Faceამბები
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ირანელი მესის" ერთ დღეში დაკარგული "დიდება": ვინ არის ცნობილი ფეხბურთელის "ტყუპისცალი", რომელსაც თანამემამულე ქალის შეცდენაში ადანაშაულებენ
"ირანელი მესის" ერთ დღეში დაკარგული "დიდება": ვინ არის ცნობილი ფეხბურთელის "ტყუპისცალი", რომელსაც თანამემამულე ქალის შეცდენაში ადანაშაულებენ

რა ხდე­ბა მა­შინ, თუ გა­გი­მარ­თლა და ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის, მე­სის ასლი და­ი­ბა­დე. ირა­ნე­ლი რე­ზას­თვის ეს ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის სა­უ­კე­თე­სო წყა­რო აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ შე­დე­გე­ბი - არც ისე სა­ხარ­ბი­ე­ლო. ირა­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლო რეზა პა­რას­ტე­შის დას­ჯას ითხოვ­და, რო­მე­ლიც ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი იყო 23 თა­ნა­მე­მა­მუ­ლე ქა­ლის შეც­დე­ნა­ში. მკაც­რი ის­ლა­მუ­რი კა­ნო­ნე­ბის მქო­ნე ქვეყ­ნის­თვის მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბი ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლია. და "ყალ­ბი მე­სის" ამ­ბა­ვი კო­მი­კუ­რიც და ჭკუ­ის სას­წავ­ლიც.

"იდეა მა­მამ მო­მა­წო­და..."

ეს ამ­ბა­ვი 2017 წელს ქა­ლაქ ჰა­მა­დან­ში და­ი­წყო, როცა მა­მამ 26 წლის შვილს "ბარ­სე­ლო­ნას" კა­პიტ­ნის მა­ი­სუ­რით პო­ზი­რე­ბა სთხო­ვა. ფოტო ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ­ში. მსგავ­სე­ბა იმ­დე­ნად გა­სა­ო­ცა­რი იყო, რომ პა­რას­ტეშს ხუმ­რო­ბით მეტ­სა­ხე­ლად "ყალ­ბი მესი" და ასე­ვე "ირა­ნე­ლი მესი" შე­არ­ქვეს.

თა­ვი­დან ახალ­გაზ­რდა კაცს მოს­წონ­და პო­პუ­ლა­რო­ბა, ამის­თვის თმა შე­იჭ­რა და წვე­რიც კი გა­ი­ზარ­და, რო­გორც ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ატა­რებ­და. ამის შემ­დეგ მსგავ­სე­ბა კი­დევ უფრო სა­ო­ცა­რი გახ­და.

ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­დე­საც რეზა ქუ­ჩა­ში გა­მო­დი­ო­და ფეხ­ბურ­თე­ლის მა­ი­სუ­რით, "მე­სის" და­ნახ­ვი­სას აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი მის გარ­შე­მო იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ყვე­ლას სურ­და ფოტო გა­და­ე­ღო თა­ვის "კერ­პთან". ხში­რად პო­ლი­ცი­ის ჩა­რე­ვაც კი ხდე­ბო­და სა­ჭი­რო.

ერთ დღე­საც რე­ზამ გა­და­წყვი­ტა მსგავ­სე­ბა სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პი­რა­დი ან­გა­რი­ში შექ­მნა და მალე მის­მა გა­მომ­წე­რე­ბის რი­ცხვა 700 ათასს მი­აღ­წია, რეკ­ლა­მებ­ში გა­და­ღე­ბა შეს­თა­ვა­ზეს.

ირა­ნელ­მა მე­სიმ სხვი­სი ცხოვ­რე­ბით ტკბო­ბა და­ი­წყო - ფეხ­ბურ­თე­ლის სა­ხე­ლით არი­გებ­და ავ­ტოგ­რა­ფებს, მარ­თავ­და პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ებს, აძ­ლევ­და ინ­ტერ­ვი­უ­ებს. ამა­ვე დროს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი ფო­ტო­ე­ბის გარ­და, ნამ­დვი­ლი მე­სის ფო­ტო­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ი­წყო, რა­მაც კი­დევ უფრო არია სი­ტუ­ა­ცია. ირა­ნე­ლის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ვე­ღარ იგებ­დნენ სად იყო მათი "მესი", რად­გან პოს­ტებ­ზე ითხოვ­და, რომ გა­მო­ეც­ნოთ მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი.

მაც­დუ­რი ირა­ნე­ლი

ერთ დღე­საც ერთ-ერ­თმა ეს­პა­ნურ­მა გა­მო­ცე­მამ გა­და­წყვი­ტა ეს ის­ტო­რია სენ­სა­ცი­ად ექ­ცია და და­წე­რა, რომ ირა­ნელ­მა მე­სიმ მო­ა­ხერ­ხა და 23 ქალ­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი და­ამ­ყა­რა. ისი­ნი ფეხ­ბურ­თის კერ­პთან მის­მა მსგავ­სე­ბამ აც­დუ­ნა. თუმ­ცა, თა­ვად სტა­ტი­ის გმირ­მა უარ­ყო მსგავ­სი ბრალ­დე­ბე­ბი.

რე­ზამ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, სა­დაც ამ­ბობ­და: "გა­მარ­ჯო­ბა მე­გობ­რე­ბო, მე­დი­ა­ში ჩემს შე­სა­ხებ ცრუ ამ­ბა­ვი გავ­რცელ­და - თით­ქოს 23 ქალ­თან მე­ძი­ნა, რად­გან მათ ლი­ო­ნელ მესი ვე­გო­ნე. გთხოვთ, ნუ ეთა­მა­შე­ბით ჩემს რე­პუ­ტა­ცი­ას და ნდო­ბას. არ და­ი­ჯე­როთ, ეს არ არის სი­მარ­თლე."

"ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა მუ­სულ­მა­ნურ ქვეყ­ნებ­ში და ეს კა­ტას­ტრო­ფაა. ჩემს ოჯახ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­მე­ძა­ბა, ახ­ლობ­ლე­ბი ახლა ცუდ ადა­მი­ა­ნად მთვლი­ან. თავს მეს­ხმი­ან სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბი“, - წუხ­და ის.

  • მან ინ­ტერ­ნე­ტით მი­მარ­თა მე­სის და და­არ­წმუ­ნა თა­ვი­სი კერ­პი, რომ პა­ტივს სცემ­და მის ავ­ტო­რი­ტეტს, უყ­ვარ­და და სა­ერ­თოდ არ სურ­და მისი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ბიჭი დაჰ­პირ­და, რომ ყვე­ლა ღო­ნეს გა­მო­ი­ყე­ნებ­და, რომ ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვის სა­ხე­ლი არ იყოს დის­კრე­დი­ტი­რე­ბუ­ლი ამ სუ­ლე­ლურ ამ­ბით.

მას შემ­დეგ, რაც რეზა პა­რას­ტეშ­მა ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს მი­მარ­თა, ვნე­ბე­ბი ჩა­ცხრა. მისი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი მიხ­ვდნენ, რომ არც ერთი ირა­ნე­ლი ქალი არ და­ი­ჯე­რებ­და მსგავს ტყუ­ილს. ბო­ლოს და ბო­ლოს, ყალ­ბი მესი ეს­პა­ნუ­რად არ სა­უბ­რობს და არც ნამ­დვილ­მა მე­სიმ იცის ირა­ნუ­ლი. თუმ­ცა, ის ფაქ­ტი, რომ რეზა სას­ჯელს გა­და­ურ­ჩა, იმას არ ნიშ­ნავს, რომ ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც ირა­ნია, „მესი“ გა­ე­სა­მარ­თლე­ბი­ნათ.

პა­რას­ტე­შის წი­ნა­აღ­მდეგ ბრალ­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის შემ­დეგ მის­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა ამო­ი­სუნ­თქეს. ცნო­ბი­ლი ინ­გლი­სე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გარი ლი­ნე­კე­რი ძა­ლი­ან წუხ­და, რომ "ყალბ მე­სის" სამ­შობ­ლო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ემუქ­რე­ბო­და და როცა სა­შიშ­რო­ე­ბამ გა­ი­ა­რა, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და.

ახლა რეზა პა­რას­ტე­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ისევ აქ­ვეყ­ნებს გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის სა­სა­ცი­ლო ვი­დე­ო­ებს, ფო­ტო­ებს და კო­ლა­ჟებს, სა­დაც ვარ­სკვლავს ჰგავს, მაგ­რამ რეკ­ლა­მებ­ში აღარ იღე­ბენ და ამით ფულ­საც ვე­ღარ შო­უ­ლობს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"ირანელი მესის" ერთ დღეში დაკარგული "დიდება": ვინ არის ცნობილი ფეხბურთელის "ტყუპისცალი", რომელსაც თანამემამულე ქალის შეცდენაში ადანაშაულებენ

"ირანელი მესის" ერთ დღეში დაკარგული "დიდება": ვინ არის ცნობილი ფეხბურთელის "ტყუპისცალი", რომელსაც თანამემამულე ქალის შეცდენაში ადანაშაულებენ

რა ხდება მაშინ, თუ გაგიმართლა და ცნობილი ფეხბურთელის, მესის ასლი დაიბადე. ირანელი რეზასთვის ეს ფულის გამომუშავების საუკეთესო წყარო აღმოჩნდა, მაგრამ შედეგები - არც ისე სახარბიელო. ირანული სასამართლო რეზა პარასტეშის დასჯას ითხოვდა, რომელიც ეჭვმიტანილი იყო 23 თანამემამულე ქალის შეცდენაში. მკაცრი ისლამური კანონების მქონე ქვეყნისთვის მსგავსი ბრალდებები ძალიან სერიოზულია. და "ყალბი მესის" ამბავი კომიკურიც და ჭკუის სასწავლიც.

"იდეა მამამ მომაწოდა..."

