ავტორი:

“არსებობენ სექტანტები, რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები... ძირითადად მათ ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა“ - რას წერს ანდრია გველესიანი გიორგი გველესიანზე?

“არსებობენ სექტანტები, რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები... ძირითადად მათ ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა“ - რას წერს ანდრია გველესიანი გიორგი გველესიანზე?

მომღერალი ანდრია გელესიანი, გიორგი გველესიანის განცხადებას ეხმაურება, სადაც ფეხბურთელი ერთ-ერთ გადაცემაში ამბობს, რომ ეს მისი ბოლო ინტერვიუ იქნება და ამიერიდან “გაუჩინარდება“:

“დაისვენებენ ზოგიერთები... წლებია გიორგის ნაკრებში გამოძახებას ვითხოვდით, როგორც იქნა გამოიძახეს და იბრწყინა კიდეც, ჯერ როგორც ფეხბურთელმა ევროპის ჩემპიონატზე და მერე როგორც ადამიანმა, როცა საზოგადოებამ ახლოს გაიცნო.

დამსახურებული სიყვარული და აღიარება მიიღო 33 წლის ასაკში, უბრალოდ არსებობენ ადამიანები (სექტანტები), რომლებსაც არ მოსწონთ პირდაპირი ადამიანები და მაინც და მაინც მათ გემოვნებაში უნდა ჯდებოდე, მათივე განსაზღვრულ ჩარჩოებში და შეხედულებებში (არადა დემოკრატიის შუქურები არიან რომ კითხო.) აი ძირითადად ეს ადამიანები გაღიზიანდნენ და ვერ აიტანეს ამ ბიჭის დამსახურებული პოპულარობა და მისი აღიარება...

არაუშავს, იმედი მაქვს ოდესმ ეგანვვითარდებით ერთმანეთის სიხარულის გულწრფელ გაზიარებაში“ - წერს აბდრია გველესიანი

ასევე იხილეთ: