საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამას მთელი კარიერის განმავლობაში ველოდი" - გიორგი გველესიანის დებიუტი ნაკრებში და ირანული ცხოვრება: ბიზნესვუმენი მეუღლე და 33 წლის ასაკში მიცემული შანსი
"ამას მთელი კარიერის განმავლობაში ველოდი" - გიორგი გველესიანის დებიუტი ნაკრებში და ირანული ცხოვრება: ბიზნესვუმენი მეუღლე და 33 წლის ასაკში მიცემული შანსი

9 ივ­ნისს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გამ­გზავ­რე­ბამ­დე ამ­ხა­ნა­გურ მატჩში მონ­ტე­ნეგ­რო და­ა­მარ­ცხა. თა­მა­შის და­წყე­ბი­დან მე-10 წუთ­ზე, ან­გა­რი­ში გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის პა­სით, რო­მე­ლიც ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში სა­დე­ბი­უ­ტო მატჩს ატა­რებ­და, ოთარ კი­ტე­იშ­ვილ­მა გახ­სნა.

ირა­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო კლუ­ბის "პერ­სე­პო­ლი­სის" წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში პირ­ვე­ლად რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მო­ი­ძა­ხეს. გვე­ლე­სი­ანს ოც­ნე­ბა 32 წლის ასაკ­ში აუხ­და.

"ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლი ვარ. ის ემო­ცია, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მა­ი­სუ­რით თა­მაშს, ქო­მა­გე­ბის გამ­ხნე­ვე­ბას, ჰიმ­ნის მოს­მე­ნას მო­აქვს, სხვა ემო­ცი­ებ­თან და­უ­ვი­წყა­რი და შე­უ­და­რე­ბე­ლია. ამ მო­მენტს მთე­ლი ჩემი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ლო­დე­ბო­დი. იმ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რო­მე­ლიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში გა­ვა­ტა­რე, იქა­უ­რი ხალ­ხის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მა მო­ვი­პო­ვე, რო­მე­ლიც ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, თუმ­ცა როცა ამას სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში სა­კუ­თარ ხალ­ხთან აღ­წევ, ნამ­დვი­ლად სხვა გრძნო­ბაა.

პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი ცხა­დია ნაკ­რე­ბის მა­ი­სუ­რის მორ­გე­ბა იყო, ახლა მსურს ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ვი­ყე­ნო. ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა ხან­მოკ­ლეა, მე კი წა­ბორ­ძი­კე­ბის დრო არ მაქვს. ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე თა­მა­შის შან­სი მე­ო­რედ შე­საძ­ლოა აღარ მო­მე­ცეს და მსურს ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან მაქ­სი­მუ­მი მი­ვი­ღო.

სა­კუ­თარ თა­მაშს ყო­ველ­თვის კრი­ტი­კუ­ლად ვა­ფა­სებ და მაქ­სი­მა­ლის­ტი ვარ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვფიქ­რობ, რომ იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით უკეთ თა­მა­ში შე­მიძ­ლია, ვიდ­რე ეს მონ­ტე­ნეგ­როს­თან იყო. მქონ­და რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი, ასე­ვე ნე­გა­ტი­უ­რი მო­მენ­ტე­ბი. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დე­ბი­უ­ტის­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბი რა­ღაც მო­მენ­ტში ხე­ლის შემ­შლე­ლი ფაქ­ტო­რი იყო. ასეთ დროს სა­კუ­თა­რი თა­ვის კონ­ტრო­ლი ად­ვი­ლი არ არის. სა­ერ­თო ჯამ­ში დე­ბი­უტს მა­ინც და­დე­ბი­თად შე­ვა­ფა­სებ და გან­ვი­თა­რე­ბას უკე­თე­სის მო­ლო­დი­ნით ვაგ­რძე­ლებ." - გა­ნა­ცხა­და გვე­ლე­სი­ან­მა მატ­ჩის შემ­დეგ. (წყა­რო)

  • გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა

გვე­ლე­სი­ა­ნი 1991 წლის 5 მა­ისს და­ი­ბა­და. თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს“ სა­ფეხ­ბურ­თო სკო­ლის აღ­ზრდი­ლის დე­ბი­უ­ტი "დი­ნა­მოს“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2010 წელს შედ­გა. ეროვ­ნულ ლი­გა­ში კი თა­ვი­სი სა­დე­ბი­უ­ტო გოლი 2013 წლის 19 აპ­რილს, ზუგ­დი­დის "დი­ნა­მოს­თან“ შეხ­ვედ­რა­ში გა­ი­ტა­ნა.

სულ გვე­ლე­სი­ან­მა "დი­ნა­მოს“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 81 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 7 გოლი გა­ი­ტა­ნა. "დი­ნა­მოს“ რი­გებ­ში სამ­ჯერ გახ­და სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი, 4-ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს თა­სის მფლო­ბე­ლი და ორ­ჯერ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­პერ­თა­სის მფლო­ბე­ლი.

ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ირან­ში პირ­ვე­ლად 2017 წელს, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­დან“ გა­და­ვი­და და თა­მა­ში "ზობ აჰა­ნის“ რი­გებ­ში და­ი­წყო. გვე­ლე­სი­ან­მა "ზობ აჰა­ნის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2017–2018 წლე­ბის სე­ზონ­ში 20 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და ირა­ნის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი გახდა.

"ნა­სა­ჯი მა­ზან­და­რა­ნის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში კი 2018-2019 წლებ­ში 22 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და მის ან­გა­რიშ­ზე ხუთი გოლი ჩა­ი­რი­ცხა.

"სე­პა­ჰა­ნის“ რი­გებ­ში 2019-2022 წლებ­ში თა­მა­შობ­და, გუნდთან ერ­თად 2020-21 წლე­ბის სე­ზონ­ში ირა­ნის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­ი­პო­ვა.

2022 წლი­დან ფეხ­ბურ­თელ­მა "პერ­სე­პო­ლი­სის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­აგ­რძე­ლა თა­მა­ში. 2022 წლის დე­კემ­ბერ­ში გვე­ლე­სი­ან­მა თე­ი­რა­ნუ­ლი დერ­ბის მე-16 წუთ­ზე "ეს­ტეგ­ლა­ლის“ წი­ნა­აღ­მდეგ სა­ჯა­რი­მო­ში თა­ვუ­რი დარ­ტყმით "პერ­სე­პო­ლი­სი“ და­ა­წი­ნა­უ­რა. მე­ო­რე ტა­იმ­ში, შეხ­ვედ­რის 89-ე წუთ­ზე კი კი­დევ ერთი გოლი გა­ი­ტა­ნა. გვე­ლე­სი­ა­ნი გახ­და პირ­ვე­ლი მცვე­ლი დე­და­ქა­ლა­ქუ­რი დერ­ბის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც ერთ თა­მაშ­ში ორი გო­ლის გა­ტა­ნა შეძ­ლო.

2023 წლის 14 თე­ბერ­ვალს გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­მა ჰა­ზ­ფის თას­ზე ითა­მა­შა და "პერ­სე­პო­ლისს“ თა­ვის ყო­ფი­ლი კლუბ­თან "სე­პა­ჰან­თან“ გა­მარ­ჯვე­ბა­ში და­ეხ­მა­რა. ის გა­სულ წელს ირა­ნის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და.

წელს კი ირა­ნის პრე­მი­ერ­ლი­გის ბოლო ტურ­ში "პერ­სე­პო­ლის­მა“ "მეს რაფ­სან­ჯა­ნი“ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის მცვე­ლის, გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნის გა­ტა­ნი­ლი ბურ­თით და­ა­მარ­ცხა და ქვეყ­ნის ჩემ­პი­ო­ნო­ბა კი­დევ ერთხელ მო­ი­პო­ვა, გვე­ლე­სი­ა­ნი კი "პერ­სე­პო­ლი­სის“ ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე შე­დე­გი­ა­ნი უცხო­ე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია.

გი­ორ­გი ირა­ნის პრე­მი­ერ­ლი­გის მო­გე­ბის შემ­დეგ

"გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­მა "პერ­სე­პო­ლი­სი­სა“ და "მეს რაფ­სან­ჯა­ნის“ მატჩში გა­მარ­ჯვე­ბის გოლი გა­ი­ტა­ნა. ეს მის­თვის ირა­ნის ჩემ­პი­ო­ნატ­ში გა­ტა­ნი­ლი მე-16 გოლი აღ­მოჩ­ნდა და გუნ­დის ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ლი ბომ­ბარ­დი­რი გახ­და. ქარ­თვე­ლი მცვე­ლი 1950-იანი წლე­ბის "პერ­სე­პო­ლი­სის“ მო­თა­მა­შეს, ალან უიტ­ლის და­ე­წია. ირა­ნის პრე­მი­ერ­ლი­გის და­არ­სე­ბის შემ­დეგ კი კლუ­ბის სა­უ­კე­თე­სო უცხო­ე­ლი ბომ­ბარ­დი­რი გახ­და“, - წერს ერთ-ერთი ირა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა.

