პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს" - მეუფე შიო
"ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს" - მეუფე შიო

ღმერ­თმა აკურ­თხოს ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ვი­ყოთ წმინ­და და ჩავ­წვდეთ ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ უმ­თავ­რეს მი­ზანს - ვე­ძი­ოთ სა­სუ­ფე­ვე­ლი ღვთი­სა და მო­ვი­პო­ვოთ სიმ­დაბ­ლე... რა­მე­თუ ღმერ­თი მხო­ლოდ მდა­ბალ­თა აძ­ლევს მადლს,- ამის შე­სა­ხებ სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრემ, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლიტ­მა შიომ (მუ­ჯი­რი) ქა­და­გე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ის­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ ტან­ჯვა, სიმ­ძი­მი­ლი და მწუ­ხა­რე­ბა, თუ მას ადა­მი­ა­ნი გო­ნივ­რუ­ლად შეხ­ვდე­ბა, "მიმყვა­ნე­ბე­ლია ამაღ­ლე­ბი­სა და აღ­მას­ვლის­კენ“.

"ძვირ­ფა­სო მა­მე­ბო, ძმე­ბო და დებო, გი­ლო­ცავთ დღე­ვან­დელ დღეს. დღეს არის სულთმო­ფე­ნო­ბი­დან მე-2 კვი­რა, რო­დე­საც აღი­ნიშ­ნე­ბა ათო­ნის წმინ­და მთის ღირ­სი მა­მე­ბის ხსე­ნე­ბა და წელს ეს დღე და­ემ­თხვა წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცემ­ლის შო­ბის დღე­სას­წა­ულს.

რო­გორც იცით, წმინ­და იო­ა­ნე ნათ­ლის­მცე­მე­ლი მო­ნაზვნო­ბის ფუ­ძემ­დებ­ლად ით­ვლე­ბა. ასე უწო­დებს მას არა­ერ­თი წმინ­და მამა. ასე­ვე ათო­ნე­ლი მა­მე­ბიც იყ­ვნენ მო­ნაზვნე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ე­რო ცხოვ­რე­ბა და­ტო­ვეს და ქრის­ტეს შე­უდ­გნენ.

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს იყო წა­კი­თხუ­ლი სა­ხა­რე­ბი­დან მო­ნაკ­ვე­თი, სა­დაც მო­თხრო­ბი­ლია, რომ უფა­ლი იესო ქრის­ტე მო­უ­წო­დებს თა­ვის პირ­ველ მო­წა­ფე­ებს და ეტყვის: "მო­დით და გა­მომ­ყე­ვით მე" (მთ. 4, 19). უფ­ლის ეს სი­ტყვე­ბი - "მო­დით და გა­მომ­ყე­ვით“ - არის მო­წო­დე­ბა ყო­ვე­ლი ჩვენ­გა­ნი­სად­მი. ასე­ვე ყო­ველ ჩვენ­განს მი­მარ­თავს წმინ­და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლიც, რო­დე­საც ამ­ბობს: "წმინ­და იყოს ყო­ვე­ლი თქვე­ნი ქცე­ვა, რო­გორც წმინ­დაა თქვე­ნი მხმო­ბე­ლი" (1 პეტრ. 1, 15). იმა­ვე მო­წო­დე­ბით მოგ­ვმარ­თა­ვენ ყვე­ლა წმინ­და­ნე­ბი, ვი­საც ჩვენს ლოც­ვებ­ში მივ­მარ­თავთ. არ­სე­ბი­თად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უფ­ლის ეკ­ლე­სია მხო­ლოდ ერთ რა­მეს ითხოვს ჩვენ­გან: სიწ­მინ­დეს და მხო­ლოდ სიწ­მინ­დეს.

ამ მო­წო­დე­ბას მთე­ლი ამ სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის გული სი­ხა­რუ­ლით სცემს პა­სუხს. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ადა­მი­ანს სწყუ­რია მა­რა­დი­სო­ბის ღირ­სი ცხოვ­რე­ბა. მაგ­რამ განა ღირ­სია მა­რა­დი­სო­ბის ის სუ­ლი­ე­რი გან­წყო­ბე­ბი, რომ­ლებ­ზეც ხში­რად ვიმ­ყო­ფე­ბით? ის წვრილ­მა­ნი საზ­რუ­ნა­ვე­ბი, ამა­ო­ე­ბა, შფო­თი ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, მრის­ხა­ნე­ბა, უთან­ხმო­ე­ბა, რო­მელ­შიც ხში­რად ვიმ­ყო­ფე­ბით; ან შური, ან სევ­და და გამ­წა­რე­ბა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის გამო, რო­მე­ლიც ხში­რად აქვს მრა­ვალ ჩვენ­განს, ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის მა­რა­დი­სო­ბის ღირ­სი. მაშ, რა არის ღირ­სი მა­რა­დი­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სა? ღირ­სია სიყ­ვა­რუ­ლი და სიყ­ვა­რულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა, ამ შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­ყო­ფე­ბი და ამ შე­მოქ­მე­დე­ბის ნა­ყო­ფებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ხა­რუ­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ წმინ­და პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის სი­ტყვებს, რომ ეს არის სი­ხა­რუ­ლი, მშვი­დო­ბა და სი­მარ­თლე სუ­ლიწ­მი­და­ში, რაც არის სა­სუ­ფე­ვე­ლი ღვთი­სა, რო­მე­ლიც ჩვენ­შია და რო­მელ­ზეც უფა­ლი იესო ქრის­ტე ამ­ბობს: "ეძი­ებ­დეთ პირ­ვე­ლად სა­სუ­ფე­ველ­სა ღვთი­სა­სა და სი­მარ­თლე­სა მის­სა და ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­გე­მა­ტე­ბათ თქვენ" (მთ. 6, 33). ეს არის სა­სუ­ფე­ვე­ლი, რო­მე­ლიც სუ­ლიწ­მი­დის მად­ლით შე­მო­დის ჩვენ­ში.

ადა­მი­ა­ნებ­მა, იცი­ან რა, თუ რამ­დე­ნი სი­კე­თე მო­აქვს ამ ყვე­ლა­ფერს, უფ­ლის მო­წო­დე­ბას პა­სუხს სცე­მენ. თუმ­ცა ხში­რად ხდე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი პა­სუხს სცემს ამ მო­წო­დე­ბას, მაგ­რამ მა­ლე­ვე ბრკოლ­დე­ბა და უკან იხევს.

ეს რა­ტომ ხდე­ბა? იმი­ტომ, რომ სიწ­მინ­დეს აქვს ორი მხა­რე, ძვირ­ფა­სო ძმე­ბო და დებო.

ერთი მხა­რე არის ქა­რიზ­მა­ტუ­ლი, ანუ მად­ლის­მი­ე­რი. მას­ში, რო­გორც ამ­ბობს პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლი, თვით იესო ქრის­ტე გა­მო­სა­ხავს სა­კუ­თარ თავს და ჩვენ ამ სიწ­მინ­დე­ში ქრის­ტეს ვცემთ თაყ­ვანს. მას­ში ვლინ­დე­ბა და გა­ცხად­დე­ბა სუ­ლიწ­მი­და, ვლინ­დე­ბა მისი ნი­ჭე­ბი. აი, ეს არის ერთი მხა­რე სიწ­მინ­დი­სა.

მე­ო­რე მხა­რე არის ას­კე­ტუ­რი მხა­რე, ვი­ნა­ი­დან სიწ­მინ­დის მო­პო­ვე­ბა გუ­ლის­ხმობს ღვაწლს და დიდ სუ­ლი­ერ შრო­მას, ღვაწ­ლი კი არის ჯვა­რი, ტან­ჯვა და სიმ­ძი­მი­ლი, რაც ძა­ლი­ან არ გვიყ­ვარს და ყვე­ლა­ნა­ი­რად გა­ვურ­ბი­ვართ მას. ამი­ტომ ბრკოლ­დე­ბა ბევ­რი ადა­მი­ა­ნი. მაგ­რამ ჩვენ ხომ გვახ­სოვს, რომ სა­სუ­ფევ­ლის­კენ მიმყვა­ნე­ბე­ლი გზა გა­დის გოლ­გო­თა­ზე, ეკ­ლე­სი­ი­სა და კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რია გვას­წავ­ლის, რომ ტან­ჯვა, სიმ­ძი­მი­ლი და მწუ­ხა­რე­ბა, თუ მას ადა­მი­ა­ნი გო­ნივ­რუ­ლად შეხ­ვდე­ბა, მიმყვა­ნე­ბე­ლია ამაღ­ლე­ბი­სა და აღ­მას­ვლის­კენ. ამი­ტომ ტან­ჯვის უარ­ყო­ფა არის უარ­ყო­ფა სრულ­ყო­ფი­ლე­ბი­სა, ეს არის უარ­ყო­ფა ამაღ­ლე­ბი­სა. ამი­ტო­მაც სცე­მენ პა­სუხს ადა­მი­ა­ნე­ბი ღვთის ამ მო­წო­დე­ბას.

ღმერ­თმა აკურ­თხოს ჩვე­ნი ძა­ლის­ხმე­ვა, რომ ვი­ყოთ წმინ­და უფ­ლის მო­წო­დე­ბი­სა­მებრ, ვი­ყოთ წმინ­და და ჩავ­წვდეთ ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერთ უმ­თავ­რეს მი­ზანს - ვე­ძი­ოთ სა­სუ­ფე­ვე­ლი ღვთი­სა და მო­ვი­პო­ვოთ სიმ­დაბ­ლე, ვი­ქო­ნი­ოთ სიმ­დაბ­ლე, რა­მე­თუ ღმერ­თი მხო­ლოდ მდა­ბალ­თა აძ­ლევს მადლს და მხო­ლოდ მდა­ბალ­ნი გუ­ლი­თა აცხო­ნეს, - რო­გორც ამ­ბობს და­ვით წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი.

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ, გი­ლო­ცავთ კი­დევ ერთხელ ღირ­სი ათო­ნე­ლი მა­მე­ბის ხსე­ნე­ბას, წმინ­და იო­ა­ნე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ხსე­ნე­ბას, წი­ნა­მორ­ბე­დის ხსე­ნე­ბას; დღეს ვე­ვედ­როთ ამ დიდ წმინ­და­ნებს, რომ ილო­ცონ ჩვენ­თვის, რათა უფალ­მა მოგ­ვცეს გამ­ბე­და­ო­ბა და სიმ­ტკი­ცე იმის­თვის, რომ ყო­ველ­თვის გვეს­მო­დეს ხმა ქრის­ტე­სი, რო­მე­ლიც ჩვენ მოგ­ვი­წო­დებს და პა­სუხს ვცემ­დეთ მას ფსალ­მუ­ნე­ბის სი­ტყვე­ბით: "გან­მზა­დე­ბულ არს გული ჩემი შენ­და­მი ღმერ­თო, გან­მზა­დე­ბულ არს გული ჩემი, ამინ!" (ფსალ. 107, 2).

ღმერ­თმა დაგ­ლო­ცოთ და გა­გაძ­ლი­ე­როთ. მრა­ვალს და­ეს­წა­რით“,- აღ­ნიშ­ნა მე­უ­ფე შიომ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს" - მეუფე შიო

"ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს" - მეუფე შიო

ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა, რომ ვიყოთ წმინდა და ჩავწვდეთ ცხოვრების ერთადერთ უმთავრეს მიზანს - ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა და მოვიპოვოთ სიმდაბლე... რამეთუ ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისტორია გვასწავლის, რომ ტანჯვა, სიმძიმილი და მწუხარება, თუ მას ადამიანი გონივრულად შეხვდება, "მიმყვანებელია ამაღლებისა და აღმასვლისკენ“.

"ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს არის სულთმოფენობიდან მე-2 კვირა, როდესაც აღინიშნება ათონის წმინდა მთის ღირსი მამების ხსენება და წელს ეს დღე დაემთხვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულს.

როგორც იცით, წმინდა იოანე ნათლისმცემელი მონაზვნობის ფუძემდებლად ითვლება. ასე უწოდებს მას არაერთი წმინდა მამა. ასევე ათონელი მამებიც იყვნენ მონაზვნები, რომლებმაც საერო ცხოვრება დატოვეს და ქრისტეს შეუდგნენ.

ამასთან დაკავშირებით დღეს იყო წაკითხული სახარებიდან მონაკვეთი, სადაც მოთხრობილია, რომ უფალი იესო ქრისტე მოუწოდებს თავის პირველ მოწაფეებს და ეტყვის: "მოდით და გამომყევით მე" (მთ. 4, 19). უფლის ეს სიტყვები - "მოდით და გამომყევით“ - არის მოწოდება ყოველი ჩვენგანისადმი. ასევე ყოველ ჩვენგანს მიმართავს წმინდა პეტრე მოციქულიც, როდესაც ამბობს: "წმინდა იყოს ყოველი თქვენი ქცევა, როგორც წმინდაა თქვენი მხმობელი" (1 პეტრ. 1, 15). იმავე მოწოდებით მოგვმართავენ ყველა წმინდანები, ვისაც ჩვენს ლოცვებში მივმართავთ. არსებითად შეიძლება ითქვას, რომ უფლის ეკლესია მხოლოდ ერთ რამეს ითხოვს ჩვენგან: სიწმინდეს და მხოლოდ სიწმინდეს.

ამ მოწოდებას მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ადამიანის გული სიხარულით სცემს პასუხს. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანს სწყურია მარადისობის ღირსი ცხოვრება. მაგრამ განა ღირსია მარადისობის ის სულიერი განწყობები, რომლებზეც ხშირად ვიმყოფებით? ის წვრილმანი საზრუნავები, ამაოება, შფოთი ან გაღიზიანება, მრისხანება, უთანხმოება, რომელშიც ხშირად ვიმყოფებით; ან შური, ან სევდა და გამწარება ცხოვრებისეული წარუმატებლობის გამო, რომელიც ხშირად აქვს მრავალ ჩვენგანს, ეს ყველაფერი არ არის მარადისობის ღირსი. მაშ, რა არის ღირსი მარადიული ცხოვრებისა? ღირსია სიყვარული და სიყვარულთან დაკავშირებული შემოქმედება, ამ შემოქმედების ნაყოფები და ამ შემოქმედების ნაყოფებთან დაკავშირებული სიხარული.

შეგახსენებთ წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებს, რომ ეს არის სიხარული, მშვიდობა და სიმართლე სულიწმიდაში, რაც არის სასუფეველი ღვთისა, რომელიც ჩვენშია და რომელზეც უფალი იესო ქრისტე ამბობს: "ეძიებდეთ პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ეს ყველაფერი შეგემატებათ თქვენ" (მთ. 6, 33). ეს არის სასუფეველი, რომელიც სულიწმიდის მადლით შემოდის ჩვენში.

ადამიანებმა, იციან რა, თუ რამდენი სიკეთე მოაქვს ამ ყველაფერს, უფლის მოწოდებას პასუხს სცემენ. თუმცა ხშირად ხდება, რომ ადამიანი პასუხს სცემს ამ მოწოდებას, მაგრამ მალევე ბრკოლდება და უკან იხევს.

ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ სიწმინდეს აქვს ორი მხარე, ძვირფასო ძმებო და დებო.

ერთი მხარე არის ქარიზმატული, ანუ მადლისმიერი. მასში, როგორც ამბობს პავლე მოციქული, თვით იესო ქრისტე გამოსახავს საკუთარ თავს და ჩვენ ამ სიწმინდეში ქრისტეს ვცემთ თაყვანს. მასში ვლინდება და გაცხადდება სულიწმიდა, ვლინდება მისი ნიჭები. აი, ეს არის ერთი მხარე სიწმინდისა.

მეორე მხარე არის ასკეტური მხარე, ვინაიდან სიწმინდის მოპოვება გულისხმობს ღვაწლს და დიდ სულიერ შრომას, ღვაწლი კი არის ჯვარი, ტანჯვა და სიმძიმილი, რაც ძალიან არ გვიყვარს და ყველანაირად გავურბივართ მას. ამიტომ ბრკოლდება ბევრი ადამიანი. მაგრამ ჩვენ ხომ გვახსოვს, რომ სასუფევლისკენ მიმყვანებელი გზა გადის გოლგოთაზე, ეკლესიისა და კაცობრიობის ისტორია გვასწავლის, რომ ტანჯვა, სიმძიმილი და მწუხარება, თუ მას ადამიანი გონივრულად შეხვდება, მიმყვანებელია ამაღლებისა და აღმასვლისკენ. ამიტომ ტანჯვის უარყოფა არის უარყოფა სრულყოფილებისა, ეს არის უარყოფა ამაღლებისა. ამიტომაც სცემენ პასუხს ადამიანები ღვთის ამ მოწოდებას.

ღმერთმა აკურთხოს ჩვენი ძალისხმევა, რომ ვიყოთ წმინდა უფლის მოწოდებისამებრ, ვიყოთ წმინდა და ჩავწვდეთ ცხოვრების ერთადერთ უმთავრეს მიზანს - ვეძიოთ სასუფეველი ღვთისა და მოვიპოვოთ სიმდაბლე, ვიქონიოთ სიმდაბლე, რამეთუ ღმერთი მხოლოდ მდაბალთა აძლევს მადლს და მხოლოდ მდაბალნი გულითა აცხონეს, - როგორც ამბობს დავით წინასწარმეტყველი.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, გილოცავთ კიდევ ერთხელ ღირსი ათონელი მამების ხსენებას, წმინდა იოანე წინასწარმეტყველის ხსენებას, წინამორბედის ხსენებას; დღეს ვევედროთ ამ დიდ წმინდანებს, რომ ილოცონ ჩვენთვის, რათა უფალმა მოგვცეს გამბედაობა და სიმტკიცე იმისთვის, რომ ყოველთვის გვესმოდეს ხმა ქრისტესი, რომელიც ჩვენ მოგვიწოდებს და პასუხს ვცემდეთ მას ფსალმუნების სიტყვებით: "განმზადებულ არს გული ჩემი შენდამი ღმერთო, განმზადებულ არს გული ჩემი, ამინ!" (ფსალ. 107, 2).

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მრავალს დაესწარით“,- აღნიშნა მეუფე შიომ.