პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
რა მდგომარეობაა გურჯაანის სოფლებში, სადაც ცოფის არაერთი შემთხვევა აღმოაჩინეს და რას ამბობენ ადგილობრივები? - "ბავშვი გაჩხაპნა... 10 დღის მერე ლეკვი მოკვდა..."
რა მდგომარეობაა გურჯაანის სოფლებში, სადაც ცოფის არაერთი შემთხვევა აღმოაჩინეს და რას ამბობენ ადგილობრივები? - "ბავშვი გაჩხაპნა... 10 დღის მერე ლეკვი მოკვდა..."

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის გახ­ში­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და. თავ­და­პირ­ვე­ლად და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი სო­ფელ ჩა­ლა­უ­ბან­სა და მე­ლა­ან­ში შე­ნიშ­ნეს, რის შემ­დე­გაც სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან 90-მდე ძაღ­ლი გურ­ჯა­ა­ნის მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

თავ­შე­საფ­რის დი­რექ­ტო­რის, თე­მურ ზავ­რაშ­ვი­ლის თქმით, დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ მყო­ფი 90 ძაღ­ლი­დან 14 მოკ­ვდა - მი­ზე­ზი ცო­ფია. მი­სი­ვე თქმით, და­ა­ვა­დე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ლეკვს და­უდ­გინ­და.

სოფ­ლებ­ში - მე­ლა­ან­სა და ჩა­ლა­უ­ბან­ში, ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­მა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცოფ­ზე აცრა და­ი­წყეს, ვი­საც და­ა­ვა­დე­ბულ ძაღ­ლებ­თან ბოლო დღე­ებ­ში კონ­ტაქ­ტი ჰქონ­დათ. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა “მთა­ვარ არხთან“ მათი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს:

ერთ-ერ­თის თქმით, ძაღ­ლმა მისი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი გა­კაწ­რა, რის შემ­დე­გაც ასაც­რე­ლად წა­იყ­ვა­ნეს. 10 დღის შემ­დეგ ძაღ­ლი ოჯა­ხის­თვის სა­ეჭ­ვო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მოკ­ვდა, შემ­დეგ კი კომ­პე­ტენ­ტურ უწყე­ბას და­უ­კავ­შირ­დნენ.

ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს ჩა­უ­ტარ­და ან­ტი­რა­ბი­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცია.

“ბავ­შვი და­ჩხაპ­ნა და მა­შინ­ვე წა­იყ­ვა­ნეს ასაც­რე­ლად. იქ გა­აფრ­თხი­ლეს, რომ დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ ძაღლს, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და. 10 დღის მერე ლეკ­ვი მოკ­ვდა. და­ად­გი­ნეს, რომ ცოფი ჰქონ­და და მერე აც­რეს ყვე­ლა. ძაღ­ლი, კატა, სულ ყვე­ლა ერ­თად და­დი­ო­და. მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბიც წა­იყ­ვა­ნეს“, - აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი მკვიდ­რი.

“ხალ­ხი ამ­ბობს, რომ ერთ ძაღლს ჰქონ­დაო. მო­ვიდ­ნენ, აც­რე­ბი ჩა­ა­ტა­რეს. ყვე­ლა წა­იყ­ვა­ნეს და აიცრ­ნენ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა აც­რეს,“ - აღ­ნიშ­ნა ად­გი­ლობ­რივ­მა ამი­რან ნა­თი­ძემ.

მი­უ­სა­ფა­რი ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ინ­ტერ­მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი სა­ა­გენ­ტოს დი­რექ­ტო­რი, თე­ი­მუ­რაზ ზავ­რაშ­ვი­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს:

“ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის და მინ­და რომ ყვე­ლას მო­ვუ­წო­დო - ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი მი­უ­სა­ფარ ძაღ­ლებ­თან მი­დი­ან კონ­ტაქ­ტზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, არ იცი­ან ჯან­მრთე­ლია ის, თუ არა.

არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ძაღ­ლმა უკბი­ნოს ან და­კაწ­როს, და­დორბვლაც კი სა­ში­შია... ეს არის ტე­რი­ტო­რია ტყეს­თან ახ­ლოს, სა­დაც ბი­ნად­რო­ბენ გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, ტურა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი იყოს, რო­გორც ჩანს, იქი­დან მოხ­და კონ­ტაქ­ტი“, - გა­ნა­ცხა­და თე­ი­მუ­რაზ ზავ­რაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

რა მდგომარეობაა გურჯაანის სოფლებში, სადაც ცოფის არაერთი შემთხვევა აღმოაჩინეს და რას ამბობენ ადგილობრივები? - "ბავშვი გაჩხაპნა... 10 დღის მერე ლეკვი მოკვდა..."

რა მდგომარეობაა გურჯაანის სოფლებში, სადაც ცოფის არაერთი შემთხვევა აღმოაჩინეს და რას ამბობენ ადგილობრივები? - "ბავშვი გაჩხაპნა... 10 დღის მერე ლეკვი მოკვდა..."

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის გახშირებული შემთხვევები დაფიქსირდა. თავდაპირველად დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა.

თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის თქმით, დაკვირვების ქვეშ მყოფი 90 ძაღლიდან 14 მოკვდა - მიზეზი ცოფია. მისივე თქმით, დაავადება თავდაპირველად ლეკვს დაუდგინდა.

სოფლებში - მელაანსა და ჩალაუბანში, ეპიდემიოლოგებმა იმ ადამიანების ცოფზე აცრა დაიწყეს, ვისაც დაავადებულ ძაღლებთან ბოლო დღეებში კონტაქტი ჰქონდათ. ადგილობრივი მოსახლეობა “მთავარ არხთან“ მათი გამოცდილებისა და არსებული მდგომარეობის შესახებ საუბრობს:

ერთ-ერთის თქმით, ძაღლმა მისი მცირეწლოვანი ბავშვი გაკაწრა, რის შემდეგაც ასაცრელად წაიყვანეს. 10 დღის შემდეგ ძაღლი ოჯახისთვის საეჭვო მდგომარეობაში მოკვდა, შემდეგ კი კომპეტენტურ უწყებას დაუკავშირდნენ.

ოჯახის ყველა წევრს ჩაუტარდა ანტირაბიული ვაქცინაცია.

“ბავშვი დაჩხაპნა და მაშინვე წაიყვანეს ასაცრელად. იქ გააფრთხილეს, რომ დაკვირვებოდნენ ძაღლს, თუ რა მდგომარეობაში იქნებოდა. 10 დღის მერე ლეკვი მოკვდა. დაადგინეს, რომ ცოფი ჰქონდა და მერე აცრეს ყველა. ძაღლი, კატა, სულ ყველა ერთად დადიოდა. მიუსაფარი ძაღლებიც წაიყვანეს“, - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი.

“ხალხი ამბობს, რომ ერთ ძაღლს ჰქონდაო. მოვიდნენ, აცრები ჩაატარეს. ყველა წაიყვანეს და აიცრნენ. აბსოლუტურად, ყველა აცრეს,“ - აღნიშნა ადგილობრივმა ამირან ნათიძემ.

მიუსაფარი შინაური ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტოს დირექტორი, თეიმურაზ ზავრაშვილი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს:

“ეს პირველი შემთხვევა არ არის და მინდა რომ ყველას მოვუწოდო - ძალიან ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანები მიუსაფარ ძაღლებთან მიდიან კონტაქტზე, მიუხედავად იმისა, არ იციან ჯანმრთელია ის, თუ არა.

არ არის აუცილებელი ძაღლმა უკბინოს ან დაკაწროს, დადორბვლაც კი საშიშია... ეს არის ტერიტორია ტყესთან ახლოს, სადაც ბინადრობენ გარეული ცხოველები, მაგალითად, ტურა, რომელიც შესაძლოა დაავადებული იყოს, როგორც ჩანს, იქიდან მოხდა კონტაქტი“, - განაცხადა თეიმურაზ ზავრაშვილმა.

იხილეთ ასევე: