საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არცერთ გამომსვლელს არ უხსენებია სამედიცინო პერსონალი, არ უხსენებია ის ადამიანები, ვინც ოლიმპიურ გუნდს უნდა მოემსახუროს" - რას წერს გიორგი ჭინჭარაული ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიაზე?
"არცერთ გამომსვლელს არ უხსენებია სამედიცინო პერსონალი, არ უხსენებია ის ადამიანები, ვინც ოლიმპიურ გუნდს უნდა მოემსახუროს" - რას წერს გიორგი ჭინჭარაული ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის წევ­რი, ძა­ლოს­ნო­ბის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ექი­მი რე­ა­ბი­ლი­ტო­ლო­გი - გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი ქარ­თვე­ლი ოლიმ­პი­ე­ლე­ბის ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის შე­სა­ხებ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნავს, რომ “სამ­წუ­ხა­როდ, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არა­ვის გახ­სე­ნე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც ოლიმ­პი­ურ გუნდს, 24 სა­ა­თის მან­ძილ­ზე უნდა მო­ემ­სა­ხუ­როს“.

  • გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­ულ­მა პოს­ტი ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მა­ლე­ვე გა­მო­აქ­ვეყ­ნა

“მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დღეს გა­ი­მარ­თა ოლიმ­პი­უ­რი ფი­ცის და­დე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო ყვე­ლა სპორ­ტსმენს. იმე­დი მაქვს, მათი შრო­მა უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივ­ლის და ჩვენ პა­რი­ზი­დან გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი დავ­ბრუნ­დე­ბით.

  • ახლა კი, თავს უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ, ვი­ღა­ცის­თვის მცი­რე, თუმ­ცა ჩემ­თვის და ჩემი კო­ლე­გე­ბის­თვის, დიდ დე­ტალს გა­ვუს­ვა ხაზი - ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე არ­ცერთ გა­მომ­სვლელს, არ უხ­სე­ნე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი, არ უხ­სე­ნე­ბია ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ოლიმ­პი­ურ გუნდს, 24 სა­ა­თის მან­ძილ­ზე უნდა მო­ემ­სა­ხუ­როს. (თუ ვინ­მე ვერ ხვდე­ბა ექი­მის როლს სპორ­ტის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში, თა­ვად სპორ­ტსმე­ნებს გა­ე­სა­უბ­რონ).

შე­საძ­ლოა ეს პოს­ტი ეგო­ის­ტუ­რად ჩა­მით­ვა­ლოს ვინ­მემ, ვინც არ მიც­ნობს, მაგ­რამ ვინც მიც­ნობს, ყვე­ლამ იცის, რომ რო­დე­საც საქ­მეა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, როცა სპორ­ტსმენს რამე სჭირ­დე­ბა, ყვე­ლა­ფერ­ზე ვარ წამ­სვლე­ლი და არ მჭირ­დე­ბა არა­ვის "ჯი­კე­ბა", შე­ქე­ბა, წარ­მა­ტე­ბე­ბის სურ­ვე­ბა, ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რი მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია. მი­ზა­ნი არის სპორ­ტსმე­ნის გა­მარ­ჯვე­ბა, თუმ­ცა აქ მხო­ლოდ ჩემ­ზე არაა სა­უ­ბა­რი...

მოკ­ლედ და არც ისე მოკ­ლედ, როცა ოლიმ­პი­ე­ლებს უსურ­ვებ წარ­მა­ტე­ბას და მად­ლო­ბას უხდი მათ მწვრთნე­ლებს, ოჯა­ხებს და გულ­შე­მატ­კივ­რებს, გვერ­დში დგო­მის­თვის, იქვე არ უნდა და­გა­ვი­წყდეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ის გუნ­დი, ვინც ზრუ­ნავს მათ ყო­ველ­დღი­ურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, იმა­ზე რომ სპორ­ტსმენ­მა ივარ­ჯი­შოს და­უბ­რკო­ლებ­ლად (ტრავ­მის მი­უ­ხე­და­ვად). იმა­ზე, რომ სპორ­ტსმენ­მა ტრავ­მე­ბის გა­რე­შე მი­აღ­წი­ოს შე­ჯიბ­რე­ბამ­დე და ა.შ.

მა­შინ, როცა ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებთ, მა­შინ რო­დე­საც წინა ოლიმ­პი­ა­და­ზე, ლაშა ბე­ქა­უ­რი, უშუ­ა­ლოდ მწვრთნელ­თა და სა­მე­დი­ცი­ნო შტა­ბის, სა­ერ­თო ძა­ლის­ხმე­ვის ხარ­ჯზე გახ­და, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი.. და ბევ­რი ასე­თი... აქვე გე­ტყვით, რომ გეგ­მა­ში იყო რამ­დე­ნი­მე ექი­მის ღირ­სე­ბის ორ­დენ­ზე წარ­დგე­ნა და მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, მი­უ­ხე­და­ვად იმ დროს გა­წე­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შრო­მი­სა, ჩვე­ნი "კე­თილ­მო­სურ­ნე­ე­ბის" გამო, ამ ამ­ბავ­მაც ისე ჩა­ი­ა­რა.

გე­ტყვით, რომ ცვლი­ლე­ბე­ბე­ბია სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუფ­ში, ახალ­გაზ­რდა და ძლი­ე­რი გუნ­დი დგას დღეს ოლიმ­პი­ელ­თა გვერ­დით. რო­გორც კლი­ნი­კუ­რი ასე­ვე "სა­ვე­ლე" პი­რო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვი­სა, ბევ­რი ტრავ­მი­სა და პრობ­ლე­მი­სა, პი­რო­ბას ვდებთ, რომ ყვე­ლა­ფერს გავ­წვდე­ბით უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. გვაქვს საკ­მა­რი­სი გა­მოც­დი­ლე­ბაც და საბ­რძო­ლო ხა­სი­ა­თიც!

წარ­მა­ტე­ბეს ვუ­სურ­ვებ ჩემს კო­ლე­გებს და მივ­მარ­თავ მათ :- იმ­დე­ნი უნდა გა­ვა­კე­თოთ ბი­ჭე­ბო, რომ შემ­დეგ­ში, თუნ­დაც უნ­დო­დეთ, თვა­ლი ვერ და­ხუ­ჭონ ჩვენს ნაშ­რომ­ზე და ვინ­მემ მა­ინც თქვას: - "წარ­მა­ტე­ბე­ბი ჩვენს სა­მე­დი­ცი­ნო გუნდს" და "მად­ლო­ბა ექი­მებ­სო!“ - წერს გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის ასო­ცი­ა­ცი­ის სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დი, ეროვ­ნულ ოლიმ­პი­ურ ნაკ­რებ­თან ერ­თად პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე იმუ­შა­ვებს. პირ­ვე­ლად, უკა­ნას­კნე­ლი 24 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ოლიმ­პი­უ­რი ნაკ­რე­ბის სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხურს ზა­ფხუ­ლის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე, ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ეყო­ლე­ბა.

პრო­ფე­სორ ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მე ფი­რუზ ტუ­ნა­ძემ ჩა­ი­ბა­რა. თა­ვად ზუ­რაბ კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი, ძა­ლოს­ნო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ამ, პა­რი­ზის თა­მა­შებ­ზე ტექ­ნი­კურ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რად (მთა­ვა­რი ექი­მი) და­ნიშ­ნა.

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე კი ჩვე­ნი სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა ასე­თია:

ფი­რუზ ტუ­ნა­ძე (სა­მე­დი­ცი­ნო გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი); ლაშა ღონ­ღა­ძე, ვაჟა ომა­რაშ­ვი­ლი, გი­ორ­გი მგე­ლა­ძე, თე­მურ მგე­ლა­ძე, ავ­თან­დილ თე­ლია, გი­ორ­გი ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, რუს­ლან ღიბ­რა­ძე.

პა­რი­ზის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი სტარტს 26 ივ­ლისს აი­ღებს.

ასე­ვე იხი­ლეთ:

ავტორი:

"არცერთ გამომსვლელს არ უხსენებია სამედიცინო პერსონალი, არ უხსენებია ის ადამიანები, ვინც ოლიმპიურ გუნდს უნდა მოემსახუროს" - რას წერს გიორგი ჭინჭარაული ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიაზე?

"არცერთ გამომსვლელს არ უხსენებია სამედიცინო პერსონალი, არ უხსენებია ის ადამიანები, ვინც ოლიმპიურ გუნდს უნდა მოემსახუროს" - რას წერს გიორგი ჭინჭარაული ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიაზე?

საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდის წევრი, ძალოსნობის ეროვნული ნაკრების ექიმი რეაბილიტოლოგი - გიორგი ჭინჭარაული ქართველი ოლიმპიელების ფიცის დადების ცერემონიის შესახებ სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ “სამწუხაროდ, ღონისძიებაზე არავის გახსენებია სამედიცინო პერსონალი, რომელიც ოლიმპიურ გუნდს, 24 საათის მანძილზე უნდა მოემსახუროს“.

  • გიორგი ჭინჭარაულმა პოსტი ფიცის დადების ცერემონიის დასრულების შემდეგ მალევე გამოაქვეყნა

“მოგეხსენებათ, დღეს გაიმართა ოლიმპიური ფიცის დადების ცერემონიალი. პირველ რიგში, მინდა წარმატება ვუსურვო ყველა სპორტსმენს. იმედი მაქვს, მათი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩვენ პარიზიდან გამარჯვებულები დავბრუნდებით.

  • ახლა კი, თავს უფლებას ვაძლევ, ვიღაცისთვის მცირე, თუმცა ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის, დიდ დეტალს გავუსვა ხაზი - ღონისძიებაზე არცერთ გამომსვლელს, არ უხსენებია სამედიცინო პერსონალი, არ უხსენებია ის ადამიანები, ვინც ოლიმპიურ გუნდს, 24 საათის მანძილზე უნდა მოემსახუროს. (თუ ვინმე ვერ ხვდება ექიმის როლს სპორტის ყოველდღიურობაში, თავად სპორტსმენებს გაესაუბრონ).

შესაძლოა ეს პოსტი ეგოისტურად ჩამითვალოს ვინმემ, ვინც არ მიცნობს, მაგრამ ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ როდესაც საქმეა გასაკეთებელი, როცა სპორტსმენს რამე სჭირდება, ყველაფერზე ვარ წამსვლელი და არ მჭირდება არავის "ჯიკება", შექება, წარმატებების სურვება, ჩემთვის ყველაფერი მეასეხარისხოვანია. მიზანი არის სპორტსმენის გამარჯვება, თუმცა აქ მხოლოდ ჩემზე არაა საუბარი...

მოკლედ და არც ისე მოკლედ, როცა ოლიმპიელებს უსურვებ წარმატებას და მადლობას უხდი მათ მწვრთნელებს, ოჯახებს და გულშემატკივრებს, გვერდში დგომისთვის, იქვე არ უნდა დაგავიწყდეს ის ადამიანები, ის გუნდი, ვინც ზრუნავს მათ ყოველდღიურ ჯანმრთელობაზე, იმაზე რომ სპორტსმენმა ივარჯიშოს დაუბრკოლებლად (ტრავმის მიუხედავად). იმაზე, რომ სპორტსმენმა ტრავმების გარეშე მიაღწიოს შეჯიბრებამდე და ა.შ.

მაშინ, როცა ამხელა პასუხისმგებლობას ვიღებთ, მაშინ როდესაც წინა ოლიმპიადაზე, ლაშა ბექაური, უშუალოდ მწვრთნელთა და სამედიცინო შტაბის, საერთო ძალისხმევის ხარჯზე გახდა, ოლიმპიური ჩემპიონი.. და ბევრი ასეთი... აქვე გეტყვით, რომ გეგმაში იყო რამდენიმე ექიმის ღირსების ორდენზე წარდგენა და მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ დროს გაწეული მნიშვნელოვანი შრომისა, ჩვენი "კეთილმოსურნეების" გამო, ამ ამბავმაც ისე ჩაიარა.

გეტყვით, რომ ცვლილებებებია სამედიცინო ჯგუფში, ახალგაზრდა და ძლიერი გუნდი დგას დღეს ოლიმპიელთა გვერდით. როგორც კლინიკური ასევე "საველე" პირობების გათვალისწინებით. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ბევრი ტრავმისა და პრობლემისა, პირობას ვდებთ, რომ ყველაფერს გავწვდებით უმაღლეს დონეზე. გვაქვს საკმარისი გამოცდილებაც და საბრძოლო ხასიათიც!

წარმატებეს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს და მივმართავ მათ :- იმდენი უნდა გავაკეთოთ ბიჭებო, რომ შემდეგში, თუნდაც უნდოდეთ, თვალი ვერ დახუჭონ ჩვენს ნაშრომზე და ვინმემ მაინც თქვას: - "წარმატებები ჩვენს სამედიცინო გუნდს" და "მადლობა ექიმებსო!“ - წერს გიორგი ჭინჭარაული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის სამედიცინო გუნდი, ეროვნულ ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იმუშავებს. პირველად, უკანასკნელი 24 წლის განმავლობაში, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების სამედიცინო სამსახურს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ახალი ხელმძღვანელი ეყოლება.

პროფესორ ზურაბ კახაბრიშვილის გადაწყვეტილებით, საპასუხისმგებლო საქმე ფირუზ ტუნაძემ ჩაიბარა. თავად ზურაბ კახაბრიშვილი, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ, პარიზის თამაშებზე ტექნიკურ ოფიციალურ პირად (მთავარი ექიმი) დანიშნა.

პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე კი ჩვენი სამედიცინო გუნდის შემადგენლობა ასეთია:

ფირუზ ტუნაძე (სამედიცინო გუნდის ხელმძღვანელი); ლაშა ღონღაძე, ვაჟა ომარაშვილი, გიორგი მგელაძე, თემურ მგელაძე, ავთანდილ თელია, გიორგი ჭინჭარაული, რუსლან ღიბრაძე.

პარიზის ოლიმპიური თამაშები სტარტს 26 ივლისს აიღებს.

ასევე იხილეთ:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"