საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადგილი, სადაც ინოვაციები, ტექნოლოგიები და ხელოვნება  ერთმანეთს ხვდება - KIU კაპელა და ზურა კაჭარავას ისტორია
ადგილი, სადაც ინოვაციები, ტექნოლოგიები და ხელოვნება  ერთმანეთს ხვდება - KIU კაპელა და ზურა კაჭარავას ისტორია

ზურა კა­ჭა­რა­ვა ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია. იგი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­მუ­სი­კო სას­წავ­ლებ­ლის სა­გუნ­დო დი­რი­ჟო­რო­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი სა­გუნ­დო კონ­კურ­სის სამ გზის ოქ­როს მე­და­ლო­სა­ნი და KIU კა­პე­ლას ხელ­მძღვა­ნე­ლი და პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რია.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლი­სევ­რო­პულ­მა სტან­დარ­ტებ­მა, ინო­ვა­ცი­ურ­მა სივ­რცემ და კამ­პუს­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბამ ზუ­რას მო­ტი­ვა­ცია გა­უ­ჩი­ნა სწავ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა და ხე­ლოვ­ნე­ბის შემ­დეგ ახალ პრო­ფე­სი­ა­საც და­უფ­ლე­ბო­და. „KIU მარ­თლაც უნი­კა­ლუ­რი სივ­რცე აღ­მოჩ­ნდა. აკა­დე­მი­უ­რი სწავ­ლე­ბის დატ­ვირ­თულ­მა რე­ჟიმ­მა, ყო­ველ­დღი­ურ­მა რუ­ტი­ნამ, კამ­პუს­ზე ცხოვ­რე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სურ­ვილ­მა და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გაც­ნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში წარ­მა­ტე­ბამ შთა­მა­გო­ნა მეც ჩემი პა­ტა­რა წარ­მა­ტე­ბის ის­ტო­რია შე­მექ­მნა”- ასე ჩა­ე­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი „KIU კა­პე­ლას”.

ამ­ბობს, რომ KIU-ში საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლი სწავ­ლის და­წყე­ბის შემ­დეგ გან­სა­კუთ­რე­ბი­თე­ნატ­რე­ბო­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი - მუ­სი­კა. უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­მა გა­რე­მომ, სტუ­დენ­ტურ­მა პრო­ექ­ტებ­მა, იმ შე­საძ­ლებ­ლო­ბამ რა­საც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ყვე­ლა სტუ­დენტს სთა­ვა­ზობს, სტი­მუ­ლი მის­ცა კა­პე­ლას პრო­ექ­ტზე და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა და თავ­და­პირ­ვე­ლად იდეა „პოდ­კას­ტის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე” სტუ­დენ­ტებ­თან და ჟი­უ­რის­თან გა­აჟ­ღე­რა.

პოდ­კას­ტის ჩემ­პი­ო­ნა­ტი KIU-ს მე­ნე­ჯმენ­ტის სკო­ლის ყო­ველ­სე­მესტრუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სტუ­დენტ სპი­კე­რებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ პოდ­კას­ტე­ბის, ანუ 10 წუ­თი­ა­ნი მოხ­სე­ნე­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით თა­ვი­ან­თი გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი დამ­სწრე­ებს წა­რუდ­გი­ნონ და გა­უ­ზი­ა­რონ, ესა­უბ­რონ ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, პი­რად წარ­მა­ტე­ბებ­სა თუ წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბებ­ზე. სწო­რედ პოდ­კას­ტის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­და­წყვი­ტა ზუ­რამ იდე­ის პრე­ზენ­ტა­ცია. კონ­კურ­სზე ჟი­უ­რი და სტუმ­რე­ბიც აამ­ღე­რა და სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ტე­რე­სიც მა­შინ­ვე გა­მო­იწ­ვია. შემ­დეგ კი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად შე­არ­ჩია სა­რე­პე­ტი­ციო სივ­რცე, შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბი და დი­რი­ჟო­რო­ბაც გა­იხ­სე­ნა.

კა­პე­ლა­ში ამ ეტაპ­ზე 35 სტუ­დენ­ტია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის ადა­მი­ანს კვი­რა­ში ორ­ჯერ, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი აერ­თი­ა­ნებს. „ნა­ხე­ვარ­მა გუნ­დმა სიმ­ღე­რა ყო­ველ­გვა­რი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­რე­შე და­ი­წყო, თუმ­ცა შრო­მამ და პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ან­მა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ უკვე პირ­ვე­ლი შე­დე­გიც გა­მო­ი­ღო“-, ამ­ბობს ზურა.

იმი­სათ­ვის, რომ კა­პე­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი კი უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო გამ­ხდა­რი­ყო, ზუ­რამ თა­ვის გუნდთან ერ­თად „KIU კა­პე­ლას“ სტუ­დენ­ტურ პრო­ექ­ტზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. მი­ზან­სწრა­ფულ­მა ახალ­გაზ­რდამ იდე­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და­ფი­ნან­სე­ბა სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მი­დან მი­ი­ღო და ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი სტუ­დენ­ტურ პრო­ექ­ტად აქ­ცია.

კა­პე­ლას ფარ­გლებ­ში, აკა­დე­მი­უ­რი პრო­ცე­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, ახალ­გაზ­რდე­ბი სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­საც აორ­გა­ნი­ზე­ბენ. სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი და დი­რი­ჟო­რი სტუმ­რობს უნი­ვერ­სი­ტეტს და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის მას­ტერკლა­სებს ატა­რებს. კა­პე­ლამ პირ­ველ წარ­მა­ტე­ბა­საც მი­აღ­წია, „სა­ქარ­თვე­ლოს სა­გუნ­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბის” მიერ ჩა­ტა­რე­ბულ ეროვ­ნულ სა­გუნ­დო კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს და მა­ღა­ლი ქუ­ლე­ბით მე­ო­რე ტურ­ში გა­და­ვიდ­ნენ. შე­მოდ­გო­მით ახალ­გაზ­რდებს უკვე ფი­ნა­ლი ელო­დე­ბათ.

„კა­პე­ლას რე­პე­ტი­ცია არ არის მხო­ლოდ სწავ­ლა და სიმ­ღე­რა. კა­პე­ლას წევ­რე­ბის ჯან­სა­ღი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კამ­პუს­ზე სა­მა­გა­ლი­თოა. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რას ვა­კე­თებთ ასეთს კა­პე­ლა­ზე, რომ რე­პე­ტი­ცი­ი­დან ყვე­ლა ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბით და გა­ღი­მე­ბუ­ლი გა­მოვ­დი­ვართ“, ამ­ბობს ზურა. მის­თვის მი­ზა­ნი, რომ ტექ­ნო­ლო­გი­ურ სივ­რცე­ში კა­პე­ლა ყო­ფი­ლი­ყო მუ­სი­კის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში გა­დას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა - შეს­რუ­ლე­ბუ­ლია.

კა­პე­ლას პრო­ექ­ტის მსგავ­სად, KIU სა­კუ­თა­რი იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ყვე­ლა სტუ­დენტს და სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის პროგ­რა­მას ახორ­ცი­ე­ლებს. KIU-ს და­ფი­ნან­სე­ბით 2020 წლი­დან, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, 135000-მდე ლა­რით 20-მდე სტუ­დენ­ტუ­რი პრო­ექ­ტი და­ფი­ნანსდა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს მუ­სი­კა­ლუ­რი ოთა­ხი, სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი, ელექტრო­ინ­ჟი­ნე­რი­ის კლუ­ბი; ტარ­დე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი, ჰა­კა­თო­ნე­ბი, ფეს­ტი­ვა­ლე­ბი და სხვა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

ადგილი, სადაც ინოვაციები, ტექნოლოგიები და ხელოვნება  ერთმანეთს ხვდება - KIU კაპელა და ზურა კაჭარავას ისტორია

ადგილი, სადაც ინოვაციები, ტექნოლოგიები და ხელოვნება  ერთმანეთს ხვდება - KIU კაპელა და ზურა კაჭარავას ისტორია

ზურა კაჭარავა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის მეორე კურსის სტუდენტია. იგი თბილისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის საგუნდო დირიჟორობის კურსდამთავრებული, ეროვნული საგუნდო კონკურსის სამ გზის ოქროს მედალოსანი და KIU კაპელას ხელმძღვანელი და პროექტის კოორდინატორია.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლისევროპულმა სტანდარტებმა, ინოვაციურმა სივრცემ და კამპუსზე დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობამ ზურას მოტივაცია გაუჩინა სწავლა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ უნივერსიტეტში გაეგრძელებინა და ხელოვნების შემდეგ ახალ პროფესიასაც დაუფლებოდა. „KIU მართლაც უნიკალური სივრცე აღმოჩნდა. აკადემიური სწავლების დატვირთულმა რეჟიმმა, ყოველდღიურმა რუტინამ, კამპუსზე ცხოვრების გამრავალფეროვნების სურვილმა და უნივერსიტეტში გაცნობილი ადამიანების სხვადასხვა სფეროში წარმატებამ შთამაგონა მეც ჩემი პატარა წარმატების ისტორია შემექმნა”- ასე ჩაეყარა საფუძველი „KIU კაპელას”.

ამბობს, რომ KIU-ში საკმაოდ დატვირთული სწავლის დაწყების შემდეგ განსაკუთრებითენატრებოდა თავისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი - მუსიკა. უნივერსიტეტის ახალმა გარემომ, სტუდენტურმა პროექტებმა, იმ შესაძლებლობამ რასაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყველა სტუდენტს სთავაზობს, სტიმული მისცა კაპელას პროექტზე დაეწყო მუშაობა და თავდაპირველად იდეა „პოდკასტის ჩემპიონატზე” სტუდენტებთან და ჟიურისთან გააჟღერა.

პოდკასტის ჩემპიონატი KIU-ს მენეჯმენტის სკოლის ყოველსემესტრული ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტ სპიკერებს შესაძლებლობა აქვთ პოდკასტების, ანუ 10 წუთიანი მოხსენებების საშუალებით თავიანთი გამოცდილება, შეხედულებები დამსწრეებს წარუდგინონ და გაუზიარონ, ესაუბრონ ღირებულებებზე, პირად წარმატებებსა თუ წარუმატებლობებზე. სწორედ პოდკასტის ჩემპიონატზე გადაწყვიტა ზურამ იდეის პრეზენტაცია. კონკურსზე ჟიური და სტუმრებიც აამღერა და სტუდენტების ინტერესიც მაშინვე გამოიწვია. შემდეგ კი დაინტერესებულ ახალგაზრდებთან ერთად შეარჩია სარეპეტიციო სივრცე, შესასრულებელი ნაწარმოები და დირიჟორობაც გაიხსენა.

კაპელაში ამ ეტაპზე 35 სტუდენტია გაწევრიანებული სხვადასხვა გამოცდილებისა და ინტერესების ადამიანს კვირაში ორჯერ, რამდენიმე საათით მუსიკის სიყვარული აერთიანებს. „ნახევარმა გუნდმა სიმღერა ყოველგვარი გამოცდილების გარეშე დაიწყო, თუმცა შრომამ და პასუხისმგებლიანმა დამოკიდებულებამ უკვე პირველი შედეგიც გამოიღო“-, ამბობს ზურა.

იმისათვის, რომ კაპელა განვითარებულიყო, რეპეტიციები კი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გამხდარიყო, ზურამ თავის გუნდთან ერთად „KIU კაპელას“ სტუდენტურ პროექტზე დაიწყო მუშაობა. მიზანსწრაფულმა ახალგაზრდამ იდეის განვითარებისთვის დაფინანსება სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამიდან მიიღო და ხელოვნების სიყვარული სტუდენტურ პროექტად აქცია.

კაპელას ფარგლებში, აკადემიური პროცესის პარალელურად, ახალგაზრდები სხვადასხვა შეხვედრებსა და ღონისძიებებსაც აორგანიზებენ. სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი ცნობილი მუსიკოსი და დირიჟორი სტუმრობს უნივერსიტეტს და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ატარებს. კაპელამ პირველ წარმატებასაც მიაღწია, „საქართველოს საგუნდო საზოგადოების” მიერ ჩატარებულ ეროვნულ საგუნდო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს და მაღალი ქულებით მეორე ტურში გადავიდნენ. შემოდგომით ახალგაზრდებს უკვე ფინალი ელოდებათ.

„კაპელას რეპეტიცია არ არის მხოლოდ სწავლა და სიმღერა. კაპელას წევრების ჯანსაღი ურთიერთობები კამპუსზე სამაგალითოა. ხშირად მეკითხებიან, რას ვაკეთებთ ასეთს კაპელაზე, რომ რეპეტიციიდან ყველა ამაღლებული განწყობით და გაღიმებული გამოვდივართ“, ამბობს ზურა. მისთვის მიზანი, რომ ტექნოლოგიურ სივრცეში კაპელა ყოფილიყო მუსიკის მოყვარული ადამიანების ჯადოსნურ სამყაროში გადასვლის შესაძლებლობა - შესრულებულია.

კაპელას პროექტის მსგავსად, KIU საკუთარი იდეის განხორციელების საშუალებას აძლევს უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს და საუნივერსიტეტო ცხოვრებისა და საგანმანათლებლო გარემოს განვითარების მიზნით, სტუდენტური პროექტების დაფინანსების პროგრამას ახორციელებს. KIU-ს დაფინანსებით 2020 წლიდან, პროგრამის ფარგლებში, 135000-მდე ლარით 20-მდე სტუდენტური პროექტი დაფინანსდა. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს მუსიკალური ოთახი, სპორტული კლუბები, ელექტროინჟინერიის კლუბი; ტარდება ინტელექტუალური ჩემპიონატები, ჰაკათონები, ფესტივალები და სხვა.

NS