Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"მას არ აქვს თანაგრძნობის განცდა, არც მორალი... თავის მხარდამჭერებს დასცინის, "სარდაფის მკვიდრებს" უწოდებს - ტრამპს ყოფილი პრესმდივანი დაუპირისპირდა
"მას არ აქვს თანაგრძნობის განცდა, არც მორალი... თავის მხარდამჭერებს დასცინის, "სარდაფის მკვიდრებს" უწოდებს - ტრამპს ყოფილი პრესმდივანი დაუპირისპირდა

სტე­ფა­ნი გრი­შამ­მა, დო­ნალდ ტრამ­პის ყო­ფილ­მა პრესმდი­ვან­მა, დე­მოკ­რა­ტი­ულ ეროვ­ნულ ყრი­ლო­ბა­ზე მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი და აღ­ნიშ­ნა, რომ: "მას არ აქვს თა­ნაგ­რძნო­ბის გან­ცდა, არც მო­რა­ლი და არც ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბა“.

რეს­პუბ­ლი­კე­ლი გრი­შა­მი ტრამ­პის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ვა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ასე­ვე გახ­ლდათ მე­ლა­ნია ტრამ­პის პრესმდი­ვა­ნი.

გრი­შამ­მა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა ტრამ­პის ქცე­ვის შე­სა­ხებ პი­რად გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე ისა­უბ­რა.

"მე მხო­ლოდ ტრამ­პის მხარ­დამ­ჭე­რი არ ვი­ყა­ვი, ჭეშ­მა­რი­ტად მწამ­და მისი, მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახლო მრჩე­ვე­ლი ვი­ყა­ვი. ტრამ­პის ოჯა­ხი ჩემი ოჯა­ხი გახ­და,“ - გა­ნა­ცხა­და მან, იმის ხაზ­გას­მით, რომ დღე­სას­წა­უ­ლებს ტრამ­პის Mar-a-Lago- ს რე­ზი­დენ­ცი­ა­ში ატა­რებ­და.

"მას მა­ში­ნაც ვხე­დავ­დი, როცა კა­მე­რე­ბი გა­მორ­თუ­ლი იყო ... ტრამ­პი თა­ვის მხარ­დამ­ჭე­რებს დას­ცი­ნის. მათ სარ­და­ფის მკვიდ­რებს უწო­დებს. ერთხელ, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვი­ზი­ტის დროს, როცა ადა­მი­ა­ნე­ბი რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში იხო­ცე­ბოდ­ნენ, გაბ­რაზ­და, რად­გან კა­მე­რე­ბი მას არ იღებ­დნენ”.

ყო­ფილ­მა პრესს­პი­კერ­მა გა­ნაგ­რძო: "ის ყო­ველ­თვის მე­უბ­ნე­ბო­და: “რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რას ამ­ბობ, სტე­ფა­ნი, საკ­მა­რი­სად ბევ­რჯერ თქვი და ხალ­ხი და­ი­ჯე­რებს“.

გრი­შამ­მა გა­ი­მე­ო­რა ის­ტო­რია, რო­მე­ლიც ადრე უკვე მო­ყო­ლი­ლი ჰქონ­და - მისი თქმით, 2021 წლის 6 იან­ვრის არე­უ­ლო­ბის დროს მე­ლა­ნია ტრამპს სთხო­ვა, გა­მო­ექ­ვეყ­ნე­ბი­ნა "ტვი­ტი", რომ აშშ-ში არე­უ­ლო­ბი­სა ან ძა­ლა­დო­ბის­თვის ად­გი­ლი არ იყო... ხოლო პირ­ველ­მა ლე­დიმ პა­სუ­ხი ერთი სი­ტყვით მო­უჭ­რა: "არა“.

