საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამარჯვება, რომელსაც 5 წელი ველოდით
გამარჯვება, რომელსაც 5 წელი ველოდით

სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, „კა­ხურ­მა ტრა­დი­ცი­ულ­მა მეღ­ვი­ნე­ო­ბამ“ 5 წლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო დავა შპს „კავ­კა­სი­ის ინ­ტერ­ნეტ მე­დია ჯგუფს“ მო­უ­გო. მო­პა­სუ­ხე მხა­რეს და­ე­ვა­ლა აღი­ა­როს და სა­ჯა­როდ უარ­ყოს KTW ჯგუ­ფის მი­მართ 2019 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი, პა­ტი­ვის, ღი­სე­ბი­სა და საქ­მი­ა­ნი რე­პუ­ტა­ცი­ის შემ­ლა­ხა­ვი გან­ცხა­დე­ბა.

2019 წლის 23 სექ­ტემ­ბერს ინ­ტერ­ნეტ პორ­ტალ presa.ge-ზე ( დირ. გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე) გა­მოქ­ვეყ­ნდა სტა­ტია სა­თა­უ­რით: „ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ღვი­ნის კომ­პა­ნია, სა­დაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ წილს ფლობს, გლე­ხებს ყუ­რძნის ჩა­ბა­რე­ბის დროს წო­ნა­ში ატყუ­ებ­და“. ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ ინ­ტერ­ნეტ პორ­ტალს პო­ლი­ტი­კუ­რი სარ­ჩუ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი მიზ­ნე­ბი ჰქონ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია იმ­თა­ვით­ვე ცრუ იყო და შე­სა­ბა­მი­სად, KTW ჯგუფ­მა იმა­ვე წელს მი­მარ­თა სა­სა­მარ­თლოს.

დავა 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მო­პა­სუ­ხე მხა­რე არა­ერ­თხელ ეცა­და პრო­ცე­სის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბას, თუმ­ცა, ვერ შეძ­ლო უსა­ფუძ­ვლო ბრალ­დე­ბე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით გამ­ყა­რე­ბა, რად­გან ეს უკა­ნას­კნე­ლი ფი­ზი­კუ­რად ვერ იარ­სე­ბებ­და.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს პირ­ველ­მა ინ­სტან­ცი­ამ, შპს „კა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი მეღ­ვი­ნე­ო­ბის“ სა­სარ­გებ­ლოდ გა­მო­ი­ტა­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და მისი ყვე­ლა მო­თხოვ­ნა და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

„სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ და­არ­სე­ბის დღი­დან, KTW ჯგუ­ფი ინ­ვეს­ტი­ცი­ებს ახორ­ცი­ე­ლებს და სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას ავი­თა­რებს. ქმნის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა. რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქვეყ­ნის ძლი­ე­რი ეკო­ნო­მი­კის ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლია. არამ­ცთუ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, არა­მედ არც ერთი პრე­მი­ე­რი და სხვა სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, არ ყო­ფი­ლა და ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა ჩა­რე­უ­ლი კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვგმობ ბიზ­ნე­სის პო­ლი­ტი­ზი­რე­ბას. ბიზ­ნეს­მა - თა­ვი­სი, ხოლო, პო­ლი­ტი­კამ კი, თა­ვი­სი საქ­მე უნდა აკე­თოს. ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს სწო­რად გან­ვი­თა­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა.

პა­ტი­ვი და ღირ­სე­ბა ღი­რე­ბუ­ლე­ბებს შო­რის უპი­რა­ტე­სია და იგი ყო­ველ­გვარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე მაღ­ლა დგას. დღე­ვან­დელ­მა გა­მარ­ჯვე­ბამ ეს კი­დევ ერთხელ და­ა­დას­ტუ­რა. სწო­რედ ამი­ტომ, არა­ვის მივ­ცემთ უფ­ლე­ბას შე­ე­ცა­დოს ყალ­ბი გან­ცხა­დე­ბე­ბით ჩირ­ქი მოს­ცხოს ჩვენს საქ­მი­ან რე­პუ­ტა­ცი­ას“, - ზუ­რაბ ჩხა­ი­ძე, KTW ჯგუ­ფის პრე­ზი­დენ­ტი.

KTW ჯგუ­ფი კომ­პა­ნი­ი­სა და ყუ­რძნის გა­და­მა­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქარ­ხნე­ბის თი­თო­ე­ულ თა­ნამ­შრო­მელს ულო­ცავს ამ გა­მარ­ჯვე­ბა­სა და უსა­ფუძ­ვლოდ შე­ლა­ხუ­ლი პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი გზით აღ­დგე­ნას. პა­ტი­ვი­სა და ღირ­სე­ბის საქ­მე მო­გე­ბუ­ლია! ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ყო­ველ­თვის იდ­გე­ბა სი­მარ­თლი­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მხა­რეს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:

გამარჯვება, რომელსაც 5 წელი ველოდით

გამარჯვება, რომელსაც 5 წელი ველოდით

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ 5 წლიანი სასამართლო დავა შპს „კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფს“ მოუგო. მოპასუხე მხარეს დაევალა აღიაროს და საჯაროდ უარყოს KTW ჯგუფის მიმართ 2019 წელს გამოქვეყნებული ცილისმწამებლური, პატივის, ღისებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახავი განცხადება.

2019 წლის 23 სექტემბერს ინტერნეტ პორტალ presa.ge-ზე ( დირ. გიორგი კაპანაძე) გამოქვეყნდა სტატია სათაურით: „ვრცელდება ინფორმაცია, რომ ღვინის კომპანია, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი არაოფიციალურ წილს ფლობს, გლეხებს ყურძნის ჩაბარების დროს წონაში ატყუებდა“. ყველასთვის ნათელია, რომ ინტერნეტ პორტალს პოლიტიკური სარჩულის მატარებელი მიზნები ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაცია იმთავითვე ცრუ იყო და შესაბამისად, KTW ჯგუფმა იმავე წელს მიმართა სასამართლოს.

დავა 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოპასუხე მხარე არაერთხელ ეცადა პროცესის პოლიტიზირებას, თუმცა, ვერ შეძლო უსაფუძვლო ბრალდებების მტკიცებულებებით გამყარება, რადგან ეს უკანასკნელი ფიზიკურად ვერ იარსებებდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველმა ინსტანციამ, შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ სასარგებლოდ გამოიტანა გადაწყვეტილება და მისი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დაარსების დღიდან, KTW ჯგუფი ინვესტიციებს ახორციელებს და სხვადასხვა მიმართულებას ავითარებს. ქმნის სამუშაო ადგილებს და ხალხის ინტერესებს ემსახურება. რაც, საბოლოო ჯამში, ქვეყნის ძლიერი ეკონომიკის ფუნდამენტალური საფუძველია. არამცთუ ირაკლი ღარიბაშვილი, არამედ არც ერთი პრემიერი და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირი, არ ყოფილა და ვერასდროს იქნება ჩარეული კომპანიის საქმიანობაში. კატეგორიულად ვგმობ ბიზნესის პოლიტიზირებას. ბიზნესმა - თავისი, ხოლო, პოლიტიკამ კი, თავისი საქმე უნდა აკეთოს. ეს არის სახელმწიფოს სწორად განვითარების ერთადერთი გზა.

პატივი და ღირსება ღირებულებებს შორის უპირატესია და იგი ყოველგვარ კეთილდღეობაზე მაღლა დგას. დღევანდელმა გამარჯვებამ ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა. სწორედ ამიტომ, არავის მივცემთ უფლებას შეეცადოს ყალბი განცხადებებით ჩირქი მოსცხოს ჩვენს საქმიან რეპუტაციას“, - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი.

KTW ჯგუფი კომპანიისა და ყურძნის გადამამუშავებელი ქარხნების თითოეულ თანამშრომელს ულოცავს ამ გამარჯვებასა და უსაფუძვლოდ შელახული პატივისა და ღირსების სამართლებრივი გზით აღდგენას. პატივისა და ღირსების საქმე მოგებულია! ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მართლმსაჯულება ყოველთვის იდგება სიმართლისა და ჭეშმარიტების მხარეს.

R