ეგზიტპოლების თანახმად, საფრანგეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში მარინ ლე პენის ულტრა მემარჯვენე ეროვნული გაერთიანება ლიდერობს.
კერძოდ, IFOP, Ipsos, OpinionWay და Elabe-ის თანხმად, პარტია ხმების დაახლოებით 34 პროცენტით ლიდერობს. მემარცხენე ახალი სახალხო ფრონტის (NFP) კოალიცია მეორე ადგილზეა, დაახლოებით 29 პროცენტით; მესამე ადგილზე კი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულ ბლოკს 20,5-23 პროცენტი აქვს.
ეროვნული ასამბლეის, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატის აბსოლუტური უმრავლესობის მიღებისთვის საჭიროა 289 მანდატი.
შეგახსენებთ, ეს არის ორტურიანი არჩევნები და 577-მანდატიან ეროვნულ ასამბლეაში მანდატების ზუსტი განაწილების და საბოლოო შედეგების დადგენა 7 ივლისს დაგეგმილი მეორე ტურის დასრულებამდე არ იქნება შესაძლებელი.შეგახსენებთ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ევროპარლამენტის არჩევნებში „ეროვნულმა გაერთიანებამ“ მისი ცენტრისტული ალიანსი დაამარცხა.