პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
უდაბნოს მტვრის მასები საქართველოში - ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება დაფიქსირდა
უდაბნოს მტვრის მასები საქართველოში - ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება დაფიქსირდა

გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს ზო­გი­ერთ რა­ი­ონ­ში, ასე­ვე, დე­და­ქა­ლაქ­ში, 30 აგ­ვის­ტო­დან ატ­მოს­ფე­რულ ჰა­ერ­ში ფიქ­სირ­დე­ბა მყა­რი ნა­წი­ლა­კე­ბის (PM10, PM2.5) შემ­ცვე­ლო­ბის მა­ტე­ბა, რაც ძი­რი­თა­დად ტრანსსა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა და სამ­ხრეთ-და­სავ­ლე­თი­დან, სამ­ხრე­თი­დან და სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან უდაბ­ნოს მტვრის მა­სე­ბის მცი­რედ გავ­რცე­ლე­ბით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ტრანსსა­სა­ზღვრო და­ბინ­ძუ­რე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­ულ დღე­ებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა ანა­ლო­გი­უ­რი სი­ნოპ­ტი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის დროს.

“სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო აგ­რძე­ლებს ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის უწყვეტ მო­ნი­ტო­რინგს ავ­ტო­მა­ტუ­რი სად­გუ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

ნე­ბის­მი­ერ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს გა­ეც­ნოს ინ­ფორ­მა­ცი­ას ჰა­ე­რის ხა­რის­ხის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და ასე­ვე მი­ი­ღოს ჯან­დაც­ვი­თი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ატ­მოს­ფე­რუ­ლი ჰა­ე­რის ხა­რის­ხის პორ­ტალ­ზე - https://www.air.gov.ge“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

უდაბნოს მტვრის მასები საქართველოში - ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება დაფიქსირდა

უდაბნოს მტვრის მასები საქართველოში - ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება დაფიქსირდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ასევე, დედაქალაქში, 30 აგვისტოდან ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ-დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.

მათივე ცნობით, ტრანსსასაზღვრო დაბინძურება წლის განმავლობაში გარკვეულ დღეებში ფიქსირდება ანალოგიური სინოპტიკური სიტუაციის დროს.

“საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - https://www.air.gov.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.