Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
გამარჯვებები, პირადი ტრაგედიები, შეცდომები... - ჯო ბაიდენის გრძელი გზა და 50-წლიანი პოლიტიკური კარიერის მოახლოებული დასასრული
გამარჯვებები, პირადი ტრაგედიები, შეცდომები... - ჯო ბაიდენის გრძელი გზა და 50-წლიანი პოლიტიკური კარიერის მოახლოებული დასასრული

რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტი ბა­ი­დე­ნი იან­ვარ­ში თეთრ სახ­ლს და­ტო­ვებს, ეს და­სას­რუ­ლი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში იმ ბრწყინ­ვა­ლე კა­რი­ე­რი­სა, რო­მელ­მაც ხუთი ათწლე­უ­ლი მო­იც­ვა.

81 წლის ბა­ი­დე­ნის ყო­ფილ პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პთან 27 ივ­ნი­სის კა­ტას­ტრო­ფულ დე­ბა­ტებს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ის­ტებ­ლიშ­მენ­ტის მო­წო­დე­ბე­ბი მოჰ­ყვა, რომ მოქ­მედ პრე­ზი­დენტს და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლო­ე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა.

ჯო ბა­ი­დე­ნი 1942 წელს პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, კა­თო­ლი­კე ირ­ლან­დი­ე­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. ახალ­გაზ­რდა ჯოს მე­ტყვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და და ეს მისი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია. ბევ­რს ვარ­ჯი­შობ­და სარ­კის წინ და შე­დე­გიც მალე მი­ი­ღო. ბა­ი­დე­ნი ჯერ დე­ლა­ვე­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლობ­და, ხოლო შემ­დეგ სა­მარ­თლის ფა­კულ­ტეტ­ზე სი­რა­კუ­ზის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში...

  • ყვე­ლა­ფე­რი დე­ლა­ვერ­ში და­ი­წყო

ბა­ი­დენ­მა პო­ლი­ტი­კის პირ­ვე­ლი გემო 1970 წელს იგ­რძნო, რო­დე­საც სი­რა­კუ­ზის სა­მარ­თლის სკო­ლის დამ­თავ­რე­ბი­დან ორი წლის შემ­დეგ ნიუ-კას­ლის საგ­რა­ფოს საბ­ჭო­ში ად­გი­ლი მო­ი­პო­ვა.

მა­შინ 27 წლის ბა­ი­დე­ნი ვილ­მინგტო­ნის, დე­ლა­ვე­რის საგ­რა­ფოს მე-4 ოლ­ქის ად­გი­ლის­თვის ლი­ბე­რა­ლუ­რი პლატ­ფორ­მით იბ­რძო­და, რაც მო­ი­ცავ­და მო­წო­დე­ბას მეტი სა­ჯა­რო სა­ცხოვ­რებ­ლის­თვის, და რეს­პუბ­ლი­კელ ლო­რენს მე­სიკ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯვა.

ის აღ­ნიშ­ნულ საბ­ჭო­ში 1973 წლამ­დე მსა­ხუ­რობ­და.

  • "ეროვ­ნუ­ლი აღი­ა­რე­ბის" ძი­ე­ბა სე­ნატ­ში

1972 წელს, ნიუ-კას­ლის საგ­რა­ფოს საბ­ჭო­ში პირ­ვე­ლი ვა­დის დროს, ბა­ი­დენ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი სე­ნა­ტის კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყო, და ორი ვა­დით არ­ჩე­ულ სე­ნა­ტორ ჯ. კა­ლებ ბოგსს (რეს­პუბ­ლი­კე­ლი-დე­ლა­ვე­რი) და­უ­პი­რის­პირ­და.

მისი კამ­პა­ნია წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­შინ 29 წლის ბა­ი­დენ­სა და 62 წლის ბოგსს შო­რის 33-წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბის გამო აღ­მოჩ­ნდა.

ბა­ი­დენ­მა რეს­პუბ­ლი­კე­ლი კონ­კუ­რენ­ტი 3 000-ზე ნაკ­ლე­ბი ხმით და­ა­მარ­ცხა და 1973 წელს თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა, რო­გორც აშშ-ს ის­ტო­რი­ა­ში ასა­კით ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა სე­ნა­ტორ­მა.

70-იან წლებს უკავ­შირ­დე­ბა მისი ოჯა­ხის უდი­დე­სი ტრა­გე­დია - ბა­ი­დე­ნის ცოლი და შვი­ლი ავ­ტო­ა­ვა­რი­ა­ში და­ი­ღუპ­ნენ, ხოლო ვა­ჟე­ბი, ბიუ და ჰან­თე­რი სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­დნენ. ბა­ი­დენ­მა სე­ნა­ტო­რის პირ­ვე­ლი ფიცი დადო სა­ა­ვად­მყო­ფოს იმ ოთა­ხი­დან, სა­დაც მისი ვა­ჟე­ბი ავა­რი­ის შემ­დეგ მკურ­ნა­ლობ­დნენ.

ფი­ცის და­დე­ბა კლი­ნი­კა­ში

ზედა პა­ლა­ტა­ში მისი ად­რე­უ­ლი მოღ­ვა­წე­ო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ბა­ი­დე­ნი მუ­შა­ობ­და სეგ­რე­გა­ცი­ო­ნისტ სენა­ტორ ჯე­იმს ისტლენდთან (დე­მოკ­რა­ტი-მი­სი­სი­პი) ავ­ტო­ბუ­სით მგზავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­გორც სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის დე­სეგ­რე­გა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბი­სა - პო­ზი­ცია, რომ­ლის გა­მოც ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა კა­მა­ლა ჰა­რის­მა 2019 წლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო პრა­ი­მე­რის დე­ბა­ტე­ბი­სას გა­აკ­რი­ტი­კა.

ვირ­ჯი­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მი­ლე­რის სა­ჯა­რო საქ­მე­თა ცენ­ტრის ეს­სე­ში პრე­ზი­დენ­ტის შე­სა­ხებ წე­რია, რომ სე­ნატ­ში მისი პირ­ვე­ლი ვა­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ი­დე­ნი "ცდი­ლობ­და აღი­ა­რე­ბის მო­პო­ვე­ბას, რო­გორც ეროვ­ნუ­ლი ფი­გუ­რა", მათ შო­რის პრე­ზი­დენტ რი­ჩარდ ნიქ­სო­ნის კრი­ტი­კით უო­ტერ­გე­ი­ტის სკან­და­ლის დროს და პრე­ზი­დენტ ჯე­რალდ ფორ­დის კრი­ტი­კით მას შემ­დეგ, რაც მან თა­ვი­სი წი­ნა­მორ­ბე­დი შე­ი­წყა­ლა.

ბა­ი­დენ­მა, სე­ნა­ტის იუ­რი­დი­უ­ლი კო­მი­ტე­ტის ხან­გრძლივ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, სე­ნატს 1987 წელს სა­კა­მა­თო რჩე­ვა მის­ცა, რომ უარი ეთ­ქვა პრე­ზი­დენტ რო­ნალდ რე­ი­გა­ნის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს კან­დი­დატ რო­ბერტ ბორკზე.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცო­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 14 წლის შემ­დეგ, მან კვლავ აი­წყო პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა და სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ ჯილ ჯე­ი­კობსზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც კი­დევ ერთი შვი­ლი, ეშლი შე­ე­ძი­ნა. 80-იან წლებ­ში ჯო ბა­ი­დენ­მა თავი და­იმ­კვიდ­რა სე­ნა­ტის იუს­ტი­ცი­ის კო­მი­ტეტ­ში. 1987 წელს პირ­ვე­ლად გა­და­წყვი­ტა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტო­ბა­ზე კენ­ჭისყრა, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით კან­დი­და­ტუ­რა მოხ­სნა.

1991 წლის 11 ოქ­ტომ­ბერს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მის მოს­მე­ნა გა­ი­მარ­თა, ოკ­ლაჰო­მას უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა, ანი­ტა ჰილ­მა ჩვე­ნე­ბა მის­ცა სე­ნა­ტის იუს­ტი­ცი­ის კო­მი­ტეტს. მოს­მე­ნა შე­ე­ხე­ბო­და აშშ-ის უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლედ კლა­რენს ტო­მა­სის კან­დი­და­ტუ­რას. ჰილი კი აცხა­დებ­და, რომ მან ბევ­რჯერ სცა­და სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­ვიწ­რო­ე­ბა, რო­დე­საც ორი­ვე რო­ნალდ რე­ი­გა­ნის ადი­ნის­ტრა­ცი­ა­ში მუ­შა­ობ­დნენ.

ფოტო იუს­ტი­ცი­ის კო­მი­ტე­ტის სხდო­მი­დან, სა­დაც ანი­ტა ჰილს მო­უს­მი­ნეს

კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ჯო ბა­ი­დე­ნი იყო. მა­შინ ანი­ტა ჰილს არა­ვინ და­უ­ჯე­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, წლე­ბის გა­ნავ­ლო­ბა­ში ბა­ი­დე­ნი კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი იყო. 2019 წელს ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში ბა­ი­დენ­მა თქვა, რომ ის ძა­ლი­ან წუხს მა­შინ­დე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გამო.

1994 წელს ბა­ი­დენ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რა მას­შტა­ბურ ფე­დე­რა­ლურ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ კა­ნონს, რო­მელ­მაც, კრი­ტი­კო­სე­ბის მო­საზ­რე­ბით, ხელი შე­უ­წყო რა­სობ­რი­ვი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მა­სობ­რივ და­პა­ტიმ­რე­ბას ბოლო ათწლე­უ­ლებ­ში.

11 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბა­ი­დე­ნი ასე­ვე იყო სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ან უფ­რო­სი წევ­რი, რა დრო­საც ის მხარს უჭერ­და აშშ-ს სამ­ხედ­რო ჩა­რე­ვას ბალ­კა­ნეთ­ში, ხმა მის­ცა 1991 წლის ერა­ყის ომის წი­ნა­აღ­მდეგ და მხა­რი და­უ­ჭი­რა 2002 წლის ერა­ყის ომს.

ბა­ი­დენ­მა მოგ­ვი­ა­ნე­ბით თა­ვი­სი 2002 წლის ერა­ყის ომზე პო­ზი­ცია "შეც­დო­მად" მო­იხ­სე­ნია და ის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და 2007 წლის ჯა­რის რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდას ერაყ­ში.

  • პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბა თეთრ სახ­ლში გა­და­სა­ბარ­გებ­ლად

ბა­ი­დენ­მა თა­ვი­სი პირ­ვე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნია 1987 წლის ივ­ნის­ში, სე­ნატ­ში მისი მე­სა­მე ვა­დის ნა­ხე­ვარ­ში წა­მო­ი­წყო.

კამ­პა­ნია ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ის შე­ჯიბრს სამი თვის შემ­დეგ ჩა­მო­შორ­და, მას შემ­დეგ, რაც ბრი­ტა­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის, ნილ კი­ნო­კის სი­ტყვის პლა­გი­ატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს აი­ო­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო პრა­ი­მე­რის დე­ბა­ტე­ბის დროს და რის შემ­დე­გაც წარ­სულ­ში ჩა­დე­ნი­ლი პლა­გი­ა­ტის ბრალ­დე­ბე­ბი გა­მოჩ­ნდა.

  • მე­ო­რე წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო მცდე­ლო­ბა

2007 წლის იან­ვარ­ში ბა­ი­დენ­მა NBC-ის Meet the Press-ში გა­ნა­ცხა­და, რომ თეთ­რი სახ­ლის და­კა­ვე­ბას მე­ო­რედ შე­ეც­დე­ბო­და.

მის­მა კამ­პა­ნი­ამ, რო­მე­ლიც ერა­ყის რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­ნო­მი­ურ რე­გი­ო­ნად და­ყო­ფის გეგ­მა­ზე იყო აგე­ბუ­ლი, ისე­ვე, რო­გორც სე­ნატ­ში მის 36-წლი­ან გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე, დიდი მხარ­და­ჭე­რა ვერ მო­ი­პო­ვა.

კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში მან კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა, რო­დე­საც მე­ტო­ქე კან­დი­დატ ბა­რაკ ობა­მას უწო­და "პირ­ვე­ლი მე­ინ­სტრი­მუ­ლი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი, რო­მე­ლიც ჭკვი­ა­ნი, სუფ­თა და კარ­გი გა­რეგ­ნო­ბის ბი­ჭია".

ბა­ი­დენ­მა კან­დი­და­ტუ­რა მას შემ­დეგ მოხ­სნა, რაც 2008 წლის იან­ვარ­ში აი­ო­ვა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ი­დან მე­ხუ­თე ად­გილ­ზე გა­ვი­და. მან Hawkeye State-ში ხმე­ბის მხო­ლოდ 1% მი­ი­ღო.

  • ბა­ი­დე­ნი და ობა­მა

მი­უ­ხე­და­ვად და­პი­რის­პი­რე­ბი­სა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, ობა­მამ ის 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში თა­ვის თა­ნა­გუნ­დე­ლად აირ­ჩია და ბა­ი­დე­ნი ობა­მას ორ­ვა­დი­ა­ნი პრე­ზი­დენ­ტო­ბის მთე­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მისი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი იყო.

ობა­მას თეთრმა სახ­ლმა ბა­ი­დე­ნი აღ­წე­რა, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის "მთა­ვა­რი პირი დიპ­ლო­მა­ტი­ის­თვის" და "აშშ-ს სტრა­ტე­გი­უ­ლი ხედ­ვის წამ­ყვა­ნი არ­ქი­ტექ­ტო­რი მთლი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ევ­რო­პის­თვის".

ბა­ი­დე­ნი ასე­ვე იყო ობა­მას სან­დო მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი კა­პი­ტო­ლი­უმ­ში, ხში­რად იგ­ზავ­ნე­ბო­და თა­ვი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა და სე­ნა­ტის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად რეს­პუბ­ლი­კელ კა­ნონ­მდებ­ლებ­თან გა­რი­გე­ბე­ბის და­სა­დე­ბად.

ობა­მამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ა­ჯილ­დო­ვა ბა­ი­დე­ნი თა­ვი­სი პრე­ზი­დენ­ტო­ბის ბოლო დღე­ებ­ში პრე­ზი­დენ­ტის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მედ­ლით - ქვეყ­ნის უმაღ­ლე­სი სა­მო­ქა­ლა­ქო ჯილ­დო­თი.

"ეს პა­ტი­ვი არა მხო­ლოდ იმა­ზე მე­ტია, რა­საც ვიმ­სა­ხუ­რებ, არა­მედ ეს არის თქვე­ნი სუ­ლის სი­დი­ა­დი­სა და გუ­ლუხ­ვო­ბის ასახ­ვა", - უთხრა ბა­ი­დენ­მა ობა­მას ჯილ­დოს მი­ღე­ბის შე­სა­ხებ.

2015 წელს ჯო ბა­ი­დენს კი­დევ ერთი ტრა­გე­დია და­ა­ტყდა თავს, მისი 46 წლის ვაჟი ბიუ, სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა. ის აშშ-ის პო­ლი­ტი­კის ამო­მა­ვალ ვარ­სკვლა­ვად მი­იჩ­ნე­ო­და.

  • გზა პრე­ზი­დენ­ტო­ბის­კენ

ბა­ი­დე­ნი 2020 წელს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო პრა­ი­მე­რის კან­დი­და­ტე­ბის მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ვე­ლი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ვი­და.

მისი გარ­ღვე­ვის მო­მენ­ტი იყო კონ­გრეს­მენ ჯე­იმს კლი­ბერ­ნის (დე­მოკ­რა­ტი-სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნა) მხარ­და­ჭე­რა, რა­საც მოჰ­ყვა ტრი­უმ­ფა­ლუ­რი გა­მარ­ჯვე­ბა სამ­ხრეთ კა­რო­ლი­ნის პრა­ი­მერ­ში, სა­დაც მან შტა­ტის ყვე­ლა - 46 ოლ­ქში გა­ი­მარ­ჯვა და მე­ო­რე ად­გილ­ზე გა­სულ სე­ნა­ტორ ბერ­ნი სან­დერსს თით­ქმის 20%-ით აჯო­ბა.

მისი ზო­გა­დი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია დო­ნალდ ტრამ­პის წი­ნა­აღ­მდეგ ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო გზავ­ნილ­ზე, რომ "ამე­რი­კის სული" იყო სას­წორ­ზე და რომ ის იქ­ნე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც ხიდს გა­დებ­და ტრამპსა და ახა­ლი თა­ო­ბის ლი­დე­რებს შო­რის.

მან და­ა­მარ­ცხა ტრამ­პი, რო­მე­ლიც კვლავ ამ­ტკი­ცებს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის დროს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი თაღ­ლი­თო­ბა მოხ­და.

  • ამ­ბი­ცი­უ­რი დღის წეს­რი­გი

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­მოკ­რა­ტებს წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტა­სა და სე­ნატ­ში მცი­რე უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰქონ­დათ, ბა­ი­დენს გა­უ­ჭირ­და თა­ვი­სი ამ­ბი­ცი­უ­რი დღის წეს­რი­გის რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლის კონ­გრეს­ში გა­ტა­რე­ბა, რის გა­მოც მისი ბევ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი დარ­ჩა.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა, მან შეძ­ლო კონ­გრეს­ში გა­ე­ტა­რე­ბი­ნა 2 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის COVID-19-ის პა­კე­ტი, ასე­ვე 1.2 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი, ინფლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბის აქტი და CHIPS და მეც­ნი­ე­რე­ბის აქტი.

მის პრე­ზი­დენ­ტო­ბას არ­ყევ­და ბრალ­დე­ბე­ბი, რომ ის ჩარ­თუ­ლი იყო თა­ვი­სი ოჯა­ხის ფარ­თო სა­ზღვარ­გა­რე­თულ ბიზ­ნეს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ვიცე-პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს, რა­მაც გა­მო­იწ­ვია რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბის მიერ გა­სულ წელს იმ­პიჩ­მენ­ტის­თვის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი მრჩე­ვე­ლი რო­ბერტ ჰური და­ი­ნიშ­ნა სკან­და­ლის გა­მომ­ძი­ებ­ლად და სა­ბო­ლო­ოდ გა­და­წყვი­ტა, არ წა­ე­ყე­ნე­ბი­ნა ბა­ი­დე­ნის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლის ბრალ­დე­ბე­ბი.

აშშ-ს ქა­ო­ტუ­რი გას­ვლა ავ­ღა­ნე­თი­დან 2021 წლის აგ­ვის­ტო­ში, რა­მაც გა­მო­იწ­ვია 13 ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის სიკ­ვდი­ლი და ათა­სო­ბით ამე­რი­კე­ლი­სა და ამე­რი­კის მო­კავ­ში­რის თა­ლი­ბა­ნის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ქვე­ყა­ნა­ში და­ტო­ვე­ბა, მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბის სუსტ წერ­ტი­ლად ფას­დე­ბა...

ბა­ი­დენ­მა 2023 წლის აპ­რილ­ში და­ი­წყო ხე­ლა­ხა­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია, ამომ­რჩევ­ლებს სთხო­ვა კი­დევ ოთხი წელი მი­ე­ცათ მის­თვის და "სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლე­ბა­ში" დახ­მა­რე­ბოდ­ნენ.

მთა­ვარ­სარ­დალ­მა, რო­მე­ლიც იმ დრო­ის­თვის უკვე ამე­რი­კის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი იყო, გა­და­წყვი­ტა მე­ო­რე ვა­დის­თვის ებ­რძო­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი მხარ­და­ჭე­რა შემ­ცირ­და - იმ­დრო­ინ­დე­ლი გა­მო­კი­თხვე­ბი აჩ­ვე­ნებ­და, რომ ამე­რი­კელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბას, მათ შო­რის დე­მოკ­რა­ტებს, არ სურ­დათ მისი კი­დევ ოთხი წლით ოვა­ლურ კა­ბი­ნეტ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტის 15-თვი­ან­მა სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ამ ვერ შე­ამ­სუ­ბუ­ქა ამომ­რჩე­ველ­თა შეშ­ფო­თე­ბა მისი ასა­კი­სა და გო­ნებ­რი­ვი პრობ­ლე­მე­ბის გამო. მე­ო­რე ვა­დის შემ­თხვე­ვა­ში ბა­ი­დე­ნი მის დას­რუ­ლე­ბამ­დე 86 წლის შეს­რულ­დე­ბო­და.

ივ­ნის­ში, ტრამ­პთან პირ­ველ დე­ბა­ტებ­ში მის­მა ცუდ­მა გა­მოს­ვლამ, რომ­ლის დრო­საც ის არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი, ჩუმი და ზოგ­ჯერ სრუ­ლი­ად დაბ­ნე­უ­ლი ჩან­და, გა­მო­იწ­ვია მო­წო­დე­ბე­ბი, რომ მას ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩე­ვის მცდე­ლო­ბა შე­ე­წყვი­ტა, რაც მან სა­ბო­ლო­ოდ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა... წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

გამარჯვებები, პირადი ტრაგედიები, შეცდომები... - ჯო ბაიდენის გრძელი გზა და 50-წლიანი პოლიტიკური კარიერის მოახლოებული დასასრული

გამარჯვებები, პირადი ტრაგედიები, შეცდომები... - ჯო ბაიდენის გრძელი გზა და 50-წლიანი პოლიტიკური კარიერის მოახლოებული დასასრული

როდესაც პრეზიდენტი ბაიდენი იანვარში თეთრ სახლს დატოვებს, ეს დასასრული იქნება პოლიტიკაში იმ ბრწყინვალე კარიერისა, რომელმაც ხუთი ათწლეული მოიცვა.

81 წლის ბაიდენის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან 27 ივნისის კატასტროფულ დებატებს დემოკრატიული ისტებლიშმენტის მოწოდებები მოჰყვა, რომ მოქმედ პრეზიდენტს და საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებში მონაწილოებაზე უარი ეთქვა.

ჯო ბაიდენი 1942 წელს პენსილვანიაში, კათოლიკე ირლანდიელი ამერიკელების ოჯახში დაიბადა. ახალგაზრდა ჯოს მეტყველების პრობლემა ჰქონდა და ეს მისი მთავარი გამოწვევა იყო, რომელიც წარმატებით დაძლია. ბევრს ვარჯიშობდა სარკის წინ და შედეგიც მალე მიიღო. ბაიდენი ჯერ დელავერის უნივერსიტეტში სწავლობდა, ხოლო შემდეგ სამართლის ფაკულტეტზე სირაკუზის უნივერსიტეტში...

  • ყველაფერი დელავერში დაიწყო

ბაიდენმა პოლიტიკის პირველი გემო 1970 წელს იგრძნო, როდესაც სირაკუზის სამართლის სკოლის დამთავრებიდან ორი წლის შემდეგ ნიუ-კასლის საგრაფოს საბჭოში ადგილი მოიპოვა.

