საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაცმოძრაობას" მეც ვუჭერდი მხარს, მაგრამ როცა ატერორებ ბიზნესს, ქუჩაში კლავ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ანალიზს გააკეთებენ" - კალაძე
"ნაცმოძრაობას" მეც ვუჭერდი მხარს, მაგრამ როცა ატერორებ ბიზნესს, ქუჩაში კლავ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ანალიზს გააკეთებენ" - კალაძე

თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე მი­იჩ­ნევს, რომ დღე­ვან­დელ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს ის ადა­მი­ა­ნე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც თა­ვის დრო­ზე „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

რო­გორც მან ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ შე­კი­თხვა­ზე გა­ნა­ცხა­და, პარ­ტი­ე­ბის­თვის სა­ხე­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა მათი წევ­რე­ბის წარ­სულ საქ­მი­ა­ნო­ბას არ ცვლის.

"არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვინ ვის­თან გა­ერ­თი­ან­დე­ბა და ვინ რო­მელ პლატ­ფორ­მა­ზე იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ჩვენ ხომ ვი­ცით, ვინ არი­ან ეს ადა­მი­ა­ნე­ბი? ყვე­ლა მათ­გა­ნი „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ელე­მენ­ტია, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხვა ფუნ­ქცია ჰქონ­დათ - ზოგი პო­ლი­ტი­კა­ში იყო, ზოგი ბიზ­ნეს­ში და იქი­დან ატე­რო­რებ­და ხალ­ხს. ერ­თნი არი­ან - რა­დი­კა­ლე­ბის დიდი დაჯ­გუ­ფე­ბა. რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ ლი­ბე­რა­ლურ ფა­შიზ­მზე, ზუს­ტად ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ამ ყვე­ლაფ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, ვინც ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ბინ­ძუ­რის, ბო­რო­ტე­ბის მკად­რე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ძა­ლი­ან კარ­გად ახ­სოვს, თუ რა ხდე­ბო­და 2012 წლამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში და რო­გო­რი მმარ­თვე­ლო­ბა იყო.

"ხომ არ დაგ­ვა­ვი­წყდა, რა ხდე­ბო­და 2012 წლამ­დე ქვე­ყა­ნა­ში და რა მდგო­მა­რე­ო­ბა იყო? ამას რომ არ ვახ­სე­ნებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, არ ნიშ­ნავს იმას, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას და­ა­ვი­წყდა ის მმარ­თვე­ლო­ბა, რო­მე­ლიც 2012 წლამ­დე იყო ქვე­ყა­ნა­ში. ვინ იყ­ვნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი? - ვინც დღეს ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს წარ­მო­ად­გენს. რაც არ უნდა სა­ხე­ლე­ბი იც­ვა­ლონ, სა­ხეს ხომ ვერ შე­იც­ვლი­ან? თა­ვი­ანთ ში­ნა­გან მდგო­მა­რე­ო­ბას ხომ ვერ შე­იც­ვლი­ან? მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერთი ადა­მი­ა­ნი არ გა­მო­სუ­ლა და ბო­დი­ში არ მო­უხ­დია, თუ რას უშ­ვრე­ბოდ­ნენ ხალ­ხს და რო­გორ მარ­თავ­დნენ ქვე­ყა­ნას. პი­რი­ქით, ისევ იქ დარ­ჩნენ და კი­დევ უფრო გა­ბო­როტ­დნენ“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა, 2024 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე, რო­გორ­მე სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხონ.

„ყვე­ლა­ფე­რი დე­მოკ­რა­ტი­ით იყო შე­ნიღ­ბუ­ლი იმი­ტომ, რომ მათ პატ­რო­ნებს ასე აწყობ­დათ. თუ რა­ი­მე ბო­რო­ტე­ბა და უბე­დუ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა იფიქ­როს, ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ - მკვლე­ლო­ბე­ბი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბა, ცი­ხე­ებ­ში წა­მე­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა და ოპო­ზი­ცი­ა­ში, ისევ იქ დარ­ჩნენ. ყვე­ლა­ფერს კად­რუ­ლო­ბენ, უბ­რა­ლოდ, დღეს რე­სურ­სე­ბი არ აქვთ. თუ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი გაქვს, მა­შინ­ვე შე­მო­ვარ­დე­ბი­ან, შე­უ­რა­ცხყო­ფას მო­გა­ყე­ნე­ბენ. შე­ტყო­ბი­ნე­ბებს უგ­ზავ­ნი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს - სპორ­ტსმე­ნებს, ხე­ლოვ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს და ა.შ. მათი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა, რო­გორ­მე სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი გა­და­ლა­ხონ“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა აქვე, კი­დევ ერთხელ გან­მარ­ტა ის მი­ზე­ზე­ბი, რის გა­მოც, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის" მხარ­დამ­ჭე­რი აღარ არის.

"ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ მეც ვუ­ჭერ­დი მხარს, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­ვიდ­ნენ, მაგ­რამ რო­დე­საც ზღვარს გა­და­დი­ხარ, არ­ღვევ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, ზღუ­დავ სი­ტყვის და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ატე­რო­რებ ბიზ­ნესს, არ­თმევ, პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში კლავ, აუ­ბე­დუ­რებ ოჯა­ხებს, ჯან­სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ანა­ლიზს გა­ა­კე­თე­ბენ. მე უბ­რა­ლოდ, მათი მიკ­ვირს, ვინც დღეს უერ­თდე­ბა „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“. იმის ფონ­ზე, რაც გა­მო­ვი­ა­რეთ, აკე­თებ გან­ცხა­დე­ბას, რომ უერ­თდე­ბი აღ­ნიშ­ნულ პარ­ტი­ას, ეს სრუ­ლი კა­ტას­ტრო­ფაა. წარ­მო­მიდ­გე­ნია მათი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ვინც ამ ნა­ბიჯს დგამს. ძა­ლი­ან სა­ში­ში ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან“, - გან­მარ­ტა თბი­ლი­სის მერ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"ნაცმოძრაობას" მეც ვუჭერდი მხარს, მაგრამ როცა ატერორებ ბიზნესს, ქუჩაში კლავ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ანალიზს გააკეთებენ" - კალაძე

"ნაცმოძრაობას" მეც ვუჭერდი მხარს, მაგრამ როცა ატერორებ ბიზნესს, ქუჩაში კლავ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ანალიზს გააკეთებენ" - კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დღევანდელ ოპოზიციურ პარტიებს ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ იყვნენ დაკავშირებული.

როგორც მან ოპოზიციური პარტიების გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა, პარტიებისთვის სახელების ცვლილება მათი წევრების წარსულ საქმიანობას არ ცვლის.

"არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვისთან გაერთიანდება და ვინ რომელ პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ხომ ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები? ყველა მათგანი „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღმოცენებული ელემენტია, რომელთაც სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდათ - ზოგი პოლიტიკაში იყო, ზოგი ბიზნესში და იქიდან ატერორებდა ხალხს. ერთნი არიან - რადიკალების დიდი დაჯგუფება. როდესაც ვსაუბრობთ ლიბერალურ ფაშიზმზე, ზუსტად ეს ადამიანები არიან ამ ყველაფრის წარმომადგენლები, ვინც ყველანაირი სიბინძურის, ბოროტების მკადრებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ძალიან კარგად ახსოვს, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე საქართველოში და როგორი მმართველობა იყო.

"ხომ არ დაგვავიწყდა, რა ხდებოდა 2012 წლამდე ქვეყანაში და რა მდგომარეობა იყო? ამას რომ არ ვახსენებთ საზოგადოებას, არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას დაავიწყდა ის მმართველობა, რომელიც 2012 წლამდე იყო ქვეყანაში. ვინ იყვნენ ეს ადამიანები? - ვინც დღეს ოპოზიციურ სპექტრს წარმოადგენს. რაც არ უნდა სახელები იცვალონ, სახეს ხომ ვერ შეიცვლიან? თავიანთ შინაგან მდგომარეობას ხომ ვერ შეიცვლიან? მთელი ამ ხნის განმავლობაში, ერთი ადამიანი არ გამოსულა და ბოდიში არ მოუხდია, თუ რას უშვრებოდნენ ხალხს და როგორ მართავდნენ ქვეყანას. პირიქით, ისევ იქ დარჩნენ და კიდევ უფრო გაბოროტდნენ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატების მთავარი მიზანი იქნება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ.

„ყველაფერი დემოკრატიით იყო შენიღბული იმიტომ, რომ მათ პატრონებს ასე აწყობდათ. თუ რაიმე ბოროტება და უბედურება შეიძლება ადამიანმა იფიქროს, ყველაფერს აკეთებდნენ - მკვლელობები, გაუბედურება, ციხეებში წამება, გაუპატიურება, ბიზნესის წართმევა და ოპოზიციაში, ისევ იქ დარჩნენ. ყველაფერს კადრულობენ, უბრალოდ, დღეს რესურსები არ აქვთ. თუ განსხვავებული აზრი გაქვს, მაშინვე შემოვარდებიან, შეურაცხყოფას მოგაყენებენ. შეტყობინებებს უგზავნიან განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს - სპორტსმენებს, ხელოვნების წარმომადგენლებს და ა.შ. მათი მთავარი მიზანი იქნება, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე, კიდევ ერთხელ განმარტა ის მიზეზები, რის გამოც, "ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერი აღარ არის.

"ნაციონალურ მოძრაობას“ მეც ვუჭერდი მხარს, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ, მაგრამ როდესაც ზღვარს გადადიხარ, არღვევ ადამიანის უფლებებს, ზღუდავ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას, ატერორებ ბიზნესს, ართმევ, პირდაპირ ქუჩაში კლავ, აუბედურებ ოჯახებს, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანები ანალიზს გააკეთებენ. მე უბრალოდ, მათი მიკვირს, ვინც დღეს უერთდება „ნაციონალურ მოძრაობას“. იმის ფონზე, რაც გამოვიარეთ, აკეთებ განცხადებას, რომ უერთდები აღნიშნულ პარტიას, ეს სრული კატასტროფაა. წარმომიდგენია მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვინც ამ ნაბიჯს დგამს. ძალიან საშიში ადამიანები არიან“, - განმარტა თბილისის მერმა.