამაზეს დარბაზში. დარწმუნებული ვარ, ვერდი დღეს ბედნიერი იქნებოდა.“

წინანდლის ფესტივალი 2018 წელს, სილქნეტის ხელშეწყობით დაარსდა და პირველივე წლიდან მოიპოვა საერთაშორისო აღიარება კლასიკური მუსიკის სამყაროში. კომპანია უკვე მეექვსედ წარადგენს ფესტივალს, რომელსაც საქართველოს ცნობადობის გაზრდაში დიდი წვლილი შეაქვს და პოპულარიზაციას უწევს მაღალი ხარისხის კლასიკურ მუსიკას.

  • გიორგი რამიშვილი - წინანდლის ფესტივალის/სილქნეტის დამფუძნებელი:

“წელს ფესტივალზე განსაკუთრებული ვარსკვლავთცვენაა. რა თქმა უნდა, წინანდალში პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრიც წარდგება მაყურებლის წინაშე. აქ ისევ გაჟღერდება უკვდავი გენიალური მუსიკა, როგორც მშვიდობის და ერთიანობის გზავნილი. წინანდალი საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია და ვიმედოვნებ, რომ დროის განმავლობაში ის სულ უფრო მეტ მეგობარსა და მხარდამჭერს შეიძენს.“

წლევანდელ სეზონზე პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრში 7 ქვეყნის 80 მდე ახალგაზრდა მუსიკოსის გაერთიანება კულტურის სამინისტროს, შვეიცარიის, ნორვეგიის, იტალიის საელჩოების თანადგომით გახდა შესაძლებელი. მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორებთან და სოლისტებთან ერთად ფესტივალის სავიზიტო ბარათად ქცეული ორკესტრი 4 კონცერტს გამართავს.

წინანდლის ფესტივალის 8-დღიან დატვირთულ საკონცერტო პროგრამას დასამახსოვრებელ საღამოებს შემატებს თუმანიშვილის თეატრის სპექტაკლი და ქართული ნაციონალური ბალეტის “სუხიშვილების” კონცერტი. მუზეუმი უმასპინძლებს ქართველი აბსტრაქციონისტი ფერმწერის ჯიბსონ ხუნდაძის გამოფენას.

ფესტივალს დახურავს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, პანკავკასიური ორკესტრი და ლეგენდარული პიანისტი და დირიჟორი ანდრას შიფი.

R