პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ცოფის შემთხვევები გურჯაანის მუნიციპალიტეტში - დაკვირვების ქვეშ მყოფი 90 ძაღლიდან 14 მოკვდა: რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან?
ცოფის შემთხვევები გურჯაანის მუნიციპალიტეტში - დაკვირვების ქვეშ მყოფი 90 ძაღლიდან 14 მოკვდა: რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან?

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და. რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის“ კო­რეს­პონ­დენ­ტი ად­გი­ლი­დან იუ­წყე­ბა, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი სო­ფელ ჩა­ლა­უ­ბან­სა და მე­ლა­ან­ში შე­ნიშ­ნეს, რის შემ­დე­გაც სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან 90-მდე ძაღ­ლი გურ­ჯა­ა­ნის მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

თავ­შე­საფ­რის დი­რექ­ტო­რის, თე­მურ ზავ­რაშ­ვი­ლის თქმით, ამ ეტაპ­ზე, თავ­შე­სა­ფარ­ში ორი სოფ­ლი­დან შეყ­ვა­ნი­ლი 14 ძაღ­ლი მოკ­ვდა.

მი­სი­ვე თქმით, და­ა­ვა­დე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ლეკ­ვებს და­უდ­გინ­და.

“ორ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც თავ­შე­სა­ფარ­ში კა­რან­ტი­ნი გვაქვს. მი­ზე­ზი ცო­ფის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. თა­ვი­დან ეჭვი იყო ძუსა და მის ლეკ­ვებ­ზე. მას შემ­დეგ, რაც ერთი ლეკ­ვი მოკ­ვდა, და­ვი­წყეთ ახლო მდე­ბა­რე ზოლ­ში ძაღ­ლე­ბის ხე­ლახ­ლა აცრა და შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა ცხო­ვე­ლი გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ - ჯამ­ში, 90 ძაღ­ლი, სა­ი­და­ნაც 14 მოკ­ვდა. ჩვენ სა­ა­გენ­ტო­ში კა­რან­ტი­ნი გვაქვს. ვო­ლი­ე­რებ­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და­ცუ­ლია.

30 აგ­ვის­ტომ­დე თავ­შე­სა­ფა­რი და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა. იმ ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბი, სა­დაც ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და, უკვე აც­რეს ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით“, - გა­ნა­ცხა­და თავ­შე­საფ­რის დი­რექ­ტორ­მა.

წინა წლებ­ში რე­გი­ონ­ში ცო­ფის მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ამ ეტაპ­ზე ცო­ფია გა­მოვ­ლი­ნე­ბა მხო­ლოდ გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში.

ავტორი:

ცოფის შემთხვევები გურჯაანის მუნიციპალიტეტში - დაკვირვების ქვეშ მყოფი 90 ძაღლიდან 14 მოკვდა: რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან?

ცოფის შემთხვევები გურჯაანის მუნიციპალიტეტში - დაკვირვების ქვეშ მყოფი 90 ძაღლიდან 14 მოკვდა: რა დეტალები ვრცელდება ადგილიდან?

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. როგორც “ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა.

თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა.

მისივე თქმით, დაავადება თავდაპირველად ლეკვებს დაუდგინდა.

“ორ კვირაზე მეტია, რაც თავშესაფარში კარანტინი გვაქვს. მიზეზი ცოფის გამოვლინებაა. თავიდან ეჭვი იყო ძუსა და მის ლეკვებზე. მას შემდეგ, რაც ერთი ლეკვი მოკვდა, დავიწყეთ ახლო მდებარე ზოლში ძაღლების ხელახლა აცრა და შემხებლობაში მყოფი ყველა ცხოველი გადმოვიყვანეთ დაკვირვების ქვეშ - ჯამში, 90 ძაღლი, საიდანაც 14 მოკვდა. ჩვენ სააგენტოში კარანტინი გვაქვს. ვოლიერებში ჰიგიენური ნორმები დაცულია.

30 აგვისტომდე თავშესაფარი დაკეტილი იქნება. იმ ოჯახების წევრები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით“, - განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.

წინა წლებში რეგიონში ცოფის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ამ ეტაპზე ცოფია გამოვლინება მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში.