პოლიტიკა
მსოფლიო

13

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მოვქცეულვარ ჭკვიანურად... გადავწყვიტე, დებატებამდე შემომევლო მსოფლიო" - ბაიდენის აღიარება: პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან დებატებისას თითქმის ჩაეძინა
"არ მოვქცეულვარ ჭკვიანურად... გადავწყვიტე, დებატებამდე შემომევლო მსოფლიო" - ბაიდენის აღიარება: პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან დებატებისას თითქმის ჩაეძინა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, ჯო ბა­ი­დენ­მა ტრამ­პთან მისი დე­ბა­ტე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ბოლო კვი­რებ­ში მის მსოფ­ლიო მოგ­ზა­უ­რო­ბებს ამ გა­მოს­ვლის შე­დეგ­ში დიდი როლი ჰქონ­და.

"ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რად არ მოვ­ქცე­ულ­ვარ, გა­დავ­წყვი­ტე, რამ­დენ­ჯერ­მე შე­მო­მევ­ლო მსოფ­ლიო... დე­ბა­ტე­ბამ­დე სულ ცოტა ხნით ადრე. არ მო­ვუს­მი­ნე ჩემს თა­ნამ­შრომ­ლებს... და შემ­დეგ, სცე­ნა­ზე თით­ქმის ჩა­მე­ძი­ნა" - თქვა ბა­ი­დენ­მა ვირ­ჯი­ნი­ა­ში გა­მარ­თულ ფან­დრა­ი­ზინ­გის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე დო­ნო­რებ­თან სა­უბ­რი­სას,

დე­ბა­ტე­ბამ­დე პრე­ზი­დენ­ტი კემპ დე­ვიდ­ში იყო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოს­ვლის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ატ­ლან­ტა­ში 27 ივ­ნისს, დე­ბა­ტე­ბის დი­ლას გა­ემ­გზავ­რა. კემპ დე­ვი­დამ­დე, 14 ივ­ნისს პრე­ზი­დენ­ტი იტა­ლი­ა­ში, G7-ის სა­მიტ­ზე ჩა­ვი­და.

"ეს არ არის გა­მარ­თლე­ბა, არა­მედ - ახ­სნა”, - აღ­ნიშ­ნა ბა­ი­დებ­მა.

მან ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, მაგ­რამ ასე­ვე ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ მის­თვის მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნე­ბის მო­გე­ბა "კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია".

პრე­ზი­დენ­ტმა მოკ­ლედ ისა­უბ­რა - დო­ნო­რე­ბის მი­მართ მის­მა მი­მარ­თვამ მხო­ლოდ ექ­ვსი წუთი გას­ტა­ნა.

შე­გახ­სე­ნებთ, გა­სულ კვი­რას დე­ბა­ტე­ბის დროს ბა­ი­დე­ნის გა­მოს­ვლამ ამე­რი­კე­ლე­ბი შე­აშ­ფო­თა, რად­გან მას კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა უჭირ­და და და­ბა­ლი და ჩახ­ლე­ჩი­ლი ხმით სა­უბ­რობ­და.

ერთ მო­მენ­ტში ტრამპმა აღ­ნიშ­ნა, რომ ბა­ი­დე­ნის ნათ­ქვა­მი ვერ გა­ი­გო.

"მარ­თლა ვერ გა­ვი­გე, რა თქვა ამ წი­ნა­და­დე­ბის ბო­ლოს", - თქვა ტრამპმა დე­ბა­ტე­ბის დროს, - "მგო­ნი, თვი­თო­ნაც არ იცის".

წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"არ მოვქცეულვარ ჭკვიანურად... გადავწყვიტე, დებატებამდე შემომევლო მსოფლიო" - ბაიდენის აღიარება: პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან დებატებისას თითქმის ჩაეძინა

"არ მოვქცეულვარ ჭკვიანურად... გადავწყვიტე, დებატებამდე შემომევლო მსოფლიო" - ბაიდენის აღიარება: პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან დებატებისას თითქმის ჩაეძინა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტრამპთან მისი დებატების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო კვირებში მის მსოფლიო მოგზაურობებს ამ გამოსვლის შედეგში დიდი როლი ჰქონდა.

"ძალიან ჭკვიანურად არ მოვქცეულვარ, გადავწყვიტე, რამდენჯერმე შემომევლო მსოფლიო... დებატებამდე სულ ცოტა ხნით ადრე. არ მოვუსმინე ჩემს თანამშრომლებს... და შემდეგ, სცენაზე თითქმის ჩამეძინა" - თქვა ბაიდენმა ვირჯინიაში გამართულ ფანდრაიზინგის ღონისძიებაზე დონორებთან საუბრისას,

დებატებამდე პრეზიდენტი კემპ დევიდში იყო და მნიშვნელოვანი გამოსვლისთვის ემზადებოდა. არსებული ინფორმაციით, ის ატლანტაში 27 ივნისს, დებატების დილას გაემგზავრა. კემპ დევიდამდე, 14 ივნისს პრეზიდენტი იტალიაში, G7-ის სამიტზე ჩავიდა.

"ეს არ არის გამართლება, არამედ - ახსნა”, - აღნიშნა ბაიდებმა.

მან ბოდიში მოიხადა, მაგრამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისთვის მომდევნო არჩევნების მოგება "კრიტიკულად მნიშვნელოვანია".

პრეზიდენტმა მოკლედ ისაუბრა - დონორების მიმართ მისმა მიმართვამ მხოლოდ ექვსი წუთი გასტანა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას დებატების დროს ბაიდენის გამოსვლამ ამერიკელები შეაშფოთა, რადგან მას კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირდა და დაბალი და ჩახლეჩილი ხმით საუბრობდა.

ერთ მომენტში ტრამპმა აღნიშნა, რომ ბაიდენის ნათქვამი ვერ გაიგო.

"მართლა ვერ გავიგე, რა თქვა ამ წინადადების ბოლოს", - თქვა ტრამპმა დებატების დროს, - "მგონი, თვითონაც არ იცის".

წყარო

წაიკითხეთ ასევე: