საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ხდებოდა ამერიკელი სენატორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე?
რა ხდებოდა ამერიკელი სენატორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე?

რა­ზეც მათ ისა­უბ­რეს, იყო ის, რომ აქ არი­ან, რად­გან მხარს უჭე­რენ ქარ­თველ ხალ­ხს და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მი­ა­ტო­ვე­ბენ ბრძო­ლა­ში იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, ნატო-ს წევ­რი და გახ­დეს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა" - ამის შე­სა­ხებ „სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა - სა­ქარ­თვე­ლოს“ დი­რექ­ტორ­მა ეკა გი­გა­ურ­მა სე­ნა­ტორ ჯინ შა­ჰინ­თან და კონ­გრეს­მენ მაიკ ტერ­ნერ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რეს.

"სა­უ­ბა­რი შე­ე­ხე­ბო­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდს; იმას, თუ რა ხდე­ბა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში, რა მო­ლო­დი­ნე­ბი გვაქვს არ­ჩევ­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა გვაქვს და­გეგ­მი­ლი სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და რო­გორ იმოქ­მე­დებს „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ზე“,- გა­ნა­ცხა­და ეკა გი­გა­ურ­მა.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის ნინო დო­ლი­ძის თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე, ისა­უბ­რეს სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ზე „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის“ გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ და ხაზი გა­ეს­ვა, რომ „თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ოპე­რი­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში“.

"რა თქმა უნდა, ვი­სა­უბ­რეთ მო­ახ­ლო­ე­ბულ არ­ჩევ­ნებ­ზე. მათი მხრი­დან არის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­მარ­თლი­ა­ნი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. ჩვენც ვი­სა­უბ­რეთ უკვე არ­სე­ბულ გა­რე­მო­ზე. ასე­ვე, სა­უბ­რის ერთ-ერთი თემა იყო „რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი“, მისი ძა­ლა­ში შეს­ვლა და ამ კა­ნო­ნის გავ­ლე­ნა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ზე, იმი­ტომ, რომ მათი მხრი­და­ნაც ხაზი გა­ეს­ვა, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ოპე­რი­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში“,- გა­ნა­ცხა­და ნინო დო­ლი­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სე­ნა­ტო­რი ჯინ შა­ჰი­ნი და კონ­გრეს­მე­ნი მაიკ ტერ­ნე­რი სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით გუ­შინ ეწ­ვივ­ნენ. გუ­შინ­ვე მათ შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­თან, დღეს კი, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს შეხ­ვდე­ბი­ან.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ელ­ჩოს ცნო­ბით, ორ­პარ­ტი­უ­ლი ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, ისი­ნი ასე­ვე შეხ­ვდე­ბი­ან კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს. ასე­ვე, სე­ნა­ტო­რი და კონ­გრეს­მე­ნი გა­ეც­ნო­ბი­ან აშშ-ის მთავ­რო­ბის პროგ­რა­მებს, რო­მე­ლიც მხარს უჭერს იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პი­რებს, მე­წარ­მე­ებ­სა და სტუ­დენ­ტებს.

ავტორი:

რა ხდებოდა ამერიკელი სენატორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე?

რა ხდებოდა ამერიკელი სენატორებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრაზე?

რაზეც მათ ისაუბრეს, იყო ის, რომ აქ არიან, რადგან მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და არავითარ შემთხვევაში არ მიატოვებენ ბრძოლაში იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ნატო-ს წევრი და გახდეს დემოკრატიული ქვეყანა" - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორმა ეკა გიგაურმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე წინასაარჩევნო პერიოდზე ისაუბრეს.

"საუბარი შეეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს; იმას, თუ რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში, რა მოლოდინები გვაქვს არჩევნების დღესთან დაკავშირებით, რა გვაქვს დაგეგმილი სადამკვირვებლო მისიებთან დაკავშირებით და როგორ იმოქმედებს „რუსული კანონი“ საქართველოს სამოქალაქო სექტორზე“,- განაცხადა ეკა გიგაურმა.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო დოლიძის თქმით, შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს საარჩევნო პროცესებზე „რუსული კანონის“ გავლენის შესახებ და ხაზი გაესვა, რომ „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში“.

"რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ მოახლოებულ არჩევნებზე. მათი მხრიდან არის მაღალი ინტერესი, რომ ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული. ჩვენც ვისაუბრეთ უკვე არსებულ გარემოზე. ასევე, საუბრის ერთ-ერთი თემა იყო „რუსული კანონი“, მისი ძალაში შესვლა და ამ კანონის გავლენა საარჩევნო პროცესებზე, იმიტომ, რომ მათი მხრიდანაც ხაზი გაესვა, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია სადამკვირვებლო ორგანიზაციების ოპერირება ქვეყანაში“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვივნენ. გუშინვე მათ შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, დღეს კი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდებიან.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"