ავტორი:

ერდოღანმა ბავშვს მსუბუქი სილა გააწნა, მას შემდეგ, რაც ბიჭუნამ ხელზე არ აკოცა - მოგვიანებით კი ფული აჩუქა (ვიდეო)

ერდოღანმა ბავშვს მსუბუქი სილა გააწნა, მას შემდეგ, რაც ბიჭუნამ ხელზე არ აკოცა - მოგვიანებით კი ფული აჩუქა (ვიდეო)

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რიზეს პროვინციაში ეიდერ პლატოს დაცვისა და განახლების პროექტის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა, როდესაც ინციდენტი მოხდა.

  • პრეზიდენტი მოსახლეობას შეხვდა და ურბანიზაციის პროექტის ფარგლებში, ზოგიერთ მათგანს ბინის გასაღები გადასცა. ერთ მომენტში სცენაზე ორი ბავშვი ავიდა პრეზიდენტთან მისასალმებლად და გასაღების გამოსართმევად. ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ ბავშვს ერდოღანი ხელს უწვდის, რათა ეს უკანასკნელი ეამბოროს, მაგრამ ბავშვი პრეზიდენტს უყურებს და ხელზე არ ჰკოცნის.

ამის შემდეგ კი ჩანს, რომ ერდოღანი მსუბუქად, თუმცა მაინც, ლოყაზე სილას აწნის ბიჭუნას. ბოლოს ბიჭუნა ხელზე ჰკოცნის პრეზიდენტს. ვიდეომ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია..

ერდოღანმა, როგორც ჩანს, აპატია ბიჭუნას, რადგან მოგვიანებით, ფული აჩუქა.

"მაინტერესებს, როგორ ექცევა ის ხალხს დახურულ კარს მიღმა, თუ საჯაროდ, კამერების წინ ამას აკეთებს?“

"ეს სამყარო დღითი დღე უარესი ხდება“,“ - წერენ ვიდეოს კომენტარებში.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/DdJnDPEtI6s?si=v-OjdudLLpvWvXbX" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

ცნობისთვის, თურქულ კულტურაში უფროსი ადამიანისთვის ხელზე კოცნა უძველესი ტრადიციაა და ამით ახალგაზრდები უფროსების მიმართ პატივისცემას გამოხატავენ.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერდოღანი კრიტიკის ობიექტი გახდა მსგავსი ქცევის გამო. მანამდე მან დაარტყა ბავშვს, რომელმაც თურქეთის ნაკრების მაისურზე ავტოგრაფის გაკეთება სთხოვა.

წყარო