პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან" - გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები
"მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან" - გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იყ­ვა­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან მისი სამ­ხედ­რო და უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი, ვი­მე­ო­რებთ 16-წლი­ან მო­წო­დე­ბას რუ­სე­თის მი­მართ - გა­ა­უქ­მოს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ მალ­ტის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლემ, ფრან­ჩეს­კა გა­ტიმ გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რო­დე­საც მან გან­ცხა­დე­ბა გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს წევ­რე­ბის, საფ­რან­გე­თის, ია­პო­ნი­ის, სლო­ვე­ნი­ის, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს, აშშ-ს, მალ­ტას, ასე­ვე მო­მა­ვა­ლი წევ­რე­ბის - სა­ბერ­ძნე­თი­სა და და­ნი­ის სა­ხე­ლით გა­ა­კე­თა.

ფრან­ჩეს­კა გა­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე, აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რი­სა და შე­დე­გად, უკა­ნო­ნო სამ­ხედ­რო ყოფ­ნი­დან 16 წელი გა­ვი­და.

"2008 წლის აგ­ვის­ტო­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის შეჭ­რამ გა­მო­ავ­ლი­ნა რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კის უფრო აგ­რე­სი­უ­ლი ტენ­დენ­ცია თა­ვი­სი მე­ზობ­ლე­ბი­სა და ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რის მი­მართ. ვი­ნა­ი­დან დღეს ჩვენ, ყვე­ლა მოწ­მე ვართ, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბუ­ლი და გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი აგ­რე­სი­ის - რუ­სე­თი გა­ნაგ­რძობს ამ გზას. ჩვენ მტკი­ცედ ვა­დას­ტუ­რებთ სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტს და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში. ვგმობთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის უწყვეტ უხეშ დარ­ღვე­ვას. ჩვენ ვგმობთ რუ­სე­თის სას­ტიკ შეჭ­რას და უკა­ნო­ნო სამ­ხედ­რო ყოფ­ნას აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვა­ლის/ სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ო­ნებ­ში, რაც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა გა­ე­რო-ს წეს­დე­ბას. ეს რე­გი­ო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და რუ­სე­თის ნა­ბი­ჯე­ბი რე­გი­ო­ნე­ბის ანექ­სი­ის­კენ ამ რე­გი­ო­ნე­ბის პო­ლი­ტი­კურ, სამ­ხედ­რო, სა­სა­მარ­თლო, ეკო­ნო­მი­კურ და სო­ცი­ა­ლურ სფე­რო­ებ­ში ჩა­რე­ვის გზით, მათ შო­რის, ინ­ტეგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის ხელ­მო­წე­რით, სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბიჭ­ვინ­თის კუ­რორ­ტის, სო­ხუ­მის აე­რო­პორ­ტი­სა და ოჩამ­ჩი­რის პორ­ტის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის­თვის გა­და­ცე­მით, არა­კა­ნო­ნი­ე­რი ე.წ. არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბით, მათ შო­რის, 2024 წლის მარ­ტში რუ­სე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში ჩა­ტა­რე­ბით, ასე­ვე 2024 წლის ივ­ნის­ში სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ონ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა ფრან­ჩეს­კა გა­ტიმ.

მისი თქმით, გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო გმობს რუ­სე­თის მუდ­მივ პრო­ვო­კა­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

"ჩვენ კი­დევ ერთხელ ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ვგმობთ რუ­სე­თის მუდ­მივ პრო­ვო­კა­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მის ტე­რი­ტო­რი­ულ წყლებ­სა და სა­ჰა­ე­რო სივ­რცე­ში წვრთნე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, ოჩამ­ჩი­რე­ში მუდ­მი­ვი სა­ზღვაო ბა­ზის შექ­მნის­თვის გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს, რო­მე­ლიც მნიშ­ვნე­ლო­ვან საფრ­თხეს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს და, უფრო ფარ­თოდ, შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას, ასე­ვე, მავ­თულხლარ­თე­ბი­სა და სხვა ხე­ლოვ­ნუ­რი ბა­რი­ე­რე­ბის აღ­მარ­თვის პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას, რო­მე­ლიც ყოფს სა­ქარ­თვე­ლოს შიდა რე­გი­ო­ნებს, ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა­სა და გა­ტა­ცე­ბას, ეთ­ნი­კუ­რად ქარ­თვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ას, მშობ­ლი­ურ ენა­ზე გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის აკ­რძალ­ვას და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბას. ვგმობთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის – და­ვით ბა­შა­რუ­ლის, გიგა ოთხო­ზო­რი­ას, არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის, თა­მაზ გინ­ტუ­რი­სა და ვი­ტა­ლი კარ­ბა­ი­ას მკვლე­ლო­ბებს. ჩვენ ასე­ვე ვგმობთ ირაკ­ლი კვა­რა­ცხე­ლი­ას სიკ­ვდილს აფხა­ზეთ­ში რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ამ დრომ­დე არ არი­ან დას­ჯი­ლი“, – დას­ძი­ნა მალ­ტის მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლის მო­ად­გი­ლემ.

მისი თქმით, შეშ­ფო­თე­ბუ­ლი არი­ან იმის გამო, რომ რუ­სე­თი ამ დრომ­დე არ ას­რუ­ლებს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით აღე­ბულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს - გა­იყ­ვა­ნოს ჯა­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­დან და და­უშ­ვას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ნი­ტო­რინ­გის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­უ­ზღუ­და­ვი წვდო­მა აფხა­ზეთ­სა და ცხინ­ვალ­ში. მან ხაზი გა­უს­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის სა­კუ­თარ სახ­ლებ­ში უსაფრ­თხოდ, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით და შე­უ­ფერ­ხებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

"ჩვენ ერ­თგუ­ლი ვრჩე­ბით ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის, რო­მე­ლიც არის ერ­თა­დერ­თი ფორ­მა­ტი იმის­თვის, რომ რუ­სე­თის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა იქ­ნას უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რო­მელ­საც 2008 წლის ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს - გა­იყ­ვა­ნოს ჯა­რე­ბი კონ­ფლიქ­ტამ­დე პო­ზი­ცი­ებ­ზე და უზ­რუნ­ველ­ყოს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი წვდო­მა. ხაზს ვუს­ვამთ რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით, სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბით გა­და­წყვე­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას, შე­ას­რუ­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი 2008 წლის 12 აგ­ვის­ტოს ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­იყ­ვა­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან მისი სამ­ხედ­რო და უსაფრ­თხო­ე­ბის ძა­ლე­ბი, ვი­მე­ო­რებთ 16-წლი­ან მო­წო­დე­ბას რუ­სე­თის მი­მართ - გა­ა­უქ­მოს სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნე­ბის - აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ე.წ. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბა და უზ­რუნ­ველ­ყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წვდო­მა აღ­ნიშ­ნულ რე­გი­ო­ნებ­ში“, - აღ­ნიშ­ნა ფრან­ჩეს­კა გა­ტიმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან" - გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები

"მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან" - გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, - ამის შესახებ მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ გაერო-ს უშიშროების საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა, როდესაც მან განცხადება გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრების, საფრანგეთის, იაპონიის, სლოვენიის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ს, მალტას, ასევე მომავალი წევრების - საბერძნეთისა და დანიის სახელით გააკეთა.

ფრანჩესკა გატის თქმით, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და შედეგად, უკანონო სამხედრო ყოფნიდან 16 წელი გავიდა.

"2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ. ვინაიდან დღეს ჩვენ, ყველა მოწმე ვართ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიის - რუსეთი განაგრძობს ამ გზას. ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტ უხეშ დარღვევას. ჩვენ ვგმობთ რუსეთის სასტიკ შეჭრას და უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის/ სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება გაერო-ს წესდებას. ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთის ნაბიჯები რეგიონების ანექსიისკენ ამ რეგიონების პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩარევის გზით, მათ შორის, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებით, მათ შორის, 2024 წლის მარტში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების აფხაზეთსა და ცხინვალში ჩატარებით, ასევე 2024 წლის ივნისში სამხრეთ ოსეთის რეგიონში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნებით“, - აღნიშნა ფრანჩესკა გატიმ.

მისი თქმით, გაერო-ს უშიშროების საბჭო გმობს რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე.

"ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და, უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისთვის მიზანმიმართული ზიანის მიყენებას. ვგმობთ საქართველოს მოქალაქეების – დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობებს. ჩვენ ასევე ვგმობთ ირაკლი კვარაცხელიას სიკვდილს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე, დამნაშავეები ამ დრომდე არ არიან დასჯილი“, – დასძინა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ.

მისი თქმით, შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს - გაიყვანოს ჯარები საქართველოდან და დაუშვას ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეუზღუდავი წვდომა აფხაზეთსა და ცხინვალში. მან ხაზი გაუსვა აღნიშნული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირების საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ, ნებაყოფლობით და შეუფერხებლად დაბრუნების შესაძლებლობის აუცილებლობას.

"ჩვენ ერთგული ვრჩებით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, რომელიც არის ერთადერთი ფორმატი იმისთვის, რომ რუსეთის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება იქნას უზრუნველყოფილი, რომელსაც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ითვალისწინებს - გაიყვანოს ჯარები კონფლიქტამდე პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი წვდომა. ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო კანონმდებლობაზე დაფუძნებით გადაწყვეტის აუცილებლობას.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს საქართველოს ტერიტორიიდან მისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, ვიმეორებთ 16-წლიან მოწოდებას რუსეთის მიმართ - გააუქმოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და უზრუნველყოს საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ორგანიზაციების წვდომა აღნიშნულ რეგიონებში“, - აღნიშნა ფრანჩესკა გატიმ.