პოლიტიკა
მსოფლიო

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანამედროვე პიარის პოლიტიკა ითვალისწინებს ისეთი ფორმის საარჩევნო გზავნილებსაც" - რას ამბობს ექსპერტი "ქართული ოცნების" მიერ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის საარჩევნო თემად ქცევაზე?
"თანამედროვე პიარის პოლიტიკა ითვალისწინებს ისეთი ფორმის საარჩევნო გზავნილებსაც" - რას ამბობს ექსპერტი "ქართული ოცნების" მიერ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის საარჩევნო თემად ქცევაზე?

მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია და­ი­წყო და სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბით გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ქუდ­ზე კაცს უხმო... და თუ რა­ტომ სჭირ­დე­ბა მმარ­თველ პარ­ტი­ას სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა, პარ­ტი­ის პო­ლიტ­საბ­ჭოს გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, უკვე მის­მა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტა.

21 აგ­ვის­ტოს მმარ­თველ­მა ძა­ლამ სა­არ­ჩევ­ნო შეხ­ვედ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­უ­ლი დე­და­ქა­ლა­ქი­დან, მცხე­თი­დან და­ი­წყო, სა­დაც სვე­ტი­ცხოვ­ლის წინ მო­წყო­ბილ სცე­ნას­თან პირ­ველ რი­გებ­ში მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ის­ხდნენ, მათ უკან კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ასო­ბით აქ­ტი­ვის­ტი. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რემ, რო­მელ­საც ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი მინა იცავ­და, თქვა, რომ ამ არ­ჩევ­ნებ­ზე მის პარ­ტი­ას აქვს "ბევ­რად დიდი ამო­ცა­ნა, ვიდ­რე მხო­ლოდ მისი მო­გე­ბაა" და ეს "სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის ტოლ­ფა­სი გა­მარ­ჯვე­ბაა".

გა­მოს­ვლა­ში ივა­ნიშ­ვილ­მა ილა­პა­რა­კა სამ და­პი­რე­ბა­ზე, რო­მელ­თა შე­სას­რუ­ლებ­ლად მას და მის გუნდს სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა სჭირ­დე­ბათ. "ჩვენ წა­მო­ვი­წყებთ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცესს, რომ­ლის შე­დე­გა­დაც რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", ისე ყვე­ლა მისი სა­ტე­ლი­ტი და მემ­კვიდ­რე პარ­ტია აიკ­რძა­ლე­ბა, რის­თვი­საც ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და მან პირ­ველ სა­კი­თხად.

მე­ო­რე სა­კი­თხია ერ­თნა­ირ­სქე­სი­ა­ნი წყვი­ლე­ბის­თვის სა­მო­ქა­ლა­ქო პარტნი­ო­რო­ბი­სა და შვი­ლე­ბის აყ­ვა­ნის აკ­რძალ­ვა, ვი­ნა­ი­დან, მისი თქმით, "ან­ტიქ­რის­ტი­ა­ნუ­ლი ძა­ლე­ბი ცდი­ლო­ბენ ერებს, სა­ხელ­მწი­ფო­ებს და ადა­მი­ა­ნებს ყო­ველ­გვა­რი იდენ­ტო­ბა წა­უ­შა­ლონ", მე­სა­მე სა­კი­თხად კი ივა­ნიშ­ვილ­მა და­ა­სა­ხე­ლა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მო­წყო­ბის გა­და­ხედ­ვა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ისე შე­იც­ვლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ და­კარ­გუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­მო­ერ­თე­ბა შეძ­ლოს.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ისიც თქვა, რომ არ­სე­ბობს მე­ო­თხე მი­ზე­ზიც, რომ­ლის კონ­სტი­ტუ­ცი­ით მო­წეს­რი­გე­ბა­საც სა­ქარ­თვე­ლოს თვითმყო­ფა­დო­ბი­სა და ეროვ­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და­სა­ცა­ვად უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. "ამ სა­კი­თხზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გრძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მან. სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­არ­ჩევ­ნო გზავ­ნი­ლებ­ზე ვე­სა­უბ­რე­ბით ექ­სპერტ მა­მუ­კა არე­ში­ძეს, რო­მელ­თა­ნაც დი­ა­ლო­გი "ოც­ნე­ბის" მე­სა­მე და­პი­რე­ბით და­ვი­წყეთ, რო­მე­ლიც ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას შე­ე­ხე­ბა:

- თა­ნა­მედ­რო­ვე პი­ა­რის პო­ლი­ტი­კა ით­ვა­ლის­წი­ნებს ისე­თი ფორ­მის სა­არ­ჩევ­ნო გზავ­ნი­ლე­ბის შერ­ჩე­ვას სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რო­მე­ლიც, ერთი შე­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ჩან­დეს, მაგ­რამ შემ­დგომ მუ­შა­ო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ვაკ­ვირ­დე­ბით აშშ-ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, იქაც არა­ერ­თი გა­მოს­ვლა ვნა­ხეთ, რო­მე­ლიც აშ­კა­რად გა­და­ჭარ­ბე­ბულ და­პი­რე­ბებს შე­ი­ცავ­და.

- ანუ თქვე­ნი აზ­რით, ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე ლა­პა­რა­კი სა­არ­ჩევ­ნო პო­ლიტ­ტექ­ნო­ლო­გი­ის ნა­წი­ლია?

- დიდ­წი­ლად. გარ­და ამი­სა, ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ და­პი­რე­ბე­ბი, რო­მელ­თაც რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლი აქვთ. მა­გა­ლი­თად, გზავ­ნი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ე­ხე­ბა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტს, ოჯა­ხურ და ტრა­დი­ცი­ულ ფა­სე­უ­ლო­ბებს და ა.შ. მათი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვი­საც უკვე გა­დად­გმუ­ლია კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის მი­სა­ღე­ბია.

- "დღე­ვან­დელ მო­ცე­მუ­ლო­ბა­სა და მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდი შან­სია, რომ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა შევ­ძლოთ", - ეს კი თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და. რო­გორ ფიქ­რობთ, ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მის სა­არ­ჩევ­ნო პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი­ად გა­მო­ყე­ნე­ბა, რო­გო­რიც ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაა, გა­მარ­თლე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­აა?

- პო­ლი­ტი­კა­ში ეს მი­ღე­ბუ­ლი ფორ­მაა. გა­ა­მარ­თლებს თუ არა, ეს იქ­ნე­ბა შემ­დგომ ნა­ბი­ჯებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, გარ­და ამი­სა, მე სრულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე არ მი­მიწ­ვდე­ბა ხელი, თუმ­ცა გარ­კვე­უ­ლი ცნო­ბე­ბი მაქვს, რაც სა­ფუძ­ველს მაძ­ლევს ვი­ფიქ­რო, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რა­დაც ჰქონ­დეს რა­ი­მე ხელ­ჩა­სა­ჭი­დი.

ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის პრობ­ლე­მის თვალ­საზ­რი­სით, ზო­გად სუ­რათს თუ შევ­ხე­დავთ, პი­რა­დად მე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის ნა­წილს ვე­თან­ხმე­ბი, ნა­წილ­საც - არა, მი­მაჩ­ნია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ლი­ტი­კას თა­ნა­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა აკ­ლია. ჩვენ ხში­რად ვჩი­ვით, რომ რუ­სე­თი რბი­ლი ძა­ლით გვებ­რძვის, მაგ­რამ ჩვენ ამ რბი­ლი ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ზე არ ვმუ­შა­ობთ. უფრო სწო­რად, ისე ეფექ­ტი­ა­ნად ვერ ვმუ­შა­ობთ, რომ ამან შე­დე­გი მოგ­ვცეს. არ ხდე­ბა იქა­უ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის მა­სობ­რი­ვად დარ­წმუ­ნე­ბა, რომ ცხოვ­რე­ბის წესი და პო­ლი­ტი­კუ­რი ორი­ენ­ტა­ცია უნდა შე­იც­ვა­ლონ. არა­და, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ამის ფარ­თო სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში სის­ტე­მუ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. მე ვიცი 2-3 ქარ­თვე­ლი, მათ შო­რის ერთი ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი, რომ­ლე­ბიც პირ­და­პირ მუ­შა­ო­ბენ აფხა­ზურ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ზე. პირ­ვე­ლად მათ მი­მართ იყო დიდი აგ­რე­სია, თუმ­ცა ახლა იკლო და აფხა­ზე­ბი უფრო მე­ტად და მშვი­დად უს­მე­ნენ მათ მო­საზ­რე­ბებს. მუ­შა­ო­ბა უნდა ყვე­ლა­ფერს. ამას სჭირ­დე­ბა სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა და არა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ამის გა­კე­თე­ბა ნამ­დვი­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია. სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში არა­ერ­თმა აფხაზ­მა იმ­კურ­ნა­ლა, წლე­ბია მოქ­მე­დებს, თუ ამ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ისი­ნი სა­ჯა­როდ ამის აღი­ა­რე­ბას და მად­ლო­ბის გა­დახ­და­საც კი ვერ ბე­დავ­დნენ, ახლა შე­და­რე­ბით შე­იც­ვა­ლა ვი­თა­რე­ბა, აქა-იქ უკვე ბე­და­ვენ ამა­ზე ლა­პა­რაკს. მე­ტიც, ზო­გი­ერ­თი აფხა­ზი აქ რჩე­ბა სა­ცხოვ­რებ­ლად. ტენ­დენ­ცია არის, რე­სურ­სე­ბი არ­სე­ბობს, სის­ტე­მა კი არა გვაქვს...

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ ამ სის­ტე­მის შექ­მნას და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმას სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა სჭირ­დე­ბა, ეს ჩემ­თვის ცოტა ბუნ­დო­ვა­ნია. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

"თანამედროვე პიარის პოლიტიკა ითვალისწინებს ისეთი ფორმის საარჩევნო გზავნილებსაც" - რას ამბობს ექსპერტი "ქართული ოცნების" მიერ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის საარჩევნო თემად ქცევაზე?

"თანამედროვე პიარის პოლიტიკა ითვალისწინებს ისეთი ფორმის საარჩევნო გზავნილებსაც" - რას ამბობს ექსპერტი "ქართული ოცნების" მიერ ტერიტორიული მთლიანობის საკითხის საარჩევნო თემად ქცევაზე?

მმართველმა პარტიამ წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვებისთვის ქუდზე კაცს უხმო... და თუ რატომ სჭირდება მმართველ პარტიას საკონსტიტუციო უმრავლესობა, პარტიის პოლიტსაბჭოს განცხადების შემდეგ, უკვე მისმა დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განმარტა.

21 აგვისტოს მმართველმა ძალამ საარჩევნო შეხვედრები საქართველოს ისტორიული დედაქალაქიდან, მცხეთიდან დაიწყო, სადაც სვეტიცხოვლის წინ მოწყობილ სცენასთან პირველ რიგებში მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები ისხდნენ, მათ უკან კი "ქართული ოცნების" ასობით აქტივისტი. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარემ, რომელსაც ტყვიაგაუმტარი მინა იცავდა, თქვა, რომ ამ არჩევნებზე მის პარტიას აქვს "ბევრად დიდი ამოცანა, ვიდრე მხოლოდ მისი მოგებაა" და ეს "საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფასი გამარჯვებაა".

გამოსვლაში ივანიშვილმა ილაპარაკა სამ დაპირებაზე, რომელთა შესასრულებლად მას და მის გუნდს საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ. "ჩვენ წამოვიწყებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც როგორც "ნაციონალური მოძრაობა", ისე ყველა მისი სატელიტი და მემკვიდრე პარტია აიკრძალება, რისთვისაც ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს", - განაცხადა მან პირველ საკითხად.

მეორე საკითხია ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობისა და შვილების აყვანის აკრძალვა, ვინაიდან, მისი თქმით, "ანტიქრისტიანული ძალები ცდილობენ ერებს, სახელმწიფოებს და ადამიანებს ყოველგვარი იდენტობა წაუშალონ", მესამე საკითხად კი ივანიშვილმა დაასახელა ტერიტორიული მოწყობის გადახედვა იმ შემთხვევაში, თუ გეოპოლიტიკური ვითარება ისე შეიცვლება, რომ საქართველომ დაკარგული ტერიტორიების შემოერთება შეძლოს.

