საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 18:38-ზე, მთვარე ქალწულშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროა, რომ ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერის წარდგინებას პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია" - კახა კალაძე
"სამწუხაროა, რომ  ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერის  წარდგინებას პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია" - კახა კალაძე

თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და­ჯილ­დო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას, რომ­ლი­თაც პრე­ზი­დენტს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა მი­მარ­თეს, პრე­ზი­დენ­ტი ამ დრომ­დე არ გა­მოხ­მა­უ­რე­ბია. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • კა­ლა­ძის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი სამ­წუ­ხა­როა, თუმ­ცა ეს ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბას ხელს ვერ შე­უშ­ლის.

"შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ჯერ კი­დევ აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში წარ­დგი­ნე­ბით მი­მარ­თეს პრე­ზი­დენტს, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს, რათა ის­ტო­რი­უ­ლი სპორ­ტუ­ლი მიღ­წე­ვის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ღირ­სე­ბის ორ­დე­ნე­ბით და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლიყ­ვნენ. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ქალ­ბა­ტო­ნი პრე­ზი­დენ­ტი დღემ­დე არ გა­მო­ეხ­მა­უ­რა აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვას. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მალე ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა და ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­დე­ნე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ე­ცე­მათ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ვერ შე­უშ­ლის ხელს ჩვენს ნაკ­რებს წარ­მა­ტე­ბულ თა­მაშ­ში. მინ­და მთე­ლი გუ­ლით ვუ­სურ­ვო მათ წარ­მა­ტე­ბა და კი­დევ ერთხელ ვუ­თხრა, რომ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო გგულ­შე­მატ­კივ­რობთ ბი­ჭე­ბო! ძა­ლი­ან დიდი იმე­დი გვაქვს, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის­თვის და ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.

ასე­ვე, მინ­და მი­ვა­წო­დო ინ­ფორ­მა­ცია იმ გულ­შე­მატ­კი­ვარს, ვინც გერ­მა­ნი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბას ვერ ახერ­ხებს - 18, 22 და 26 ივ­ნისს, რო­დე­საც ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი თა­მა­შობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში დარ­ჩე­ნილ გულ­შე­მატ­კი­ვარს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა თბი­ლის­ში, მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე ეროვ­ნულ ნაკ­რებს უგულ­შე­მატ­კივ­როს. აქ გან­თავ­სე­ბა ძა­ლი­ან დიდი ეკ­რა­ნე­ბი. ეს პრო­ექ­ტი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან ერ­თად გა­ვა­კე­თეთ და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა. მინ­და, ფე­დე­რა­ცი­ას მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

"სამწუხაროა, რომ ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერის წარდგინებას პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია" - კახა კალაძე

"სამწუხაროა, რომ  ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე პრემიერის  წარდგინებას პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ღირსების ორდენით დაჯილდოების ინიციატივას, რომლითაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მიმართეს, პრეზიდენტი ამ დრომდე არ გამოხმაურებია. აღნიშნულის შესახებ კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

  • კალაძის თქმით, აღნიშნული ფაქტი სამწუხაროა, თუმცა ეს ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების წარმატებას ხელს ვერ შეუშლის.

"შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში წარდგინებით მიმართეს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, რათა ისტორიული სპორტული მიღწევისთვის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ღირსების ორდენებით დაჯილდოებულიყვნენ. ძალიან სამწუხაროა, რომ ქალბატონი პრეზიდენტი დღემდე არ გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას. თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება და ჩვენს ფეხბურთელებს აღნიშნული ორდენები აუცილებლად გადაეცემათ. რასაკვირველია, ეს ვერ შეუშლის ხელს ჩვენს ნაკრებს წარმატებულ თამაშში. მინდა მთელი გულით ვუსურვო მათ წარმატება და კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ სრულიად საქართველო გგულშემატკივრობთ ბიჭებო! ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატი ძალიან წარმატებული იქნება ჩვენი ეროვნული ნაკრებისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის.

ასევე, მინდა მივაწოდო ინფორმაცია იმ გულშემატკივარს, ვინც გერმანიაში გამგზავრებას ვერ ახერხებს - 18, 22 და 26 ივნისს, როდესაც ჩვენი ეროვნული ნაკრები თამაშობს, საქართველოში დარჩენილ გულშემატკივარს ექნება შესაძლებლობა თბილისში, მესხის სტადიონზე ეროვნულ ნაკრებს უგულშემატკივროს. აქ განთავსება ძალიან დიდი ეკრანები. ეს პროექტი ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად გავაკეთეთ და ძალიან საინტერესო იქნება. მინდა, ფედერაციას მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.