მაშინ 27 წლის ბაიდენი ვილმინგტონის, დელავერის საგრაფოს მე-4 ოლქის ადგილისთვის ლიბერალური პლატფორმით იბრძოდა, რაც მოიცავდა მოწოდებას მეტი საჯარო საცხოვრებლისთვის, და რესპუბლიკელ ლორენს მესიკთან კონკურენციაში გაიმარჯვა.

ის აღნიშნულ საბჭოში 1973 წლამდე მსახურობდა.

  • "ეროვნული აღიარების" ძიება სენატში

1972 წელს, ნიუ-კასლის საგრაფოს საბჭოში პირველი ვადის დროს, ბაიდენმა თავისი პირველი სენატის კამპანია წამოიწყო, და ორი ვადით არჩეულ სენატორ ჯ. კალებ ბოგსს (რესპუბლიკელი-დელავერი) დაუპირისპირდა.

მისი კამპანია წარმატებული მაშინ 29 წლის ბაიდენსა და 62 წლის ბოგსს შორის 33-წლიანი ასაკობრივი სხვაობის გამო აღმოჩნდა.

ბაიდენმა რესპუბლიკელი კონკურენტი 3 000-ზე ნაკლები ხმით დაამარცხა და 1973 წელს თანამდებობა დაიკავა, როგორც აშშ-ს ისტორიაში ასაკით ერთ-ერთმა ყველაზე პატარა სენატორმა.

70-იან წლებს უკავშირდება მისი ოჯახის უდიდესი ტრაგედია - ბაიდენის ცოლი და შვილი ავტოავარიაში დაიღუპნენ, ხოლო ვაჟები, ბიუ და ჰანთერი სერიოზულად დაშავდნენ. ბაიდენმა სენატორის პირველი ფიცი დადო საავადმყოფოს იმ ოთახიდან, სადაც მისი ვაჟები ავარიის შემდეგ მკურნალობდნენ.

ფიცის დადება კლინიკაში

ზედა პალატაში მისი ადრეული მოღვაწეობის განმავლობაში, ბაიდენი მუშაობდა სეგრეგაციონისტ სენატორ ჯეიმს ისტლენდთან (დემოკრატი-მისისიპი) ავტობუსით მგზავრობის წინააღმდეგ, როგორც საჯარო სკოლების დესეგრეგაციის საშუალებისა - პოზიცია, რომლის გამოც ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა 2019 წლის დემოკრატიული საპრეზიდენტო პრაიმერის დებატებისას გააკრიტიკა.

ვირჯინიის უნივერსიტეტის მილერის საჯარო საქმეთა ცენტრის ესსეში პრეზიდენტის შესახებ წერია, რომ სენატში მისი პირველი ვადის განმავლობაში ბაიდენი "ცდილობდა აღიარების მოპოვებას, როგორც ეროვნული ფიგურა", მათ შორის პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის კრიტიკით უოტერგეიტის სკანდალის დროს და პრეზიდენტ ჯერალდ ფორდის კრიტიკით მას შემდეგ, რაც მან თავისი წინამორბედი შეიწყალა.

ბაიდენმა, სენატის იურიდიული კომიტეტის ხანგრძლივმა თავმჯდომარემ, სენატს 1987 წელს საკამათო რჩევა მისცა, რომ უარი ეთქვა პრეზიდენტ რონალდ რეიგანის უზენაესი სასამართლოს კანდიდატ რობერტ ბორკზე.

აღსანიშნავია, რომ ცოლის გარდაცვალებიდან 14 წლის შემდეგ, მან კვლავ აიწყო პირადი ცხოვრება და სკოლის მასწავლებელ ჯილ ჯეიკობსზე იქორწინა, რომელთანაც კიდევ ერთი შვილი, ეშლი შეეძინა. 80-იან წლებში ჯო ბაიდენმა თავი დაიმკვიდრა სენატის იუსტიციის კომიტეტში. 1987 წელს პირველად გადაწყვიტა შეერთებული შტატების პრეზიდენტობაზე კენჭისყრა, თუმცა მოგვიანებით კანდიდატურა მოხსნა.

1991 წლის 11 ოქტომბერს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის მოსმენა გაიმართა, ოკლაჰომას უნივერსიტეტის პროფესორმა, ანიტა ჰილმა ჩვენება მისცა სენატის იუსტიციის კომიტეტს. მოსმენა შეეხებოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კლარენს ტომასის კანდიდატურას. ჰილი კი აცხადებდა, რომ მან ბევრჯერ სცადა სექსუალური შევიწროება, როდესაც ორივე რონალდ რეიგანის ადინისტრაციაში მუშაობდნენ.

ფოტო იუსტიციის კომიტეტის სხდომიდან, სადაც ანიტა ჰილს მოუსმინეს

კომიტეტის თავმჯდომარე ჯო ბაიდენი იყო. მაშინ ანიტა ჰილს არავინ დაუჯერა. აღნიშნულის გამო, წლების განავლობაში ბაიდენი კრიტიკის ობიექტი იყო. 2019 წელს ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ბაიდენმა თქვა, რომ ის ძალიან წუხს მაშინდელი გადაწყვეტილების გამო.

1994 წელს ბაიდენმა მხარი დაუჭირა მასშტაბურ ფედერალურ სისხლის სამართლებრივ კანონს, რომელმაც, კრიტიკოსების მოსაზრებით, ხელი შეუწყო რასობრივი უმცირესობების მასობრივ დაპატიმრებას ბოლო ათწლეულებში.

11 წლის განმავლობაში ბაიდენი ასევე იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ან უფროსი წევრი, რა დროსაც ის მხარს უჭერდა აშშ-ს სამხედრო ჩარევას ბალკანეთში, ხმა მისცა 1991 წლის ერაყის ომის წინააღმდეგ და მხარი დაუჭირა 2002 წლის ერაყის ომს.

ბაიდენმა მოგვიანებით თავისი 2002 წლის ერაყის ომზე პოზიცია "შეცდომად" მოიხსენია და ის ეწინააღმდეგებოდა 2007 წლის ჯარის რაოდენობის გაზრდას ერაყში.

  • პირველი მცდელობა თეთრ სახლში გადასაბარგებლად

ბაიდენმა თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია 1987 წლის ივნისში, სენატში მისი მესამე ვადის ნახევარში წამოიწყო.

კამპანია ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ის შეჯიბრს სამი თვის შემდეგ ჩამოშორდა, მას შემდეგ, რაც ბრიტანელი პოლიტიკოსის, ნილ კინოკის სიტყვის პლაგიატში დაადანაშაულეს აიოვას დემოკრატიული საპრეზიდენტო პრაიმერის დებატების დროს და რის შემდეგაც წარსულში ჩადენილი პლაგიატის ბრალდებები გამოჩნდა.

  • მეორე წარუმატებელი საპრეზიდენტო მცდელობა

2007 წლის იანვარში ბაიდენმა NBC-ის Meet the Press-ში განაცხადა, რომ თეთრი სახლის დაკავებას მეორედ შეეცდებოდა.

მისმა კამპანიამ, რომელიც ერაყის რამდენიმე ავტონომიურ რეგიონად დაყოფის გეგმაზე იყო აგებული, ისევე, როგორც სენატში მის 36-წლიან გამოცდილებაზე, დიდი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მან კრიტიკა დაიმსახურა, როდესაც მეტოქე კანდიდატ ბარაკ ობამას უწოდა "პირველი მეინსტრიმული აფროამერიკელი, რომელიც ჭკვიანი, სუფთა და კარგი გარეგნობის ბიჭია".

ბაიდენმა კანდიდატურა მას შემდეგ მოხსნა, რაც 2008 წლის იანვარში აიოვაში დემოკრატიული პარტიიდან მეხუთე ადგილზე გავიდა. მან Hawkeye State-ში ხმების მხოლოდ 1% მიიღო.

  • ბაიდენი და ობამა

მიუხედავად დაპირისპირებისა საარჩევნო კამპანიის დროს, ობამამ ის 2008 წლის აგვისტოში თავის თანაგუნდელად აირჩია და ბაიდენი ობამას ორვადიანი პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში მისი ვიცე-პრეზიდენტი იყო.

ობამას თეთრმა სახლმა ბაიდენი აღწერა, როგორც პრეზიდენტის "მთავარი პირი დიპლომატიისთვის" და "აშშ-ს სტრატეგიული ხედვის წამყვანი არქიტექტორი მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპისთვის".

ბაიდენი ასევე იყო ობამას სანდო მომლაპარაკებელი კაპიტოლიუმში, ხშირად იგზავნებოდა თავისი ურთიერთობებისა და სენატის გამოცდილების გამოსაყენებლად რესპუბლიკელ კანონმდებლებთან გარიგებების დასადებად.

ობამამ მოულოდნელად დააჯილდოვა ბაიდენი თავისი პრეზიდენტობის ბოლო დღეებში პრეზიდენტის თავისუფლების მედლით - ქვეყნის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოთი.

"ეს პატივი არა მხოლოდ იმაზე მეტია, რასაც ვიმსახურებ, არამედ ეს არის თქვენი სულის სიდიადისა და გულუხვობის ასახვა", - უთხრა ბაიდენმა ობამას ჯილდოს მიღების შესახებ.

2015 წელს ჯო ბაიდენს კიდევ ერთი ტრაგედია დაატყდა თავს, მისი 46 წლის ვაჟი ბიუ, სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. ის აშშ-ის პოლიტიკის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა.

  • გზა პრეზიდენტობისკენ

ბაიდენი 2020 წელს დემოკრატიული საპრეზიდენტო პრაიმერის კანდიდატების მრავალრიცხოვანი ველიდან გამარჯვებული გამოვიდა.

მისი გარღვევის მომენტი იყო კონგრესმენ ჯეიმს კლიბერნის (დემოკრატი-სამხრეთ კაროლინა) მხარდაჭერა, რასაც მოჰყვა ტრიუმფალური გამარჯვება სამხრეთ კაროლინის პრაიმერში, სადაც მან შტატის ყველა - 46 ოლქში გაიმარჯვა და მეორე ადგილზე გასულ სენატორ ბერნი სანდერსს თითქმის 20%-ით აჯობა.

მისი ზოგადი საარჩევნო კამპანია დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ფოკუსირებული იყო გზავნილზე, რომ "ამერიკის სული" იყო სასწორზე და რომ ის იქნებოდა პრეზიდენტი, რომელიც ხიდს გადებდა ტრამპსა და ახალი თაობის ლიდერებს შორის.

მან დაამარცხა ტრამპი, რომელიც კვლავ ამტკიცებს, რომ არჩევნების დროს ფართომასშტაბიანი თაღლითობა მოხდა.

  • ამბიციური დღის წესრიგი

მიუხედავად იმისა, რომ დემოკრატებს წარმომადგენელთა პალატასა და სენატში მცირე უმრავლესობა ჰქონდათ, ბაიდენს გაუჭირდა თავისი ამბიციური დღის წესრიგის რამდენიმე ნაწილის კონგრესში გატარება, რის გამოც მისი ბევრი ინიციატივა განუხორციელებელი დარჩა.

როგორც პრეზიდენტმა, მან შეძლო კონგრესში გაეტარებინა 2 ტრილიონი დოლარის COVID-19-ის პაკეტი, ასევე 1.2 ტრილიონი დოლარის ინფრასტრუქტურული კანონპროექტი, ინფლაციის შემცირების აქტი და CHIPS და მეცნიერების აქტი.

მის პრეზიდენტობას არყევდა ბრალდებები, რომ ის ჩართული იყო თავისი ოჯახის ფართო საზღვარგარეთულ ბიზნეს საქმიანობაში ვიცე-პრეზიდენტობის დროს, რამაც გამოიწვია რესპუბლიკელების მიერ გასულ წელს იმპიჩმენტისთვის გამოძიების დაწყება.

სპეციალური მრჩეველი რობერტ ჰური დაინიშნა სკანდალის გამომძიებლად და საბოლოოდ გადაწყვიტა, არ წაეყენებინა ბაიდენისთვის სისხლის სამართლის ბრალდებები.

აშშ-ს ქაოტური გასვლა ავღანეთიდან 2021 წლის აგვისტოში, რამაც გამოიწვია 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიკვდილი და ათასობით ამერიკელისა და ამერიკის მოკავშირის თალიბანის კონტროლირებად ქვეყანაში დატოვება, მისი პრეზიდენტობის სუსტ წერტილად ფასდება...

ბაიდენმა 2023 წლის აპრილში დაიწყო ხელახალი საარჩევნო კამპანია, ამომრჩევლებს სთხოვა კიდევ ოთხი წელი მიეცათ მისთვის და "სამუშაოს დასრულებაში" დახმარებოდნენ.

მთავარსარდალმა, რომელიც იმ დროისთვის უკვე ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტი იყო, გადაწყვიტა მეორე ვადისთვის ებრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხარდაჭერა შემცირდა - იმდროინდელი გამოკითხვები აჩვენებდა, რომ ამერიკელთა უმრავლესობას, მათ შორის დემოკრატებს, არ სურდათ მისი კიდევ ოთხი წლით ოვალურ კაბინეტში დაბრუნება.

პრეზიდენტის 15-თვიანმა საარჩევნო კამპანიამ ვერ შეამსუბუქა ამომრჩეველთა შეშფოთება მისი ასაკისა და გონებრივი პრობლემების გამო. მეორე ვადის შემთხვევაში ბაიდენი მის დასრულებამდე 86 წლის შესრულდებოდა.

ივნისში, ტრამპთან პირველ დებატებში მისმა ცუდმა გამოსვლამ, რომლის დროსაც ის არათანმიმდევრული, ჩუმი და ზოგჯერ სრულიად დაბნეული ჩანდა, გამოიწვია მოწოდებები, რომ მას ხელახალი არჩევის მცდელობა შეეწყვიტა, რაც მან საბოლოოდ გაითვალისწინა... წყარო

იხილეთ ასევე: