პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როდის დაარსდა საქართველოში პირველი საფეხბურთო გუნდი? - “ბურთის ფეხით მოთამაშეთა” ქართული ისტორია
როდის დაარსდა საქართველოში პირველი საფეხბურთო გუნდი? - “ბურთის ფეხით მოთამაშეთა” ქართული ისტორია
  • ფო­ტო­ზე: სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი კლუ­ბი "კო­მე­ტა". შუ­ა­ში ადოლფ ელ­ზინ­გე­რი - წარ­მო­შო­ბით ავ­სტრი­ე­ლი, კლუ­ბის ინი­ცი­ა­ტო­რი და ლი­დე­რი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო არ­ქი­ვის ფონდში იძებ­ნე­ბა საქ­მე, სა­ხელ­წო­დე­ბით: "კო­ლე­გი­ის ასე­სო­რის ა. ა. ელ­ზინ­გე­რი­სა და სხვა პირ­თა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა თბი­ლის­ში ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის მოყ­ვა­რულ­თა წრის და­არ­სე­ბის შე­სა­ხებ".

ეს საქ­მე ასა­ხავს თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ას. 1907 წლის 12 იან­ვრით და­თა­რი­ღე­ბუ­ლი პა­სუ­ხი­დან, რო­მე­ლიც ადოლფ ელ­ზინ­გერ­მა და მის­მა ამ­ხა­ნა­გებ­მა გუნ­დის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ნე­ბარ­თვის მი­ღე­ბის თხოვ­ნა­ზე მი­ი­ღეს, ვკი­თხუ­ლობთ:

"მისი იმ­პე­რა­ტო­რო­ბით უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბის უცხო­ეთ­თან მი­მო­წე­რის კავ­კა­სი­ის მე­ფის­ნაც­ვლის კან­ცე­ლა­რი­ის მდი­ვანს, კო­ლე­გი­ის ასე­სორს, ადოლფ ადოლ­ფის ძე ელ­ზინ­გერს, კბი­ლის ექიმს იური ან­დრე­ის ძე გე­ი­ნეს, დამ­ზღვე­ვი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "რუ­სე­თის" მო­სამ­სა­ხუ­რე ალექ­სან­დრე კარ­ლის ძე გა­ა­ზეს, გრა­მო­ფო­ნის კომ­პა­ნი­ის მუ­შაკს თე­დო­რე მა­ნუ­კას ძე კორ­ტუმს, გან­ცხა­დე­ბა­ზე - თბი­ლის­ში "კო­მე­ტის" სა­ხელ­წო­დე­ბით "ფეხ­ბურ­თის თა­მა­შის მოყ­ვა­რულ­თა წრის" ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შე­სა­ხებ გუ­ბერ­ნი­ის მმარ­თვე­ლის და­ვა­ლე­ბით ეც­ნო­ბოთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის გან­ზრა­ხუ­ლო­ბა, მისი ფუნ­ქცი­ე­ბი, მარ­თვის წე­სე­ბი და სა­ერ­თოდ მისი არ­სე­ბო­ბა, რო­გორც ხსე­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბი­დან ჩანს, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია მთე­ლი რიგი წე­სე­ბით და ამას­თა­ნა­ვე ერ­თად, რად­გან ამ "წრეს" თა­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ექ­ნე­ბა გან­სა­ზღვრუ­ლი კა­პი­ტა­ლი და ქო­ნე­ბა, წრე შე­იძ­ლე­ბა აღ­მო­ცენ­დეს მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის 1906 წლის 4 მარ­ტის დრო­ე­ბი­თი წე­სე­ბის 20-25 მუხ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე სან­ქცი­რე­ბით ანუ სა­თა­ნა­დო წე­სე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბი­სა და გუ­ბერ­ნი­ის სა­ზო­გა­დო საქ­მე­თა საკ­რე­ბუ­ლო­ში "წრის" რე­გის­ტრა­ცი­ის შემ­დეგ".

"კო­მე­ტა"

მოკ­ლედ, ეს პა­სუ­ხი ყვე­ლა­ფერს ჰგავ­და თან­ხმო­ბის გარ­და, მაგ­რამ ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რუ­ლებს ფარ-ხმა­ლი არ და­უყ­რი­ათ და ელ­ზინ­გერ­სა და მის მე­გობ­რებს მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად მთე­ლი რიგი დაბ­რკო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვამ მო­უ­წი­ათ. ადოლფ ელ­ზინ­გერ­მა 1907 წლის 21 თე­ბერ­ვალს თა­ვის ერთ-ერთ ახ­ლო­ბელს, რო­მელ­საც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა, თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ის მმარ­თვე­ლის პოს­ტი ეჭი­რა, საპ­რო­ტე­ჟო წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა და დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა. ამა­ვე დროს მე­გობ­რებ­მა კო­ლექ­ტი­უ­რი თხოვ­ნით მი­მარ­თეს თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ის მმარ­თველს.

გუნ­დის და­არ­სე­ბის და­კა­ნო­ნე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო იყო აგ­რეთ­ვე თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ის სა­ზო­გა­დო საქ­მე­თა საკ­რე­ბუ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამი­ტომ "კო­მე­ტის" და­არ­სე­ბის სა­კი­თხი მოს­მე­ნილ იქნა 1907 წლის 23 თე­ბერ­ვალს საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე, რო­მელ­საც თავ­მჯდო­მა­რე­ობ­და გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის დრო­ე­ბი­თი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რი ა. ჩერ­ნი­ავ­სკი. სხდო­მას ეს­წრე­ბოდ­ნენ თბი­ლი­სის ოლ­ქის სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რო­რი ნ. ბრან­დო­ვი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო პა­ლა­ტის მმარ­თვე­ლი ვ. ოს­ტროვ­სკი, ქა­ლა­ქის­თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი თა­ვა­დი ნ. ჩერ­ქე­ზიშ­ვი­ლი და გუ­ბერ­ნი­ის კან­ცე­ლა­რი­ის მმარ­თვე­ლის საქ­მე­თა მწარ­მო­ე­ბე­ლი ე. უმან­ცე­ვი.

ტიფ­ლი­სის"ოირი", 1914 წელი

თბი­ლი­სის ნაკ­რე­ბი, 1915 წელი

სხდო­მამ დე­ტა­ლუ­რად გა­ნი­ხი­ლა "კო­მე­ტის" წეს­დე­ბა და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის­თვის ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ზე­მოთ ნახ­სე­ნებ­მა ხუ­თი­ვე სა­პა­ტიო გვამ­მა მო­ა­წე­რა ხელი. უკვე მე­ო­რე დღეს, 1907 წლის 24 თე­ბერ­ვალს, გა­ზეთ "კავ­კა­ზის" 34-ე ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და პა­ტა­რა ცნო­ბა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ:"თბი­ლის­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და ფეხ­ბურ­თის მოყ­ვა­რულ­თა წრე "კო­მე­ტა". წრის მიერ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წეს­დე­ბა წარ­დგე­ნი­ლია გუ­ბერ­ნა­ტორ­თან. სე­ზო­ნის და­წყე­ბა ნა­ვა­რა­უ­დე­ბია 25 თე­ბერ­ვალს ორი­ო­დე კვი­რის შემ­დეგ, 1907 წლის 9 მარტს კან­ცე­ლა­რი­ის მმარ­თველ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­მარ­თვით გა­და­უგ­ზავ­ნა სე­ნა­ტის კან­ცე­ლა­რი­ას და "კავ­კა­ზის" რე­დაქ­ცი­ას პრე­სა­ში გა­მო­საქ­ვეყ­ნე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის ტექ­სტი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბას აუ­წყებ­და თბი­ლის­ში ახა­ლი სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას".

ამ­რი­გად, 1907 წლის 23 თე­ბერ­ვალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­კა­ნონ­და თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დი "კო­მე­ტა". ვი­ნა­ი­დან სხვა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბე­ბის და­არ­სე­ბის უფრო ად­რე­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი ჯერ­ჯე­რო­ბით მო­ძი­ე­ბუ­ლი არ არის, ეს თა­რი­ღი შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ოფი­ცი­ა­ლურ "და­ბა­დე­ბის" დღედ.

თუმ­ცა ამით ყვე­ლა­ფე­რი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა. 1907 წლის 26 თე­ბერ­ვლის გუ­ბერ­ნა­ტო­რის ბრძა­ნე­ბის თა­ნახ­მად, წრის თავ­მჯდო­მა­რეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მოს­თხო­ვეს 10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ში წა­რედ­გი­ნა "კო­მე­ტის" 1907-08 წლე­ბის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა.

1907 წლის 10 მარტს მოწ­ვე­ულ იქნა "კო­მე­ტის" პირ­ვე­ლი სა­ერ­თო კრე­ბა,

ქარ­თუ­ლი სპორ­ტის ის­ტო­რი­ი­დან უნი­კა­ლურ ცნო­ბებს და ფო­ტო­ებს დი­მიტ­რი ჩხე­ი­ძე გვი­ზი­ა­რებს.

- ფეხ­ბურ­თის გუნ­დი თბი­ლის­ში 1906 წელს ჩა­მო­ყა­ლიბ­და - “ბურ­თის ფე­ხით მო­თა­მა­შე­თა” პირ­ვე­ლი გუნ­დი "სო­კო­ლი", რო­მელ­საც 1907 წელს სა­ხე­ლად "კო­მე­ტა" შე­ურ­ჩი­ეს .

საქ­მის თა­ო­სა­ნი იყო ტან­ვარ­ჯი­შუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა “სო­კო­ლის” პრე­ზი­დი­უ­მის წევ­რი, წარ­მო­შო­ბით ავ­სტრი­ე­ლი ადოლფ ელ­ზინ­გე­რი. მან­ვე თარ­გმნა ინ­გლი­სუ­რი­დან ფეხ­ბურ­თის წე­სე­ბი. პირ­ველ ხა­ნებ­ში ფეხ­ბურ­თის მატ­ჩებს შემ­თხვე­ვი­თი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და და უმ­თავ­რე­სად გიმ­ნა­ზი­ელ­თა ექ­სკურ­სი­ებ­ზე ტარ­დე­ბო­და, თუმ­ცა მალე ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა. 1907 წლის 23 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის გუ­ბერ­ნი­ის სა­ზო­გა­დო საქ­მე­თა საკ­რე­ბუ­ლომ გა­ნი­ხი­ლა ფეხ­ბურ­თელ­თა პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გუნ­დის, “კო­მე­ტის” გან­ცხა­დე­ბა და მცი­რე შე­ზღუდ­ვე­ბით მისი წეს­დე­ბაც და­ამ­ტკი­ცა. ამის მი­უ­ხე­და­ვად, თბი­ლის­ში სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის გა­მარ­თვა კი­დევ კარ­გა ხანს ვერ მო­ხერ­ხდა, ვი­ნა­ი­დან “კო­მე­ტას” მო­წი­ნა­აღ­მდე­გე არ ჰყავ­და."

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ "კო­მე­ტის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი იყო ადოლფ ელ­ზინ­გე­რი, რო­მე­ლიც იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა "სო­კო­ლის" გამ­გე­ო­ბის წევ­რი, რან­გით "კო­ლეჟს­კი ასე­სო­რი" ბრძნ­დე­ბო­და და კავ­კა­სი­ის მე­ფის ნაც­ვლის კან­ცე­ლა­რი­ა­ში უცხო­ეთ­თან მი­მო­წე­რის მდივ­ნად მუ­შა­ობ­და.

- სა­ფეხ­ბურ­თო გუნდს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ, კი­დევ რა ცნო­ბე­ბი, ფო­ტო­ე­ბი არ­სე­ბობს?

- არ­სე­ბობს კი­დევ ერთი ფოტო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია შალ­ვა ნი­კო­ლო­ზის ძე ერის­თა­ვი სა­სახ­ლის აი­ვან­ზე, ქსნის ერის­თავ­თა შთა­მო­მა­ვა­ლი ნი­კო­ლოზ (კოლა) ერის­თა­ვის ვაჟი, შალ­ვა ერის­თა­ვი - ფეხ­ბურ­თე­ლი და იუნ­კე­რი. და­ი­ღუ­პა 1921 წლის 24 თე­ბერ­ვალს, კო­ჯორ­თან ბრძო­ლა­ში.

მომ­დევ­ნო ფო­ტო­ზე კი არი­ან: ასირ გალ­პე­რი­ნი - თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" პირ­ვე­ლი თა­ო­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი და მწვრთნე­ლი. იყო ად­გი­ლობ­რი­ვი ახალ­გაზ­რუ­ლი გუნ­დის ჩა­მომ­ყა­ლი­ბე­ბე­ლი და ვა­ლენ­ტინ პრო­კო­ფი­ე­ვი - სსრკს ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შე, დახ­ვრი­ტეს 1939 წელი.

- რო­დი­დან იწყე­ბა ქარ­თე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ვლა?

- ფო­ტო­ზე 1907 წელი, პრა­ღა. თბი­ლი­სის ტან­მო­ვარ­ჯი­შე­თა ჯგუ­ფი, რო­მელ­მაც 1907 წელს პრა­ღა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო "სო­კო­ლის" V მოფ­რენ­ში და II ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. სხე­დან მარ­ცხნი­დან: ვა­ხე­კი და ლუ­კე­ში. დგა­ნან: ბო­ი­ახ­ჩე­ვი, ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი, ჟივ­ნი, ელ­ზინ­გე­რი. შუ­ა­ში მა­გი­და­ზე - ჯილ­დო მე­ო­რე ად­გი­ლის­თვის.

და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის წლებ­ში, რაც სულ რა­ღაც 3-4 წელი გა­მო­დის, ხე­ლი­სუფ­ლა ზრუ­ნავ­და ახალ­გაზ­რდე­ბის სპორ­ტში ჩაბ­მას და ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას... აი , რას ვგუ­ლის­ხმობ, არ­სე­ბობს ფოტო, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია სპორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა "შე­ვარ­დე­ნი", თბი­ლი­სი 1922 წელი, ფოტო: კო­გა­ნი, გ.

ეს შე­ვარ­დე­ნი ("სო­კო­ლი"), სა­ვა­რა­უ­დოდ, ბა­ზი­სი იყო. "შე­ვარ­დენ­ში" აღ­ზრდი­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ ქარ­თულ სპორ­ტს.

ფოტო და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 1919 წლით - სპორ­ტუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლი თბი­ლის­ში, ვა­კის პარ­კის მი­და­მო­ებ­ში. ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი - ტან­მო­ვარ­ჯი­შე, პე­და­გო­გი და მოღ­ვა­წე, ქარ­თუ­ლი ტან­ვარ­ჯი­შუ­ლი სკო­ლის ერთ-ერთი ფუ­ძემ­დე­ბე­ლი.

გი­ორ­გი ეგ­ნა­ტაშ­ვილ­მა 1909 წელს და­ამ­თავ­რა პრა­ღის უმაღ­ლე­სი სა­ტან­ვარ­ჯი­შო კურ­სე­ბი და და­ი­წყო მას­წავ­ლებ­ლო­ბა თბი­ლი­სის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო გიმ­ნა­ზი­ა­ში. 1907 და 1912 წლებ­ში გა­მარ­თულ სპორ­ტსა­ზო­გა­დო­ე­ბა "სო­კო­ლის" მსოფ­ლიო შეკ­რე­ბებ­ზე თბი­ლი­სის გუნ­დმა, რო­მელ­შიც გ. ეგ­ნა­ტეშ­ვი­ლიც შე­დი­ო­და, ჯერ მე­ო­რე და შემ­დეგ პირ­ვე­ლი ად­გი­ლე­ბი და­ი­კა­ვა....გ. ეგ­ნა­ტაშ­ვი­ლი 1918-1937 წლებ­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და მოს­წავ­ლე ახალ­გაზ­რდო­ბის ფი­ზი­კურ აღ­ზრდას თბი­ლი­სის სკო­ლებ­ში, 1937-1941 წლებ­ში გა­ნა­გებ­და ტან­ვარ­ჯი­შის კა­თედ­რას ფი­ზკულ­ტუ­რის ინ­სტი­ტუ­ტში მომ­დევ­ნო წლებ­ში ჯერ თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის ფი­ზი­კუ­რი აღ­ზრდის უფ­როს მას­წავ­ლე­ბე­ლია.

გა­წით­ლე­ბის შემ­დეგ საფ­რან­გეთ­ში გა­დახ­ვე­წილ ემიგ­რან­ტებ­მა 1928 წელს აღად­გი­ნეს სპორ­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია "შე­ვარ­დე­ნი".

  • სტა­ტი­ა­ში ფო­ტო­ე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ფო­ტო­მა­ტე­ა­ნი­დან
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სარფის საბაჟოდან, სადაც 6 პირი დააკავეს
ავტორი:

როდის დაარსდა საქართველოში პირველი საფეხბურთო გუნდი? - “ბურთის ფეხით მოთამაშეთა” ქართული ისტორია

როდის დაარსდა საქართველოში პირველი საფეხბურთო გუნდი? - “ბურთის ფეხით მოთამაშეთა” ქართული ისტორია
  • ფოტოზე: საქართველოში პირველი ოფიციალური კლუბი "კომეტა". შუაში ადოლფ ელზინგერი - წარმოშობით ავსტრიელი, კლუბის ინიციატორი და ლიდერი

საქართველოს სახელმწიფო არქივის ფონდში იძებნება საქმე, სახელწოდებით: "კოლეგიის ასესორის ა. ა. ელზინგერისა და სხვა პირთა შუამდგომლობა თბილისში ფეხბურთის თამაშის მოყვარულთა წრის დაარსების შესახებ".

ეს საქმე ასახავს თბილისში პირველი ოფიციალური გუნდის ჩამოყალიბების მეტად საინტერესო ისტორიას. 1907 წლის 12 იანვრით დათარიღებული პასუხიდან, რომელიც ადოლფ ელზინგერმა და მისმა ამხანაგებმა გუნდის ჩამოყალიბებაზე ნებართვის მიღების თხოვნაზე მიიღეს, ვკითხულობთ:

"მისი იმპერატორობით უდიდებულესობის უცხოეთთან მიმოწერის კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის მდივანს, კოლეგიის ასესორს, ადოლფ ადოლფის ძე ელზინგერს, კბილის ექიმს იური ანდრეის ძე გეინეს, დამზღვევი საზოგადოება "რუსეთის" მოსამსახურე ალექსანდრე კარლის ძე გააზეს, გრამოფონის კომპანიის მუშაკს თედორე მანუკას ძე კორტუმს, განცხადებაზე - თბილისში "კომეტის" სახელწოდებით "ფეხბურთის თამაშის მოყვარულთა წრის" ჩამოყალიბების შესახებ გუბერნიის მმართველის დავალებით ეცნობოთ, რომ აღნიშნული სახელწოდებით ორგანიზაციის ჩამოყალიბების განზრახულობა, მისი ფუნქციები, მართვის წესები და საერთოდ მისი არსებობა, როგორც ხსენებული განცხადებიდან ჩანს, განპირობებულია მთელი რიგი წესებით და ამასთანავე ერთად, რადგან ამ "წრეს" თავის განკარგულებაში ექნება განსაზღვრული კაპიტალი და ქონება, წრე შეიძლება აღმოცენდეს მხოლოდ საზოგადოებებისა და კავშირების 1906 წლის 4 მარტის დროებითი წესების 20-25 მუხლებიდან გამომდინარე სანქცირებით ანუ სათანადო წესების გამომუშავებისა და გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულოში "წრის" რეგისტრაციის შემდეგ".

"კომეტა"

მოკლედ, ეს პასუხი ყველაფერს ჰგავდა თანხმობის გარდა, მაგრამ ფეხბურთის მოყვარულებს ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ელზინგერსა და მის მეგობრებს მიზნის მისაღწევად მთელი რიგი დაბრკოლებების გადალახვამ მოუწიათ. ადოლფ ელზინგერმა 1907 წლის 21 თებერვალს თავის ერთ-ერთ ახლობელს, რომელსაც საკმაოდ მაღალი თანამდებობა, თბილისის გუბერნიის მმართველის პოსტი ეჭირა, საპროტეჟო წერილი გაუგზავნა და დახმარება სთხოვა. ამავე დროს მეგობრებმა კოლექტიური თხოვნით მიმართეს თბილისის გუბერნიის მმართველს.

გუნდის დაარსების დაკანონებისათვის საჭირო იყო აგრეთვე თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულოს გადაწყვეტილება. ამიტომ "კომეტის" დაარსების საკითხი მოსმენილ იქნა 1907 წლის 23 თებერვალს საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც თავმჯდომარეობდა გუბერნატორის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი, ვიცე-გუბერნატორი ა. ჩერნიავსკი. სხდომას ესწრებოდნენ თბილისის ოლქის სასამართლოს პროკურორი ნ. ბრანდოვი, თბილისის სახელმწიფო პალატის მმართველი ვ. ოსტროვსკი, ქალაქისთავის მოვალეობის შემსრულებელი თავადი ნ. ჩერქეზიშვილი და გუბერნიის კანცელარიის მმართველის საქმეთა მწარმოებელი ე. უმანცევი.

ტიფლისის"ოირი", 1914 წელი

თბილისის ნაკრები, 1915 წელი

სხდომამ დეტალურად განიხილა "კომეტის" წესდება და ქართული ფეხბურთისთვის ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ზემოთ ნახსენებმა ხუთივე საპატიო გვამმა მოაწერა ხელი. უკვე მეორე დღეს, 1907 წლის 24 თებერვალს, გაზეთ "კავკაზის" 34-ე ნომერში დაიბეჭდა პატარა ცნობა, რომელშიც ვკითხულობთ:"თბილისში ჩამოყალიბდა ფეხბურთის მოყვარულთა წრე "კომეტა". წრის მიერ დამუშავებული წესდება წარდგენილია გუბერნატორთან. სეზონის დაწყება ნავარაუდებია 25 თებერვალს ორიოდე კვირის შემდეგ, 1907 წლის 9 მარტს კანცელარიის მმართველმა ოფიციალური მიმართვით გადაუგზავნა სენატის კანცელარიას და "კავკაზის" რედაქციას პრესაში გამოსაქვეყნებელი განცხადებების ტექსტი, რომელიც საზოგადოებას აუწყებდა თბილისში ახალი სპორტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას".

ამრიგად, 1907 წლის 23 თებერვალს ოფიციალურად დაკანონდა თბილისის პირველი საფეხბურთო გუნდი "კომეტა". ვინაიდან სხვა საფეხბურთო კლუბების დაარსების უფრო ადრეული დოკუმენტი ჯერჯერობით მოძიებული არ არის, ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ქართული ფეხბურთის ოფიციალურ "დაბადების" დღედ.

თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. 1907 წლის 26 თებერვლის გუბერნატორის ბრძანების თანახმად, წრის თავმჯდომარეს ოფიციალურად მოსთხოვეს 10 დღის განმავლობაში თბილისის გუბერნიის სამმართველოში წარედგინა "კომეტის" 1907-08 წლების სამოქმედო გეგმა.

1907 წლის 10 მარტს მოწვეულ იქნა "კომეტის" პირველი საერთო კრება,

ქართული სპორტის ისტორიიდან უნიკალურ ცნობებს და ფოტოებს დიმიტრი ჩხეიძე გვიზიარებს.

- ფეხბურთის გუნდი თბილისში 1906 წელს ჩამოყალიბდა - “ბურთის ფეხით მოთამაშეთა” პირველი გუნდი "სოკოლი", რომელსაც 1907 წელს სახელად "კომეტა" შეურჩიეს .

საქმის თაოსანი იყო ტანვარჯიშული საზოგადოება “სოკოლის” პრეზიდიუმის წევრი, წარმოშობით ავსტრიელი ადოლფ ელზინგერი. მანვე თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის წესები. პირველ ხანებში ფეხბურთის მატჩებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა და უმთავრესად გიმნაზიელთა ექსკურსიებზე ტარდებოდა, თუმცა მალე ვითარება შეიცვალა. 1907 წლის 23 თებერვალს თბილისის გუბერნიის საზოგადო საქმეთა საკრებულომ განიხილა ფეხბურთელთა პირველი ოფიციალური გუნდის, “კომეტის” განცხადება და მცირე შეზღუდვებით მისი წესდებაც დაამტკიცა. ამის მიუხედავად, თბილისში საფეხბურთო მატჩის გამართვა კიდევ კარგა ხანს ვერ მოხერხდა, ვინაიდან “კომეტას” მოწინააღმდეგე არ ჰყავდა."

როგორც მოგახსენეთ "კომეტის" დამფუძნებელი იყო ადოლფ ელზინგერი, რომელიც იყო საზოგადოება "სოკოლის" გამგეობის წევრი, რანგით "კოლეჟსკი ასესორი" ბრძნდებოდა და კავკასიის მეფის ნაცვლის კანცელარიაში უცხოეთთან მიმოწერის მდივნად მუშაობდა.

- საფეხბურთო გუნდს რომ დავუბრუნდეთ, კიდევ რა ცნობები, ფოტოები არსებობს?

- არსებობს კიდევ ერთი ფოტო, რომელზეც ასახულია შალვა ნიკოლოზის ძე ერისთავი სასახლის აივანზე, ქსნის ერისთავთა შთამომავალი ნიკოლოზ (კოლა) ერისთავის ვაჟი, შალვა ერისთავი - ფეხბურთელი და იუნკერი. დაიღუპა 1921 წლის 24 თებერვალს, კოჯორთან ბრძოლაში.

მომდევნო ფოტოზე კი არიან: ასირ გალპერინი - თბილისის "დინამოს" პირველი თაობის ფეხბურთელი და მწვრთნელი. იყო ადგილობრივი ახალგაზრული გუნდის ჩამომყალიბებელი და ვალენტინ პროკოფიევი - სსრკს ნაკრების მოთამაშე, დახვრიტეს 1939 წელი.

- როდიდან იწყება ქართელი სპორტსმენების საზღვარგარეთ გასვლა?

- ფოტოზე 1907 წელი, პრაღა. თბილისის ტანმოვარჯიშეთა ჯგუფი, რომელმაც 1907 წელს პრაღაში მონაწილეობა მიიღო "სოკოლის" V მოფრენში და II ადგილი დაიკავა. სხედან მარცხნიდან: ვახეკი და ლუკეში. დგანან: ბოიახჩევი, ეგნატაშვილი, ჟივნი, ელზინგერი. შუაში მაგიდაზე - ჯილდო მეორე ადგილისთვის.

დამოუკიდებლობის წლებში, რაც სულ რაღაც 3-4 წელი გამოდის, ხელისუფლა ზრუნავდა ახალგაზრდების სპორტში ჩაბმას და ჯანსაღი ცხოვრების წახალისებას... აი , რას ვგულისხმობ, არსებობს ფოტო, რომელზეც ასახულია სპორტული საზოგადოება "შევარდენი", თბილისი 1922 წელი, ფოტო: კოგანი, გ.

ეს შევარდენი ("სოკოლი"), სავარაუდოდ, ბაზისი იყო. "შევარდენში" აღზრდილი ახალგაზრდები ემსახურებოდნენ ქართულ სპორტს.

ფოტო დათარიღებულია 1919 წლით - სპორტული დღესასწაული თბილისში, ვაკის პარკის მიდამოებში. ხელმძღვანელი გიორგი ეგნატაშვილი - ტანმოვარჯიშე, პედაგოგი და მოღვაწე, ქართული ტანვარჯიშული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

გიორგი ეგნატაშვილმა 1909 წელს დაამთავრა პრაღის უმაღლესი სატანვარჯიშო კურსები და დაიწყო მასწავლებლობა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. 1907 და 1912 წლებში გამართულ სპორტსაზოგადოება "სოკოლის" მსოფლიო შეკრებებზე თბილისის გუნდმა, რომელშიც გ. ეგნატეშვილიც შედიოდა, ჯერ მეორე და შემდეგ პირველი ადგილები დაიკავა....გ. ეგნატაშვილი 1918-1937 წლებში ხელმძღვანელობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზიკურ აღზრდას თბილისის სკოლებში, 1937-1941 წლებში განაგებდა ტანვარჯიშის კათედრას ფიზკულტურის ინსტიტუტში მომდევნო წლებში ჯერ თბილისის უნივერსიტეტის შემდეგ საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკური აღზრდის უფროს მასწავლებელია.

გაწითლების შემდეგ საფრანგეთში გადახვეწილ ემიგრანტებმა 1928 წელს აღადგინეს სპორტული ორგანიზაცია "შევარდენი".

  • სტატიაში ფოტოები გამოყენებულია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტომატეანიდან