საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა" - როგორია დათი ქოქრაშვილის მდგომარეობა?
"ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა" -  როგორია დათი ქოქრაშვილის მდგომარეობა?

8 წლის დათი ქოქ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მძი­მე ავა­რი­ის შემ­დეგ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გულ­შე­მატ­კივ­რობს, უკვე თვე­ე­ბია ამე­რი­კა­შია და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­დის. გუ­შინ მან ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია გა­და­ი­ტა­ნა, ეს იყო რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პი.

ოპე­რა­ცია 15 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და და ცოტა ხნის წინ დას­რულ­და. და­თის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. ინ­ფორ­მა­ცი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ამე­რი­კი­დან ავ­რცე­ლე­ბენ.

"მე­გობ­რე­ბო სა­თი­თა­ოდ პა­სუხს ვერ გწერთ, მა­პა­ტი­ეთ. ოპე­რა­ცია თით­ქმის 15 სა­ა­თი გაგ­რძელ­და და ცოტა ხნის წინ დას­რულ­და. და­თის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ ეტაპ­ზე სტა­ბი­ლუ­რია. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლა გულ­შე­მატ­კი­ვარს. ეს ოპე­რა­ცია რა­მო­დე­ნი­მე ეტა­პად არის და­ყო­ფი­ლი და აუ­ცი­ლებ­ლად შე­გა­ტყო­ბი­ნებთ" - წერს თეა ცხა­და­ძე.

ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი წლის 31 მარტს, თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე, ავა­რი­ის დროს 8 წლის დათი ქო­ქაშ­ვი­ლი უმ­ძი­მე­სად და­შავ­და. ბავ­შვი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, შემ­დეგ კი ოჯახ­მა ის­რა­ელ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, რის მე­რეც გერ­მა­ნი­ა­ში გაფ­რინ­დენ, სა­დაც ბავ­შვმა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურ­სი გა­ი­ა­რა. დათი სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ დაბ­რუნ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა" - როგორია დათი ქოქრაშვილის მდგომარეობა?

"ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა" -  როგორია დათი ქოქრაშვილის მდგომარეობა?

8 წლის დათი ქოქრაშვილი, რომელსაც მძიმე ავარიის შემდეგ მთელი საქართველო გულშემატკივრობს, უკვე თვეებია ამერიკაშია და რეაბილიტაციის კურსს გადის. გუშინ მან ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, ეს იყო რეკონსტრუქციული პლასტიკური ოპერაციის პირველი ეტაპი.

ოპერაცია 15 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. დათის მდგომარეობა სტაბილურია. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ამერიკიდან ავრცელებენ.

"მეგობრებო სათითაოდ პასუხს ვერ გწერთ, მაპატიეთ. ოპერაცია თითქმის 15 საათი გაგრძელდა და ცოტა ხნის წინ დასრულდა. დათის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს. ეს ოპერაცია რამოდენიმე ეტაპად არის დაყოფილი და აუცილებლად შეგატყობინებთ" - წერს თეა ცხადაძე.

ცნობისთვის, გასული წლის 31 მარტს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ავარიის დროს 8 წლის დათი ქოქაშვილი უმძიმესად დაშავდა. ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში მრავლობითი მოტეხილობით იაშვილის კლინიკაში იბრძოდა სიცოცხლისთვის, შემდეგ კი ოჯახმა ისრაელში გადაიყვანა, რის მერეც გერმანიაში გაფრინდენ, სადაც ბავშვმა რეაბილიტაციის კურსი გაიარა. დათი საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა.