პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თეგეტა ჰოლდინგი" განსხვავებული კონცეფციის ტექნოლოგიური ჰაკათონის TechXplore-ის პარტნიორია
"თეგეტა ჰოლდინგი" განსხვავებული კონცეფციის ტექნოლოგიური ჰაკათონის TechXplore-ის პარტნიორია

Challenge Accepted (გა­მოწ­ვე­ვა მი­ღე­ბუ­ლია) - ეს არის „TBC x USAID ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის­თვის“ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ჰა­კა­თო­ნის, TechXplore-ის, მთა­ვა­რი სლო­გა­ნი, რომ­ლის ერთ-ერთი პარტნი­ო­რი „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გია“. TechXplore გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის ტექ­ღო­ნის­ძი­ე­ბაა, რო­მე­ლიც უკვე და­ი­წყო და 6 ივ­ლი­სამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

მისი მი­ზა­ნია, ხელი შე­უ­წყოს Cross-functional გუნ­დებ­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბას, პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში აკუ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი ცოდ­ნის დე­მონ­სტრი­რე­ბა­სა და პრაქ­ტი­კა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, ასე­ვე - კო­მუ­ნი­კა­ცი­ის, კო­ლა­ბო­რა­ცი­ი­სა და გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

პრო­ექ­ტში „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი ჩა­ერ­თო, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლი ილია ქი­ლიფ­თა­რი მო­ნა­წი­ლე გუნ­დებს მენ­ტო­რო­ბას გა­უ­წევს და ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მნის პრო­ცეს­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

ილია ქი­ლიფ­თა­რი, „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის“ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი: „თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი“ ყო­ველ­თვის მხარს უჭერს ინო­ვა­ცი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს. მიგ­ვაჩ­ნია, რომ TechXplore-ის მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ეს სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით ცნო­ბა­დო­ბა ავა­მაღ­ლოთ, რათა ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტებ­მა ნე­ბის­მი­ერ პრო­ექ­ტში, რო­მელ­ზეც იმუ­შა­ვე­ბენ, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და კი­ბერ უსაფრ­თხო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. გარ­და ამი­სა, ეს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, გა­ვიც­ნოთ ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლებ­საც ინო­ვა­ცი­უ­რი იდე­ე­ბი აქვთ და რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, სა­მო­მავ­ლოდ ჩვენს ჰოლ­დინ­გშიც და­ვა­საქ­მოთ“.

ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა 3-6 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს 150-მდე ადა­მი­ა­ნი. მათ შო­რის: ტექ. ლი­დე­ბი, მენ­ტო­რე­ბი და Agile ქო­უ­ჩე­ბი. ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის გუნ­დებს პრო­ექ­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო ჯგუ­ფი და­ა­კომ­პლექ­ტებს. თი­თო­ე­ულ გუნდში იქ­ნე­ბა შვი­დი მო­ნა­წი­ლე სხვა­დას­ხვა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბი­დან: DevOps; iOS Development; React; Python; .NET; CyberSec; InfoSec; Blockchain. ყვე­ლა გუნდს ერთი Agile ქო­უ­ჩი ეყო­ლე­ბა. ასე­ვე პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი რვა მი­მარ­თუ­ლე­ბის 20-ზე მეტი ტექ. ლიდი და სე­ნი­ორ დე­ვე­ლო­პე­რი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ებს ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში კონ­სულ­ტა­ცი­ებს გა­უ­წე­ვენ.

TechXplore-ის ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბის მთა­ვა­რი და­ვა­ლე­ბა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი - იმუ­შა­ონ ერთი იდე­ის ირ­გვლივ და შექ­მნან კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გა­და­წყვე­ტა. ამი­სათ­ვის მათ ოთხი დღე ექ­ნე­ბათ, ხოლო სა­ბო­ლოო პრო­ექტს 6 ივ­ლისს Pitch სე­სი­ა­ზე წა­რად­გე­ნენ, სა­დაც მოწ­ვე­უ­ლი ჟი­უ­რი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს გა­მო­ავ­ლენს და გა­ი­მარ­თე­ბა და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია. ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი კი მო­ნა­წი­ლე გუნ­დებს სა­ჩუქ­რებს გა­დას­ცე­მენ.

თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გის შე­სა­ხებ: უმ­სხვი­ლე­სი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კომ­პა­ნია კავ­კა­სი­ა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში მომ­ხმა­რე­ბელს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ეკო­სის­ტე­მის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რაც მსუ­ბუქ, სატ­ვირ­თო და სამ­შე­ნებ­ლო, ასე­ვე კო­მერ­ცი­ულ, სამ­გზავ­რო და ინ­დუსტრი­ულ ტრან­სპორ­ტს მო­ი­ცავს. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით თე­გე­ტას 28 სერ­ვის­ცენ­ტრი აქვს, ხოლო სა­ერ­თა­შო­რი­სო ვაჭ­რო­ბას ჰოლ­დინ­გი ოთხ კონ­ტი­ნენტზე ახორ­ცი­ე­ლებს. თე­გე­ტა ექ­სკლუ­ზი­უ­რად წარ­მო­ად­გენს ცნო­ბილ ბრენ­დებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატ­ვირ­თო და სპე­ცტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჰოლ­დინ­გის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ისე­თი დიდი ბრენ­დე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვე­ბი. თე­გე­ტა მსოფ­ლი­ოს 300-ზე მეტი წამ­ყვა­ნი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ბრენ­დის უმ­სხვი­ლე­სი იმ­პორ­ტი­ო­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში. თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გი, 3000-მდე თა­ნამ­შრომ­ლით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მე­ბე­ლია.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"თეგეტა ჰოლდინგი" განსხვავებული კონცეფციის ტექნოლოგიური ჰაკათონის TechXplore-ის პარტნიორია

"თეგეტა ჰოლდინგი" განსხვავებული კონცეფციის ტექნოლოგიური ჰაკათონის TechXplore-ის პარტნიორია

Challenge Accepted (გამოწვევა მიღებულია) - ეს არის „TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში ორგანიზებული ჰაკათონის, TechXplore-ის, მთავარი სლოგანი, რომლის ერთ-ერთი პარტნიორი „თეგეტა ჰოლდინგია“. TechXplore განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიებაა, რომელიც უკვე დაიწყო და 6 ივლისამდე გაგრძელდება.

მისი მიზანია, ხელი შეუწყოს Cross-functional გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, ასევე - კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.

პროექტში „თეგეტა ჰოლდინგის“ ინფორმაციული უსაფრთხოების სამსახური ჩაერთო, რომლის ხელმძღვანელი ილია ქილიფთარი მონაწილე გუნდებს მენტორობას გაუწევს და ინოვაციური პროექტების შექმნის პროცესში დაეხმარება.

ილია ქილიფთარი, „თეგეტა ჰოლდინგის“ ინფორმაციული უსაფრთხოების ხელმძღვანელი: „თეგეტა ჰოლდინგი“ ყოველთვის მხარს უჭერს ინოვაციურ საგანმანათლებლო პროექტებს. მიგვაჩნია, რომ TechXplore-ის მსგავს ღონისძიებებში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საშუალებას გვაძლევს, ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით ცნობადობა ავამაღლოთ, რათა ჰაკათონში მონაწილე სტუდენტებმა ნებისმიერ პროექტში, რომელზეც იმუშავებენ, ინფორმაციული და კიბერ უსაფრთხოების გარკვეული სტანდარტები გაითვალისწინონ. გარდა ამისა, ეს ტექნოლოგიური ღონისძიება საშუალებას მოგვცემს, გავიცნოთ ახალგაზრდები, რომლებსაც ინოვაციური იდეები აქვთ და რომლებიც შესაძლოა, სამომავლოდ ჩვენს ჰოლდინგშიც დავასაქმოთ“.

ტექნოლოგიური ღონისძიება 3-6 ივლისს გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს 150-მდე ადამიანი. მათ შორის: ტექ. ლიდები, მენტორები და Agile ქოუჩები. ჰაკათონში მონაწილეობისთვის გუნდებს პროექტის საორგანიზაციო ჯგუფი დააკომპლექტებს. თითოეულ გუნდში იქნება შვიდი მონაწილე სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებიდან: DevOps; iOS Development; React; Python; .NET; CyberSec; InfoSec; Blockchain. ყველა გუნდს ერთი Agile ქოუჩი ეყოლება. ასევე პროცესში ჩართული იქნება აღნიშნული რვა მიმართულების 20-ზე მეტი ტექ. ლიდი და სენიორ დეველოპერი, რომლებიც მონაწილეებს ოთხი დღის განმავლობაში კონსულტაციებს გაუწევენ.

TechXplore-ის ჰაკათონში მონაწილე გუნდების მთავარი დავალება იქნება შემდეგი - იმუშაონ ერთი იდეის ირგვლივ და შექმნან კონკრეტული პროექტის ტექნოლოგიური გადაწყვეტა. ამისათვის მათ ოთხი დღე ექნებათ, ხოლო საბოლოო პროექტს 6 ივლისს Pitch სესიაზე წარადგენენ, სადაც მოწვეული ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს და გაიმართება დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიების პარტნიორი კომპანიები კი მონაწილე გუნდებს საჩუქრებს გადასცემენ.

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

R