პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არქეოლოგებმა ესპანეთში შემთხვევით "ფარული იმპერია" აღმოაჩინეს, რომელიც რომთან მჭიდროდ იყო კავშირში - რას წერს მედია
არქეოლოგებმა ესპანეთში შემთხვევით "ფარული იმპერია" აღმოაჩინეს, რომელიც რომთან მჭიდროდ იყო კავშირში - რას წერს მედია

ეს­პა­ნე­თის სი­ე­რა დე კა­დი­სის რე­გი­ონ­ში, ეს­პა­ნელ­მა არ­ქე­ო­ლო­გებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ძვე­ლი რო­მა­უ­ლი და­სახ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა “ფა­რუ­ლი იმ­პე­რი­ის“ ნა­წი­ლი იყოს.

2023 წელს, რო­დე­საც მათ გა­თხრე­ბი და­ი­წყეს, იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ აღ­მო­ა­ჩენ­და მი­ნი­მუმ ერთ და­სახ­ლე­ბას. თუმ­ცა, შე­დე­გებ­მა ყვე­ლა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა- არ­ქე­ო­ლო­გებ­მა რო­მის იმ­პე­რი­ის ეპო­ქის 57 ნა­სახ­ლა­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

  • მკვლევ­რე­ბი თვლი­ან, რომ ეს და­სახ­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს იმ დროს რე­გი­ონ­ში არ­სე­ბულ სა­ვაჭ­რო და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო მარ­შრუ­ტებ­თან. ისი­ნი ამ­ჟა­მად კვლე­ვის მე­ო­რე ფა­ზას აწარ­მო­ე­ბენ, რათა და­ად­გი­ნონ, რა სა­ხით უკ­ვა­შირ­დე­ბო­და და­სახ­ლე­ბე­ბი რო­მა­ულ იმ­პე­რი­ას.

ეს­პა­ნე­თის “კა­დი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მკვლევ­რებ­მა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს არ­კოს დე ლა ფრონ­ტე­რას, ბორ­ნოს, ვი­ლა­მარ­ტინ­სა და პუ­ერ­ტო სე­რა­ნოს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე აღ­მო­ჩე­ნილ და­სახ­ლე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან მდი­ნა­რე გვა­და­ლე­ტეს სა­შუ­ა­ლე­ბით იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლე­ბი.

“ისი­ნი ფა­რუ­ლი იმ­პე­რი­ის ნა­წი­ლი იყ­ვნენ“, - მი­იჩ­ნევს ჯგუ­ფი.

აღ­მო­ჩე­ნა გეო რა­და­რის გა­მო­ყე­ნე­ბით მოხ­და - ინ­სტრუ­მენ­ტმა მი­წის ღრმა ქერ­ქის ქვეშ და­ა­ფიქ­სი­რა იმ­პულ­სე­ბი. უძ­ვე­ლე­სი რე­ზი­დენ­ცი­ე­ბის კედ­ლე­ბის სტრუქ­ტუ­რე­ბის და­სად­გე­ნად, რომ­ლე­ბიც ზე­და­პი­რი­დან არ ჩან­და, მათ სწო­რედ გეო რა­და­რის ტექ­ნო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნეს.

მა­ის­ში, მა­კა­რე­ნა ლა­რამ და მის­მა გუნ­დმა ბორ­ნოს­ში ელ კა­ნუ­ე­ლოს რო­მა­უ­ლი ვი­ლის გა­თხრე­ბი და­ი­წყეს. რო­გორც დად­გინ­და, ვი­ლას ჰქონ­და კედ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჰყოფ­და სა­ცხოვ­რე­ბელ და სა­მუ­შაო ტე­რი­ტო­რი­ებს.

მათ ასე­ვე შეძ­ლეს 1980-იან და 1990-იანი წლე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლად გა­მო­ეკვლი­ათ სხვა ად­გი­ლე­ბი. მკვლე­ვა­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს აღ­მო­ჩე­ნე­ბი და­ეხ­მა­რე­ბა მათ უკეთ შე­ის­წავ­ლონ რო­მის იმ­პე­რი­ის გავ­ლე­ნა რე­გი­ონ­ზე, კერ­ძოდ გვა­და­ლე­ტეს ხე­ო­ბა­ში.

