საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მისია შესრულებულია“ - ტომ კრუზის "სასიკვდილო" ილეთი და ლოს ანჯელესში გატაცებული დროშა: პარიზის ოლიმპიადის გრანდიოზული დახურვა (ფოტო/ვიდეო)
“მისია შესრულებულია“ - ტომ კრუზის "სასიკვდილო" ილეთი და ლოს ანჯელესში გატაცებული დროშა: პარიზის ოლიმპიადის გრანდიოზული დახურვა (ფოტო/ვიდეო)

11 აგ­ვის­ტოს პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­და ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ი­ხუ­რა. სა­ზე­ი­მო ცე­რე­მო­ნი­ა­ლის მთა­ვა­რი გმი­რი კი ჰო­ლი­ვუ­დის ლე­გენ­და, ტომ კრუ­ზი იყო, რო­მელ­მაც სტა­დი­ონ­ზე გა­და­იფ­რი­ნა, აშშ-ის ოლიმ­პა­ი­დის ოქ­როს მე­და­ლო­სანს, ტან­მო­ვარ­ჯი­შე სა­ი­მონ ბა­ილსს დრო­შა გას­ტა­ცა და ლოს ან­ჯე­ლეს­ში წა­ი­ღო - სა­დაც 2028 წელს შემ­დე­გი ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა.

62 წლის მსა­ხი­ო­ბი ათა­სო­ბით თაყ­ვა­ნის­მცემ­ლი­სა და ოლიმ­პი­ე­ლის თვალ­წინ გად­მო­ეშ­ვა და არც გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი და­ვი­წყე­ბია.

პა­რი­ზის 2024-ის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­მა ტონი ეს­ტან­გემ მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლას თა­მა­შებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის.

“ეს სა­ო­ცა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო. დიდ მად­ლო­ბას გიხ­დით ყვე­ლას, ვინც მცი­რე წვლი­ლი მა­ინც შე­ი­ტა­ნეთ ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და მან.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი თო­მას ბახი და პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­დი­სა და პა­რა­ო­ლიმ­პი­ა­დის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის პრე­ზი­დენ­ტი ტონი ეს­ტან­გე

ცენ­ტრში გან­თავ­სე­ბულ სტა­დი­ონ­ზე კი აშშ-ის R'n' B ვარ­სკვლა­ვი H.E.R. მღე­რო­და.

  • ოკე­ა­ნის მიღ­მა, კრუზს Red Hot Chili Peppers-ის, Billie Eilish-ისა და Snoop Dogg-ი, ცო­ცხა­ლი შეს­რუ­ლე­ბით დახ­ვდნენ.

  • თუმ­ცა, სპე­ცე­ფექ­ტე­ბით დატ­ვირ­თულ ფი­ნა­ლურ ნა­წი­ლამ­დე, პა­რი­ზი სპორ­ტსმე­ნებს გულ­თბი­ლად და­ემ­შვი­დო­ბა

კონ­ტი­ნენ­ტე­ბის ფორ­მის სცე­ნე­ბის მიღ­მა, ოლიმ­პი­ა­დის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის დრო­შე­ბით ხელ­ში გა­ი­ა­რეს.

ოლიმ­პი­ა­და­ზე მო­ნა­წი­ლე სპორ­ტსმე­ნე­ბის მსვლე­ლო­ბა
კონ­ტი­ნენ­ტის ფორ­მის “კუნ­ძუ­ლე­ბი“

შოუს ერთ-ერთი საკ­ვან­ძო ფი­გუ­რა, "ოქ­როს ვო­ი­ა­ჟე­რი" იყო, რო­მელ­მაც ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ფუ­ძემ­დე­ბელს, სა­ბერ­ძნეთს მი­ა­გო პა­ტი­ვი.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ვო­ი­ა­ჟერს სცე­ნა­ზე რამ­დე­ნი­მე აკ­რო­ბა­ტი შე­უ­ერ­თდა, რომ­ლე­ბიც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებს გავ­დნენ.

ფრან­გმა პი­ა­ნის­ტმა და ოპე­რის მომ­ღე­რალ­მა ბენ­ჟა­მინ ბერ­ნ­ჰა­იმ­მა კი შე­ას­რუ­ლა ჰიმ­ნი “აპო­ლო­ნის­თვის“.

სცე­ნა­ზე ასე­ვე გა­მოჩ­ნდა ფე­ნიქ­სი.

ფრან­გმა მო­ცუ­რა­ვემ ლეონ მარ­შან­მა, პა­რი­ზის 2024 წლის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ­მა სპორ­ტსმენ­მა ოლიმ­პი­უ­რი ცე­ცხლი ტი­ულ­რის ბა­ღი­დან სტა­დი­ო­ნამ­დე გა­და­ი­ტა­ნა.
პრე­ზი­დენ­ტი მაკ­რო­ნი და მისი მე­უღ­ლე და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­ის დროს
წარ­მოდ­გე­ნა სცე­ნა­ზე
და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი ხედი
00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
56

ტრანსები აღლუმი არ ყოფილა? არ წვერებიანი ქალების დეფილე ? არც ლგბტ დროშის ფრიალი? არც რომელიმე ზომაზე მეტად ჩათქვირებული "სიყვარულის მსახურის თუ დესპანის" მიერ რაიმე სიწმინდის წაბილწვის მცდელობა? აბა მაგ ჭეშმარიტი ლიბერული ღირებულებების გარეშე როგორ ჩატარდა დახურვის ცერემონიალი? ოლიმპიადა ის საშუალებაა რომელსაც ნებისმიერი ქვეყანა იყენებს საკუთარი კულტურის ,ისტორიის დემონსტირებისთვის და ფრანგებმა ყველაფერთან ერთად იმისთვის გამოიყენეს რომ ტომ კრუზის და მისი"შეუძლებელი მისიებისთვის" გაეკეთებინათ რეკლამა :)) გასაკვირი არცაა ფრანგული კინემატოგრაფია ხომ დიდი ხანია ჰოლივუდის უხარისხო კალკად არის გადაქცეული.

კახა
17

მაგარი იყო ძალიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

“მისია შესრულებულია“ - ტომ კრუზის "სასიკვდილო" ილეთი და ლოს ანჯელესში გატაცებული დროშა: პარიზის ოლიმპიადის გრანდიოზული დახურვა (ფოტო/ვიდეო)

“მისია შესრულებულია“ - ტომ კრუზის "სასიკვდილო" ილეთი და ლოს ანჯელესში გატაცებული დროშა: პარიზის ოლიმპიადის გრანდიოზული დახურვა (ფოტო/ვიდეო)

11 აგვისტოს პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა ოფიციალურად დაიხურა. საზეიმო ცერემონიალის მთავარი გმირი კი ჰოლივუდის ლეგენდა, ტომ კრუზი იყო, რომელმაც სტადიონზე გადაიფრინა, აშშ-ის ოლიმპაიდის ოქროს მედალოსანს, ტანმოვარჯიშე საიმონ ბაილსს დროშა გასტაცა და ლოს ანჯელესში წაიღო - სადაც 2028 წელს შემდეგი ოლიმპიური თამაშები გაიმართება.

62 წლის მსახიობი ათასობით თაყვანისმცემლისა და ოლიმპიელის თვალწინ გადმოეშვა და არც გულშემატკივრები დავიწყებია.

პარიზის 2024-ის ორგანიზატორმა ტონი ესტანგემ მადლობა გადაუხადა ყველას თამაშებში მონაწილეობისთვის.

“ეს საოცარი გამოცდილება იყო. დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანეთ ოლიმპიურ თამაშებში“, - განაცხადა მან.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი და პარიზის 2024 წლის ოლიმპიადისა და პარაოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი ტონი ესტანგე

ცენტრში განთავსებულ სტადიონზე კი აშშ-ის R'n' B ვარსკვლავი H.E.R. მღეროდა.

  • ოკეანის მიღმა, კრუზს Red Hot Chili Peppers-ის, Billie Eilish-ისა და Snoop Dogg-ი, ცოცხალი შესრულებით დახვდნენ.

  • თუმცა, სპეცეფექტებით დატვირთულ ფინალურ ნაწილამდე, პარიზი სპორტსმენებს გულთბილად დაემშვიდობა

კონტინენტების ფორმის სცენების მიღმა, ოლიმპიადის მონაწილეებმა საკუთარი ქვეყნის დროშებით ხელში გაიარეს.

ოლიმპიადაზე მონაწილე სპორტსმენების მსვლელობა
კონტინენტის ფორმის “კუნძულები“

შოუს ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, "ოქროს ვოიაჟერი" იყო, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ფუძემდებელს, საბერძნეთს მიაგო პატივი.

მოგვიანებით ვოიაჟერს სცენაზე რამდენიმე აკრობატი შეუერთდა, რომლებიც უცხოპლანეტელებს გავდნენ.

ფრანგმა პიანისტმა და ოპერის მომღერალმა ბენჟამინ ბერნჰაიმმა კი შეასრულა ჰიმნი “აპოლონისთვის“.

სცენაზე ასევე გამოჩნდა ფენიქსი.

ფრანგმა მოცურავემ ლეონ მარშანმა, პარიზის 2024 წლის ყველაზე წარმატებულმა სპორტსმენმა ოლიმპიური ცეცხლი ტიულრის ბაღიდან სტადიონამდე გადაიტანა.
პრეზიდენტი მაკრონი და მისი მეუღლე დახურვის ცერემონიის დროს
წარმოდგენა სცენაზე
დახურვის ცერემონიის გენერალური ხედი