პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის" საქმიანობას აჯამებს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის" საქმიანობას აჯამებს

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა KIU-ს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბა შე­ა­ჯა­მა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის შე­დე­გე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია გა­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრნენ KIU-ს კან­ცლე­რი მაგ­და მაღ­რა­ძე, მა­თე­მა­ტი­კი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის სკო­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი რა­მაზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ცენ­ტრის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, ტრე­ნე­რე­ბი, კერ­ძო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და პარტნი­ო­რე­ბი.

გა­სულ წელს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) მხარ­და­ჭე­რით, და­ფუძნ­და KIU-ს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სას­წავ­ლო ცენ­ტრი. KIU-სა და USAID-ს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის მი­ზა­ნი გახ­ლდათ უმუ­შევ­რო­ბის შემ­ცი­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რად კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი სა­მუ­შაო ძა­ლის მომ­ზა­დე­ბა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სექ­ტორ­ში. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში KIU-ს ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ უცხო­ე­ლი და ქარ­თვე­ლი პარტნი­ო­რე­ბი და, შე­დე­გად, შე­იქ­მნა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სამი სხვა­დას­ხვა დო­ნის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სი: კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­ფუძ­ვლე­ბი, ეთი­კუ­რი ჰა­კე­რი­სა და ეთი­კუ­რი ჰა­კინ­გის პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სი.

სას­წავ­ლო პროგ­რა­მა­ში (ტრე­ნინ­გებ­ში) 700-ზე მეტ­მა მო­ნა­წი­ლემ გა­მო­ხა­ტა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის თე­მე­ბის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი. უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნი და­საქმდა ან გა­ი­უმ­ჯო­ბე­სა კა­რი­ე­რუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იყო მო­ნა­წი­ლე­თა ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რი (მო­ნა­წი­ლე­თა ასა­კი გახ­ლდათ 16 წლი­დან - 70 წლამ­დე). პრო­ექ­ტმა მო­იც­ვა თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი იყო გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი და­ფარ­ვის არე­ა­ლიც (სოფ­ლად, მა­ღალმთი­ან რე­გი­ონ­სა და ქა­ლა­ქად მცხოვ­რე­ბი), ასე­ვე გენ­დერუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, პრო­ექ­ტში ჩარ­თულ პირ­თა (ქალი, მა­მა­კა­ცი) რა­ო­დე­ნობ­რი­ვი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი თით­ქმის თა­ნა­ბა­რია. KIU გახ­და აშშ-ში და­ფუძ­ნე­ბუ­ლი EC-Council-ის, მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის ორ­გა­ნოს აკა­დე­მი­უ­რი პარტნი­ო­რი და KIU-ს კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ტრე­ნინ­გე­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი იღე­ბენ EC Council-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის გა­მოც­დის ვა­უ­ჩერს.

წლის მან­ძილ­ზე ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სატ­რე­ნინ­გო პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის არა­ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, მათ შო­რის, კა­რი­ე­რუ­ლი კონ­სულ­ტი­რე­ბის ვორ­ქშო­პი, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის კვი­რე­უ­ლი, და­საქ­მე­ბის ფო­რუ­მი, შე­იქ­ნა ახა­ლი პარტნი­ო­რო­ბე­ბი 10-ზე მეტ კომ­პა­ნი­ას­თან.

NS

ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის" საქმიანობას აჯამებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) USAID-ის მიერ მხარდაჭერილი პროექტის "KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის" საქმიანობას აჯამებს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა KIU-ს კიბერუსაფრთხოების ცენტრის საქმიანობა შეაჯამა და სასწავლო პროგრამების შედეგების პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას დაესწრნენ KIU-ს კანცლერი მაგდა მაღრაძე, მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლების ხელმძღვანელი, პროფესორი რამაზ ბოჭორიშვილი, კიბერუსაფრთხოების ცენტრის კურსდამთავრებულები, ტრენერები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და პარტნიორები.

გასულ წელს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, დაფუძნდა KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი. KIU-სა და USAID-ს შორის პარტნიორობის მიზანი გახლდათ უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობა და კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადება კიბერუსაფრთხოების სექტორში. პროექტის განხორციელებაში KIU-ს ეხმარებოდნენ უცხოელი და ქართველი პარტნიორები და, შედეგად, შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სამი სხვადასხვა დონის მოკლევადიანი კურსი: კიბერუსაფრთხოების საფუძვლები, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკინგის პრაქტიკული კურსი.

სასწავლო პროგრამაში (ტრენინგებში) 700-ზე მეტმა მონაწილემ გამოხატა კიბერუსაფრთხოების თემების შესწავლის სურვილი. უმეტესობა მათგანი დასაქმდა ან გაიუმჯობესა კარიერული შესაძლებლობა. განსხვავებული იყო მონაწილეთა ასაკობრივი ზღვარი (მონაწილეთა ასაკი გახლდათ 16 წლიდან - 70 წლამდე). პროექტმა მოიცვა თითქმის მთელი საქართველო და მრავალფეროვანი იყო გეოგრაფიული დაფარვის არეალიც (სოფლად, მაღალმთიან რეგიონსა და ქალაქად მცხოვრები), ასევე გენდერული თვალსაზრისით, პროექტში ჩართულ პირთა (ქალი, მამაკაცი) რაოდენობრივი მაჩვენებელი თითქმის თანაბარია. KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი და KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგების გამორჩეული კურსდამთავრებულები იღებენ EC Council-ის საერთაშორისო სერტიფიცირების გამოცდის ვაუჩერს.

წლის მანძილზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა კიბერუსაფრთხოების სატრენინგო პროგრამის მონაწილეებისთვის არაერთი ღონისძიება განახორციელა, მათ შორის, კარიერული კონსულტირების ვორქშოპი, კიბერუსაფრთხოების კვირეული, დასაქმების ფორუმი, შეიქნა ახალი პარტნიორობები 10-ზე მეტ კომპანიასთან.

NS