“ჩვე­ნი მი­ზა­ნია შე­ვის­წავ­ლოთ მდი­ნა­რე გვა­და­ლე­ტეს და­სახ­ლე­ბის ურ­თი­ერ­თკავ­ში­რი რო­მა­ულ იმ­პე­რი­ას­თან, რაც აქამ­დე პრაქ­ტი­კუ­ლად უც­ნო­ბი ას­პექ­ტი იყო “, - აცხა­დე­ბენ მკვლევ­რე­ბი მოხ­სე­ნე­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რო­მა­ე­ლებ­მა მდი­ნა­რე გვა­და­ლე­ტეს­თან და­სახ­ლე­ბე­ბი მას შემ­დეგ შექ­ნეს, რაც 264 წელს ეს­პა­ნე­თი და­ი­პყრეს.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

აჭა­რის “ოლიმ­პოს მთის“ სა­ი­დუმ­ლო და უახ­ლე­სი აღ­მო­ჩე­ნა ხი­ხა­ნის ცი­ხი­დან - “ერთ-ერთი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, თა­მა­რი სხალ­თის ეკ­ლე­სი­ა­ში სა­გან­გე­ბო გვი­რა­ბით მი­დი­ო­და“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

არქეოლოგებმა ესპანეთში შემთხვევით "ფარული იმპერია" აღმოაჩინეს, რომელიც რომთან მჭიდროდ იყო კავშირში - რას წერს მედია

არქეოლოგებმა ესპანეთში შემთხვევით "ფარული იმპერია" აღმოაჩინეს, რომელიც რომთან მჭიდროდ იყო კავშირში - რას წერს მედია

ესპანეთის სიერა დე კადისის რეგიონში, ესპანელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძველი რომაული დასახლებები, რომლებიც შესაძლოა “ფარული იმპერიის“ ნაწილი იყოს.

2023 წელს, როდესაც მათ გათხრები დაიწყეს, იმედოვნებდნენ, რომ აღმოაჩენდა მინიმუმ ერთ დასახლებას. თუმცა, შედეგებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა- არქეოლოგებმა რომის იმპერიის ეპოქის 57 ნასახლარი აღმოაჩინეს.

  • მკვლევრები თვლიან, რომ ეს დასახლებები შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ დროს რეგიონში არსებულ სავაჭრო და საკომუნიკაციო მარშრუტებთან. ისინი ამჟამად კვლევის მეორე ფაზას აწარმოებენ, რათა დაადგინონ, რა სახით უკვაშირდებოდა დასახლებები რომაულ იმპერიას.

ესპანეთის “კადისის უნივერსიტეტის“ მკვლევრებმა ყურადღება გაამახვილეს არკოს დე ლა ფრონტერას, ბორნოს, ვილამარტინსა და პუერტო სერანოს მიმდებარე ტერიტორიებზე აღმოჩენილ დასახლებებზე, რომლებიც ერთმანეთთან მდინარე გვადალეტეს საშუალებით იყვნენ დაკავშირებულები.

“ისინი ფარული იმპერიის ნაწილი იყვნენ“, - მიიჩნევს ჯგუფი.

აღმოჩენა გეო რადარის გამოყენებით მოხდა - ინსტრუმენტმა მიწის ღრმა ქერქის ქვეშ დააფიქსირა იმპულსები. უძველესი რეზიდენციების კედლების სტრუქტურების დასადგენად, რომლებიც ზედაპირიდან არ ჩანდა, მათ სწორედ გეო რადარის ტექნოლოგია გამოიყენეს.

მაისში, მაკარენა ლარამ და მისმა გუნდმა ბორნოსში ელ კანუელოს რომაული ვილის გათხრები დაიწყეს. როგორც დადგინდა, ვილას ჰქონდა კედლები, რომლებიც ჰყოფდა საცხოვრებელ და სამუშაო ტერიტორიებს.

მათ ასევე შეძლეს 1980-იან და 1990-იანი წლების შემდეგ, პირველად გამოეკვლიათ სხვა ადგილები. მკვლევარებმა განაცხადეს, რომ ეს აღმოჩენები დაეხმარება მათ უკეთ შეისწავლონ რომის იმპერიის გავლენა რეგიონზე, კერძოდ გვადალეტეს ხეობაში.

“ჩვენი მიზანია შევისწავლოთ მდინარე გვადალეტეს დასახლების ურთიერთკავშირი რომაულ იმპერიასთან, რაც აქამდე პრაქტიკულად უცნობი ასპექტი იყო “, - აცხადებენ მკვლევრები მოხსენებაში.

აღსანიშნავია, რომ რომაელებმა მდინარე გვადალეტესთან დასახლებები მას შემდეგ შექნეს, რაც 264 წელს ესპანეთი დაიპყრეს.

წყარო

იხილეთ ასევე:

აჭარის “ოლიმპოს მთის“ საიდუმლო და უახლესი აღმოჩენა ხიხანის ციხიდან - “ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, თამარი სხალთის ეკლესიაში საგანგებო გვირაბით მიდიოდა“