ბიძინა ივანიშვილმა ისიც თქვა, რომ არსებობს მეოთხე მიზეზიც, რომლის კონსტიტუციით მოწესრიგებასაც საქართველოს თვითმყოფადობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად უდიდესი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს. "ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება", - განაცხადა მან. სწორედ "ქართული ოცნების" საარჩევნო გზავნილებზე ვესაუბრებით ექსპერტ მამუკა არეშიძეს, რომელთანაც დიალოგი "ოცნების" მესამე დაპირებით დავიწყეთ, რომელიც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეეხება:

- თანამედროვე პიარის პოლიტიკა ითვალისწინებს ისეთი ფორმის საარჩევნო გზავნილების შერჩევას საზოგადოებისთვის, რომელიც, ერთი შეხედვით, შესაძლოა გადაჭარბებული ჩანდეს, მაგრამ შემდგომ მუშაობაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანი იქნება. ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო წინასაარჩევნო კამპანიას, იქაც არაერთი გამოსვლა ვნახეთ, რომელიც აშკარად გადაჭარბებულ დაპირებებს შეიცავდა.

- ანუ თქვენი აზრით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი საარჩევნო პოლიტტექნოლოგიის ნაწილია?

- დიდწილად. გარდა ამისა, ჩვენ მოვისმინეთ დაპირებები, რომელთაც რეალური საფუძველი აქვთ. მაგალითად, გზავნილები, რომლებიც შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ოჯახურ და ტრადიციულ ფასეულობებს და ა.შ. მათი რეალიზაციისთვისაც უკვე გადადგმულია კონკრეტული ნაბიჯები, რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მისაღებია.

- "დღევანდელ მოცემულობასა და მსოფლიო პოლიტიკურ ვითარებაში ძალიან დიდი შანსია, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შევძლოთ", - ეს კი თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორ ფიქრობთ, ისეთი მნიშვნელოვანი თემის საარჩევნო პიარტექნოლოგიად გამოყენება, როგორიც ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობაა, გამართლებული სტრატეგიაა?

- პოლიტიკაში ეს მიღებული ფორმაა. გაამართლებს თუ არა, ეს იქნება შემდგომ ნაბიჯებზე დამოკიდებული, გარდა ამისა, მე სრულ ინფორმაციაზე არ მიმიწვდება ხელი, თუმცა გარკვეული ცნობები მაქვს, რაც საფუძველს მაძლევს ვიფიქრო, რომ ხელისუფლებას ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით შესაძლოა რეალურადაც ჰქონდეს რაიმე ხელჩასაჭიდი.

ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის თვალსაზრისით, ზოგად სურათს თუ შევხედავთ, პირადად მე ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების ნაწილს ვეთანხმები, ნაწილსაც - არა, მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით პოლიტიკას თანამიმდევრულობა აკლია. ჩვენ ხშირად ვჩივით, რომ რუსეთი რბილი ძალით გვებრძვის, მაგრამ ჩვენ ამ რბილი ძალის გამოყენებით ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე არ ვმუშაობთ. უფრო სწორად, ისე ეფექტიანად ვერ ვმუშაობთ, რომ ამან შედეგი მოგვცეს. არ ხდება იქაური მოსახლეობის მასობრივად დარწმუნება, რომ ცხოვრების წესი და პოლიტიკური ორიენტაცია უნდა შეიცვალონ. არადა, თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები ამის ფართო საშუალებას იძლევა. სოციალურ ქსელებში სისტემური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. მე ვიცი 2-3 ქართველი, მათ შორის ერთი ცნობილი ჟურნალისტი, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ აფხაზურ სოციალურ ქსელებზე. პირველად მათ მიმართ იყო დიდი აგრესია, თუმცა ახლა იკლო და აფხაზები უფრო მეტად და მშვიდად უსმენენ მათ მოსაზრებებს. მუშაობა უნდა ყველაფერს. ამას სჭირდება სისტემური მიდგომა და არა ინდივიდუალური აქტივობები. ამის გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია. სამედიცინო პროგრამა, რომლის ფარგლებში არაერთმა აფხაზმა იმკურნალა, წლებია მოქმედებს, თუ ამ რამდენიმე წლის წინ ისინი საჯაროდ ამის აღიარებას და მადლობის გადახდასაც კი ვერ ბედავდნენ, ახლა შედარებით შეიცვალა ვითარება, აქა-იქ უკვე ბედავენ ამაზე ლაპარაკს. მეტიც, ზოგიერთი აფხაზი აქ რჩება საცხოვრებლად. ტენდენცია არის, რესურსები არსებობს, სისტემა კი არა გვაქვს...

რაც შეეხება იმას, რომ ამ სისტემის შექმნას და ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება, ეს ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. გააგრძელეთ კითხვა