საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალი სუპერშესაძლებლობებით" - დამარცხების მიუხედავად, მაინც გამარჯვებული უტა აბეს ბავშვობა, პირადი ცხოვრება და ძმები, როგორც მისი მთავარი მოტივაცია
"ქალი სუპერშესაძლებლობებით" - დამარცხების მიუხედავად, მაინც გამარჯვებული უტა აბეს ბავშვობა, პირადი ცხოვრება და ძმები, როგორც მისი მთავარი მოტივაცია

პა­რი­ზის 2024 წლის ოლიმ­პი­ა­და გახ­სნის­თა­ნა­ვე მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. სკან­და­ლე­ბის, და­პი­რის­პი­რე­ბის, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბის, სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი ემო­ცი­ე­ბი­სა და მღელ­ვა­რე­ბის ფონ­ზე, ოლიმ­პი­ა­და ყო­ველ­დღე გვთა­ვა­ზობს ჯა­დოს­ნურ ის­ტო­რი­ებს.

გა­მარ­ჯვე­ბის შე­ძა­ხი­ლებს, მო­მენ­ტა­ლუ­რად მწუ­ხა­რე­ბის ოხვრა ანაც­ვლებს და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ერ­თო ჯამ­ში, ულა­მა­ზეს სუ­რათს ქმნის. ამ ჯა­დოს­ნურ ამ­ბებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია ერთ- ერთი სპორ­ტსმე­ნის ის­ტო­რია - 28 ივ­ლისს ძი­უ­დო­ში მოქ­მე­დი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი, უალ­ტერ­ნა­ტი­ვო ლი­დე­რი და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნის კერ­პი, 4-გზის მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი უტა აბე (52 კგ) მერ­ვე­დფი­ნალ­ში უზ­ბეკ დი­ო­რა კელ­დი­ო­რო­ვას­თან სენ­სა­ცი­უ­რად და­მარ­ცხდა.

თავ­და­პირ­ვე­ლად უტა ვა­ზა­რით იგებ­და, თუმ­ცა კელ­დი­ო­რო­ვამ მისი იპო­ნით და­მარ­ცხე­ბა მო­ა­ხერ­ხა. ფი­ნა­ლი თა­ვად აბეს­თვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. მწა­რე რე­ა­ლო­ბის გა­აზ­რე­ბის შემ­დეგ სპორ­ტსმენ­მა ემო­ცი­ე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა და ხმა­მაღ­ლა აქ­ვი­თინ­და.

  • გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა სპორ­ტსმე­ნი, რო­მე­ლიც მის მწვრთნელს მიჰ­ყავ­და, მხურ­ვა­ლე აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი­სა და შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე გა­ა­ცი­ლეს. ეს იყო ყვე­ლა­ზე ემო­ცი­უ­რი წა­გე­ბა ოლიმ­პი­ა­დე­ბის ის­ტო­რი­ა­ში. თუმ­ცა, 24 წლის ძი­უ­დო­ის­ტმა მა­ინც მო­ი­გო მსოფ­ლი­ოს გული და მას­ზე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს პრე­სა წერს.

“ქალი სუ­პერ­შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით“, - ასე­თი ზედ­მეტ­სა­ხე­ლიც კი შე­არ­ქვეს მას.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ძო­უ­დო­ში ოქ­როს მედ­ლის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო უტას აბეს ძმამ - ასე­ვე მოქ­მედ­მა ოლიმ­პი­ურ­მა ჩემ­პი­ონ­მა ჰი­ფუ­მი აბემ (66 კგ).

უტა აბეს ემო­ცი­ე­ბი, რო­დე­საც მისი ძმა, ჰი­ფუ­მი პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­დის ჩემ­პი­ო­ნი უკვე მე­ო­რედ გახ­და

"ჩემი დის წა­გე­ბის გამო თავს ცუ­დად ვგრძნობ­დი, ძა­ლი­ან გულ­და­წყვე­ტი­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ უნდა მებ­რძო­ლა. მი­ხა­რია, რომ უტას­თვის ოქ­როს მედ­ლის მო­გე­ბა მო­ვა­ხერ­ხე", - გა­ნა­ცხა­და ჰი­ფუ­მი აბემ მე­დი­ას­თან, რო­მელ­მაც მე­და­ლი დას მი­უ­ძღვნა.

