Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 04:59-ზე, მთვარე 09:03-ზე გადავა თევზების ზოდიაქოში ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. ამ დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
ბოლივიაში გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა
ბოლივიაში გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა

ბო­ლი­ვი­ის პო­ლი­ცი­ამ ქვე­ყა­ნა­ში გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბის ლი­დე­რი, გე­ნე­რა­ლი ხუან ხოსე ზუ­ნი­გა და­ა­კა­ვა მას შემ­დეგ, რაც ჯა­რის­კა­ცე­ბი, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, დე­და­ქა­ლაქ ლა პას­ში, პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლე შე­იჭრ­ნენ.

ხუან ხოსე ზუ­ნი­გამ გა­ნა­ცხა­და, რომ მას სურ­და დე­მოკ­რა­ტი­ის რესტრუქ­ტუ­რი­ზა­ცია და რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბა მოხ­დე­ბო­და.

პრე­ზი­დენ­ტმა ლუის არ­სემ დაგ­მო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას დე­მოკ­რა­ტი­ის სა­სარ­გებ­ლოდ ორ­გა­ნი­ზე­ბი­სა და მო­ბი­ლი­ზე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

”ჩვენ ვერ და­ვუშ­ვებთ გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბამ კი­დევ ერთხელ შე­ი­წი­როს ბო­ლი­ვი­ელ­თა სი­ცო­ცხლე,” - თქვა მან სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა­ში.

მის­მა სი­ტყვებ­მა რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია და დე­მოკ­რა­ტი­ის მომ­ხრე დე­მონ­სტრან­ტე­ბი ქუ­ჩებ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად გა­მო­ვიდ­ნენ.

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ სამ­ხედ­რო­ებ­მა პრე­ზი­დენ­ტის სა­სახ­ლი­დან უკან და­ხე­ვა და­ი­წყეს და მის წინ მო­ე­და­ნი პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რებ­მა და­ი­კა­ვეს.

ხუან ხოსე ზუ­ნი­გას და­კა­ვე­ბის შემ­დეგ პრო­კუ­რა­ტუ­რამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღ­ძრა.

ავტორი:

ბოლივიაში გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა

ბოლივიაში გადატრიალების მცდელობა ჩაიშალა

ბოლივიის პოლიციამ ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის ლიდერი, გენერალი ხუან ხოსე ზუნიგა დააკავა მას შემდეგ, რაც ჯარისკაცები, მისი ხელმძღვანელობით, დედაქალაქ ლა პასში, პრეზიდენტის სასახლე შეიჭრნენ.

ხუან ხოსე ზუნიგამ განაცხადა, რომ მას სურდა დემოკრატიის რესტრუქტურიზაცია და რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდებოდა.

პრეზიდენტმა ლუის არსემ დაგმო გადატრიალების მცდელობა და საზოგადოებას დემოკრატიის სასარგებლოდ ორგანიზებისა და მობილიზებისკენ მოუწოდა.

”ჩვენ ვერ დავუშვებთ გადატრიალების მცდელობამ კიდევ ერთხელ შეიწიროს ბოლივიელთა სიცოცხლე,” - თქვა მან სატელევიზიო მიმართვაში.

მისმა სიტყვებმა რეზონანსი გამოიწვია და დემოკრატიის მომხრე დემონსტრანტები ქუჩებში ხელისუფლების მხარდასაჭერად გამოვიდნენ.

გარკვეული პერიოდის შემდეგ სამხედროებმა პრეზიდენტის სასახლიდან უკან დახევა დაიწყეს და მის წინ მოედანი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა დაიკავეს.

ხუან ხოსე ზუნიგას დაკავების შემდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.