მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვემზადოთ პლაჟზე გასასვლელად
როგორ მოვემზადოთ პლაჟზე გასასვლელად

ზა­ფხუ­ლი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პე­რი­ო­დია ზღვა­ზე წა­სას­ვლე­ლად. წას­ვლამ­დე კი უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ გარ­კვე­უ­ლი რჩე­ვე­ბი, თუ რო­გორ უნდა მო­ემ­ზა­დოთ, რა უნდა იყი­დოთ და ა.შ.

სა­ნა­პი­რო­ზე გას­ვლამ­დე დაგ­ჭირ­დე­ბათ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მის, "შლა­პუ­ნე­ბის" და მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ძე­ნა.

და­ფიქ­რდით რამ­დე­ნი ნივ­თის წა­ღე­ბას აპი­რებთ პლაჟ­ზე. სწო­რედ ეს გან­სა­ზღვრავს პლა­ჟის ჩან­თის ზო­მას. პლა­ჟის ჩან­თა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დი­დია, შე­იძ­ლე­ბა არა­კომ­ფორ­ტუ­ლი იყოს სა­ტა­რებ­ლად, ძა­ლი­ან პა­ტა­რა ჩან­თა­ში კი შე­საძ­ლოა ყვე­ლა ნივ­თი ვერ ჩა­დოთ. ამი­ტო­მაც ეცა­დეთ აარ­ჩი­ოთ სა­შუ­ა­ლო ზო­მის ჩან­თა.

თან წა­ი­ღეთ ტან­საც­მლი­სა და პლა­ჟის თეთ­რე­უ­ლის და­მა­ტე­ბი­თი ნაკ­რე­ბი. აირ­ჩი­ეთ ღია ფე­რის სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბი, რად­გან ღია ფე­რე­ბი ნაკ­ლე­ბად შთან­თქავს მზის შუქს, ან კომ­ფორ­ტუ­ლი სა­ცუ­რაო შორ­ტე­ბი. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ და­ტო­ვოთ გა­მო­საც­ვლე­ლი ტან­საც­მე­ლი თქვენს მან­ქა­ნა­ში ან სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში (თუ თქვენ და­ბი­ნავ­დე­ბით სას­ტუმ­რო­ში).

ზო­გი­ერ­თი პლა­ჟი ყვე­ლა­ნა­ი­რად კე­თილ­მო­წყო­ბი­ლია, გა­მო­საც­ვლე­ლი კა­ბი­ნე­ბი­თა და საშ­ხა­პე­ე­ბით. "შლა­პუ­ნე­ბი" იდე­ა­ლუ­რია სა­ნა­პი­რო­ზე წა­სას­ვლე­ლად, მაგ­რამ უმ­ჯო­ბე­სია გა­ი­ხა­დოთ ისი­ნი ქვი­შა­ში სი­ა­რუ­ლი­სას.

რო­დე­საც სა­ნა­პი­რო­ზე მი­დი­ხართ, აუ­ცი­ლებ­ლად იქო­ნი­ეთ თან მზის­გან დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა. თან წა­ი­ღეთ მზის­გან დამ­ცა­ვი კრე­მი ან სპრეი თქვე­ნი სხე­უ­ლის და­სა­ცა­ვად. წა­ი­ღეთ ქოლ­გა. სას­ტუმ­რო­ე­ბის უმე­ტე­სო­ბის პლა­ჟე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია ქოლ­გე­ბით და შეზ­ლონ­გე­ბით, ზოგ­ჯერ მხო­ლოდ სას­ტუმ­როს სტუმ­რებს შე­უძ­ლი­ათ მათი გა­მო­ყე­ნე­ბა. სათ­ვა­ლე ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ის იცავს თქვენს თვა­ლებს მზის­გან.

და­სა­კე­ცი კომ­პაქ­ტუ­რი სკამ-ეზ­ლონ­გი, დამ­ზა­დე­ბუ­ლი მე­ტა­ლის კარ­კა­სით და წყალ­გამ­ძლე ნაჭ­რით თქვე­ნი ერ­თგუ­ლი თა­ნამ­გზავ­რი გახ­დე­ბა რო­გორც პლაჟ­ზე, ისე ბაღ­სა და სახ­ლში თუ პიკ­ნიკ­ზე.

წა­ი­ღეთ წა­სა­ხემ­სე­ბე­ლი. თუ პლაჟ­ზე დიდ­ხანს აპი­რებთ ყოფ­ნას, წა­ი­ღეთ წა­სა­ხემ­სე­ბე­ლი. ხილი იდე­ა­ლუ­რი ვა­რი­ან­ტია.

თუ გსურთ მუ­სი­კის მოს­მე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, მა­შინ თან იქო­ნი­ეთ ყურ­სას­მე­ნე­ბი, რათა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი არ შე­ა­წუ­ხოთ. ასე­ვე, შე­გიძ­ლი­ათ წა­ი­ღოთ ჩან­თა წყლით ან გა­მაგ­რი­ლე­ბე­ლი სას­მე­ლე­ბით. თუ მთე­ლი დღე მზე­ზე დარ­ჩე­ნას გეგ­მავთ, წარ­მოდ­გე­ნაც არ გაქვთ, რამ­დე­ნად მა­ღა­ლია დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ის რის­კი ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში. წყლის ბოთ­ლი წი­ნას­წარ მო­ა­თავ­სეთ სა­ყი­ნუ­ლე­ში და გა­ყი­ნეთ. ასე, მალე არ გათ­ბე­ბა მზე­ზე.

როგორ მოვემზადოთ პლაჟზე გასასვლელად

როგორ მოვემზადოთ პლაჟზე გასასვლელად

ზაფხული ყველაზე პოპულარული პერიოდია ზღვაზე წასასვლელად. წასვლამდე კი უნდა გაითვალისწინოთ გარკვეული რჩევები, თუ როგორ უნდა მოემზადოთ, რა უნდა იყიდოთ და ა.შ.

სანაპიროზე გასვლამდე დაგჭირდებათ საცურაო კოსტიუმის, "შლაპუნების" და მზისგან დამცავი საშუალებების შეძენა.

დაფიქრდით რამდენი ნივთის წაღებას აპირებთ პლაჟზე. სწორედ ეს განსაზღვრავს პლაჟის ჩანთის ზომას. პლაჟის ჩანთა, რომელიც ძალიან დიდია, შეიძლება არაკომფორტული იყოს სატარებლად, ძალიან პატარა ჩანთაში კი შესაძლოა ყველა ნივთი ვერ ჩადოთ. ამიტომაც ეცადეთ აარჩიოთ საშუალო ზომის ჩანთა.

თან წაიღეთ ტანსაცმლისა და პლაჟის თეთრეულის დამატებითი ნაკრები. აირჩიეთ ღია ფერის საცურაო კოსტიუმები, რადგან ღია ფერები ნაკლებად შთანთქავს მზის შუქს, ან კომფორტული საცურაო შორტები. თქვენ შეგიძლიათ დატოვოთ გამოსაცვლელი ტანსაცმელი თქვენს მანქანაში ან სასტუმროს ნომერში (თუ თქვენ დაბინავდებით სასტუმროში).

ზოგიერთი პლაჟი ყველანაირად კეთილმოწყობილია, გამოსაცვლელი კაბინებითა და საშხაპეებით. "შლაპუნები" იდეალურია სანაპიროზე წასასვლელად, მაგრამ უმჯობესია გაიხადოთ ისინი ქვიშაში სიარულისას.

როდესაც სანაპიროზე მიდიხართ, აუცილებლად იქონიეთ თან მზისგან დამცავი საშუალება. თან წაიღეთ მზისგან დამცავი კრემი ან სპრეი თქვენი სხეულის დასაცავად. წაიღეთ ქოლგა. სასტუმროების უმეტესობის პლაჟები აღჭურვილია ქოლგებით და შეზლონგებით, ზოგჯერ მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს შეუძლიათ მათი გამოყენება. სათვალე ასევე აუცილებელია, რადგან ის იცავს თქვენს თვალებს მზისგან.

დასაკეცი კომპაქტური სკამ-ეზლონგი, დამზადებული მეტალის კარკასით და წყალგამძლე ნაჭრით თქვენი ერთგული თანამგზავრი გახდება როგორც პლაჟზე, ისე ბაღსა და სახლში თუ პიკნიკზე.

წაიღეთ წასახემსებელი. თუ პლაჟზე დიდხანს აპირებთ ყოფნას, წაიღეთ წასახემსებელი. ხილი იდეალური ვარიანტია.

თუ გსურთ მუსიკის მოსმენა სანაპიროზე, მაშინ თან იქონიეთ ყურსასმენები, რათა სხვა ადამიანები არ შეაწუხოთ. ასევე, შეგიძლიათ წაიღოთ ჩანთა წყლით ან გამაგრილებელი სასმელებით. თუ მთელი დღე მზეზე დარჩენას გეგმავთ, წარმოდგენაც არ გაქვთ, რამდენად მაღალია დეჰიდრატაციის რისკი ასეთ შემთხვევებში. წყლის ბოთლი წინასწარ მოათავსეთ საყინულეში და გაყინეთ. ასე, მალე არ გათბება მზეზე.