იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელის NHK -ის ინფორმაციით, სამხრეთ-დასავლეთ იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. გამოცხადებულია ცუნამის საფრთხე.
NHK-ის ცნობით, ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა ცუნამის საფრთხის შესახებ წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კიუშუსა და შიკოკუს დასავლეთ კუნძულებზე, რომელიც, სავარაუდოდ, ერთ მეტრს მიაღწევს.
NHK-ის თქმით, მიაძაკის პრეფექტურაში კიუშუზე ტალღები უკვე დაფიქსირდა.