  • რო­გორც ტაბ­ლო­ი­დე­ბი წე­რენ, უტა აბე პო­პუ­ლა­რულ თმის სტი­ლის­ტთან გეგ­მავს ქორ­წი­ნე­ბას

“შეყ­ვა­რე­ბუ­ლის თვალ­წინ ძი­უ­დოს კერპს ღი­მი­ლით სახე გა­უბრწყინ­და, რო­მელ­საც ტა­ტამ­ზე არას­დროს აჩენს. უფ­როს ძმას, კა­ზუ­მის მისი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მოს­წონს“, - წერს ყვი­თე­ლი პრე­სის ჟურ­ნა­ლის friday.news ია­პო­ნურ მე­დი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით და პა­პა­რა­ცე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც უტა აბე მის რჩე­ულ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში და­სე­ირ­ნობს.

  • სა­მა­გა­ლი­თო და - ძმო­ბა

და-ძმე­ბი ერთ უბ­რა­ლო ია­პო­ნურ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­დნენ. უფ­რო­სი ძმა თა­ვა­დაც ძი­უ­დო­თი იყო გა­ტა­ცე­ბუ­ლი, თუმ­ცა ერთხელ წყალ­ბურ­თი ნახა და იმის შემ­დეგ სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბა­ში გა­და­ვი­და.

უმ­ცროს დას ძი­უ­დო­ზე სი­ა­რუ­ლი ძმებ­მა შთა­ა­გო­ნეს. გო­გო­ნას თქმით, მა­მას უნ­დო­და, რომ მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში ევლო, ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე დაკ­ვრა ეს­წავ­ლა. მი­უ­ხე­და­ვად გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი­სა, მა­მის სურ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლა, თუმ­ცა ძი­უ­დოს სიყ­ვა­რუ­ლი უზარ­მა­ზა­რი აღ­მოჩ­ნდა.

უტა ხე­დავ­და, რომ მისი ძმის, ხი­ფუ­მის შრო­მა ფას­დე­ბო­და და პა­ტარ-პა­ტა­რა, მაგ­რამ რე­გუ­ლა­რულ წარ­მა­ტე­ბებს აღ­წევ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში სპორ­ტის მი­მართ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა, მაგ­რამ თა­ნა­ტოლ ნამე ნა­ბეკ­რუ­ის­თან მარ­ცხმა უსას­რუ­ლო მო­ტი­ვა­ცია მის­ცა.

ტო­კი­ოს 2020 წლის ოლიმ­პი­ა­და­ზე და-ძმამ, ძი­უ­დო­ში ოქ­როს მედ­ლე­ბი 30 წუ­თის სხვა­ო­ბით მო­ი­გეს.

"ჩემ­მა დამ პირ­ველ­მა მო­ი­გო ოქრო, მაგ­რამ ამის გამო არა­ნა­ი­რი წნე­ხი არ მიგ­რძვნია. ჩემს გა­მარ­ჯვე­ბა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი!“, - თქვა მა­შინ ხი­ფუ­მი აბემ ბრძო­ლის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

“ჩემი ბრძო­ლის სტი­ლი 70%-ით ძმის გავ­ლე­ნით ჩა­მო­ყა­ლიბ­და. ჩემს ძმას უნდა ვუ­მად­ლო­დე. ის რომ არა, არც ვიცი, რო­დეს­მე ძი­უ­დო­თი თუ დავ­კავ­დე­ბო­დი“, - ამ­ბობ­და უტა აბე მე­დი­ას­თან 2020 წელს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

00:00 / 00:00
13

 მე უზბეკს ვბალეშიკობდი 🇸🇧

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ქალი სუპერშესაძლებლობებით" - დამარცხების მიუხედავად, მაინც გამარჯვებული უტა აბეს ბავშვობა, პირადი ცხოვრება და ძმები, როგორც მისი მთავარი მოტივაცია

"ქალი სუპერშესაძლებლობებით" - დამარცხების მიუხედავად, მაინც გამარჯვებული უტა აბეს ბავშვობა, პირადი ცხოვრება და ძმები, როგორც მისი მთავარი მოტივაცია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა გახსნისთანავე მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. სკანდალების, დაპირისპირების, აღფრთოვანების, სხვადასხვაგვარი ემოციებისა და მღელვარების ფონზე, ოლიმპიადა ყოველდღე გვთავაზობს ჯადოსნურ ისტორიებს.