უკვე დას­რუ­ლე­ბულ სე­ზონ­ში გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ან­მა 25 მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და 6 გოლი გა­ი­ტა­ნა, რაც ცენ­ტრა­ლუ­რი მცვე­ლის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი შე­დე­გია. გა­მოც­დი­ლი ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით "პერ­სე­პო­ლის­ში“ მხო­ლოდ თავ­დამ­სხმელს, ისა ალი­კა­შირს ჩა­მორ­ჩა, თა­ნაც მხო­ლოდ ერთი გო­ლით.

გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი ირა­ნის პრო-ლი­გის 2022–23 წლე­ბის სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს.

  • იყო იმედ­გაც­რუ­ე­ბაც...

2023 წლის 31 მარტს, მას შემ­დეგ, რაც ფეხ­ბურ­თე­ლი ირა­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტის მიმ­დი­ნა­რე სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლად და­ა­სა­ხე­ლეს. გვე­ლე­სი­ან­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია, რად­გან ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ეძ­ლე­ო­და.

"გუ­შინ სპარ­სე­თის ლი­გის 22/23 სე­ზო­ნის სა­უ­კე­თე­სო მცვე­ლად და­მა­სა­ხე­ლეს და და­მა­ჯილ­დო­ვეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის მცვე­ლე­ბი იყ­ვნენ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბევ­რმა, მათ შო­რის ფეხ­ბურ­თის ექ­სპერ­ტებ­მა, მი­იჩ­ნი­ეს, რომ მე და­ვიმ­სა­ხუ­რე ეს პრი­ზი. ეს ჩემ­თვის დიდი მო­ტი­ვა­ცი­აა, რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის და რო­გორც ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც სხვა ქვე­ყა­ნა­ში თა­მა­შობს, რო­გორც ლე­გი­ო­ნე­რი. მო­ტი­ვა­ცია და თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა ფეხ­ბურთში ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. მი­თუ­მე­ტეს, როცა არას­დროს მი­თა­მა­შია ჩემი ქვეყ­ნის ნაკ­რებ­ში, მათ შო­რის, არ­ცერთ ასა­კობ­რივ­ში, 1 წუ­თიც კი.

შე­იძ­ლე­ბა იყო დრო, როცა არ ვიმ­სა­ხუ­რებ­დი იქ ყოფ­ნას, მაგ­რამ იყო დროც, რო­დე­საც და­ვიმ­სა­ხუ­რე და ეს ფაქ­ტი ყო­ველ­თვის ანად­გუ­რებ­და ჩემს მო­ტი­ვა­ცი­ას, თით­ქოს არ ვარ­სე­ბობ, თით­ქოს სამ­შობ­ლო არ მაქვს... ყვე­ლა ოც­ნე­ბობს ნაკ­რებ­ში თა­მაშ­ზე, მეც ასე ვარ. ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რო­ბა ბევრ ახალ გზა­ზე მწვა­ნე შუქს აჩენს და ადა­მი­ანს უხ­სნის უზარ­მა­ზარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს კა­რი­ე­რა­ში, ამის გა­რე­შე, გზა, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თელ­მა უნდა გა­ი­ა­როს, რთუ­ლი ხდე­ბა. შე­საძ­ლოა, ისი­ნი ელოდ­ნენ, რომ ვი­თა­მა­შებ­დი ევ­რო­პის ტოპ 5-ში, ვინ იცის, ალ­ბათ, შე­მეძ­ლო კი­დეც...

თუ და­მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ არა­სო­დეს უც­დი­ათ ეს. არც ვწუ­წუ­ნებ, მო­წყა­ლე­ბას და მოწ­ვე­ვას არ ვი­თხოვ. უბ­რა­ლოდ, ვაგ­რძე­ლებ მუ­შა­ო­ბას, ჩემს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას. მად­ლო­ბე­ლი ვარ ღმერ­თის ყვე­ლაფ­რის­თვის, რაც მაქვს და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ირა­ნი­დან და ირა­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თი­დან რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი გვერ­დში მიდ­გას და მო­ტი­ვა­ცი­ას მაძ­ლე­ვენ. მად­ლო­ბა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მე­გობ­რებს ერ­თგუ­ლე­ბის­თვის. პრი­ზი სიმ­ბო­ლუ­რია, მაგ­რამ გან­ცდა, რომ შენი შრო­მა და­ფა­სე­ბუ­ლია, ცალ­სა­ხად სა­სი­ა­მოვ­ნოა, მად­ლო­ბა დიდი მხარ­და­ჭე­რის­თვის!" - წერ­და გვე­ლე­სი­ა­ნი.

ევრო 2024 წლის ფლეი-ოფის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში ვილი სა­ნი­ო­ლიმ გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი გა­მო­ი­ძა­ხა. იმედ­გაც­რუ­ე­ბა დას­რულ­და, ახლა ყვე­ლა­ფე­რი გი­ორ­გი­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

  • პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია, მისი ბიზ­ნეს­ვუ­მე­ნი მე­უღ­ლე ლინ­და კი­კო­ლაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მე­ბის აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტია.

გი­ორ­გი ირან­ში მარ­ტო ცხოვ­რობს, ოჯა­ხი თბი­ლის­ში ჰყავს. წყვილს ერთი სა­ერ­თო შვი­ლი ჰყავს. გი­ორ­გის პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან ორი შვი­ლი ჰყავს.

ერთ-ერთ ფო­ტო­ზე, რო­მე­ლიც "ინ­სტაგ­რამ­ზე" აქვს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი, ირან­ში სტა­დი­ონ­ზეა გა­და­ღე­ბუ­ლი, სა­დაც ლინ­და სხვა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მე­უღ­ლე­ებ­თან ერ­თად არის. სა­მი­ვე მათ­განს იქა­უ­რი წე­სე­ბის მი­ხედ­ვით, თავ­სა­ფა­რი უკე­თია. სტა­დი­ონ­ზე ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი მატ­ჩის დროს სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში სხე­დან.

ლინ­და ამის თა­ო­ბა­ზე წერს:

"ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა თე­ი­რან­ში, რო­დე­საც ფეხ­ბურ­თის მატჩს სტა­დი­ონ­ზე და­ვეს­წა­რი. ეს იყო სა­ო­ცა­რი, ემო­ცი­უ­რი და მგრძნო­ბი­ა­რე. თა­მაშ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბა პიკ­ზე იყო. პირ­ვე­ლი ტა­ი­მის შემ­დეგ (რო­დე­საც ან­გა­რი­ში 0:3 იყო) არა­ვინ ელო­და, რომ ჩვე­ნი გუნ­დი შე­მობ­რუნ­დე­ბო­და. მაგ­რამ მათ ეს გა­ა­კე­თეს და ეს ხაზს უს­ვამს იმ ფაქტს, რომ პერ­სე­პო­ლი­სი არის აზი­ის უდი­დე­სი გუნ­დი, უზარ­მა­ზა­რი აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რე­ბით. ჩემი მად­ლი­ე­რე­ბა ქალ­თა გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა სექ­ტორს, სა­დაც უზარ­მა­ზა­რი სიყ­ვა­რუ­ლი და თბი­ლი ენერ­გია ვიგ­რძე­ნი. ეს იყო დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და მად­ლო­ბა ყვე­ლას!"

  • ირან­ზე...

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სპორ­ტულ მე­დი­ას­თან გი­ორ­გი გვე­ლე­სი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სან­ქცი­რე­ბულ ირან­ში ცხოვ­რე­ბა არც ისე მარ­ტი­ვია.

"იმის გამო, რომ ეს ქვე­ყა­ნა სან­ქცი­რე­ბუ­ლია, იზო­ლა­ცი­ე­ბის ქვეშ უწევს ყოფ­ნა, ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მია. იქ არ შე­მო­დის ჰო­ლი­ვუ­დის ფილ­მე­ბი, სე­რი­ა­ლე­ბი, "იუ­თუ­ბი", "ფე­ის­ბუ­ქი" დაბ­ლო­კი­ლია, ყვე­ლა­ფე­რი, რაც სა­ინ­ტე­რე­სოა. გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ხარ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ვა­კუ­უ­მით, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან იგებ ყვე­ლა­ფერს. ამ დროს, შენ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა არ იცი­ან, ვინ არი­ან რო­ბერტ დე ნირო, ალ პა­ჩი­ნო. მერე ის ირა­ნე­ლი ფიქ­რობს, რომ რად­გან შენ იცი, მას­ზე აღ­მა­ტე­ბუ­ლი ხარ და ამის გამო ცდი­ლობ, სხვამ თავი და­ჩაგ­რუ­ლად არ იგ­რძნოს.

კა­პიტ­ნად რომ ამირ­ჩი­ეს, რად­გან უცხო­ე­ლი ვი­ყა­ვი, ამან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია ირა­ნელ ფეხ­ბურ­თე­ლებ­ში. ეს წლე­ბი რთუ­ლი გა­მოდ­გა შე­გუ­ე­ბის ამ­ბავ­ში და დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ზო­გა­დად, ფეხ­ბურ­თი ირან­ში ძა­ლი­ან უყ­ვართ. სხვა გა­სარ­თო­ბი ამ ხალ­ხს არ აქვს. მათი დღე იწყე­ბა და სრულ­დე­ბა სპორ­ტით. ყვე­ლა ასა­კი­სა და სქე­სის ადა­მი­ა­ნი ჩარ­თუ­ლია. ის­პა­ჰან­ში ვცხოვ­რობ, ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბიც არი­ან, ყო­ველ­დღე სახ­ლში მე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. სავ­სეა სულ ტრი­ბუ­ნე­ბი, ვარ­ჯიშ­ზე ხუთი ათა­სი კაცი გვეს­წრე­ბა, თა­მაშ­ზე 30 ათა­სი, ზო­გი­ერთ მატჩს 80-100 ათა­სი ადა­მი­ა­ნიც ეს­წრე­ბა.

ჩემი ბავ­შვო­ბა მა­გონ­დე­ბა როცა იქ ვარ, გა­რეთ რომ გავ­დი­ვარ და ბავ­შვე­ბი ფეხ­ბურთს თა­მა­შო­ბენ, რა­საც აქ ვე­ღარ ვამ­ჩნევ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

არი­ან ფე­რე­იდ­ნე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე ქარ­თვე­ლო­ბენ, ზოგს პას­პორ­ტიც აქვს ქარ­თუ­ლი, ენაც შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი აქვთ. ძა­ლი­ან თბი­ლი ხალ­ხია, ცდი­ლო­ბენ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რე­ბი, კერ­ძე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ".

იხი­ლეთ ასე­ვე:

ავტორი:

"ამას მთელი კარიერის განმავლობაში ველოდი" - გიორგი გველესიანის დებიუტი ნაკრებში და ირანული ცხოვრება: ბიზნესვუმენი მეუღლე და 33 წლის ასაკში მიცემული შანსი

"ამას მთელი კარიერის განმავლობაში ველოდი" - გიორგი გველესიანის დებიუტი ნაკრებში და ირანული ცხოვრება: ბიზნესვუმენი მეუღლე და 33 წლის ასაკში მიცემული შანსი

9 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრებამდე ამხანაგურ მატჩში მონტენეგრო დაამარცხა. თამაშის დაწყებიდან მე-10 წუთზე, ანგარიში გიორგი გველესიანის პასით, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩს ატარებდა, ოთარ კიტეიშვილმა გახსნა.

ირანული საფეხბურთო კლუბის "პერსეპოლისის" წარმატებული ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებში პირველად რამდენიმე თვის წინ გამოიძახეს. გველესიანს ოცნება 32 წლის ასაკში აუხდა.

"ძალიან გახარებული ვარ. ის ემოცია, რომელიც საკუთარი ქვეყნის მაისურით თამაშს, ქომაგების გამხნევებას, ჰიმნის მოსმენას მოაქვს, სხვა ემოციებთან დაუვიწყარი და შეუდარებელია. ამ მომენტს მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ველოდებოდი. იმ 7 წლის განმავლობაში, რომელიც სხვა ქვეყანაში გავატარე, იქაური ხალხის დიდი სიყვარული და პატივისცემა მოვიპოვე, რომელიც ასევე ძალიან სასიამოვნოა, თუმცა როცა ამას საკუთარ ქვეყანაში საკუთარ ხალხთან აღწევ, ნამდვილად სხვა გრძნობაა.

პირველი მიზანი ცხადია ნაკრების მაისურის მორგება იყო, ახლა მსურს ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო. ფეხბურთელის კარიერა ხანმოკლეა, მე კი წაბორძიკების დრო არ მაქვს. ვაცნობიერებ, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი მეორედ შესაძლოა აღარ მომეცეს და მსურს ამ შესაძლებლობიდან მაქსიმუმი მივიღო.

საკუთარ თამაშს ყოველთვის კრიტიკულად ვაფასებ და მაქსიმალისტი ვარ. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ იმაზე გაცილებით უკეთ თამაში შემიძლია, ვიდრე ეს მონტენეგროსთან იყო. მქონდა როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური მომენტები. ჩემი გამოცდილების მიუხედავად, დებიუტისგან გამოწვეული ემოციები რაღაც მომენტში ხელის შემშლელი ფაქტორი იყო. ასეთ დროს საკუთარი თავის კონტროლი ადვილი არ არის. საერთო ჯამში დებიუტს მაინც დადებითად შევაფასებ და განვითარებას უკეთესის მოლოდინით ვაგრძელებ." - განაცხადა გველესიანმა მატჩის შემდეგ. (წყარო)

  • გიორგი გველესიანის საფეხბურთო კარიერა

გველესიანი 1991 წლის 5 მაისს დაიბადა. თბილისის "დინამოს“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილის დებიუტი "დინამოს“ შემადგენლობაში 2010 წელს შედგა. ეროვნულ ლიგაში კი თავისი სადებიუტო გოლი 2013 წლის 19 აპრილს, ზუგდიდის "დინამოსთან“ შეხვედრაში გაიტანა.

სულ გველესიანმა "დინამოს“ შემადგენლობაში 81 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა. "დინამოს“ რიგებში სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, 4-ჯერ საქართველოს თასის მფლობელი და ორჯერ საქართველოს სუპერთასის მფლობელი.

ქართველი ფეხბურთელი ირანში პირველად 2017 წელს, თბილისის "დინამოდან“ გადავიდა და თამაში "ზობ აჰანის“ რიგებში დაიწყო. გველესიანმა "ზობ აჰანის“ შემადგენლობაში 2017–2018 წლების სეზონში 20 მატჩი ჩაატარა და ირანის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

"ნასაჯი მაზანდარანის“ შემადგენლობაში კი 2018-2019 წლებში 22 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე ხუთი გოლი ჩაირიცხა.

"სეპაჰანის“ რიგებში 2019-2022 წლებში თამაშობდა, გუნდთან ერთად 2020-21 წლების სეზონში ირანის ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა.

2022 წლიდან ფეხბურთელმა "პერსეპოლისის“ შემადგენლობაში გააგრძელა თამაში. 2022 წლის დეკემბერში გველესიანმა თეირანული დერბის მე-16 წუთზე "ესტეგლალის“ წინააღმდეგ საჯარიმოში თავური დარტყმით "პერსეპოლისი“ დააწინაურა. მეორე ტაიმში, შეხვედრის 89-ე წუთზე კი კიდევ ერთი გოლი გაიტანა. გველესიანი გახდა პირველი მცველი დედაქალაქური დერბის ისტორიაში, რომელმაც ერთ თამაშში ორი გოლის გატანა შეძლო.

2023 წლის 14 თებერვალს გიორგი გველესიანმა ჰაზფის თასზე ითამაშა და "პერსეპოლისს“ თავის ყოფილი კლუბთან "სეპაჰანთან“ გამარჯვებაში დაეხმარა. ის გასულ წელს ირანის ჩემპიონიც გახდა.

წელს კი ირანის პრემიერლიგის ბოლო ტურში "პერსეპოლისმა“ "მეს რაფსანჯანი“ საქართველოს ნაკრების მცველის, გიორგი გველესიანის გატანილი ბურთით დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მოიპოვა, გველესიანი კი "პერსეპოლისის“ ისტორიაში ყველაზე შედეგიანი უცხოელი ფეხბურთელია.

გიორგი ირანის პრემიერლიგის მოგების შემდეგ

"გიორგი გველესიანმა "პერსეპოლისისა“ და "მეს რაფსანჯანის“ მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა. ეს მისთვის ირანის ჩემპიონატში გატანილი მე-16 გოლი აღმოჩნდა და გუნდის ისტორიაში საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა. ქართველი მცველი 1950-იანი წლების "პერსეპოლისის“ მოთამაშეს, ალან უიტლის დაეწია. ირანის პრემიერლიგის დაარსების შემდეგ კი კლუბის საუკეთესო უცხოელი ბომბარდირი გახდა“, - წერს ერთ-ერთი ირანული გამოცემა.

უკვე დასრულებულ სეზონში გიორგი გველესიანმა 25 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის გამორჩეული შედეგია. გამოცდილი ქართველი ფეხბურთელი ამ მაჩვენებლით "პერსეპოლისში“ მხოლოდ თავდამსხმელს, ისა ალიკაშირს ჩამორჩა, თანაც მხოლოდ ერთი გოლით.

გიორგი გველესიანი ირანის პრო-ლიგის 2022–23 წლების სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს.

  • იყო იმედგაცრუებაც...

2023 წლის 31 მარტს, მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ირანის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის საუკეთესო მცველად დაასახელეს. გველესიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედგაცრუებულია, რადგან ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება არ ეძლეოდა.

"გუშინ სპარსეთის ლიგის 22/23 სეზონის საუკეთესო მცველად დამასახელეს და დამაჯილდოვეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაღალი დონის მცველები იყვნენ დასახელებული, საბედნიეროდ, ბევრმა, მათ შორის ფეხბურთის ექსპერტებმა, მიიჩნიეს, რომ მე დავიმსახურე ეს პრიზი. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, როგორც ფეხბურთელისთვის და როგორც ადამიანისთვის, რომელიც სხვა ქვეყანაში თამაშობს, როგორც ლეგიონერი. მოტივაცია და თავდაჯერებულობა ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. მითუმეტეს, როცა არასდროს მითამაშია ჩემი ქვეყნის ნაკრებში, მათ შორის, არცერთ ასაკობრივში, 1 წუთიც კი.

შეიძლება იყო დრო, როცა არ ვიმსახურებდი იქ ყოფნას, მაგრამ იყო დროც, როდესაც დავიმსახურე და ეს ფაქტი ყოველთვის ანადგურებდა ჩემს მოტივაციას, თითქოს არ ვარსებობ, თითქოს სამშობლო არ მაქვს... ყველა ოცნებობს ნაკრებში თამაშზე, მეც ასე ვარ. ეროვნული ნაკრების წევრობა ბევრ ახალ გზაზე მწვანე შუქს აჩენს და ადამიანს უხსნის უზარმაზარ შესაძლებლობებს კარიერაში, ამის გარეშე, გზა, რომელიც ფეხბურთელმა უნდა გაიაროს, რთული ხდება. შესაძლოა, ისინი ელოდნენ, რომ ვითამაშებდი ევროპის ტოპ 5-ში, ვინ იცის, ალბათ, შემეძლო კიდეც...

თუ დამეხმარებოდნენ, მაგრამ არასოდეს უცდიათ ეს. არც ვწუწუნებ, მოწყალებას და მოწვევას არ ვითხოვ. უბრალოდ, ვაგრძელებ მუშაობას, ჩემს ყოველდღიურობას. მადლობელი ვარ ღმერთის ყველაფრისთვის, რაც მაქვს და საბედნიეროდ, ირანიდან და ირანული ფეხბურთიდან რამდენიმე ადამიანი გვერდში მიდგას და მოტივაციას მაძლევენ. მადლობა ჩემს დიდ ოჯახს და ჩემს მეგობრებს ერთგულებისთვის. პრიზი სიმბოლურია, მაგრამ განცდა, რომ შენი შრომა დაფასებულია, ცალსახად სასიამოვნოა, მადლობა დიდი მხარდაჭერისთვის!" - წერდა გველესიანი.

ევრო 2024 წლის ფლეი-ოფისთვის საქართველოს ნაკრებში ვილი სანიოლიმ გიორგი გველესიანი გამოიძახა. იმედგაცრუება დასრულდა, ახლა ყველაფერი გიორგიზეა დამოკიდებული...

  • პირადი ცხოვრება

გიორგი გველესიანი დაოჯახებულია, მისი ბიზნესვუმენი მეუღლე ლინდა კიკოლაშვილი რამდენიმე ადგილობრივი კომპანიის დამფუძნებელი და ასევე საქართველოში ჰოლივუდის ფილმების აკადემიის პრეზიდენტია.

გიორგი ირანში მარტო ცხოვრობს, ოჯახი თბილისში ჰყავს. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს. გიორგის პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს.

ერთ-ერთ ფოტოზე, რომელიც "ინსტაგრამზე" აქვს გამოქვეყნებული, ირანში სტადიონზეა გადაღებული, სადაც ლინდა სხვა ფეხბურთელების მეუღლეებთან ერთად არის. სამივე მათგანს იქაური წესების მიხედვით, თავსაფარი უკეთია. სტადიონზე ქალები და კაცები მატჩის დროს სხვადასხვა სექტორში სხედან.

ლინდა ამის თაობაზე წერს:

"ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება თეირანში, როდესაც ფეხბურთის მატჩს სტადიონზე დავესწარი. ეს იყო საოცარი, ემოციური და მგრძნობიარე. თამაშში დაძაბულობა პიკზე იყო. პირველი ტაიმის შემდეგ (როდესაც ანგარიში 0:3 იყო) არავინ ელოდა, რომ ჩვენი გუნდი შემობრუნდებოდა. მაგრამ მათ ეს გააკეთეს და ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პერსეპოლისი არის აზიის უდიდესი გუნდი, უზარმაზარი აქტიური მხარდამჭერებით. ჩემი მადლიერება ქალთა გულშემატკივართა სექტორს, სადაც უზარმაზარი სიყვარული და თბილი ენერგია ვიგრძენი. ეს იყო დიდი გამოცდილება და მადლობა ყველას!"

  • ირანზე...

ერთ-ერთ ინტერვიუში სპორტულ მედიასთან გიორგი გველესიანი ამბობს, რომ სანქცირებულ ირანში ცხოვრება არც ისე მარტივია.

"იმის გამო, რომ ეს ქვეყანა სანქცირებულია, იზოლაციების ქვეშ უწევს ყოფნა, ინფორმაციული ვაკუუმია. იქ არ შემოდის ჰოლივუდის ფილმები, სერიალები, "იუთუბი", "ფეისბუქი" დაბლოკილია, ყველაფერი, რაც საინტერესოა. გარშემორტყმული ხარ ინფორმაციული ვაკუუმით, მაგრამ ოჯახის წევრებისგან იგებ ყველაფერს. ამ დროს, შენმა თანაგუნდელებმა არ იციან, ვინ არიან რობერტ დე ნირო, ალ პაჩინო. მერე ის ირანელი ფიქრობს, რომ რადგან შენ იცი, მასზე აღმატებული ხარ და ამის გამო ცდილობ, სხვამ თავი დაჩაგრულად არ იგრძნოს.

კაპიტნად რომ ამირჩიეს, რადგან უცხოელი ვიყავი, ამან გაღიზიანება გამოიწვია ირანელ ფეხბურთელებში. ეს წლები რთული გამოდგა შეგუების ამბავში და დღემდე გრძელდება. ზოგადად, ფეხბურთი ირანში ძალიან უყვართ. სხვა გასართობი ამ ხალხს არ აქვს. მათი დღე იწყება და სრულდება სპორტით. ყველა ასაკისა და სქესის ადამიანი ჩართულია. ისპაჰანში ვცხოვრობ, ფერეიდნელი ქართველებიც არიან, ყოველდღე სახლში მეპატიჟებიან, ჩემი ოჯახის წევრები არიან. სავსეა სულ ტრიბუნები, ვარჯიშზე ხუთი ათასი კაცი გვესწრება, თამაშზე 30 ათასი, ზოგიერთ მატჩს 80-100 ათასი ადამიანიც ესწრება.

ჩემი ბავშვობა მაგონდება როცა იქ ვარ, გარეთ რომ გავდივარ და ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ, რასაც აქ ვეღარ ვამჩნევ საქართველოში.

არიან ფერეიდნელი ქართველები, რომლებიც დღემდე ქართველობენ, ზოგს პასპორტიც აქვს ქართული, ენაც შენარჩუნებული აქვთ. ძალიან თბილი ხალხია, ცდილობენ ქართული სიმღერები, კერძები, ყველაფერი შეინარჩუნონ".

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"