ეს ამბავი 2017 წელს ქალაქ ჰამადანში დაიწყო, როცა მამამ 26 წლის შვილს "ბარსელონას" კაპიტნის მაისურით პოზირება სთხოვა. ფოტო ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში. მსგავსება იმდენად გასაოცარი იყო, რომ პარასტეშს ხუმრობით მეტსახელად "ყალბი მესი" და ასევე "ირანელი მესი" შეარქვეს.

თავიდან ახალგაზრდა კაცს მოსწონდა პოპულარობა, ამისთვის თმა შეიჭრა და წვერიც კი გაიზარდა, როგორც ცნობილი ფეხბურთელი ატარებდა. ამის შემდეგ მსგავსება კიდევ უფრო საოცარი გახდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, როდესაც რეზა ქუჩაში გამოდიოდა ფეხბურთელის მაისურით, "მესის" დანახვისას აღფრთოვანებული თანამემამულეები მის გარშემო იკრიბებოდნენ, ყველას სურდა ფოტო გადაეღო თავის "კერპთან". ხშირად პოლიციის ჩარევაც კი ხდებოდა საჭირო.

ერთ დღესაც რეზამ გადაწყვიტა მსგავსება საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა. სოციალურ ქსელში პირადი ანგარიში შექმნა და მალე მისმა გამომწერების რიცხვა 700 ათასს მიაღწია, რეკლამებში გადაღება შესთავაზეს.

ირანელმა მესიმ სხვისი ცხოვრებით ტკბობა დაიწყო - ფეხბურთელის სახელით არიგებდა ავტოგრაფებს, მართავდა პრესკონფერენციებს, აძლევდა ინტერვიუებს. ამავე დროს სოციალურ ქსელში საკუთარი ფოტოების გარდა, ნამდვილი მესის ფოტოების გამოქვეყნება დაიწყო, რამაც კიდევ უფრო არია სიტუაცია. ირანელის გულშემატკივრები ვეღარ იგებდნენ სად იყო მათი "მესი", რადგან პოსტებზე ითხოვდა, რომ გამოეცნოთ მისი ადგილსამყოფელი.

მაცდური ირანელი

ერთ დღესაც ერთ-ერთმა ესპანურმა გამოცემამ გადაწყვიტა ეს ისტორია სენსაციად ექცია და დაწერა, რომ ირანელმა მესიმ მოახერხა და 23 ქალთან სექსუალური კავშირი დაამყარა. ისინი ფეხბურთის კერპთან მისმა მსგავსებამ აცდუნა. თუმცა, თავად სტატიის გმირმა უარყო მსგავსი ბრალდებები.

რეზამ ინტერნეტში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამბობდა: "გამარჯობა მეგობრებო, მედიაში ჩემს შესახებ ცრუ ამბავი გავრცელდა - თითქოს 23 ქალთან მეძინა, რადგან მათ ლიონელ მესი ვეგონე. გთხოვთ, ნუ ეთამაშებით ჩემს რეპუტაციას და ნდობას. არ დაიჯეროთ, ეს არ არის სიმართლე."

"ინფორმაცია ვრცელდება მუსულმანურ ქვეყნებში და ეს კატასტროფაა. ჩემს ოჯახთან ურთიერთობა დამეძაბა, ახლობლები ახლა ცუდ ადამიანად მთვლიან. თავს მესხმიან სრულიად უცხო ადამიანები“, - წუხდა ის.

  • მან ინტერნეტით მიმართა მესის და დაარწმუნა თავისი კერპი, რომ პატივს სცემდა მის ავტორიტეტს, უყვარდა და საერთოდ არ სურდა მისი შეურაცხყოფა. ბიჭი დაჰპირდა, რომ ყველა ღონეს გამოიყენებდა, რომ ფეხბურთის ვარსკვლავის სახელი არ იყოს დისკრედიტირებული ამ სულელურ ამბით.

მას შემდეგ, რაც რეზა პარასტეშმა ინტერნეტმომხმარებლებს მიმართა, ვნებები ჩაცხრა. მისი თანამემამულეები მიხვდნენ, რომ არც ერთი ირანელი ქალი არ დაიჯერებდა მსგავს ტყუილს. ბოლოს და ბოლოს, ყალბი მესი ესპანურად არ საუბრობს და არც ნამდვილმა მესიმ იცის ირანული. თუმცა, ის ფაქტი, რომ რეზა სასჯელს გადაურჩა, იმას არ ნიშნავს, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ირანია, „მესი“ გაესამართლებინათ.

პარასტეშის წინააღმდეგ ბრალდებების შეწყვეტის შემდეგ მისმა გულშემატკივრებმა ამოისუნთქეს. ცნობილი ინგლისელი ფეხბურთელი გარი ლინეკერი ძალიან წუხდა, რომ "ყალბ მესის" სამშობლოში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრებოდა და როცა საშიშროებამ გაიარა, ძალიან გაუხარდა.

ახლა რეზა პარასტეში სოციალურ ქსელში ისევ აქვეყნებს გულშემატკივრებისთვის სასაცილო ვიდეოებს, ფოტოებს და კოლაჟებს, სადაც ვარსკვლავს ჰგავს, მაგრამ რეკლამებში აღარ იღებენ და ამით ფულსაც ვეღარ შოულობს.