პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი, რომელმაც სოფელ ახაშენში ცოლი და ორი მეგობარი მოკლა, დააკავეს
მამაკაცი, რომელმაც სოფელ ახაშენში ცოლი და ორი მეგობარი მოკლა, დააკავეს

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ახა­შენ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ერთი პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს კა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ზ.ზ. სამი პი­რის მი­მართ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

და­ნა­შა­უ­ლი 16-დან 20 წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

  • გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბულ­მა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სამი პირი: მე­უღ­ლე - 1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ფ.ტ., თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი: 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.მ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.კ. ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით მოკ­ლა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ზ.ზ. ცხელ კვალ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო. გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ცნო­ბის­თვის, სო­ფელ ახა­შენ­ში მა­მა­კაც­მა ცოლს და ორ მე­გო­ბარს ეს­რო­ლა. რო­გორც სო­ფელ­ში ჰყვე­ბი­ან, მა­მა­კა­ცი ხში­რად ეჭ­ვი­ა­ნობ­და და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლიც იყო.

ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვის ცნო­ბით, წარ­სულ­ში, ზვი­ად ზუ­რა­ბაშ­ვი­ლი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­პა­ტიმ­რო კი რამ­დე­ნი­მე თვის წინ და­ტო­ვა.

"ცოლი და­ი­ბა­რა, სახ­ლი და­სა­ლა­გე­ბე­ლი გვაქ­ვსო, ის მუშა კი­დევ, ხე­ლო­სა­ნი ბიჭი, აბა­ნოს უკე­თებ­და. არ ვიცი, რა მოხ­და. და­შო­რე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ ცოტა ხანს და მერე ქალ­მა თქვა, რომ მა­ინც არ მო­მას­ვე­ნებ­სო და შე­უ­რიგ­და. ცი­ხი­დან ახლა გა­მო­ვი­და, ერთი-ორი თვე იქ­ნე­ბა," - ამ­ბობს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

მამაკაცი, რომელმაც სოფელ ახაშენში ცოლი და ორი მეგობარი მოკლა, დააკავეს

მამაკაცი, რომელმაც სოფელ ახაშენში ცოლი და ორი მეგობარი მოკლა, დააკავეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ზ.ზ. სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი პირი: მეუღლე - 1986 წელს დაბადებული ფ.ტ., თანასოფლელები: 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1985 წელს დაბადებული რ.კ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ზ.ზ. ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, სოფელ ახაშენში მამაკაცმა ცოლს და ორ მეგობარს ესროლა. როგორც სოფელში ჰყვებიან, მამაკაცი ხშირად ეჭვიანობდა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით დაკავებულიც იყო.

ერთ-ერთი ადგილობრივის ცნობით, წარსულში, ზვიად ზურაბაშვილი ოჯახური ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული, საპატიმრო კი რამდენიმე თვის წინ დატოვა.

"ცოლი დაიბარა, სახლი დასალაგებელი გვაქვსო, ის მუშა კიდევ, ხელოსანი ბიჭი, აბანოს უკეთებდა. არ ვიცი, რა მოხდა. დაშორებულები იყვნენ ცოტა ხანს და მერე ქალმა თქვა, რომ მაინც არ მომასვენებსო და შეურიგდა. ციხიდან ახლა გამოვიდა, ერთი-ორი თვე იქნება," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

იხილეთ ასევე: