Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
"მასწავლებლები გმირულად იცავდნენ ბავშვებს... " - დიდ ბრიტანეთში მომხდარი თავდასხმისას 2 ბავშვია დაღუპული, დაჭრილების მდგომარეობა კი უმძიმესია: რა არის ცნობილი 17 წლის თავდამსხმელზე
"მასწავლებლები გმირულად იცავდნენ ბავშვებს... "  - დიდ ბრიტანეთში მომხდარი თავდასხმისას 2 ბავშვია დაღუპული, დაჭრილების მდგომარეობა კი უმძიმესია: რა არის ცნობილი 17 წლის თავდამსხმელზე

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, სა­უ­თპორ­ტში, ცივი ია­რა­ღით თავ­დას­ხმის შე­დე­გად, 2 ბავ­შვი და­ი­ღუ­პა, 6 ადა­მი­ა­ნი კი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. მათ შო­რის არი­ან რო­გორც ბავ­შვე­ბი, ასე­ვე ზრდას­რუ­ლე­ბი. პო­ლი­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბუ­ლია 17 წლის ბიჭი.

  • დაჭ­რილ­თა შო­რის არის ორი ქალი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რომ­ლებ­მაც გმი­რუ­ლად სცა­დეს ბავ­შვე­ბის დაც­ვა. მათი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მეა.

ათო­ბით ახალ­გაზ­რდა ტე­ი­ლორ სვიფ­ტის სიმ­ღე­რე­ბით შთა­გო­ნე­ბულ წვე­უ­ლე­ბა­ზე იყო შეკ­რე­ბი­ლი.

"თავ­დამ­სხმე­ლი 17 წლის მო­ზარ­დია, რო­მე­ლიც მკვლე­ლო­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­დე­საც ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ, შო­კი­რე­ბულ­ნი იყ­ვნენ, რად­გან აღ­მო­ა­ჩი­ნეს დაჭ­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, მათ შო­რის, ბავ­შვე­ბი.

ბავ­შვე­ბი სა­ცეკ­ვაო სკო­ლა­ში ტე­ი­ლორ სვიფ­ტის ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ, რო­დე­საც და­ნით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე შე­ნო­ბა­ში შე­იჭ­რა და ბავ­შვებს თავს და­ეს­ხა. და­შა­ვე­ბუ­ლი ზრდას­რუ­ლე­ბი ბავ­შვე­ბის დაც­ვას გმი­რუ­ლად ცდი­ლობ­დნენ. ვერ წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია ტკი­ვი­ლი და ტან­ჯვა, რო­მელ­საც მსხვერ­პლთა ოჯა­ხე­ბი გა­ნიც­დი­ან, და გვსურს გულ­წრფე­ლი თა­ნაგ­რძნო­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ მათ­და­მი", - აცხა­დე­ბენ მერ­სი­სა­ი­დის პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვა­ვა ტე­რაქ­ტის კა­ტე­გო­რი­ას არ გა­ნე­კუთ­ვნე­ბა.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი ტაქ­სი­დან გად­მო­ვი­და. მან ცეკ­ვის სტუ­დი­ა­ში მარ­ტი­ვად შე­აღ­წია, რად­გან სი­ცხის გამო კარი ღია იყო და­ტო­ვე­ბუ­ლი. თავ­დას­ხმის შემ­დეგ ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი გა­იქ­ცა და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სპორტდარ­ბაზ­ში და­ა­კა­ვეს.

ოფიც­რებ­მა და­ა­დას­ტუ­რეს, რომ 17 წლის ბიჭი ბენ­ქსის რა­ი­ო­ნი­და­ნაა, მაგ­რამ წარ­მო­შო­ბით კარ­დი­ფი­და­ნაა.

პო­ლი­ცი­ამ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ თავ­დას­ხმას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვა პირს არ ეძე­ბენ. მრა­ვალ­მა მოწ­მემ გა­ნა­ცხა­და, რომ ად­გილ­ზე "შავი კა­პი­უ­შო­ნი­ა­ნი" მა­მა­კა­ცი შე­ნიშ­ნეს, რო­მელ­საც ნი­ღა­ბიც ეკე­თა.

ავტორი:

"მასწავლებლები გმირულად იცავდნენ ბავშვებს... " - დიდ ბრიტანეთში მომხდარი თავდასხმისას 2 ბავშვია დაღუპული, დაჭრილების მდგომარეობა კი უმძიმესია: რა არის ცნობილი 17 წლის თავდამსხმელზე

"მასწავლებლები გმირულად იცავდნენ ბავშვებს... "  - დიდ ბრიტანეთში მომხდარი თავდასხმისას 2 ბავშვია დაღუპული, დაჭრილების მდგომარეობა კი უმძიმესია: რა არის ცნობილი 17 წლის თავდამსხმელზე

დიდ ბრიტანეთში, საუთპორტში, ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, 2 ბავშვი დაიღუპა, 6 ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 17 წლის ბიჭი.

  • დაჭრილთა შორის არის ორი ქალი მასწავლებელი, რომლებმაც გმირულად სცადეს ბავშვების დაცვა. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ათობით ახალგაზრდა ტეილორ სვიფტის სიმღერებით შთაგონებულ წვეულებაზე იყო შეკრებილი.

"თავდამსხმელი 17 წლის მოზარდია, რომელიც მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებითაა დაკავებული. როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, შოკირებულნი იყვნენ, რადგან აღმოაჩინეს დაჭრილი ადამიანები, მათ შორის, ბავშვები.

ბავშვები საცეკვაო სკოლაში ტეილორ სვიფტის ღონისძიებას ესწრებოდნენ, როდესაც დანით შეიარაღებული დამნაშავე შენობაში შეიჭრა და ბავშვებს თავს დაესხა. დაშავებული ზრდასრულები ბავშვების დაცვას გმირულად ცდილობდნენ. ვერ წარმოგვიდგენია ტკივილი და ტანჯვა, რომელსაც მსხვერპლთა ოჯახები განიცდიან, და გვსურს გულწრფელი თანაგრძნობა გამოვხატოთ მათდამი", - აცხადებენ მერსისაიდის პოლიციის განყოფილებაში.

სამართალდამცველთა ინფორმაციით, შემთხვავა ტერაქტის კატეგორიას არ განეკუთვნება.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ტაქსიდან გადმოვიდა. მან ცეკვის სტუდიაში მარტივად შეაღწია, რადგან სიცხის გამო კარი ღია იყო დატოვებული. თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილი გაიქცა და მოგვიანებით სპორტდარბაზში დააკავეს.

ოფიცრებმა დაადასტურეს, რომ 17 წლის ბიჭი ბენქსის რაიონიდანაა, მაგრამ წარმოშობით კარდიფიდანაა.

პოლიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით სხვა პირს არ ეძებენ. მრავალმა მოწმემ განაცხადა, რომ ადგილზე "შავი კაპიუშონიანი" მამაკაცი შენიშნეს, რომელსაც ნიღაბიც ეკეთა.