პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ  საქართველოში ჩვენი შოუ  პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო" - Massive Attack განცხადებას ავრცელებს
"გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ  საქართველოში ჩვენი შოუ  პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო" - Massive Attack განცხადებას ავრცელებს

პო­პუ­ლა­რუ­ლი ინ­გლი­სუ­რი ჯგუ­ფი Mssive Attack სა­ქარ­თვე­ლო­ში და­გეგ­მილ კონ­ცერტს აუქ­მებს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას ჯგუ­ფი სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ში აქ­ვეყ­ნებს.

"გა­დავ­წყვი­ტეთ, გა­ვა­უქ­მოთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვე­ნი შოუ 28 ივ­ლისს, პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ ადა­მი­ა­ნის ძი­რი­თად უფ­ლე­ბებ­ზე თავ­დას­ხმის გამო. ამ მო­მენ­ტში, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ Black Sea Arena-ზე გა­მოს­ვლა შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს მშვი­დო­ბი­ა­ნი პრო­ტეს­ტი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლა­დობ­რი­ვი ჩახ­შო­ბის მო­წო­ნე­ბად.

ცემა, და­პა­ტიმ­რე­ბა, მუ­ქა­რა და ძა­ლა­დო­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის, აქ­ტი­ვის­ტე­ბი­სა და ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ, კა­ნო­ნებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც აზი­ა­ნებს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და უარ­ყოფს ლგბტ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს, ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ყვე­ლა­ფერს, რა­საც ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ.

ჩვენ სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ან მო­მი­ტინ­გე­ებს, რომ­ლე­ბიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბი­ან სა­ხელ­მწი­ფო ძა­ლა­დო­ბას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მო­ის­მი­ნონ და მათი ბრძო­ლა იყოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ჩვენ დავ­ბრუნ­დე­ბით და თქვენ­თან ერ­თად და­ვუკ­რავთ თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში. #და­ი­ცა­ვიპ­რო­ტეს­ტი", - წე­რია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ჯგუ­ფი სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე აქ­ვეყ­ნებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გან­ცხა­დე­ბა 5 ივ­ნის­საა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დღეს გახ­და ცნო­ბი­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯგუფს 25 აპ­რილს წე­რი­ლით მი­მარ­თა მოძ­რა­ო­ბა "სირ­ცხვი­ლია"-მ და მო­უ­წო­და, გას­ცნო­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერ­ტის გა­მარ­თვამ­დე ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ "სა­გან­გა­შო პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბას" და გა­და­ედ­გათ სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯი.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლი ჯგუ­ფის ან­გა­რი­შებ­ზე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით ასო­ბით ადა­მი­ან­მა გა­აგ­ზავ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ  საქართველოში ჩვენი შოუ  პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო" - Massive Attack განცხადებას ავრცელებს

"გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ  საქართველოში ჩვენი შოუ  პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო" - Massive Attack განცხადებას ავრცელებს

პოპულარული ინგლისური ჯგუფი Mssive Attack საქართველოში დაგეგმილ კონცერტს აუქმებს. ამის შესახებ განცხადებას ჯგუფი სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.

"გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ საქართველოში ჩვენი შოუ 28 ივლისს, პროტესტის ნიშნად საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანის ძირითად უფლებებზე თავდასხმის გამო. ამ მომენტში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ Black Sea Arena-ზე გამოსვლა შეიძლება ჩაითვალოს მშვიდობიანი პროტესტისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობრივი ჩახშობის მოწონებად.

ცემა, დაპატიმრება, მუქარა და ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეების, აქტივისტებისა და ოპონენტების მიმართ, კანონებთან ერთად, რომლებიც აზიანებს სამოქალაქო საზოგადოებას და უარყოფს ლგბტ ადამიანების უფლებებს, ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან სახელმწიფო ძალადობას და ვგრძნობთ, რომ მათი ხმა უნდა მოისმინონ და მათი ბრძოლა იყოს საერთაშორისო ყურადღების ცენტრში. ჩვენ დავბრუნდებით და თქვენთან ერთად დავუკრავთ თავისუფლების პირობებში. #დაიცავიპროტესტი", - წერია განცხადებაში, რომელსაც ჯგუფი სოციალურ ქსელ X-ზე აქვეყნებს.

აღსანიშნავია, რომ განცხადება 5 ივნისსაა გამოქვეყნებული და საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფს 25 აპრილს წერილით მიმართა მოძრაობა "სირცხვილია"-მ და მოუწოდა, გასცნობოდნენ საქართველოში კონცერტის გამართვამდე ქვეყანაში არსებულ "საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას" და გადაედგათ საპასუხო ნაბიჯი.

არსებული ინფორმაციით, მსგავსი შინაარსის წერილი ჯგუფის ანგარიშებზე სოციალური ქსელის მეშვეობით ასობით ადამიანმა გააგზავნა.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="in" dir="ltr">Georgia. <a href="https://twitter.com/hashtag/ProtectTheProtest?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#ProtectTheProtest</a> <a href="https://t.co/PEdqNdrnH2">pic.twitter.com/PEdqNdrnH2</a></p>&mdash; Massive Attack (@MassiveAttackUK) <a href="https://twitter.com/MassiveAttackUK/status/1800826055835410903?ref_src=twsrc%5Etfw">June 12, 2024</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>