საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სათხის მონასტერი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია" - ნინო ბურჭულაძე
"სათხის მონასტერი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია" - ნინო ბურჭულაძე

კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის გაწ­მენ­და - და­სუფ­თა­ვე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში „მოძ­რა­ო­ბამ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის“ სა­თხის მო­ნას­ტრის და­სუფ­თა­ვე­ბა და­ას­რუ­ლა.

მოძ­რა­ო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხან­გრძლი­ვი წვი­მე­ბის გამო გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი სამ ეტა­პად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რის­გან სრუ­ლად გა­იწ­მინ­და ძეგლის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რია ეზო და თა­ვად ტა­ძა­რი.

რო­გორც, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძე აცხა­დებს, ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე X-XI სა­უ­კუ­ნის უნი­კა­ლუ­რი - ეროვ­ნუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის კა­ტე­გო­რი­ის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგლი სა­თხის მო­ნას­ტე­რი დღეს უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"2016- 2018 წლებ­ში ძეგლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის ჩვე­ნი ორ­წლი­ა­ნი აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გად, კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ ტაძ­რის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ი­წყო.

სამ­წუ­ხა­როდ 2022 წელს სა­მუ­შა­ო­ე­ბი გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­ზე­ზე­ბით შე­ჩე­რე­ბუ­ლი იქნა. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი მო­თხოვ­ნით სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ჯგუ­ფი არა­ერ­თხელ ჩა­ვი­და ად­გილ­ზე ძეგლის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სას­წავ­ლად და შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი დას­კვნე­ბიც და­ი­დო. თუმ­ცა პრო­ცესს რა­ი­მე ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯი არ მოჰ­ყო­ლია.

მარ­თა­ლია, სა­თხეს უყუ­რა­დღე­ბოდ არ ვტო­ვებთ ხში­რად დავ­დი­ვართ და მე­ო­თხე წე­ლია სე­ზო­ნურ და­სუფ­თა­ვე­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­საც ვა­ტა­რებთ, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ მხო­ლოდ აქ­ტი­ვის­ტე­ბის მონ­დო­მე­ბა საკ­მა­რი­სი არ არის. სა­თხის გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა ძეგლ­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­უ­ყო­ნებ­ლივ გა­ნახ­ლე­ბა­შია. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის გამო ისე­დაც მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ტაძ­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ვერ მო­ვა­ხერ­ხებთ. ყვე­ლა სა­ა­გენ­ტოს სწორ და ძა­ლი­ან დრო­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით."- აცხა­დებს "მოძ­რა­ო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სათ­ვის" ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ნინო ბურ­ჭუ­ლა­ძე.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­თხის მო­ნას­ტრის და­სუფ­თა­ვე­ბა, სამ­თო წარ­მო­ე­ბის არე­ალ­სა და მის მიმ­დე­ბა­რედ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის გაწ­მენ­და- და­სუფ­თა­ვე­ბის სა­ზა­ფხუ­ლო კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­და და ის მე­ო­რე ძეგლია XVII სა­უ­კუ­ნის აბულ­მუ­გის სპარ­სუ­ლი აბა­ნოს შემ­დეგ.

"მოძ­რა­ო­ბა კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის უახ­ლო­ეს ხან­ში ფი­ტა­რე­თის მო­ნას­ტრის, ხუ­ლუ­ტის ციხე-დარ­ბა­ზის და მუ­შე­ვა­ნის ძეგ­ლე­ბის და­სუფ­თა­ვე­ბა­საც გეგ­მავს.

ავტორი:

"სათხის მონასტერი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია" - ნინო ბურჭულაძე

"სათხის მონასტერი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია" - ნინო ბურჭულაძე

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა - დასუფთავების საზაფხულო კამპანიის ფარგლებში „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ სათხის მონასტრის დასუფთავება დაასრულა.

მოძრაობის ინფორმაციით, ხანგრძლივი წვიმების გამო გართულებული სამუშაოები სამ ეტაპად მიმდინარეობდა. მცენარეული საფარისგან სრულად გაიწმინდა ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ეზო და თავად ტაძარი.

როგორც, ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე აცხადებს, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მდებარე X-XI საუკუნის უნიკალური - ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სათხის მონასტერი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია.

"2016- 2018 წლებში ძეგლის გადარჩენისთვის ჩვენი ორწლიანი აქტიურობის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

სამწუხაროდ 2022 წელს სამუშაოები გაურკვეველი მიზეზებით შეჩერებული იქნა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენი მოთხოვნით სააგენტოს სპეციალისტების ჯგუფი არაერთხელ ჩავიდა ადგილზე ძეგლის მდგომარეობის შესასწავლად და შემაშფოთებელი დასკვნებიც დაიდო. თუმცა პროცესს რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ მოჰყოლია.

მართალია, სათხეს უყურადღებოდ არ ვტოვებთ ხშირად დავდივართ და მეოთხე წელია სეზონურ დასუფთავების სამუშაოებსაც ვატარებთ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ აქტივისტების მონდომება საკმარისი არ არის. სათხის გადარჩენის ერთადერთი გზა ძეგლზე სამუშაოების დაუყონებლივ განახლებაშია. წინააღმდეგ შემთხვევაში გააქტიურებული ბუნებრივი პროცესების გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტაძრის შენარჩუნებას ვერ მოვახერხებთ. ყველა სააგენტოს სწორ და ძალიან დროულ გადაწყვეტილებას ველოდებით."- აცხადებს "მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისათვის" ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.

ორგანიზაციის ინფორმაციით, სათხის მონასტრის დასუფთავება, სამთო წარმოების არეალსა და მის მიმდებარედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაწმენდა- დასუფთავების საზაფხულო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა და ის მეორე ძეგლია XVII საუკუნის აბულმუგის სპარსული აბანოს შემდეგ.

"მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის უახლოეს ხანში ფიტარეთის მონასტრის, ხულუტის ციხე-დარბაზის და მუშევანის ძეგლების დასუფთავებასაც გეგმავს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"