გამარჯვების შეძახილებს, მომენტალურად მწუხარების ოხვრა ანაცვლებს და ეს ყველაფერი საერთო ჯამში, ულამაზეს სურათს ქმნის. ამ ჯადოსნურ ამბებს შორის გამორჩეულია ერთ- ერთი სპორტსმენის ისტორია - 28 ივლისს ძიუდოში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, უალტერნატივო ლიდერი და მილიონობით ადამიანის კერპი, 4-გზის მსოფლიოს ჩემპიონი უტა აბე (52 კგ) მერვედფინალში უზბეკ დიორა კელდიოროვასთან სენსაციურად დამარცხდა.

თავდაპირველად უტა ვაზარით იგებდა, თუმცა კელდიოროვამ მისი იპონით დამარცხება მოახერხა. ფინალი თავად აბესთვისაც მოულოდნელი იყო. მწარე რეალობის გააზრების შემდეგ სპორტსმენმა ემოციები ვერ შეიკავა და ხმამაღლა აქვითინდა.

  • გულშემატკივრებმა სპორტსმენი, რომელიც მის მწვრთნელს მიჰყავდა, მხურვალე აპლოდისმენტებისა და შეძახილების ფონზე გააცილეს. ეს იყო ყველაზე ემოციური წაგება ოლიმპიადების ისტორიაში. თუმცა, 24 წლის ძიუდოისტმა მაინც მოიგო მსოფლიოს გული და მასზე მთელი მსოფლიოს პრესა წერს.

“ქალი სუპერშესაძლებლობებით“, - ასეთი ზედმეტსახელიც კი შეარქვეს მას.

მოგვიანებით, ძოუდოში ოქროს მედლის მოპოვება შეძლო უტას აბეს ძმამ - ასევე მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ჰიფუმი აბემ (66 კგ).

უტა აბეს ემოციები, როდესაც მისი ძმა, ჰიფუმი პარიზის ოლიმპიადის ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა

"ჩემი დის წაგების გამო თავს ცუდად ვგრძნობდი, ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ უნდა მებრძოლა. მიხარია, რომ უტასთვის ოქროს მედლის მოგება მოვახერხე", - განაცხადა ჰიფუმი აბემ მედიასთან, რომელმაც მედალი დას მიუძღვნა.

  • როგორც ტაბლოიდები წერენ, უტა აბე პოპულარულ თმის სტილისტთან გეგმავს ქორწინებას

“შეყვარებულის თვალწინ ძიუდოს კერპს ღიმილით სახე გაუბრწყინდა, რომელსაც ტატამზე არასდროს აჩენს. უფროს ძმას, კაზუმის მისი შეყვარებული მოსწონს“, - წერს ყვითელი პრესის ჟურნალის friday.news იაპონურ მედიაზე დაყრდნობით და პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც უტა აბე მის რჩეულთან ერთად ქუჩაში დასეირნობს.

  • სამაგალითო და - ძმობა

და-ძმები ერთ უბრალო იაპონურ ოჯახში გაიზარდნენ. უფროსი ძმა თავადაც ძიუდოთი იყო გატაცებული, თუმცა ერთხელ წყალბურთი ნახა და იმის შემდეგ სპორტის ამ სახეობაში გადავიდა.

უმცროს დას ძიუდოზე სიარული ძმებმა შთააგონეს. გოგონას თქმით, მამას უნდოდა, რომ მუსიკალურ სკოლაში ევლო, ფორტეპიანოზე დაკვრა ესწავლა. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, მამის სურვილი შეასრულა, თუმცა ძიუდოს სიყვარული უზარმაზარი აღმოჩნდა.

უტა ხედავდა, რომ მისი ძმის, ხიფუმის შრომა ფასდებოდა და პატარ-პატარა, მაგრამ რეგულარულ წარმატებებს აღწევდა. საინტერესოა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპორტის მიმართ ინტერესი დაკარგა, მაგრამ თანატოლ ნამე ნაბეკრუისთან მარცხმა უსასრულო მოტივაცია მისცა.

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე და-ძმამ, ძიუდოში ოქროს მედლები 30 წუთის სხვაობით მოიგეს.

"ჩემმა დამ პირველმა მოიგო ოქრო, მაგრამ ამის გამო არანაირი წნეხი არ მიგრძვნია. ჩემს გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი!“, - თქვა მაშინ ხიფუმი აბემ ბრძოლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

“ჩემი ბრძოლის სტილი 70%-ით ძმის გავლენით ჩამოყალიბდა. ჩემს ძმას უნდა ვუმადლოდე. ის რომ არა, არც ვიცი, როდესმე ძიუდოთი თუ დავკავდებოდი“, - ამბობდა უტა აბე მედიასთან 2020 წელს.

ასევე იხილეთ: