პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლ ოსტერის "ნიუიორკული ტრილოგია" უკვე გაყიდვაშია - ერთი კვირის განმავლობაში წიგნის შეძენას 10 ლარად შეძლებთ
პოლ ოსტერის "ნიუიორკული ტრილოგია" უკვე გაყიდვაშია - ერთი კვირის განმავლობაში წიგნის შეძენას 10 ლარად შეძლებთ

10 ივ­ნი­სი­დან, პოლ ოს­ტე­რის „ნი­უ­ი­ორ­კუ­ლი ტრი­ლო­გია“ გა­ყიდ­ვა­შია და მისი სპე­ცი­ა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა 10 ლარი იქ­ნე­ბა. ეს გა­მო­ცე­მა არ არის მხო­ლოდ წიგ­ნი, ის არის პორ­ტა­ლი ნიუ-იორ­კის ცხოვ­რე­ბის იდუ­მალ სამ­ყა­რო­ში, რო­მე­ლიც გამ­სჭვა­ლუ­ლია სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­თა და ფი­ლო­სო­ფი­ით. სამი რო­მა­ნი, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თო პერ­სო­ნა­ჟე­ბი­თა და ატ­მოს­ფე­რო­თი, მო­თხრო­ბი­ლია პირ­ველ პირ­ში და ქა­ო­სურ მეტ­რო­პო­ლი­ა­ში სა­კუ­თა­რი თა­ვის, მიზ­ნი­სა და ად­გი­ლის ძი­ე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა.

„ნი­უ­ი­ორ­კუ­ლი ტრი­ლო­გია“ სამ რო­მანს „შუ­შის ქა­ლა­ქი“, „აჩ­რდი­ლე­ბი“ და „და­კე­ტი­ლი ოთა­ხი" აერ­თი­ა­ნებს. ტრი­ლო­გია, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნა­ხევ­რად დე­ტექ­ტი­ვია, თუმ­ცა „მარ­ტო­ო­ბის გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი“ ოს­ტე­რი სი­უ­ჟე­ტებს ისე ავი­თა­რებს, რომ თხრო­ბა დე­ტექ­ტი­ვის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ სივ­რცე­სა და გან­ზო­მი­ლე­ბა­ში ინაც­ვლებს. ამი­ტომ ძნე­ლია ზღვრის დად­გე­ნა გა­მო­გო­ნილ­სა და სი­ნამ­დვი­ლეს, პერ­სო­ნაჟ­თა რე­ა­ლუ­რო­ბა­სა და აჩ­რდი­ლებს შო­რის.

სამი, სხვა­დას­ხვა დროს და­წე­რი­ლი რო­მა­ნის კრე­ბუ­ლი 1987 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ერთ წიგ­ნად გა­მო­ი­ცე­მა. წიგ­ნი ქარ­თულ ენა­ზე ახ­ლა­ხან, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“, სე­რი­ის - „კი­დევ 15 წიგ­ნი, რო­მე­ლიც უნდა წა­ი­კი­თხო“ ფარ­გლებ­ში გა­მოს­ცა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პრო­ექ­ტის შექ­მნის იდეა ახა­ლი მკი­თხვე­ლის ინ­ტე­რე­სე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად და სა­ინ­ტე­რე­სო სე­რი­ის შე­საქ­მნე­ლად და­ი­ბა­და. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­სუ­ლია: ანე ფრან­კის „უკა­ნა სახ­ლი, დღი­უ­რი წე­რი­ლე­ბის სა­ხით“; მარ­გა­რეტ ეტ­ვუ­დის „მხევ­ლის წიგ­ნი“; ალექ­სან­დრე დი­უ­მას „ქალი ხა­ვერ­დის ყელ­სა­ბა­მით“; კა­ზუო იში­გუ­რუს „არა­სო­დეს გა­მიშ­ვა“. პოლ ოს­ტე­რის „ნი­უ­ი­ორ­კუ­ლი ტრი­ლო­გია“ სე­რი­ის მე­ხუ­თე წიგ­ნია.

სე­რი­ის მე­ხუ­თე წიგ­ნის ან სრუ­ლი სე­რი­ის წი­ნას­წარ სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­მო­წე­რა შე­საძ­ლე­ბე­ლია ვებგ­ვერ­დი­დან ან ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე: 0322470045.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

პოლ ოსტერის "ნიუიორკული ტრილოგია" უკვე გაყიდვაშია - ერთი კვირის განმავლობაში წიგნის შეძენას 10 ლარად შეძლებთ

პოლ ოსტერის "ნიუიორკული ტრილოგია" უკვე გაყიდვაშია - ერთი კვირის განმავლობაში წიგნის შეძენას 10 ლარად შეძლებთ

10 ივნისიდან, პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ გაყიდვაშია და მისი სპეციალური ღირებულება 10 ლარი იქნება. ეს გამოცემა არ არის მხოლოდ წიგნი, ის არის პორტალი ნიუ-იორკის ცხოვრების იდუმალ სამყაროში, რომელიც გამსჭვალულია საიდუმლოებითა და ფილოსოფიით. სამი რომანი, გაერთიანებული საერთო პერსონაჟებითა და ატმოსფეროთი, მოთხრობილია პირველ პირში და ქაოსურ მეტროპოლიაში საკუთარი თავის, მიზნისა და ადგილის ძიებაზე გვიყვება.

„ნიუიორკული ტრილოგია“ სამ რომანს „შუშის ქალაქი“, „აჩრდილები“ და „დაკეტილი ოთახი" აერთიანებს. ტრილოგია, შეიძლება ითქვას, რომ ნახევრად დეტექტივია, თუმცა „მარტოობის გამომგონებელი“ ოსტერი სიუჟეტებს ისე ავითარებს, რომ თხრობა დეტექტივისგან სრულიად განსხვავებულ სივრცესა და განზომილებაში ინაცვლებს. ამიტომ ძნელია ზღვრის დადგენა გამოგონილსა და სინამდვილეს, პერსონაჟთა რეალურობასა და აჩრდილებს შორის.

სამი, სხვადასხვა დროს დაწერილი რომანის კრებული 1987 წლიდან მოყოლებული, ერთ წიგნად გამოიცემა. წიგნი ქართულ ენაზე ახლახან, გამომცემლობა „პალიტრა L-მა“, სერიის - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო“ ფარგლებში გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ პროექტის შექმნის იდეა ახალი მკითხველის ინტერესების გამოსავლენად და საინტერესო სერიის შესაქმნელად დაიბადა. სერიის ფარგლებში უკვე გამოსულია: ანე ფრანკის „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“; მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“; ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“; კაზუო იშიგურუს „არასოდეს გამიშვა“. პოლ ოსტერის „ნიუიორკული ტრილოგია“ სერიის მეხუთე წიგნია.

სერიის მეხუთე წიგნის ან სრული სერიის წინასწარ სპეციალურ ფასად გამოწერა შესაძლებელია ვებგვერდიდან ან ტელეფონის ნომერზე: 0322470045.

R