საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ ხშირად გავიგონებთ ხოლმე, -  რა უცხო სამკაულია და რა უცხო ვარცხნილობაა... ეს არ ნიშნავს რომ დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ" - პარლამენტის წარმომადგენელი სასამართლოში
"ჩვენ ხშირად გავიგონებთ ხოლმე, -  რა უცხო სამკაულია და რა უცხო ვარცხნილობაა... ეს არ ნიშნავს რომ დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ" - პარლამენტის წარმომადგენელი სასამართლოში

"ჩვენ ხში­რად გა­ვი­გო­ნებთ: - რა უცხო სამ­კა­უ­ლია ან რა უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბაა... როცა ვამ­ბობთ: - უცხო სამ­კა­უ­ლი, უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბა, უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ან უცხო გა­რეგ­ნო­ბა, ეს აპ­რი­ო­რი იმას არ ნიშ­ნავს, რომ ან და­დე­ბი­თის­კენ გა­და­ვი­ხა­რეთ ან - უარ­ყო­ფი­თის­კენ", - ასე­თი გან­მარ­ტე­ბა “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ზე მო­პა­სუ­ხე მხა­რის, პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვამ კა­ნონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბულ ტერ­მინ­თან “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია“ და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა.

რო­გორც მან სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, ვერ დას­ტურ­დე­ბა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტერ­მი­ნი სტიგ­მა­ტი­ზე­ბის ეფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლია.

კუპ­რა­ვას თქმით, შემ­თხვე­ვი­თი არ არის, როცა კა­ნო­ნის პირ­ვე­ლი­ვე მუხ­ლში ჩა­ი­წე­რა, რომ კა­ნო­ნი უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ად რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სუ­ბი­ექ­ტის საქ­მი­ა­ნო­ბას არ ზღუ­დავს.

"ოთხი­ვე სარ­ჩელს გას­დევს ის, რომ კა­ნო­ნის მოქ­მე­დე­ბით ისი­ნი სტიგ­მა­ტი­ზა­ცი­ას გა­ნიც­დი­ან. თი­თო­ე­ულ­მა გა­მომ­სვლელ­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ მათ­თვის პრობ­ლე­მის 1%-ია კა­ნო­ნის ის მუხ­ლე­ბი, რო­გო­რიც არის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხო­ვა, მო­ნი­ტო­რინ­გი, ჯა­რი­მე­ბი და ასე შემ­დეგ. ცალ­სა­ხად ადას­ტუ­რე­ბენ, რომ თუკი არ იქ­ნე­ბო­და ცნე­ბა, რო­მელ­საც ისი­ნი თვლი­ან, რომ არის სტიგ­მა­ტი­ზე­ბის ეფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი და რე­ესტრში რე­გის­ტრა­ცია არ იარ­სე­ბებ­და, ისი­ნი ჩათ­ვლიდ­ნენ, რომ მათი პრობ­ლე­მა გა­და­იჭ­რე­ბო­და.

გა­ვარ­კვი­ოთ რას ნიშ­ნავს სი­ტყვე­ბი “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი“. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ გა­საკ­ვი­რი იყო მო­სარ­ჩე­ლის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, როცა ისი­ნი ითხო­ვენ და­ი­კი­თხოს ფი­ლო­ლო­გი, თუ რო­გორ ეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეს სი­ტყვე­ბი. ვფიქ­რობთ, ეს სა­კი­თხი და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია - ერთი რო­მე­ლი­მე სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მით ვერ გა­დავ­წყვეტთ “უცხო­უ­რი ძა­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი“ არის თუ არა სტიგ­მა­ტი­ზე­ბის ეფექ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლი.

გა­საკ­ვი­რი იყო პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლის სი­ტყვე­ბი, რომ მხედ­ვე­ლო­ბა­ში უნდა მი­ვი­ღოთ შარ­შან­დე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის ტერ­მი­ნი, რო­მე­ლიც კა­ნო­ნად არ იქცა. ამას სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ვერ შე­ა­ფა­სებს, რად­გან ის დღე­ვან­დელ კა­ნონს და დღე­ვან­დელ ნორ­მას აფა­სებს.

