პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრამპი ძალზე არაპროგნოზირებადი ადამიანია. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, ტრამპის გამარჯვება შეიძლება უარესი იყოს მათთვის ბევრი ასპექტით..." - ექსპერტი
"ტრამპი ძალზე არაპროგნოზირებადი ადამიანია. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, ტრამპის გამარჯვება შეიძლება უარესი იყოს მათთვის ბევრი ასპექტით..." - ექსპერტი

"ტრამ­პი სულ უფრო მეტ შეც­დო­მას უშ­ვებს, გა­სულ კვი­რას მა­ინც სას­წა­უ­ლე­ბი ილა­პა­რა­კა, გა­ნა­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ და­მი­რე­კა და მას ვუ­თხა­რი, ჩვენ ეს ომი უნდა და­ვას­რუ­ლოთ, რუ­სე­თი ომის მან­ქა­ნაა. მათ და­ა­მარ­ცხეს ჰიტ­ლე­რი და ნა­პო­ლე­ო­ნიო. რა გა­მო­დის, ამ გან­ცხა­დე­ბით მან გვაჩ­ვე­ნა, რომ რუ­სე­თის ეში­ნია... ტრამ­პი თუ მო­ვი­და, შე­იძ­ლე­ბა ისე გა­უ­რიგ­დეს პუ­ტინს, ჩვენც ათას­გვარ უბე­დუ­რე­ბა­ში გა­ვეხ­ვი­ოთ", - აცხა­დებს ექ­სპერ­ტი სან­დრო თვა­ლჭ­რე­ლი­ძე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, რომ­ლი­და­ნაც ნა­წყვეტს გთა­ვა­ზობთ:

- ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი სწო­რედ ტრამპს გულ­შე­მატ­კივ­რობს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ მისი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ერ­თბა­შად და­უ­ლაგ­დე­ბათ აშშ-სთან ურ­თი­ერ­თო­ბა. მე­ტიც, ცდი­ლო­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და­ა­ჯე­რონ, რომ მა­თაც და ტრამპსაც "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია" უპი­რის­პირ­დე­ბა...

- ყო­ვე­ლი­ვე ეგ სა­სა­ცი­ლო იქ­ნე­ბო­და, სა­ტი­რა­ლი რომ არ იყოს... რა არის "გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტია"? აზ­რზე არა ვარ, არა­და, იმ­დე­ნი რამ ვიცი... რა­ღაც და­აბ­რეხ­ვეს და ამა­ზე იმ­დე­ნი ილა­პა­რა­კეს, ეს სი­სუ­ლე­ლე თვი­თონ­ვე და­ი­ჯე­რეს.

რაც შე­ე­ხე­ბა ტრამ­პი­სად­მი მათ სიმ­პა­თი­ას, რო­გორც ჩანს, იმე­დი აქვთ, რომ ტრამ­პი თუ გაპ­რე­ზი­დენტდა, ერ­თბა­შად და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა აშშ რუ­სეთს და სა­ქარ­თვე­ლო­საც მო­უხ­სნი­ან სან­ქცი­ებს. არა­და, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში ასე, ხე­ლის ერთი აქ­ნე­ვით არა­ფე­რი ხდე­ბა, მით უფრო, ტრამ­პი ძალ­ზე არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი ადა­მი­ა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ტრამ­პის გა­მარ­ჯვე­ბა შე­იძ­ლე­ბა უა­რე­სი იყოს მათ­თვის ბევ­რი ას­პექ­ტით...

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სუს-ი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­რაქ­ტი იგეგ­მე­ბო­და და რამ­დე­ნი­მე დღეა, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძოლ ჯა­რის­კა­ცებს გა­მო­კი­თხვა­ზე იბა­რე­ბენ. "სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი იძი­ებს უკ­რა­ი­ნა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი­სა და ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის, მათ შო­რის, პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტებს", - ნათ­ქვა­მია უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში. სუს-ის ცნო­ბით, "ხსე­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის მი­ზა­ნია ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბის მო­წყო­ბი­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სუს­ტე­ბის ფონ­ზე დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბის მიერ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დობ­რი­ვად დამ­ხო­ბა". "გა­მო­გო­ნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­პა­გან­და", - ასე აფა­სე­ბენ ოპო­ზი­ცი­ა­ში სუს-ში მიმ­დი­ნა­რე მა­სობ­რივ გა­მო­კი­თხვებს. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის თქმით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ყვე­ლა­ფერს აკე­თებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შუღ­ლის გა­საღ­ვი­ვებ­ლად და ში­შის და­სა­ნერ­გად. ისი­ნი აქამ­დე აღ­ძრულ ამ­გვარ საქ­მე­ებს იხ­სე­ნე­ბენ, თუნ­დაც ე.წ. სა­ბუ­რა­ვე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას, რო­მე­ლიც დღემ­დე თა­რო­ზე დევს და არც არა­ვის გა­მო­უ­ძი­ე­ბია. თა­ვის მხრივ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ვი­თომ აღ­კვე­თილ ტე­რაქტს ტრამპზე თავ­დას­ხმას ადა­რებს...

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ტრამპზე თავ­დას­ხმის ხსე­ნე­ბა ამ საქ­მეს­თან სრუ­ლი­ად უად­გი­ლო მგო­ნია. ვინ და რო­გორ და­ეს­ხა თავს ტრამპს, ბუ­რუ­სით არის მო­ცუ­ლი, იმა­ზეც კი იყო ლა­პა­რა­კი, დად­გმუ­ლი ხომ არ იყო.

ახლა აქა­ურ გა­მო­ძი­ე­ბა­ზეც გე­ტყვით ორი­ოდ სი­ტყვას - ჩემი აზ­რით, სუს-ის ეს გა­მო­ძი­ე­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი არ არის, უბ­რა­ლოდ, ახლა გა­მო­ი­ტა­ნეს სა­ჯა­როდ.

ჩემ­თვის უც­ნო­ბია, რა წე­რია ამ საქ­მე­ში, სა­ერ­თო­დაც გრი­ფი "სა­ი­დუმ­ლო" და­ა­დეს, ამი­ტომ გა­მი­ჭირ­დე­ბა და­ნამ­დვი­ლე­ბით რა­ი­მე ვთქვა. არ ვიცი, მარ­თლაც მზად­დე­ბო­და თუ არა ამ ტი­პის და­ნა­შა­უ­ლე­ბი, მაგ­რამ ეს რომ სნა­ი­პე­რუ­ლი სი­ზუს­ტით და­აკ­ვდა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას, ეს ცხად­ზე ცხა­დია.

იდი­ო­ტი და კრე­ტი­ნი ამ ქვე­ყა­ნა­ში ბევ­რია და გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე რა­ღაც ტი­პის ლა­პა­რა­კი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო სამ­ზა­რე­უ­ლო­ებ­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ამის უკან არც არა­ფე­რი იდგა, მაგ­რამ ამის გა­მო­ყე­ნე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­ეც­დე­ბა. გა­დატ­რი­ა­ლე­ბას დი­დძა­ლი ფუ­ლა­დი, ადა­მი­ა­ნუ­რი და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა. მე პი­რა­დად არ მჯე­რა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბობს ერთი კა­ციც კი, ვი­საც შე­ეძ­ლე­ბო­და ამ­გვა­რი შეთ­ქმუ­ლე­ბის მო­წყო­ბა.

- ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­საც გა­დავ­ხე­დოთ. რას ფიქ­რობთ გა­დაჯ­გუ­ფე­ბებ­ზე, უკვე გა­მო­იკ­ვე­თა რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის კონ­ტუ­რე­ბი. თქვე­ნი აზ­რით, ამ გა­და­სა­ხე­დი­დან რა შან­სი აქვს სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ას და რა - ოპო­ზი­ცი­ას?

- ჯერ პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა რთუ­ლია, რად­გან ოპო­ზი­ცი­ურ ფლანგზე ჯერ გა­დაჯ­გუ­ფე­ბა არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. რა­საც ამ ეტაპ­ზე ვხე­დავ, სი­მარ­თლე გი­თხრათ, დი­დად ვერ მა­ი­მე­დებს. თით­ქოს არის ცენ­ტრის­ტუ­ლი ძა­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ცდე­ბი, ვგუ­ლის­ხმობ იმ ერ­თი­ა­ნო­ბას, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­შე­მო რომ არის. ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმა­ზე, თუ რო­გორ მო­ა­ხერ­ხე­ბენ რე­სურ­სე­ბის მო­ზიდ­ვას, მათ შო­რის ჰუ­მა­ნურ და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ რე­სურ­სებ­საც ვგუ­ლის­ხმობ. სწო­რი პი­არ­კამ­პა­ნი­აა სა­ჭი­რო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ტრამპი ძალზე არაპროგნოზირებადი ადამიანია. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, ტრამპის გამარჯვება შეიძლება უარესი იყოს მათთვის ბევრი ასპექტით..." - ექსპერტი

"ტრამპი ძალზე არაპროგნოზირებადი ადამიანია. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, ტრამპის გამარჯვება შეიძლება უარესი იყოს მათთვის ბევრი ასპექტით..." - ექსპერტი

"ტრამპი სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებს, გასულ კვირას მაინც სასწაულები ილაპარაკა, განაცხადა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და მას ვუთხარი, ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, რუსეთი ომის მანქანაა. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და ნაპოლეონიო. რა გამოდის, ამ განცხადებით მან გვაჩვენა, რომ რუსეთის ეშინია... ტრამპი თუ მოვიდა, შეიძლება ისე გაურიგდეს პუტინს, ჩვენც ათასგვარ უბედურებაში გავეხვიოთ", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში, რომლიდანაც ნაწყვეტს გთავაზობთ:

- ჩვენი ხელისუფლება კი სწორედ ტრამპს გულშემატკივრობს. დარწმუნებული არიან, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ერთბაშად დაულაგდებათ აშშ-სთან ურთიერთობა. მეტიც, ცდილობენ საზოგადოებას დააჯერონ, რომ მათაც და ტრამპსაც "გლობალური ომის პარტია" უპირისპირდება...

- ყოველივე ეგ სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს... რა არის "გლობალური ომის პარტია"? აზრზე არა ვარ, არადა, იმდენი რამ ვიცი... რაღაც დააბრეხვეს და ამაზე იმდენი ილაპარაკეს, ეს სისულელე თვითონვე დაიჯერეს.

რაც შეეხება ტრამპისადმი მათ სიმპათიას, როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ტრამპი თუ გაპრეზიდენტდა, ერთბაშად დაუახლოვდება აშშ რუსეთს და საქართველოსაც მოუხსნიან სანქციებს. არადა, მსოფლიო პოლიტიკაში ასე, ხელის ერთი აქნევით არაფერი ხდება, მით უფრო, ტრამპი ძალზე არაპროგნოზირებადი ადამიანია. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, ტრამპის გამარჯვება შეიძლება უარესი იყოს მათთვის ბევრი ასპექტით...

- მოგეხსენებათ, სუს-ი ირწმუნება, რომ საქართველოში ტერაქტი იგეგმებოდა და რამდენიმე დღეა, უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს გამოკითხვაზე იბარებენ. "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს", - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში. სუს-ის ცნობით, "ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია ქვეყანაში არეულობის მოწყობისა და ხელისუფლების დასუსტების ფონზე დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივად დამხობა". "გამოგონილი ბრალდებები და წინასაარჩევნო პროპაგანდა", - ასე აფასებენ ოპოზიციაში სუს-ში მიმდინარე მასობრივ გამოკითხვებს. პოლიტიკოსების თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს საზოგადოებაში შუღლის გასაღვივებლად და შიშის დასანერგად. ისინი აქამდე აღძრულ ამგვარ საქმეებს იხსენებენ, თუნდაც ე.წ. საბურავების რევოლუციას, რომელიც დღემდე თაროზე დევს და არც არავის გამოუძიებია. თავის მხრივ, ხელისუფლება ამ ვითომ აღკვეთილ ტერაქტს ტრამპზე თავდასხმას ადარებს...

- სიმართლე გითხრათ, ტრამპზე თავდასხმის ხსენება ამ საქმესთან სრულიად უადგილო მგონია. ვინ და როგორ დაესხა თავს ტრამპს, ბურუსით არის მოცული, იმაზეც კი იყო ლაპარაკი, დადგმული ხომ არ იყო.

ახლა აქაურ გამოძიებაზეც გეტყვით ორიოდ სიტყვას - ჩემი აზრით, სუს-ის ეს გამოძიება ახალი დაწყებული არ არის, უბრალოდ, ახლა გამოიტანეს საჯაროდ.

ჩემთვის უცნობია, რა წერია ამ საქმეში, საერთოდაც გრიფი "საიდუმლო" დაადეს, ამიტომ გამიჭირდება დანამდვილებით რაიმე ვთქვა. არ ვიცი, მართლაც მზადდებოდა თუ არა ამ ტიპის დანაშაულები, მაგრამ ეს რომ სნაიპერული სიზუსტით დააკვდა "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიას, ეს ცხადზე ცხადია.

იდიოტი და კრეტინი ამ ქვეყანაში ბევრია და გადატრიალებაზე რაღაც ტიპის ლაპარაკი შეიძლება ყოფილიყო სამზარეულოებში, დიდი ალბათობით, ამის უკან არც არაფერი იდგა, მაგრამ ამის გამოყენებას ხელისუფლება შეეცდება. გადატრიალებას დიდძალი ფულადი, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება. მე პირადად არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ერთი კაციც კი, ვისაც შეეძლებოდა ამგვარი შეთქმულების მოწყობა.

- ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესებსაც გადავხედოთ. რას ფიქრობთ გადაჯგუფებებზე, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის კონტურები. თქვენი აზრით, ამ გადასახედიდან რა შანსი აქვს სახელისუფლებო პარტიას და რა - ოპოზიციას?

- ჯერ პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე ჯერ გადაჯგუფება არ დასრულებულა. რასაც ამ ეტაპზე ვხედავ, სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ მაიმედებს. თითქოს არის ცენტრისტული ძალის ჩამოყალიბების ცდები, ვგულისხმობ იმ ერთიანობას, სალომე ზურაბიშვილის გარშემო რომ არის. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოახერხებენ რესურსების მოზიდვას, მათ შორის ჰუმანურ და ინტელექტუალურ რესურსებსაც ვგულისხმობ. სწორი პიარკამპანიაა საჭირო. წაიკითხეთ სრულად