ავტორი:

"მინდა ბოდიში მოგიხადოთ აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო" - რატომ ვერ დაესწრება გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების საზეიმო შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე? სპორტსმენის მიმართვა

"მინდა ბოდიში მოგიხადოთ აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო" - რატომ ვერ დაესწრება გულშემატკივრებისა და ფეხბურთელების საზეიმო შეხვედრას გიორგი მიქაუტაძე? სპორტსმენის მიმართვა

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს დღეს თავისუფლების მოედანზე გულშემატკივრები შეხვდებიან და ევროპის ჩემპიონატზე ღირსეული ბრძოლის გამო მადლობას გადაუხდიან. ღონისძიება რამდენიმე წუთში დაიწყება. ფეხბურთელებს შორის არ იქნება გიორგი მიქაუტაძე, რის გამოც ის ბოდიშს იხდის და გულშემატკივარს მიმართავს.

"მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო.

ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის.

იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო.

თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით.

გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ.

დიდი მადლობა ყველაფრისთვის.დიდი მადლობა სრულიად საქართველოს", - წერს მიქაუტაძე.