პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათა ქაჯაია - პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან
დათა ქაჯაია - პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან

ყვე­ლა­ზე ტი­ტუ­ლი­ა­ნი ქარ­თვე­ლი ავ­ტომრბო­ლე­ლი და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი TCR-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, დათა ქა­ჯა­ია ახლა უკვე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლია, რო­მელ­მაც GT OPEN CUP-ზე ფერ­ა­რის მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით იას­პა­რე­ზა.

700-ცხე­ნის­ძა­ლი­ა­ნი The 488 CHALLENGE EVO პირ­ვე­ლი ფერ­ა­რია, რომ­ლი­თაც დათა GT მი­მარ­თუ­ლე­ბით უმაღ­ლე­სი კლა­სის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რად

წარ­დგა და რომ­ლი­თაც კა­რი­ე­რის ახალ ეტაპ­ზე ახა­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის გზას და­ად­გა.

რბო­ლა გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ჰო­კე­ნ­ჰა­იმ­ში გა­ი­მარ­თა. ქარ­თვე­ლი მრბო­ლე­ლი და Shell-ის ბრენ­დამ­ბა­სა­დო­რი მას­ში „თე­გე­ტა მო­ტორ­სი­სა“ და Shell-ის მხარ­და­ჭე­რით მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

შე­ჯიბ­რე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მუ­ლის მი­ხედ­ვით სარ­ბო­ლო ტრა­სას ორი პი­ლო­ტი ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლით ფა­რავს. Mertel Motorsport-ის გუნდში, ამ შემ­თხვე­ვა­ში, 50-წუ­თი­ა­ნი გზის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ჭეს დათა მარ­თავ­და, მან პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე ოც­და­სა­მი­ვე მრბო­ლე­ლი უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა და ტრა­სის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი პირ­ველ­მა გა­ი­ა­რა. ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო წარ­მა­ტე­ბა პი­რა­დად ქარ­თვე­ლი მრბო­ლე­ლის­თვის და ქარ­თუ­ლი ავ­ტოს­პორ­ტის­თვის უკვე და­ფიქ­სირ­და.

დათა ქა­ჯა­ია, ავ­ტომრბო­ლე­ლი: „ჩემ­თვის, რო­გორც მრბო­ლე­ლის­თვის, GT OPEN CUP-ზე ას­პა­რე­ზო­ბამ კა­რი­ე­რა­ში სრუ­ლი გარ­დაქ­მნა მო­ახ­დი­ნა. ამ დღემ ახა­ლი მი­ზა­ნი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და­მი­სა­ხა და ახა­ლი გზა მაჩ­ვე­ნა. ასე­თი მას­შტა­ბის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე პირ­ვე­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას კი სა­უ­კე­თე­სო პი­რა­დი შე­დე­გი ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბაა.

ზო­გა­დად, გან­სხვა­ვე­ბულ მან­ქა­ნა­ზე გა­დაჯ­დო­მა მრბო­ლე­ლის­თვის დიდი გა­მოწ­ვე­ვაა. ავ­ტო­მო­ბი­ლი, რომ­ლი­თაც აქამ­დე ძი­რი­თა­დად ვას­პა­რე­ზობ­დი, წი­ნა­წამ­ყვა­ნია და ფერ­ა­რის ნა­ხე­ვა­რი სიმ­ძლავ­რე აქვს. GT კლა­სის ფერ­ა­რი მარ­თვის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სტილს მო­ი­თხოვს, რო­მე­ლიც სწრაფ გა­და­წყო­ბა­სა და ადაპ­ტი­რე­ბას სა­ჭი­რო­ებს. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ძა­ლი­ან მძლავ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლია, ფუნ­ქცი­ო­ნა­ლუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იმარ­თე­ბა. მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რის გამო მარ­ტი­ვია, მრბო­ლელ­მა უხე­ში მოქ­მე­დე­ბით გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი შეც­დო­მა და­უშ­ვას, ამი­ტომ ძა­ლი­ან ფრთხი­ლი მარ­თვაა სა­ჭი­რო. ამას­თა­ნა­ვე, სა­ბუ­რა­ვე­ბის მა­ღა­ლი ცვე­თის პი­რო­ბებ­ში ავ­ტო­მო­ბი­ლის რე­ჟი­მე­ბის ცვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რათა და­ზო­გო და რბო­ლის ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. ამი­ტომ, გარ­და იმი­სა, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლი სწრა­ფად უნდა ატა­რო, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სწორ დროს სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღო, რათა რე­სურ­სი და­ზო­გო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ცემს, ავ­ტო­მო­ბი­ლი რბო­ლის ბო­ლომ­დე სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­ში გყავ­დეს“.

მა­რიო გომ­თი, Mertel Motorsport-ის რბო­ლის მე­ნე­ჯე­რი: „და­თას პირ­ვე­ლად TCR შე­ჯიბ­რე­ბა­ზე შევ­ხვდი. ძა­ლი­ან სწრა­ფი, სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მრბო­ლე­ლია სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით სა­კუ­თა­რი საქ­მი­სა და გუნ­დის მი­მართ. მე­ო­რე მხრივ კი, ის სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­თა­ნაც შე­გიძ­ლია უბ­რა­ლო სა­უ­ბა­რი და მხი­ა­რუ­ლე­ბა. გარ­და სა­ერ­თო საქ­მი­სა, სწო­რედ ეს გახ­და და­ახ­ლო­ე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ და­თამ ამ დო­ნი­სა და მას­შტა­ბის შე­ჯიბ­რე­ბა­ზე იას­პა­რე­ზა. სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ქა­ჯა­ია და სუ­პერ­ფერ­ა­რი ერ­თად - უკვე ძა­ლი­ან მა­გა­რი ის­ტო­რი­ის და­სა­წყი­სია“.

ასე­თი ის­ტო­რი­ე­ბი კი იწყე­ბა იქ, სა­დაც უკვე წარ­მა­ტე­ბულ და ტი­ტუ­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნალს ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის არ ეში­ნია. შე­უძ­ლია და­ად­გეს ახალ გზას და სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი მო­სინ­ჯოს იქ, სა­დაც გარ­და­უ­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბა სუ­ლაც არ არის გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი.

დათა ქა­ჯა­ია, ავ­ტომრბო­ლე­ლი: „ვა­მა­ყობ, რომ მა­ღა­ლი დო­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ჩემი მხარ­დამ­ჭე­რი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია იყო. ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ქარ­თვე­ლი მრბო­ლე­ლი ფერ­ა­რის­თან ერ­თად ასე­თი დო­ნის რბო­ლა­ზე „თე­გე­ტას“ მხარ­და­ჭე­რით მოხ­ვდა. ეს ჩვენს წი­თელ ფერ­ა­რი­ზეც იყო აღ­ბეჭ­დი­ლი.

ასე­ვე მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ისე­თი ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი ბრენ­დის ამ­ბა­სა­დო­რი ვარ, რო­გო­რი­ცაა Shell. თა­ვის მხრივ, ფერ­ა­რი და Shell უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია, მე­გობ­რო­ბენ. ხში­რად მის­ვა­მენ შე­კი­თხვას - რო­მელ ზეთს მო­ვიხ­მარ სა­კუ­თა­რი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის. ჩემი არ­ჩე­ვა­ნი არის Shell. უმაღ­ლე­სი კლა­სის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე, რომ მან­ქა­ნის გა­და­ცე­მა­თა კო­ლოფ­სა და ძრა­ვა­ში Shell-ის ზე­თებს იყე­ნე­ბენ. ეს არის ზეთი, რო­მე­ლიც მა­ღა­ლი სიმ­ძლავ­რის ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში 50 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 30 გრა­დუს სი­ცხე­ში გა­უ­ჩე­რებ­ლად, მაქ­სი­მა­ლურ ბრუნ­ზე ძრა­ვის მუ­შა­ო­ბი­სას დატ­ვირ­თვას უმკლავ­დე­ბა და ავ­ტო­მო­ბილს და­ზი­ა­ნე­ბის­გან იცავს“.

GT OPEN CUP-ის­თვის საგ­ზუ­რი დათა ქა­ჯა­ი­ამ FERARRI TEST DRIVE 2023-ზე მო­ი­პო­ვა, სა­დაც სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. გზა გა­მარ­ჯვე­ბამ­დე 1,43 წამ­ში 270კმ/სა­ა­თის სიჩ­ქა­რით და­ფა­რა.

GT OPEN CUP-ში კი ქარ­თვე­ლი მრბო­ლე­ლის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში უკვე მო­ექ­ცა. არის მო­ლო­დი­ნი, რომ მო­მა­ვალ წელს შე­ჯიბ­რე­ბა­ზე დათა ქა­ჯა­ია უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რა­დაც წარ­დგე­ბა. ჩა­ფხუტს ისევ მო­ირ­გებს და ავ­ტორ­ბო­ლის ის­ტო­რი­ა­ში მო­რიგ წარ­მა­ტე­ბულ თავს და­წერს.

თე­გე­ტა მო­ტორ­სის შე­სა­ხებ: თე­გე­ტა ჰოლ­დინ­გში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნია თე­გე­ტა მო­ტორ­სი 1995 წლი­დან ოპე­რი­რებს ბა­ზარ­ზე მსუ­ბუ­ქი, სატ­ვირ­თო და სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სერ­ვი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ავ­ტო­ინ­დუსტრი­ის ლი­დე­რი კომ­პა­ნია მომ­ხმა­რე­ბელს ავ­ტო­მომ­სა­ხუ­რე­ბის სრულ სპექტრს სთა­ვა­ზობს, რო­გორც მსუ­ბუ­ქი და სატ­ვირ­თო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ისე ავ­ტო­ბუ­სე­ბი­სა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის, ასე­ვე სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ტექ­ნი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბით. კომ­პა­ნი­ას მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 28 ფი­ლი­ა­ლი აქვს, რომ­ლე­ბიც 500 000-მდე სა­ცა­ლო და 35 000-მდე კორ­პო­რა­ცი­ულ მომ­ხმა­რე­ბელს ემ­სა­ხუ­რე­ბა. თე­გე­ტა მო­ტორ­სი 300-მდე მსოფ­ლიო ბრენ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ შო­რის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

დათა ქაჯაია - პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან

დათა ქაჯაია - პირველი ქართველი ავტომრბოლელი ფერარის საჭესთან

ყველაზე ტიტულიანი ქართველი ავტომრბოლელი და ევროპის ჩემპიონი TCR-ის მიმართულებით, დათა ქაჯაია ახლა უკვე პირველი ქართველია, რომელმაც GT OPEN CUP-ზე ფერარის მარკის ავტომობილით იასპარეზა.

700-ცხენისძალიანი The 488 CHALLENGE EVO პირველი ფერარია, რომლითაც დათა GT მიმართულებით უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე ოფიციალურად

წარდგა და რომლითაც კარიერის ახალ ეტაპზე ახალი წარმატებების გზას დაადგა.

რბოლა გერმანიაში, ქალაქ ჰოკენჰაიმში გაიმართა. ქართველი მრბოლელი და Shell-ის ბრენდამბასადორი მასში „თეგეტა მოტორსისა“ და Shell-ის მხარდაჭერით მონაწილეობდა.

შეჯიბრების განსხვავებული ფორმულის მიხედვით სარბოლო ტრასას ორი პილოტი ერთი ავტომობილით ფარავს. Mertel Motorsport-ის გუნდში, ამ შემთხვევაში, 50-წუთიანი გზის პირველი ნახევრის განმავლობაში საჭეს დათა მართავდა, მან პირველივე ჯერზე ოცდასამივე მრბოლელი უკან ჩამოიტოვა და ტრასის პირველი ნახევარი პირველმა გაიარა. ეს უპრეცედენტო წარმატება პირადად ქართველი მრბოლელისთვის და ქართული ავტოსპორტისთვის უკვე დაფიქსირდა.

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ჩემთვის, როგორც მრბოლელისთვის, GT OPEN CUP-ზე ასპარეზობამ კარიერაში სრული გარდაქმნა მოახდინა. ამ დღემ ახალი მიზანი და შესაძლებლობები დამისახა და ახალი გზა მაჩვენა. ასეთი მასშტაბის ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობისას კი საუკეთესო პირადი შედეგი ძალიან დიდი წარმატებაა.

ზოგადად, განსხვავებულ მანქანაზე გადაჯდომა მრბოლელისთვის დიდი გამოწვევაა. ავტომობილი, რომლითაც აქამდე ძირითადად ვასპარეზობდი, წინაწამყვანია და ფერარის ნახევარი სიმძლავრე აქვს. GT კლასის ფერარი მართვის სრულიად განსხვავებულ სტილს მოითხოვს, რომელიც სწრაფ გადაწყობასა და ადაპტირებას საჭიროებს. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან მძლავრი ავტომობილია, ფუნქციონალურად განსხვავებულად იმართება. მაღალი სიმძლავრის გამო მარტივია, მრბოლელმა უხეში მოქმედებით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვას, ამიტომ ძალიან ფრთხილი მართვაა საჭირო. ამასთანავე, საბურავების მაღალი ცვეთის პირობებში ავტომობილის რეჟიმების ცვლა აუცილებელია, რათა დაზოგო და რბოლის ბოლომდე შეინარჩუნო. ამიტომ, გარდა იმისა, რომ ავტომობილი სწრაფად უნდა ატარო, მნიშვნელოვანია, სწორ დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, რათა რესურსი დაზოგო. მნიშვნელოვანია სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საშუალებას მოგცემს, ავტომობილი რბოლის ბოლომდე საუკეთესო ფორმაში გყავდეს“.

მარიო გომთი, Mertel Motorsport-ის რბოლის მენეჯერი: „დათას პირველად TCR შეჯიბრებაზე შევხვდი. ძალიან სწრაფი, სუპერპროფესიონალი მრბოლელია სწორი დამოკიდებულებით საკუთარი საქმისა და გუნდის მიმართ. მეორე მხრივ კი, ის საოცარი ადამიანია, რომელთანაც შეგიძლია უბრალო საუბარი და მხიარულება. გარდა საერთო საქმისა, სწორედ ეს გახდა დაახლოების საფუძველი. ძალიან მიხარია, რომ დათამ ამ დონისა და მასშტაბის შეჯიბრებაზე იასპარეზა. სუპერპროფესიონალი ქაჯაია და სუპერფერარი ერთად - უკვე ძალიან მაგარი ისტორიის დასაწყისია“.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FTegetamotors%2Fvideos%2F1464495740897936%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

ასეთი ისტორიები კი იწყება იქ, სადაც უკვე წარმატებულ და ტიტულიან პროფესიონალს ახალი გამოწვევების არ ეშინია. შეუძლია დაადგეს ახალ გზას და საკუთარი ძალები მოსინჯოს იქ, სადაც გარდაუვალი წარმატება სულაც არ არის გარანტირებული.

დათა ქაჯაია, ავტომრბოლელი: „ვამაყობ, რომ მაღალი დონის ჩემპიონატზე ჩემი მხარდამჭერი ქართული კომპანია იყო. ისტორიაში პირველად, ქართველი მრბოლელი ფერარისთან ერთად ასეთი დონის რბოლაზე „თეგეტას“ მხარდაჭერით მოხვდა. ეს ჩვენს წითელ ფერარიზეც იყო აღბეჭდილი.

ასევე მოხარული ვარ, რომ ისეთი ავტორიტეტული ბრენდის ამბასადორი ვარ, როგორიცაა Shell. თავის მხრივ, ფერარი და Shell უკვე მრავალი წელია, მეგობრობენ. ხშირად მისვამენ შეკითხვას - რომელ ზეთს მოვიხმარ საკუთარი ავტომობილებისთვის. ჩემი არჩევანი არის Shell. უმაღლესი კლასის ჩემპიონატზე საკუთარი თვალით ვნახე, რომ მანქანის გადაცემათა კოლოფსა და ძრავაში Shell-ის ზეთებს იყენებენ. ეს არის ზეთი, რომელიც მაღალი სიმძლავრის ავტომობილებში 50 წუთის განმავლობაში 30 გრადუს სიცხეში გაუჩერებლად, მაქსიმალურ ბრუნზე ძრავის მუშაობისას დატვირთვას უმკლავდება და ავტომობილს დაზიანებისგან იცავს“.

GT OPEN CUP-ისთვის საგზური დათა ქაჯაიამ FERARRI TEST DRIVE 2023-ზე მოიპოვა, სადაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. გზა გამარჯვებამდე 1,43 წამში 270კმ/საათის სიჩქარით დაფარა.

GT OPEN CUP-ში კი ქართველი მრბოლელის წარმატებული ასპარეზობა საერთაშორისო ყურადღების ცენტრში უკვე მოექცა. არის მოლოდინი, რომ მომავალ წელს შეჯიბრებაზე დათა ქაჯაია უკვე ოფიციალურადაც წარდგება. ჩაფხუტს ისევ მოირგებს და ავტორბოლის ისტორიაში მორიგ წარმატებულ თავს დაწერს.

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

NS