საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპელობა ჩვენი კაპრიზი ხომ არ არის, ეს  ჩვენი ბუნებრივი ისტორიული მდგომარეობაა"
"ევროპელობა ჩვენი კაპრიზი ხომ არ არის, ეს  ჩვენი ბუნებრივი ისტორიული მდგომარეობაა"

დე­მოკ­რა­ტია, თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა - ეს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რომ­ლე­ბიც ევ­რო­კავ­ში­რის წევრ 27 ქვე­ყა­ნას აერ­თი­ა­ნებს. ეს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ღრმად არის ფეს­ვგად­გმუ­ლი ქარ­თულ ის­ტო­რი­ა­სა და კულ­ტუ­რა­შიც. სა­ქარ­თვე­ლო და ევ­რო­პა ერ­თსა და იმა­ვე სუ­ლის­კვე­თე­ბას, მიზ­ნებ­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს იზი­ა­რე­ბენ, ესე­ნია ერის მის­წრა­ფე­ბე­ბი, გა­მოც­დი­ლე­ბა და ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც, სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­კავ­შირ­თან აკავ­ში­რებს.

9 მა­ისს ევ­რო­პის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა და სწო­რედ ამ დღეს მი­ე­ძღვნა რე­ჟი­სორ გი­ორ­გი ქვე­ლა­ძის დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი „მე და ევ­რო­პა“, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ეგი­დით შე­იქ­მნა. ფილ­მი სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში გა­და­ღე­ბულ ოთხ ამ­ბავს აერ­თი­ა­ნებს და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმ მხრივ, რომ გვიჩ­ვე­ნებს ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს არა გან­ყე­ნე­ბუ­ლად, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­ქა­ლა­ქის პერ­სპექ­ტი­ვი­დან.

კა­ხე­თის სო­ფელ უდაბ­ნო­ში მზა­რე­უ­ლი ირაკ­ლი გვიყ­ვე­ბა, თუ რო­გორ შე­უძ­ლია მრა­ვალ­ფე­რო­ვან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გამ­დიდ­რე­ბა. რა­ჭა­ში რა­დი­ო­კო­ლექ­ცი­ო­ნე­რი თენ­გი­ზი სა­ზღვრებს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს. ეს პერ­სო­ნა­ჟი ის­წრა­ფო­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ საბ­ჭო­თა რე­ჟი­მის დრო­საც კი, როცა ინ­ფორ­მა­ცია შე­ზღუ­დუ­ლი იყო. გუ­რი­ა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ლან­ჩხუ­თის გო­გო­ნა­თა სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბი, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად შეძ­ლო ევ­რო­პის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის საგ­ზუ­რის მო­პო­ვე­ბა და რო­მე­ლიც სტე­რე­ო­ტი­პებს ამ­სხვრევს. იმე­რეთ­ში ვხვდე­ბით აქ­ტი­ურ მო­ქა­ლა­ქე­ებს, აკა­კის და ლე­ო­ნორს, რომ­ლე­ბიც ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბენ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხოვ­რე­ბის „მწვა­ნე წე­სის“ და­სამ­კვიდ­რებ­ლად და უკე­თე­სი მო­მავ­ლის შე­საქ­მნე­ლად. ყვე­ლა ეს ის­ტო­რია ასა­ხავს იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს, რომ­ლებ­საც იზი­ა­რებს და ამ­კვიდ­რებს ევ­რო­კავ­ში­რი და სა­ქარ­თვე­ლო.

ვიდ­რე ფილ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებ­დით, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რი ჩვე­ნი და ევ­რო­პუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის თან­ხვედ­რა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას: „ ევ­რო­პა არის სამი რამ: ბერ­ძნუ­ლი ფი­ლო­სო­ფია, რა­ო­მა­უ­ლი სა­მარ­თა­ლი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რა, რო­მე­ლიც ქარ­თველს ოდით­გან გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს. ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა არის დიდ ოჯახ­ში ყოფ­ნა, რო­მე­ლიც შენს იდენ­ტო­ბას პა­ტივს სცემს იმი­ტომ, რომ შენ იმ ერ­თო­ბის ერთ-ერთი ფერი ხარ“,- გვე­უბ­ნე­ბა ლე­ვან კი­ტია:

„ევ­რო­პე­ლო­ბა ჩვე­ნი კაპ­რი­ზი ხომ არ არის, ეს ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი ის­ტო­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. ჩვენ რომ ევ­რო­პა­სა და აზი­ას შო­რის გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე ვართ, ეს სა­ქარ­თვე­ლოს გე­ოგ­რა­ფი­უ­ლი მდე­ბა­რე­ო­ბის ამ­ბა­ვია. მახ­სოვს, იყო ერთ-ერთი ასე­თი ვერ­სია, რომ ევ­რო­პა-აზი­ის სა­ზღვა­რი ლი­ხის ქედ­ზე გა­დი­ო­და, ანუ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო არის ევ­რო­პა, აღ­მო­სავ­ლე­თი კი - აზია. გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად ამის გა­ყო­ფა-გა­მო­ყო­ფა არის უმა­დუ­რი საქ­მე, არას­წო­რია. ამ ლო­გი­კით პო­ლი­ნე­ზი­ის კუნ­ძუ­ლე­ბი დღემ­დე საფ­რან­გე­თია და მე-20-ს და­სა­წყის­ში ნა­ხე­ვა­რი აფ­რი­კა ევ­რო­პა იყო (რად­გან სხვა­დას­ხვა ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის კო­ლო­ნი­ე­ბი იყო). აქ გე­ოგ­რა­ფია დი­დად არა­ფერ შუ­ა­შია და მე თუ მკი­თხავთ, არც ევ­რო­პაა გე­ოგ­რა­ფია, ად­გი­ლი, ევ­რო­პა არის ცნო­ბი­ე­რე­ბა, გა­გე­ბა, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ევ­რო­პა არის სამი რამ: ბერ­ძნუ­ლი ფი­ლო­სო­ფია, რა­ო­მა­უ­ლი სა­მარ­თა­ლი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კულ­ტუ­რა, რაც ქარ­თველს ოდით­გან გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი აქვს. არ მიყ­ვარს ბა­ქი­ბუ­ქი, მაგ­რამ ვთვლი, რომ „ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი“ არის აღორ­ძი­ნე­ბის მა­ნი­ფეს­ტი... ევ­რო­პა ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი ჩვე­ნი იდენ­ტო­ბის ნა­წი­ლია, უბ­რა­ლოდ, გზაჯ­ვა­რე­დინ­ზე მდე­ბა­რე­ო­ბის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი რა­მაა შე­მოჭ­რი­ლი. კულ­ტუ­რა რომ ევ­რო­პუ­ლია, ამას თქმაც არ უნდა, უბ­რა­ლოდ, ყო­ფა­შია ძლი­ე­რად შე­მოჭ­რი­ლი აღ­მო­სავ­ლე­თი (შემ­დეგ - საბ­ჭო­ე­თი). მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვე­ნი სა­ფუძ­ვლე­ბი ყო­ფა­შიც ევ­რო­პუ­ლია. ზეზ­ვა და მზია ცალ­კე თე­მაა - მახ­სოვს, რო­დე­საც “National Geographic”-ში დათო ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ინ­ტერ­ვიუ და­ი­ბეჭ­და, მას წამ­ძღვა­რე­ბა ჰქონ­და, რომ თეთ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ზე­ი­მი იყო, რო­დე­საც დმა­ნის­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს მათი ნაშ­თე­ბი, რო­გორც უძ­ვე­ლე­სი ევ­რო­პე­ლე­ბის. იმა­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ, რომ თეთრკა­ნი­ან ადა­მი­ანს ამე­რი­კა­სა და ევ­რო­პა­შიც დღემ­დე კავ­კა­სი­ე­ლი ჰქვია (ფილ­მებ­შიც ხში­რად მო­ის­მენთ მათ­ზე - Caucasian). მე თუ მკი­თხავთ, არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლო, სა­ერ­თოდ კავ­კა­სი­აა ევ­რო­პა. ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა ალ­ბათ ისაა, რომ ჩვენ ვართ ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რი­ის ბოლო ნა­ტე­ხი და „მოს­კო­ვი რომ მე­სა­მე რო­მია“, ამის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას შენ ახ­დენ, ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნა ქმნის რუ­სე­ბის სლა­ვო­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას. რუ­სეთს სწო­რედ ამის­თვის ვჭირ­დე­ბით ყვე­ლა­ზე მე­ტად“.

ფილმზე - „მე და ევ­რო­პა“ სა­უბ­რი­სას, რეს­პო­დენ­ტი ყუ­რა­დღე­ბას ამახ­ვი­ლებს რაჭ­ვე­ლი რა­დი­ო­მოყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რი­ა­ზე, კაც­ზე, რო­მე­ლიც საბ­ჭო­ე­თი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ინ­ფორ­მა­ცი­ის აკ­რძალ­ვი­სა და შე­ზღუდ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ ის­წრაფ­ვის. ლე­ვან კი­ტია გან­მარ­ტავს, თუ რამ­ხე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ადა­მი­ა­ნის­თვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და ობი­ექ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ზი­ა­რე­ბას:

„დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი „მე და ევ­რო­პა“ სა­ინ­ტე­რე­სოა იმ მხრივ, რომ ის გვაც­ნობს ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის წე­სით და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით არი­ან ევ­რო­პე­ლე­ბი. იქ ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნაკ­ვე­თია რაჭ­ვე­ლი კა­ცის ის­ტო­რია, რო­მელ­მაც რა­დი­ო­მოყ­ვა­რუ­ლო­ბა და­ი­წყო მა­შინ, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტი არ იყო. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბე­ლია ჩემ­თვის იმი­ტომ, რომ ეს წყურ­ვი­ლია იმი­სა, რომ ადა­მი­ანს პირ­და­პი­რი კავ­ში­რი ჰქონ­დეს, ილა­პა­რა­კოს ვი­ღა­ცას­თან ცხრა მთას იქით, თუ ცხრა ოკე­ა­ნის მიღ­მა. თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვებ­მა იმ­დე­ნად გა­ა­ერ­თი­ა­ნა კა­ცობ­რი­ო­ბა, დღეს ეს სა­ერ­თოდ არაა პრობ­ლე­მა. ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე სულ მახ­სენ­დე­ბა „Queen”-ის სიმ­ღე­რა რა­დი­ო­ზე - „Radio ga ga”... იმ­ხა­ნად რა­დიო ერ­თა­დერ­თი გა­უ­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი ფან­ჯა­რა იყო, საბ­ჭო­თა სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ყვე­ლა­ფერს აკონ­ტრო­ლებ­დნენ, მაგ­რამ იყ­ვნენ ისე­თე­ბი, ვინც კო­მუ­ნი­კა­ცი­ას ახერ­ხებ­დნენ. ჩვენ­თან ხომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­ფორ­მა­ცია სხვა გზით არ მო­დი­ო­და, „ამე­რი­კის ხმა“ იყო, თუ „თა­ვი­სუფ­ლე­ბა“, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­ტა­რა სარ­კმე­ლე­ბი იყო, რი­თაც შე­მო­დი­ო­და ისე­თი ინ­ფორ­მა­ცია, რის შე­სა­ხე­ბაც აქ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ. ვერ გე­ტყვით მა­სობ­რი­ვად, მაგ­რამ ამ სა­შუ­ა­ლე­ბას, სხვა­თა შო­რის, საკ­მა­ოდ ბევ­რი ხალ­ხი უს­მენ­და, მაგ. მახ­სოვს, რომ მა­მა­ჩე­მი უს­მენ­და. უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს გე­ტყვით: 70-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სია, პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი და და­მა­მახ­სოვ­რდა ჩემი 80 წლის დიდი ბე­ბია, გუ­რუ­ლი ქალი, გე­ნერ­ლის შვი­ლი, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კა ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და. ბებო 10 სა­ათ­ზე რომ „ვრე­მი­ას“ (რუ­სუ­ლი სა­კავ­ში­რო სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა) უყუ­რებ­და, მერე თა­ვის ოთახ­ში გა­დი­ო­და, „სპი­დო­ლას“ (რა­დი­ო­მიმ­ღებს) ჩარ­თავ­და, „ამე­რი­კის ხმას“ და რა­დიო „თა­ვი­სუფ­ლე­ბას“უს­მენ­და და მოს­მე­ნილ ამ­ბებს ერ­თმა­ნეთს ადა­რებ­და. დღეს ჩვენც ასე ვიქ­ცე­ვით - ყვე­ლა არ­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ას ვნა­ხავთ და შემ­დეგ ვა­ჯე­რებთ. ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ვი­ღა­ცის შეკ­ვე­თით ვრცელ­დე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რამ­დე­ნი­მე წყა­როს მო­ძი­ე­ბა და მერე შე­ჯე­რე­ბა, რათა მიხ­ვდე, სი­ნამ­დვი­ლე­ში რაც ხდე­ბა და გა­ი­გო ჭეშ­მა­რი­ტე­ბა“.

„სად მივ­დი­ვართ და... ევ­რო­პა­ში, ანუ იქ, სა­ი­და­ნაც მოვ­დი­ვართ. ლი­სა­ბო­ნი­დან - თბი­ლი­სამ­დე, იბე­რი­ი­დან-იბე­რი­ამ­დე - ეგ არის ევ­რო­პა!“ - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პო­დენ­ტი და ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე „გაჭ­რა­საც“ არ ტო­ვებს ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა:

„ჩვენ ევ­რო­პა­ში ვართ, ჩვე­ნი ად­გი­ლი ევ­რო­პა­შია... სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნი ყო­ველ­თვის იყო და­სავ­ლუ­რი, თუმ­ცა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ბედ-უკუღ­მარ­თო­ბი­სა და გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ომი­ა­ნო­ბის გამო, ხში­რად არ­ჩე­ვანს მოკ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვით. მეფე ვახ­ტანგ გორ­გა­სალ­მა ან­დერ­ძად და­ტო­ვა - „ნუ და­უ­ტე­ვებთ გზა­სა ბერ­ძენ­თა­სა“, იქ არის ჩვე­ნი ად­გი­ლიო.. სა­ქარ­თვე­ლო სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იდგა და­სავ­ლურ გზა­ზე, რისი დას­ტუ­რიც მრავ­ლად მო­ი­პო­ვე­ბა ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა­ში. თუნ­დაც გა­ვიხ­სე­ნოთ სულ­ხან-სა­ბას ევ­რო­პა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა და მისი მცდე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი ვექ­ტო­რი მკვეთ­რად ევ­რო­პის­კენ გა­დახ­რი­ლი­ყო...

ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა არის დიდ ოჯახ­ში ყოფ­ნა, რო­მე­ლიც შენს იდენ­ტო­ბას პა­ტივს სცემს იმი­ტომ, რომ შენ იმ ერ­თო­ბის ერთ-ერთი ფერი ხარ. დღის შუქი, ნა­თე­ლი 7 ფე­რის­გან შედ­გე­ბა (იმ 7-ს ჩვენ ვარ­ჩევთ, თო­რემ შუ­ა­ლე­დებ­შიც არის რა­ღაც ფე­რე­ბი) და იმი­სათ­ვის, რომ სი­ნათ­ლე­ში იყო, უნდა იყო ერთ-ერთი ფერი.

ჩვე­ნი ქარ­თვე­ლი მე­ფე­ე­ბის სა­სახ­ლე­ებს რომ გა­და­ხე­დოთ, სა­სახ­ლე ჰქვია, თო­რემ, ოთახ­ნა­ხევ­რი­ა­ნი სახ­ლე­ბია, ეს არ გე­უბ­ნე­ბათ იმას, რომ ამ ერს არ აქვს ფუ­ფუ­ნე­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა? ფუ­ფუ­ნე­ბის წყურ­ვი­ლი, თუ მის­კენ სწრაფ­ვა ჩვენ­თან იმ­პე­რი­ე­ბის შე­მო­ტა­ნი­ლია - სპარ­სე­თი­დან, ოს­მა­ლე­თი­დან, რუ­სე­თი­დან და ა.შ. თო­რემ ში­ნა­გა­ნად ჩვენ ეს არ უნდა გვქო­ნო­და. ამა­შიც ძევს ევ­რო­პე­ლო­ბა... ქვე­ყა­ნა რო­გორც კი იმ­პე­რი­ად იქ­ცე­ო­და ხოლ­მე, ყო­ველ­თვის უჩ­ნდე­ბო­და ფუ­ფუ­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა.

არ შე­იძ­ლე­ბა არ აღ­ვნიშ­ნოთ, 20 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ჩვე­ნი ბი­ჭე­ბის - ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის, ასე­ვე, იმა­ვე თა­ო­ბის (ქუ­ჩა­ში რომ დგა­ნან) ახალ­გაზ­რდე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა, მათი სწრაფ­ვა და მცდე­ლო­ბა ევ­რო­პულ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბი­სა. ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მოხ­ვდა და მათ გა­მარ­ჯვე­ბის გემო იგე­მეს, ეს რამ­ხე­ლა ამ­ბა­ვია? ეს არის რა­ცაა! ჩვენს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მარ­ჯვე­ბას პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან ეზო­თე­რუ­ლად რომ შევ­ხე­დოთ, პორ­ტუ­გა­ლია არის ევ­რო­პის უკი­დუ­რე­სი და­სავ­ლე­თი, ჩვენ - უკი­დუ­რე­სი აღ­მო­სავ­ლე­თი. ლი­სა­ბო­ნი­დან - თბი­ლი­სამ­დე, იბე­რი­ი­დან-იბე­რი­ამ­დე - ეგ არის ევ­რო­პა (შავი ზღვაც ევ­რო­პუ­ლია, არ უნდა ამას ლა­პა­რა­კი, ის ხმელ­თა­შუა ზღვის აუ­ზია). გარ­და იმი­სა, რომ ამ ბი­ჭებ­მა გა­მარ­ჯვე­ბის გემო გა­გახ­სე­ნეს, და­ამ­ტკი­ცეს, რომ ევ­რო­პა შე­ნია, სახ­ლში ხარ, მისი ნა­წი­ლი ხარ, იქ შემ­თხვე­ვით ხომ არ ხვდე­ბი? და თუ ნა­წი­ლი ხარ, შე­ირ­გე და შე­ი­ფე­რე. მო­გე­ბის მთე­ლი ხიბ­ლი და შე­დე­გი არის ის, რომ წა­გე­ბის აღარ გე­ში­ნია და იცი, სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­მარ­ჯვებ. ეჭვგა­რე­შეა, გა­ვი­მარ­ჯვებთ“.

R

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტატა
7

როგორ ასულელებთ ხალხს..!

giorgi
5

იაპონია კორეა სინგაპური ევროპაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ევროპელობა ჩვენი კაპრიზი ხომ არ არის, ეს  ჩვენი ბუნებრივი ისტორიული მდგომარეობაა"

"ევროპელობა ჩვენი კაპრიზი ხომ არ არის, ეს  ჩვენი ბუნებრივი ისტორიული მდგომარეობაა"

დემოკრატია, თავისუფლება, თანასწორობა, მრავალფეროვნება - ეს იმ ღირებულებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ევროკავშირის წევრ 27 ქვეყანას აერთიანებს. ეს ღირებულებები ღრმად არის ფესვგადგმული ქართულ ისტორიასა და კულტურაშიც. საქართველო და ევროპა ერთსა და იმავე სულისკვეთებას, მიზნებსა და ღირებულებებს იზიარებენ, ესენია ერის მისწრაფებები, გამოცდილება და ტრადიციები, რომლებიც, საბოლოოდ, საქართველოს ევროკავშირთან აკავშირებს.

9 მაისს ევროპის დღე აღინიშნება და სწორედ ამ დღეს მიეძღვნა რეჟისორ გიორგი ქველაძის დოკუმენტური ფილმი „მე და ევროპა“, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ეგიდით შეიქმნა. ფილმი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში გადაღებულ ოთხ ამბავს აერთიანებს და მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ გვიჩვენებს ევროპულ ღირებულებებს არა განყენებულად, არამედ საქართველოს ერთი მოქალაქის პერსპექტივიდან.

კახეთის სოფელ უდაბნოში მზარეული ირაკლი გვიყვება, თუ როგორ შეუძლია მრავალფეროვან საზოგადოებას ჩვენი ცხოვრების გამდიდრება. რაჭაში რადიოკოლექციონერი თენგიზი საზღვრებს შორის კომუნიკაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. ეს პერსონაჟი ისწრაფოდა თავისუფლებისკენ საბჭოთა რეჟიმის დროსაც კი, როცა ინფორმაცია შეზღუდული იყო. გურიაში წარმოდგენილია ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო კლუბი, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველად შეძლო ევროპის ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება და რომელიც სტერეოტიპებს ამსხვრევს. იმერეთში ვხვდებით აქტიურ მოქალაქეებს, აკაკის და ლეონორს, რომლებიც ახალგაზრდებთან ერთად მუშაობენ ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრების „მწვანე წესის“ დასამკვიდრებლად და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ყველა ეს ისტორია ასახავს იმ ღირებულებებს, რომლებსაც იზიარებს და ამკვიდრებს ევროკავშირი და საქართველო.

ვიდრე ფილმის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდით, კინორეჟისორი და პროდიუსერი ჩვენი და ევროპული ღირებულებების თანხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას: „ ევროპა არის სამი რამ: ბერძნული ფილოსოფია, რაომაული სამართალი და ქრისტიანული კულტურა, რომელიც ქართველს ოდითგან გათავისებული აქვს. ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის დიდ ოჯახში ყოფნა, რომელიც შენს იდენტობას პატივს სცემს იმიტომ, რომ შენ იმ ერთობის ერთ-ერთი ფერი ხარ“,- გვეუბნება ლევან კიტია:

„ევროპელობა ჩვენი კაპრიზი ხომ არ არის, ეს ჩვენი ბუნებრივი ისტორიული მდგომარეობაა. ჩვენ რომ ევროპასა და აზიას შორის გზაჯვარედინზე ვართ, ეს საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის ამბავია. მახსოვს, იყო ერთ-ერთი ასეთი ვერსია, რომ ევროპა-აზიის საზღვარი ლიხის ქედზე გადიოდა, ანუ დასავლეთ საქართველო არის ევროპა, აღმოსავლეთი კი - აზია. გეოგრაფიულად ამის გაყოფა-გამოყოფა არის უმადური საქმე, არასწორია. ამ ლოგიკით პოლინეზიის კუნძულები დღემდე საფრანგეთია და მე-20-ს დასაწყისში ნახევარი აფრიკა ევროპა იყო (რადგან სხვადასხვა ევროპული ქვეყნების კოლონიები იყო). აქ გეოგრაფია დიდად არაფერ შუაშია და მე თუ მკითხავთ, არც ევროპაა გეოგრაფია, ადგილი, ევროპა არის ცნობიერება, გაგება, დამოკიდებულება. ევროპა არის სამი რამ: ბერძნული ფილოსოფია, რაომაული სამართალი და ქრისტიანული კულტურა, რაც ქართველს ოდითგან გათავისებული აქვს. არ მიყვარს ბაქიბუქი, მაგრამ ვთვლი, რომ „ვეფხისტყაოსანი“ არის აღორძინების მანიფესტი... ევროპა ასპროცენტიანი ჩვენი იდენტობის ნაწილია, უბრალოდ, გზაჯვარედინზე მდებარეობის გამო, საქართველოში ძალიან ბევრი რამაა შემოჭრილი. კულტურა რომ ევროპულია, ამას თქმაც არ უნდა, უბრალოდ, ყოფაშია ძლიერად შემოჭრილი აღმოსავლეთი (შემდეგ - საბჭოეთი). მიუხედავად ამისა, ჩვენი საფუძვლები ყოფაშიც ევროპულია. ზეზვა და მზია ცალკე თემაა - მახსოვს, როდესაც “National Geographic”-ში დათო ლორთქიფანიძის ინტერვიუ დაიბეჭდა, მას წამძღვარება ჰქონდა, რომ თეთრი ცივილიზაციის ზეიმი იყო, როდესაც დმანისში აღმოაჩინეს მათი ნაშთები, როგორც უძველესი ევროპელების. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ თეთრკანიან ადამიანს ამერიკასა და ევროპაშიც დღემდე კავკასიელი ჰქვია (ფილმებშიც ხშირად მოისმენთ მათზე - Caucasian). მე თუ მკითხავთ, არა მარტო საქართველო, საერთოდ კავკასიაა ევროპა. ჩვენი უბედურება ალბათ ისაა, რომ ჩვენ ვართ ბიზანტიის იმპერიის ბოლო ნატეხი და „მოსკოვი რომ მესამე რომია“, ამის ლეგიტიმაციას შენ ახდენ, ისევე, როგორც უკრაინა ქმნის რუსების სლავობის ლეგიტიმაციას. რუსეთს სწორედ ამისთვის ვჭირდებით ყველაზე მეტად“.

ფილმზე - „მე და ევროპა“ საუბრისას, რესპოდენტი ყურადღებას ამახვილებს რაჭველი რადიომოყვარულის ისტორიაზე, კაცზე, რომელიც საბჭოეთიდან მოყოლებული, ინფორმაციის აკრძალვისა და შეზღუდვის მიუხედავად, თავისუფლებისკენ ისწრაფვის. ლევან კიტია განმარტავს, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის კომუნიკაციას და ობიექტურ ინფორმაციასთან ზიარებას:

„დოკუმენტური ფილმი „მე და ევროპა“ საინტერესოა იმ მხრივ, რომ ის გვაცნობს ადამიანებს, რომლებიც თავისი ცხოვრების წესით და დამოკიდებულებით არიან ევროპელები. იქ ძალზე საინტერესო მონაკვეთია რაჭველი კაცის ისტორია, რომელმაც რადიომოყვარულობა დაიწყო მაშინ, როდესაც ინტერნეტი არ იყო. დღეს ეს ყველაფერი ძალიან გულისამაჩუყებელია ჩემთვის იმიტომ, რომ ეს წყურვილია იმისა, რომ ადამიანს პირდაპირი კავშირი ჰქონდეს, ილაპარაკოს ვიღაცასთან ცხრა მთას იქით, თუ ცხრა ოკეანის მიღმა. თანამედროვე მიღწევებმა იმდენად გააერთიანა კაცობრიობა, დღეს ეს საერთოდ არაა პრობლემა. ამ მონაკვეთზე სულ მახსენდება „Queen”-ის სიმღერა რადიოზე - „Radio ga ga”... იმხანად რადიო ერთადერთი გაუკონტროლებელი ფანჯარა იყო, საბჭოთა სპეცსამსახურები ყველაფერს აკონტროლებდნენ, მაგრამ იყვნენ ისეთები, ვინც კომუნიკაციას ახერხებდნენ. ჩვენთან ხომ თავისუფალი ინფორმაცია სხვა გზით არ მოდიოდა, „ამერიკის ხმა“ იყო, თუ „თავისუფლება“, ძალიან მნიშვნელოვანი პატარა სარკმელები იყო, რითაც შემოდიოდა ისეთი ინფორმაცია, რის შესახებაც აქ წარმოდგენა არ ჰქონდათ. ვერ გეტყვით მასობრივად, მაგრამ ამ საშუალებას, სხვათა შორის, საკმაოდ ბევრი ხალხი უსმენდა, მაგ. მახსოვს, რომ მამაჩემი უსმენდა. უფრო საინტერესოს გეტყვით: 70-იანი წლების დასაწყისია, პატარა ბიჭი ვიყავი და დამამახსოვრდა ჩემი 80 წლის დიდი ბებია, გურული ქალი, გენერლის შვილი, რომელსაც პოლიტიკა ძალიან აინტერესებდა. ბებო 10 საათზე რომ „ვრემიას“ (რუსული საკავშირო საინფორმაციო გამოშვება) უყურებდა, მერე თავის ოთახში გადიოდა, „სპიდოლას“ (რადიომიმღებს) ჩართავდა, „ამერიკის ხმას“ და რადიო „თავისუფლებას“უსმენდა და მოსმენილ ამბებს ერთმანეთს ადარებდა. დღეს ჩვენც ასე ვიქცევით - ყველა არხის ინფორმაციას ვნახავთ და შემდეგ ვაჯერებთ. ყველა ინფორმაცია ვიღაცის შეკვეთით ვრცელდება, მნიშვნელოვანია რამდენიმე წყაროს მოძიება და მერე შეჯერება, რათა მიხვდე, სინამდვილეში რაც ხდება და გაიგო ჭეშმარიტება“.

„სად მივდივართ და... ევროპაში, ანუ იქ, საიდანაც მოვდივართ. ლისაბონიდან - თბილისამდე, იბერიიდან-იბერიამდე - ეგ არის ევროპა!“ - გვეუბნება რესპოდენტი და ჩვენი ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე „გაჭრასაც“ არ ტოვებს ყურადღების მიღმა:

„ჩვენ ევროპაში ვართ, ჩვენი ადგილი ევროპაშია... საქართველოს და ქართული საზოგადოების არჩევანი ყოველთვის იყო დასავლური, თუმცა ჩვენი ქვეყნის ბედ-უკუღმართობისა და გაუთავებელი ომიანობის გამო, ხშირად არჩევანს მოკლებული ვიყავით. მეფე ვახტანგ გორგასალმა ანდერძად დატოვა - „ნუ დაუტევებთ გზასა ბერძენთასა“, იქ არის ჩვენი ადგილიო.. საქართველო საუკუნეების განმავლობაში შეძლებისდაგვარად იდგა დასავლურ გზაზე, რისი დასტურიც მრავლად მოიპოვება ქართლის ცხოვრებაში. თუნდაც გავიხსენოთ სულხან-საბას ევროპაში მოგზაურობა და მისი მცდელობა საქართველოს პოლიტიკური ვექტორი მკვეთრად ევროპისკენ გადახრილიყო...

ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის დიდ ოჯახში ყოფნა, რომელიც შენს იდენტობას პატივს სცემს იმიტომ, რომ შენ იმ ერთობის ერთ-ერთი ფერი ხარ. დღის შუქი, ნათელი 7 ფერისგან შედგება (იმ 7-ს ჩვენ ვარჩევთ, თორემ შუალედებშიც არის რაღაც ფერები) და იმისათვის, რომ სინათლეში იყო, უნდა იყო ერთ-ერთი ფერი.

ჩვენი ქართველი მეფეების სასახლეებს რომ გადახედოთ, სასახლე ჰქვია, თორემ, ოთახნახევრიანი სახლებია, ეს არ გეუბნებათ იმას, რომ ამ ერს არ აქვს ფუფუნებისკენ მიდრეკილება? ფუფუნების წყურვილი, თუ მისკენ სწრაფვა ჩვენთან იმპერიების შემოტანილია - სპარსეთიდან, ოსმალეთიდან, რუსეთიდან და ა.შ. თორემ შინაგანად ჩვენ ეს არ უნდა გვქონოდა. ამაშიც ძევს ევროპელობა... ქვეყანა როგორც კი იმპერიად იქცეოდა ხოლმე, ყოველთვის უჩნდებოდა ფუფუნებისკენ სწრაფვა.

არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, 20 წელს გადაცილებული ჩვენი ბიჭების - ფეხბურთელების, ასევე, იმავე თაობის (ქუჩაში რომ დგანან) ახალგაზრდების დამსახურება, მათი სწრაფვა და მცდელობა ევროპულ ოჯახში დაბრუნებისა. ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოხვდა და მათ გამარჯვების გემო იგემეს, ეს რამხელა ამბავია? ეს არის რაცაა! ჩვენს ყველაზე მნიშვნელოვან გამარჯვებას პორტუგალიასთან ეზოთერულად რომ შევხედოთ, პორტუგალია არის ევროპის უკიდურესი დასავლეთი, ჩვენ - უკიდურესი აღმოსავლეთი. ლისაბონიდან - თბილისამდე, იბერიიდან-იბერიამდე - ეგ არის ევროპა (შავი ზღვაც ევროპულია, არ უნდა ამას ლაპარაკი, ის ხმელთაშუა ზღვის აუზია). გარდა იმისა, რომ ამ ბიჭებმა გამარჯვების გემო გაგახსენეს, დაამტკიცეს, რომ ევროპა შენია, სახლში ხარ, მისი ნაწილი ხარ, იქ შემთხვევით ხომ არ ხვდები? და თუ ნაწილი ხარ, შეირგე და შეიფერე. მოგების მთელი ხიბლი და შედეგი არის ის, რომ წაგების აღარ გეშინია და იცი, საბოლოოდ გაიმარჯვებ. ეჭვგარეშეა, გავიმარჯვებთ“.

R