პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"რა ხდება დღეს, ეს რა უბედურება გვჭირს, სად არის აკერმანისა და "ფრანკლინის კლუბის“, ამ მექრთამე "ენჯეოების“ დასაჯიჯგნი ახალგაზრდები" - ბექა ოდიშარია
"რა ხდება დღეს, ეს რა უბედურება გვჭირს, სად არის აკერმანისა და "ფრანკლინის კლუბის“, ამ მექრთამე "ენჯეოების“ დასაჯიჯგნი ახალგაზრდები" - ბექა ოდიშარია

ერ­თმა უწყი­ნარ­მა კა­ნონ­მა, ერ­თმა ძა­ლი­ან ტოქ­სი­კურ­მა აბ­რე­ვი­ა­ტუ­რამ და მას­თან გარ­კვე­უ­ლი პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ჩა­დე­ბის მცდე­ლო­ბამ ააზ­ვირ­თა ეს ქრის­ტეს ფე­ხის მკვნე­ტე­ლე­ბი და რას არ გვაბ­რა­ლე­ბენ, - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა ბექა ოდი­შა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას. ოდი­შა­რი­ას შე­ფა­სე­ბით, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი "ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის მო­წამ­ვლის ხარ­ჯზე მდიდ­რდე­ბა და ეს ტრენ­დი აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­სა­ტე­ხია“.

"მარ­თლა არ მჯე­რო­და ჩემი თვა­ლე­ბის და ჩემი ყუ­რე­ბის, რო­დე­საც ახალ­გაზ­რდა კაც­მა თქვა - დე­და­ჩე­მი ამო­რა­ლუ­რი არი­სო, იმის გამო, რომ გარ­კვე­უ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა აქვთ მათ. ხომ არ გახ­სე­ნებთ ეს რა­ღა­ცას საბ­ჭო­ე­თის ის­ტო­რი­ი­დან? – "მოვ­კლავ დე­დას, მოვ­კლავ მა­მას, თუ პარ­ტია მიბ­რძა­ნებს ამას...“ სად მი­ვე­დით? გა­ნათ­ლე­ბა­ზე არა­ფერს ვი­სა­უბ­რებ...

რა ხდე­ბა დღეს, ეს რა უბე­დუ­რე­ბა გვჭირს, სად არის აკერ­მა­ნი­სა და "ფრანკლი­ნის კლუ­ბის“, ამ მექ­რთა­მე "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ და­სა­ჯიჯგნი ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ბავ­შვე­ბის მო­წამ­ვლის ხარ­ჯზე მდიდ­რდე­ბი­ან, ქუ­ლას იწე­რენ და ან­გა­რიშს აბა­რე­ბენ შემ­დეგ. სად­მე თუ გი­ნა­ხავთ ამ "ენ­ჯე­ო­ე­ბის“ ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა ახალ­გაზ­რდებ­თან... ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეო, გა­ი­ძა­ხი­ან და სუ­რა­თი უკი­დი­ათ, ერთი რამე თუ აქვთ წა­კი­თხუ­ლი ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის?

9 აპ­რილ­საც კი თავ­ში აზ­რად არ მოგ­ვსვლია, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რუსი რეკ­რუ­ტი ჯა­რის­კა­ცი დაგ­ვეწ­ვა და ქარ­თველ ახალ­გაზ­რდას სი­ა­მა­ყით მო­უ­ვი­და თავ­ში აზ­რად და ეა­მა­ყე­ბა დღე­საც. შე­მირ­ცხვე­ნია ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მას შე­უქ­მნა კი­დევ ეს სა­ფუძ­ვე­ლი, რომ თავი გმი­რი ჰგო­ნია... გმი­რი კი არა, მსხვერ­პლია, წლე­ბი გავა და მიხ­ვდე­ბა, რომ მწა­რედ მო­ა­ტყუ­ეს ახალ­გაზ­რდა კაცი, რო­მელ­საც დღე და ღამე რი­გი­თი პო­ლი­ცი­ე­ლი თუ ოფი­ცე­რი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ჰყავს, შვი­ლე­ბი ჰყავს, ათა­სი სა­დარ­დე­ბე­ლი აქვს, იცავს მას, მისი ქვეყ­ნის სიმ­შვი­დეს, რომ ქუ­ჩა­ში წყნა­რად ია­როს შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად და ამის სა­პა­სუ­ხოდ თავ­ზე ნავთს ას­ხამს და ცე­ცხლს უკი­დებს. რა­მე­ნა­ი­რად ეს ტრენ­დი უნდა გა­დავ­ტე­ხოთ არა იდე­ო­ლო­გი­ით, ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს. არც ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით იდე­ო­ლო­გი­ას არ ვახ­ვევთ ჩვენ თავს არც ერთ სეგ­მენტს ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის. რას არ გვაბ­რა­ლე­ბენ, ერ­თმა უწყი­ნარ­მა კა­ნონ­მა, ერ­თმა ძა­ლი­ან ტოქ­სი­კურ­მა აბ­რე­ვი­ა­ტუ­რამ და მას­თან გარ­კვე­უ­ლი პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბის ჩა­დე­ბის მცდე­ლო­ბამ ააზ­ვირ­თა ეს ქრის­ტეს ფე­ხის მკვნე­ტე­ლე­ბი და რას არ გვაბ­რა­ლე­ბენ, თურ­მე მო­რა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის შექ­მნა უნ­დათ“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ოდი­შა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტში სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას.

შე­გახ­სე­ნებთ, სტუ­დენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის ნიკო მა­ნა­გა­ძის დე­დამ ვიკა კვი­ტაშ­ვილ­მა შვი­ლის ოპო­ზი­ცი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის ზე­გავ­ლე­ნა­სა და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ და­აბ­რა­ლა. თა­ვად მა­ნა­გა­ძემ კი გან­მარ­ტა, რომ მშობ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით მას სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, ხოლო დე­დის ინ­ტერ­ვიუ სამ­თავ­რო­ბო მე­დი­ებ­მა კონ­ტექ­სტი­დან ამო­აგ­დეს.

ავტორი:

"რა ხდება დღეს, ეს რა უბედურება გვჭირს, სად არის აკერმანისა და "ფრანკლინის კლუბის“, ამ მექრთამე "ენჯეოების“ დასაჯიჯგნი ახალგაზრდები" - ბექა ოდიშარია

"რა ხდება დღეს, ეს რა უბედურება გვჭირს, სად არის აკერმანისა და "ფრანკლინის კლუბის“, ამ მექრთამე "ენჯეოების“ დასაჯიჯგნი ახალგაზრდები" - ბექა ოდიშარია

ერთმა უწყინარმა კანონმა, ერთმა ძალიან ტოქსიკურმა აბრევიატურამ და მასთან გარკვეული პრევენციის მექანიზმების ჩადების მცდელობამ ააზვირთა ეს ქრისტეს ფეხის მკვნეტელები და რას არ გვაბრალებენ, - განაცხადა "ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. ოდიშარიას შეფასებით, არასამთავრობო სექტორი "ქართველი ახალგაზრდების მოწამვლის ხარჯზე მდიდრდება და ეს ტრენდი აუცილებლად გადასატეხია“.

"მართლა არ მჯეროდა ჩემი თვალების და ჩემი ყურების, როდესაც ახალგაზრდა კაცმა თქვა - დედაჩემი ამორალური არისო, იმის გამო, რომ გარკვეული პოლიტიკური შეუთავსებლობა აქვთ მათ. ხომ არ გახსენებთ ეს რაღაცას საბჭოეთის ისტორიიდან? – "მოვკლავ დედას, მოვკლავ მამას, თუ პარტია მიბრძანებს ამას...“ სად მივედით? განათლებაზე არაფერს ვისაუბრებ...

რა ხდება დღეს, ეს რა უბედურება გვჭირს, სად არის აკერმანისა და "ფრანკლინის კლუბის“, ამ მექრთამე "ენჯეოების“ დასაჯიჯგნი ახალგაზრდები, რომლებიც ამ ბავშვების მოწამვლის ხარჯზე მდიდრდებიან, ქულას იწერენ და ანგარიშს აბარებენ შემდეგ. სადმე თუ გინახავთ ამ "ენჯეოების“ ინტელექტუალური შეხვედრა ახალგაზრდებთან... ილია ჭავჭავაძეო, გაიძახიან და სურათი უკიდიათ, ერთი რამე თუ აქვთ წაკითხული ილია ჭავჭავაძის?

9 აპრილსაც კი თავში აზრად არ მოგვსვლია, რომ ჩვეულებრივი რუსი რეკრუტი ჯარისკაცი დაგვეწვა და ქართველ ახალგაზრდას სიამაყით მოუვიდა თავში აზრად და ეამაყება დღესაც. შემირცხვენია ის ადამიანები, ვინც მას შეუქმნა კიდევ ეს საფუძველი, რომ თავი გმირი ჰგონია... გმირი კი არა, მსხვერპლია, წლები გავა და მიხვდება, რომ მწარედ მოატყუეს ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დღე და ღამე რიგითი პოლიციელი თუ ოფიცერი, რომელსაც ოჯახი ჰყავს, შვილები ჰყავს, ათასი სადარდებელი აქვს, იცავს მას, მისი ქვეყნის სიმშვიდეს, რომ ქუჩაში წყნარად იაროს შეყვარებულთან ერთად და ამის საპასუხოდ თავზე ნავთს ასხამს და ცეცხლს უკიდებს. რამენაირად ეს ტრენდი უნდა გადავტეხოთ არა იდეოლოგიით, ღმერთმა დაგვიფაროს. არც ერთი მიმართულებით იდეოლოგიას არ ვახვევთ ჩვენ თავს არც ერთ სეგმენტს ჩვენი საზოგადოების. რას არ გვაბრალებენ, ერთმა უწყინარმა კანონმა, ერთმა ძალიან ტოქსიკურმა აბრევიატურამ და მასთან გარკვეული პრევენციის მექანიზმების ჩადების მცდელობამ ააზვირთა ეს ქრისტეს ფეხის მკვნეტელები და რას არ გვაბრალებენ, თურმე მორალური პოლიციის შექმნა უნდათ“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკო მანაგაძის დედამ ვიკა კვიტაშვილმა შვილის ოპოზიციური აქტივობა არასამთავრობო სექტორის ზეგავლენასა და "ნაციონალურ მოძრაობას“ დააბრალა. თავად მანაგაძემ კი განმარტა, რომ მშობლებისგან განსხვავებით მას სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ხოლო დედის ინტერვიუ სამთავრობო მედიებმა კონტექსტიდან ამოაგდეს.