რო­დე­საც დე­პუ­ტატ­თა სარ­ჩელ­ზე წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­მო­დი­ო­და, ამ­ბობ­და: - მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი არა­ვის­თვის არ არის უცხო. “უცხო“ - რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა გვექ­მნე­ბა, და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი? ეს ფრა­ზა ადას­ტუ­რებს იმას, რომ ცალ­კე აღე­ბუ­ლი ეს სი­ტყვა რო­მე­ლი­მე მნიშ­ვნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლი არ არის და არის ნე­იტ­რა­ლუ­რი.

მა­გა­ლი­თად, ჩვენ ხში­რად გა­ვი­გო­ნებთ: - რა უცხო სამ­კა­უ­ლია ან რა უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბაა... როცა ჩვენ ვამ­ბობთ: - უცხო სამ­კა­უ­ლი, უცხო ვარ­ცხნი­ლო­ბა, უცხო­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ან უცხო გა­რეგ­ნო­ბა, ეს აპ­რი­ო­რი იმას არ ნიშ­ნავს, რომ ან და­დე­ბი­თის­კენ გა­და­ვი­ხა­რეთ ან უარ­ყო­ფი­თის­კენ.

თუკი კონ­სტი­ტუ­ცი­ას ჩავ­ხე­დავთ, იქაც ვნა­ხავთ “უცხო­ე­ლე­ბი“, “უცხო“, - გა­ნა­ცხა­და ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვამ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე.

პარ­ლა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს იმა­საც, რომ “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ტერ­მი­ნი - “უცხო­უ­რი ძალა“ არის ფაქ­ტის კონ­სტა­ტა­ცია.

"არის თუ არა უცხო­უ­რი ძალა უცხო სა­ხელ­მწი­ფოს შე­მად­გე­ნე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ უცხო­უ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი სუ­ბი­ექ­ტი ქარ­თუ­ლი ძა­ლაა? მა­გა­ლი­თად, ლუქ­სემ­ბურ­გის მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უცხო­უ­რი ძა­ლაა, უცხოა. იგი­ვე სა­ქარ­თვე­ლო ლუქ­სემ­ბურ­გის მთავ­რო­ბის­თვის არის უცხო. ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფოს თა­ვი­სი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი, თა­ვი­სი ძალა აქვს. გაგ­ვი­ჭირ­დე­ბა იმის თქმა, რომ ლუქ­სემ­ბურ­გის მთავ­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უცხო ძალა არ არის.

გა­და­ვი­დეთ სი­ტყვა­ზე “ინ­ტე­რე­სი“ - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ კლა­სი­კაა, უდა­ვოა, რომ ყო­ველ­თვის ფულს კონ­კრე­ტუ­ლი ინ­ტე­რე­სი მიჰ­ყვე­ბა. კო­მერ­ცი­ულ სფე­რო­ში ფულს კო­მერ­ცი­ის ინ­ტე­რე­სი მიჰ­ყვე­ბა, სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ში გა­დახ­დილ ფულს - სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სი და ასე შემ­დეგ. მარ­ტი­ვი ფორ­მუ­ლაა: - იხდი ფულს იმის­თვის, რომ შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტე­რე­სი გა­ა­ტა­რო, ხოლო ფუ­ლის მიმ­ღე­ბი ფულს იღებს და შე­სა­ბა­მის ინ­ტე­რესს გა­ა­ტა­რებს“, - გა­ნა­ცხა­და ქრის­ტი­ნე კუპ­რა­ვამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ჩვენ ხშირად გავიგონებთ ხოლმე, -  რა უცხო სამკაულია და რა უცხო ვარცხნილობაა... ეს არ ნიშნავს რომ დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ" - პარლამენტის წარმომადგენელი სასამართლოში

"ჩვენ ხშირად გავიგონებთ ხოლმე, -  რა უცხო სამკაულია და რა უცხო ვარცხნილობაა... ეს არ ნიშნავს რომ დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ" - პარლამენტის წარმომადგენელი სასამართლოში

"ჩვენ ხშირად გავიგონებთ: - რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა... როცა ვამბობთ: - უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან - უარყოფითისკენ", - ასეთი განმარტება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე მოპასუხე მხარის, პარლამენტის წარმომადგენელმა ქრისტინე კუპრავამ კანონში გამოყენებულ ტერმინთან “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ დაკავშირებით გააკეთა.

როგორც მან საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა, ვერ დასტურდება, რომ აღნიშნული ტერმინი სტიგმატიზების ეფექტის მატარებელია.

კუპრავას თქმით, შემთხვევითი არ არის, როცა კანონის პირველივე მუხლში ჩაიწერა, რომ კანონი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის საქმიანობას არ ზღუდავს.

"ოთხივე სარჩელს გასდევს ის, რომ კანონის მოქმედებით ისინი სტიგმატიზაციას განიცდიან. თითოეულმა გამომსვლელმა დაადასტურა, რომ მათთვის პრობლემის 1%-ია კანონის ის მუხლები, როგორიც არის ინფორმაციის გამოთხოვა, მონიტორინგი, ჯარიმები და ასე შემდეგ. ცალსახად ადასტურებენ, რომ თუკი არ იქნებოდა ცნება, რომელსაც ისინი თვლიან, რომ არის სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი და რეესტრში რეგისტრაცია არ იარსებებდა, ისინი ჩათვლიდნენ, რომ მათი პრობლემა გადაიჭრებოდა.

გავარკვიოთ რას ნიშნავს სიტყვები “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“. უნდა აღინიშნოს, რომ გასაკვირი იყო მოსარჩელის შუამდგომლობა, როცა ისინი ითხოვენ დაიკითხოს ფილოლოგი, თუ როგორ ესმის საზოგადოებას ეს სიტყვები. ვფიქრობთ, ეს საკითხი დასაფიქრებელია - ერთი რომელიმე სამეცნიერო ნაშრომით ვერ გადავწყვეტთ “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ არის თუ არა სტიგმატიზების ეფექტის მატარებელი.

გასაკვირი იყო პრეზიდენტის წარმომადგენლის სიტყვები, რომ მხედველობაში უნდა მივიღოთ შარშანდელი კანონპროექტის ტერმინი, რომელიც კანონად არ იქცა. ამას საკონსტიტუციო სასამართლო ვერ შეაფასებს, რადგან ის დღევანდელ კანონს და დღევანდელ ნორმას აფასებს.

როდესაც დეპუტატთა სარჩელზე წარმომადგენელი გამოდიოდა, ამბობდა: - მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვები არავისთვის არ არის უცხო. “უცხო“ - რა შთაბეჭდილება გვექმნება, დადებითი თუ უარყოფითი? ეს ფრაზა ადასტურებს იმას, რომ ცალკე აღებული ეს სიტყვა რომელიმე მნიშვნელობის მატარებელი არ არის და არის ნეიტრალური.

მაგალითად, ჩვენ ხშირად გავიგონებთ: - რა უცხო სამკაულია ან რა უცხო ვარცხნილობაა... როცა ჩვენ ვამბობთ: - უცხო სამკაული, უცხო ვარცხნილობა, უცხოური განათლება ან უცხო გარეგნობა, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ ან დადებითისკენ გადავიხარეთ ან უარყოფითისკენ.

თუკი კონსტიტუციას ჩავხედავთ, იქაც ვნახავთ “უცხოელები“, “უცხო“, - განაცხადა ქრისტინე კუპრავამ სასამართლო სხდომაზე.

პარლამენტის წარმომადგენელი ამბობს იმასაც, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში გამოყენებული ტერმინი - “უცხოური ძალა“ არის ფაქტის კონსტატაცია.

"არის თუ არა უცხოური ძალა უცხო სახელმწიფოს შემადგენელი სუბიექტები? როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ უცხოური სახელმწიფოს ხელისუფლების შემადგენელი სუბიექტი ქართული ძალაა? მაგალითად, ლუქსემბურგის მთავრობა საქართველოსთვის უცხოური ძალაა, უცხოა. იგივე საქართველო ლუქსემბურგის მთავრობისთვის არის უცხო. ყველა სახელმწიფოს თავისი სუვერენიტეტი, თავისი ძალა აქვს. გაგვიჭირდება იმის თქმა, რომ ლუქსემბურგის მთავრობა საქართველოსთვის უცხო ძალა არ არის.

გადავიდეთ სიტყვაზე “ინტერესი“ - შეიძლება ითქვას, რომ კლასიკაა, უდავოა, რომ ყოველთვის ფულს კონკრეტული ინტერესი მიჰყვება. კომერციულ სფეროში ფულს კომერციის ინტერესი მიჰყვება, სოციალურ სფეროში გადახდილ ფულს - სოციალური ინტერესი და ასე შემდეგ. მარტივი ფორმულაა: - იხდი ფულს იმისთვის, რომ შესაბამისი ინტერესი გაატარო, ხოლო ფულის მიმღები ფულს იღებს და შესაბამის ინტერესს გაატარებს“, - განაცხადა ქრისტინე კუპრავამ.