გრი­შამ­მა აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა, როცა თქვა, რომ ის იყო პირ­ვე­ლი მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, რო­მელ­მაც იმა­ვე დღეს და­ტო­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბა. მან თა­ვი­სი მოკ­ლე სი­ტყვა კა­მა­ლა ჰა­რი­სის მხარ­და­ჭე­რით და­ას­რუ­ლა და თქვა:

“ჩემი ქვე­ყა­ნა იმა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, ვიდ­რე ჩემი პარ­ტია. კა­მა­ლა ჰა­რი­სი სი­მარ­თლეს ამ­ბობს. ის პა­ტივს სცემს ამე­რი­კელ ხალ­ხს და ჩემს ხმას სწო­რედ მას ვაძ­ლევ".

წყა­რო

ავტორი:

"მას არ აქვს თანაგრძნობის განცდა, არც მორალი... თავის მხარდამჭერებს დასცინის, "სარდაფის მკვიდრებს" უწოდებს - ტრამპს ყოფილი პრესმდივანი დაუპირისპირდა

"მას არ აქვს თანაგრძნობის განცდა, არც მორალი... თავის მხარდამჭერებს დასცინის, "სარდაფის მკვიდრებს" უწოდებს - ტრამპს ყოფილი პრესმდივანი დაუპირისპირდა

სტეფანი გრიშამმა, დონალდ ტრამპის ყოფილმა პრესმდივანმა, დემოკრატიულ ეროვნულ ყრილობაზე მკაცრად გააკრიტიკა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი და აღნიშნა, რომ: "მას არ აქვს თანაგრძნობის განცდა, არც მორალი და არც ჭეშმარიტებისადმი ერთგულება“.

რესპუბლიკელი გრიშამი ტრამპის პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ, ასევე გახლდათ მელანია ტრამპის პრესმდივანი.

გრიშამმა დახურულ კარს მიღმა ტრამპის ქცევის შესახებ პირად გამოცდილებაზე ისაუბრა.

"მე მხოლოდ ტრამპის მხარდამჭერი არ ვიყავი, ჭეშმარიტად მწამდა მისი, მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მრჩეველი ვიყავი. ტრამპის ოჯახი ჩემი ოჯახი გახდა,“ - განაცხადა მან, იმის ხაზგასმით, რომ დღესასწაულებს ტრამპის Mar-a-Lago- ს რეზიდენციაში ატარებდა.

"მას მაშინაც ვხედავდი, როცა კამერები გამორთული იყო ... ტრამპი თავის მხარდამჭერებს დასცინის. მათ სარდაფის მკვიდრებს უწოდებს. ერთხელ, საავადმყოფოში ვიზიტის დროს, როცა ადამიანები რეანიმაციაში იხოცებოდნენ, გაბრაზდა, რადგან კამერები მას არ იღებდნენ”.

ყოფილმა პრესსპიკერმა განაგრძო: "ის ყოველთვის მეუბნებოდა: “რა მნიშვნელობა აქვს, რას ამბობ, სტეფანი, საკმარისად ბევრჯერ თქვი და ხალხი დაიჯერებს“.

გრიშამმა გაიმეორა ისტორია, რომელიც ადრე უკვე მოყოლილი ჰქონდა - მისი თქმით, 2021 წლის 6 იანვრის არეულობის დროს მელანია ტრამპს სთხოვა, გამოექვეყნებინა "ტვიტი", რომ აშშ-ში არეულობისა ან ძალადობისთვის ადგილი არ იყო... ხოლო პირველმა ლედიმ პასუხი ერთი სიტყვით მოუჭრა: "არა“.

გრიშამმა აპლოდისმენტები დაიმსახურა, როცა თქვა, რომ ის იყო პირველი მაღალი თანამდებობის პირი, რომელმაც იმავე დღეს დატოვა თანამდებობა. მან თავისი მოკლე სიტყვა კამალა ჰარისის მხარდაჭერით დაასრულა და თქვა:

“ჩემი ქვეყანა იმაზე მეტად მიყვარს, ვიდრე ჩემი პარტია. კამალა ჰარისი სიმართლეს ამბობს. ის პატივს სცემს ამერიკელ ხალხს და ჩემს ხმას სწორედ მას ვაძლევ".

წყარო